imedi /  27 ივნისი 2019, 17:30 / სანდო წყარო

ლევან გოგიჩაიშვილი: „ქართული ოცნების“ წევრები ძალიან მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში არიან

ლევან გოგიჩაიშვილი

ლევან გოგიჩაიშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრები ძალიან მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში არიან. ამის შესახებ გოგიჩაიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი გუშინ არასწორად მოიქცა, ახლა კი სასაცილო სიტუაციაშია.

„ვითომ, არ იმჩნევენ „ქართული ოცნების“ წევრები, მაგრამ ძალიან მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში არიან. პირველ რიგში, უხერხულობა მათმა ხელმძღვანელმა, პარტიის თავმჯდომარემ შეუქმნა. რაც არ უნდა იძახონ, რომ სასამართლო თავისუფალია და ეს გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რა თქმა უნდა, ეს არის ძალით ნათქვამი“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით ნიკა მელიასთვის მოსამართლის მიერ აღკვეთს ღონისძიებად დამატებითი შეზღუდვების დაწესება პრაქტიკულად შინა პატიმრობაა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ თქვა.

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასლარიანი გირაო შეეფარდა, დაცვის მხარე კი 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ამასთან, სასამართლომ ნიკა მელიას გარკვეული შეზღუდვებიც დაუწესა. ნიკა მელია მისთვის გირაოს შეფარდებას საერთაშორისო პარტნიორების აქტიურობას უკავშირებს.

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 

საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით პროკურატურამ მიმართა. 

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

ყველა სიახლე

ზონალური პარკირება

21 აგვისტო 2019, 11:39

საქართველო

კახა კალაძე: ცენტრალური უბნები ​ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე ეტაპობრივად გადავა

ცენტრალური უბნები ​ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე ეტაპობრივად გადავა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, კოტე აფხაზის ქუჩაზე ზონალური პარკირება დაახლოებით 20 დღეა რაც საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა და პროექტმა გაამართლა. „დაახლოებით 20 დღეა, რაც კოტე აფხაზის ქუჩაზე პარკირების სისტემა ამოქმედდა.

გაბრიაძის თეატრი

21 აგვისტო 2019, 11:28

კულტურა

გაბრიაძის თეატრის საათი ამერიკული გამოცემის რჩეულ მონუმენტურ საათებში მოხვდა

მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში, შეხვდებით ულამაზეს, მონუმენტურ საათს, რომელსაც საკუთარი ისტორია აქვს. ამერიკული გამოცემა Atlasobscura ასეთი საათებით დაინტერესდა და თავის მკითხველს ფორუმზე საყვარელი მონუმენტური საათების შესახებ გამოკითხა. პასუხები მრავალფეროვანი აღმოჩნდა და სტატიაში სათაურით - „17 მონუმენტური საათი,

21 აგვისტო 2019, 11:21

საქართველო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა ეთერში არ გადის

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გადაცემა „კურიერი“ დღეს ეთერში არ გასულა. 9-საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა გუშინ სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს. ტელევიზიიდან წავიდა წამყვანი პაატა იაკობაშვილიც. ამ ფაქტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში გამოეხმაურა: „რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ

ლაურა ღაჭავა

21 აგვისტო 2019, 11:08

ძალოვნები

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებითი ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

გარლიკი კლონირებული კატა

21 აგვისტო 2019, 10:52

ტექნოლოგიები

ჩინეთში კლონირებული კატა პირველად დაიბადა

ჩინური კორპორაცია Sinogene Biotechnology -ს მეცნიერებმა ქვეყანაში პირველად კატის წარმატებული კლონირება მოახერხეს. ბრიტანული ჯიშის კნუტი სახელად გარლიკი 21 ივლისს დაიბადა. ცხოველი აბსოლუტურად ჯანმრთელია. კნუტმა სახელი იმ კატის საპატივცემულოდ მიიღო, რომლის გენეტიკური მასალის გამოყენებით იყო შემქნილი.

მატრიცა

21 აგვისტო 2019, 10:36

კულტურა

სტუდია Warner-მა ახალ "მატრიცაზე" დაიწყო მუშაობა

ფილმის სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერი ორიგინალური ტრილოგიის თანაავტორი ლანა ვაჩოვსკი იქნება. კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი კი ნეოს და ტრინიტის როლებს დაუბრუნდებიან. ფრანშიზის პირველი ფილმი ეკრანებზე 1999 წელს გამოვიდა. ტრილოგიამ საერთაშორისო გაქირავებიდან 1.6 მილიარდი ფუნტი მიიღო.

ლარი კინგი

21 აგვისტო 2019, 10:31

ტაბლოიდი

ლარი კინგი მეშვიდე ცოლს გაშორდა

ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი მეშვიდე ცოლს გაშორდა, ამის შესახებ People წერს. 85 წლის წამყვანმა 59 ცოლთან ურთიერთობა ურთიერთობა 22 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაასრულა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს. გამოცემის ცნობით მათ ლოს-ანჯელესის სამხარეო სასამართლოს უკვე მიმართეს.

ედგარს რინკევიჩსი

21 აგვისტო 2019, 09:50

საქართველო

რინკევიჩსი: გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი საქართველოს სუვერენიტეტის მორიგი აშკარა დარღვევაა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მხარს უჭერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ ეს არალეგალური ქმედება უნდა შეჩერდეს. „ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც გუგუტიანთკარში მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მოროგი აშკარა დარღვევაა“, - წერს რინკევიჩსი.

21 აგვისტო 2019, 09:20

საქართველო

ოკუპანტების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი ამ დროისათვის შეჩერებულია

ხელოვნური ბარიერის აღმართვა და გამყოფი ხაზის მოწყობის სამუშაოები გუშინ იქ 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილობრივთა საკარმიდამო ნაკვეთებში ოკუპანტებმა დაახლოებით 100 მეტრის სიგრძეზე საყრდენი ბოძები დაამონტაჟეს, რომელზეც მოგვიანებით სავარაუდოდ რკინის ღობეს დაამონტაჟებენ.

21 აგვისტო 2019, 09:07

საქართველო

ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულები მოინახულა

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულები მოინახულა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს თავიანთ ოჯახებში მშვიდობიანი დაბრუნება მიულოცა. დაკავებული მოქალაქეები გუშინ გაათავისუფლეს.

21 აგვისტო 2019, 08:52

მსოფლიო

ინდოელი თინეიჯერის მუცლიდან 1.5კგ-მდე თმა ამოიღეს

პაციენტი ტკივილით და ღებინების სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 14 წლის გოგო თავს იმდენად სუსტად გრძნობდა, რომ დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. დაავადების მიზეზის დასადგენად პაციენტს გაოკვლევები ჩაუტარდება.პაციენტი ტკივილით და ღებინების სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

21 აგვისტო 2019, 08:42

ძალოვნები

ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ახალგაზრდებიდან ერთი ბიჭი გარდაიცვალა

ბათუმში 22 წლის ბიჭის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა სავაურაუდოდ დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტის დიაგნოზით დაიღუპა. ბათუმში ღამის კლუბიდან საავადმყოფოში რამდენიმე ახალგაზრდა ერთნაირი სიპტომებით მოხვდა, მათგან ერთი 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

ქიბარ ხალვაში

21 აგვისტო 2019, 08:31

საქართველო

ხალვაში „რუსთავი2-ზე“: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო

„რუსთავი2-ში“ განვითარებულ მოვლენებს არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „რუსთავი 2“-ის მფლობელი წერს, რომ ჟურნალისტების მიერ პირდაპირ ეთერში სამსახურის დატოვება სიურპრიზი არ იყო. 9 საათიანი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა სამსახური პირდაპირ ეთერში დატოვეს.

21 აგვისტო 2019, 08:11

ტექნოლოგიები

HMD Global-ი განახლებულ Nokia 2720-ს გამოუშვებს

ორიგინალი Nokia 2720-ს 1.3 მეგაპიქსელი კამერით და მხოლოდ 9 მეგაბაიტი მეხსიერებით არის აღჭურვილი. ახალი ტელეფონის ფასი 100 ევრო იქნება. გასული წლის განმავლობაში HMD Global-მა Nokia 8110, Nokia 6-ის, 7 Plus-ის და 1-ის განახლებული ვერსიები წარადგინა.

დონალდ ტრამპი

21 აგვისტო 2019, 07:59

მსოფლიო

გრენლანდიის ყიდვაზე უარის შემდეგ ტრამპმა დანიაში ვიზიტი გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიაში დაგაგემილი ვიზიტი გააუქმა, იტყობინება BBC. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება დანიის პრემიერმინისტრის განცხადებით ახსნა, როდესაც მეტე ფრედერიქსენმა გრენლანდიის გაყიდვის იდეას აბსურდული უწოდა.

ვარდისფერი ლეოპარდი

21 აგვისტო 2019, 00:27

ტექნოლოგიები

სამხრეთ აფრიკაში ფარულმა კამერამ იშვიათი ვარდისფერი ლეოპარდი გადაიღო

ფოტოები ნაკრძალის მფლობელს, 45 წლის ალან უოტსონს და მის 41 წლის მეუღლეს ლინსი უოტსონს ეკუთვნის. კადრებზე აღბეჭდილი ველური ლეოპარდი მკვდარ ჟირაფს ჭამს. ლეოპარდის ტყავის ასეთი იშვიათი ფერი ერითრიზმით (გადაჭარბებული წითელი პიგმენტაცია) არის გამოწვეული.

პოლ მაკარტნი

21 აგვისტო 2019, 00:15

ტაბლოიდი

პოლ მაკარტნი მედიატორს ლიანდაგებზე გასწორებული მონეტებით ამზადებს

პაპარაცებმა პოლ მაკარტნი მატარებლის ლიანდაგებზე მონეტების დაწყობისას დააფიქსირეს. როგორც აღმოჩნდა, ამგვარად ლეგენდარული მუსიკოსი გიტარისთვის მედიატორებს ამზადებს. მედიატორების დამზადების ასეთი მეთოდისთვის არაერთ დამწყებ მუსიკოსს მიუმართავს, თუმცა, როგორც ახლა გაირკვა, ამ მეთოდზე უარს არც პოლ მაკარტნი ამბობს.

ჯონ სალივანი

21 აგვისტო 2019, 00:03

მსოფლიო

რუსეთში აშშ-ის ელჩად შესაძლოა პომპეოს მოადგილე დაინიშნოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთში ელჩის თანამდებობაზე სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოადგილის ჯონ სალივანის დანიშვნა სურს. ამის შესახებ თეთრ სახლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The New York Times-ი წერს. სალივანის კანდიდატურის დასახელების შემთხვევაში ის ელჩად სენატმა უნდა დაამტკიცოს.

დონალდ ტრამპი

20 აგვისტო 2019, 23:41

მსოფლიო

ტრამპი „დიდ რვიანში“ რუსეთის დაბრუნების მომხრეა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „დიდი რვიანის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნება მიზანშეწონილია. CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ვაშინგტონში, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრაზე განუცხადა.

ეგვიპტე სამხედრო

20 აგვისტო 2019, 23:09

მსოფლიო

ეგვიპტელმა ძალოვნებმა სინას ნახევარკუნძულზე 11 ტერორისტი მოკლეს

ეგვიპტელმა ძალოვნებმა სინას ნახევარკუნძულზე 11 ტერორისტი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. მისი ინფორმაციით, რადიკალები თავს ქალაქ ელ-არიშის მახლობლად ერთ-ერთ ტყეს აფარებდნენ, სადაც საიდუმლო ბაზა ჰქონდათ მოწყობილი.