Imedi /  27 ივნისი 2019, 19:53 / სანდო წყარო

ბახტაძემ ახსნა რატომ არ შესრულდა მისი სიტყვები რომ რეზინის ტყვიებს არ გამოიყენებდნენ

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

„პასიური კორდონი ვეღარ აკავებდა აგრესიას, პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა“, განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურ ბრიფინგზე, როდესაც მის მიერ 20 ივნისს გაკეთებული განცხადება შეახსენეს. პრემიერი აცხადებდა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება „ქართული ოცნების“ ხელწერა არ ყოფილა და არ იქნება.  

„ჩემი კომენტარი იმ მომენტში აჩვენებს რეალურ განწყობას, რომ არავინ გეგმავდა ძალის გამოყენებას, მაგრამ მოვლენები ვითარდებოდა ელვის სისწრაფით - რამდენიმე შეტევა და იერიში იქნა მიტანილი პოლიციაზე. იმ მომენტში, როცა პასიური კორდონი ვეღარ აკავებდა აგრესიას, პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა.

იერიშის რამდენიმე ფაზა განხორციელდა ამ აგრესიული ძალის მხრიდან ჩვენს პოლიციელებზე, რაც ვიდეოკადრებზე ძალიან კარგად ჩანს“, - თქვა მამუკა ბახტაძემ. 

პარლამენტის წინ დღეს აქცია შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით განახლდება. აქციის მონაწილეები მმართველი პარტიის ლიდერის ივანიშვილის სახლისკენ გეგმავენ მსვლელობის მოწყობას. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტის მეექვსე დღეს აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი გამართეს, როდესაც მარცხენა თვალი წითელი ნაჭრებით აიხვიეს, რის შემდეგაც აქციაზე საქართველოს ჰიმნი შესრულდა.

პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებში შედიოდა პროპორციული არჩევნები, აქციის დაშლის შემდეგ დაკავებული ყველა ადამიანის გათავისუფლება. ასევე უკვე მთავარი მოთხოვნაა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, რადგან პროტესტის მონაწილეთა შეფასებით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი აქციის დაშლისას დაზარალებულთა მდგომარეობის გამო.

„ქართული ოცნება“ კი პასუხისმგებლობას „დესტრუქციულ ოპოზიციას“ აკისრებს. მმართველი გუნდის შეფასებით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წააქეზეს აქციის მონაწილეები. 

24 ივნისს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს. 

რაც შეეხება დაკავებულებს, პატიმრობაში რჩება 3 ადამიანი.  51 - პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ყველა სიახლე

18 აგვისტო 2019, 21:24

ტაბლოიდი

საქართველოში 65 წლის ქალს ჭურჭლის რეცხვაში საშუალოდ 564 დღე აქვს გატარებული

ჭურჭლის რეცხვის შესახებ საქართველოს მასშტაბით 1100 რესპონდენტი გამოკითხა. მსგავსი გამოცდილების დეფიციტი „საშინაო შრომის ბაზარზე“ უმეტესად, კაცებს აქვთ.კვლევამ გამოავლინა, რომ გამოკითხული ქალების 96% და კაცების 14% რეცხავს ჭურჭელს. ქალები დღის განმავლობაშიც ხშირად რეცხავენ ჭურჭელს - საშუალოდ, 3-ჯერ.

18 აგვისტო 2019, 21:22

ტაბლოიდი

ნორვეგიის პრინცესა საქმროსთან ერთად თურქეთში ისვენებს

ნორვეგიის პრინცესა საქმროსთან ერთად თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პროვინცია მუღლაში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ისვენებს. თურქული მედიის ინფორმაციით, „მარტა ლუიზამ და შამან დიურეკი ტურისტებისთვის მიმზიდველ ქალაქში 16 აგვისტოს ჩავიდნენ“. სტუმრებს რამდენიმე საჩუქარი გადასცეს, მათ შორის არის მუსტაფა ქემალ ათათურქის პორტრეტი.

კულტურა

18 აგვისტო 2019, 20:52

საქართველო

ტიმოთესუბანში სამონასტრო კომპლექსში სათავსო თვითნებურად ჩადგეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარეს სრულიად არ შეესაბამება და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს.

გიორგი შოთაძე

18 აგვისტო 2019, 20:48

სპორტი

ქართველი მოჭიდავე გიორგი შოთაძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ გიორგი შოთაძემ (67 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა სომეხი მოჭიდავე დაამარცხა. ფინალამდე კი სამივე მეტოქე აშკარა უპირატესობით ჩამოიცილა, პოლონელ მიელევცზიკს 11-0, ჩინელ ჰუანს 8-0 და უკრაინელ კრავჩენკოს 9-1 მოუგო. .

შემთხვევის ადგილი

18 აგვისტო 2019, 20:32

ძალოვნები

სოფელ ნიგვზიანთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 45 წლამდე ქალი, 8 ადამიანი კი დაშავდა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

გემი

18 აგვისტო 2019, 20:27

მსოფლიო

ლიბიელი მიგრანტების გემმა ესპანეთის მთავრობის შეთავაზება არ მიიღო

ჰუმანიტარული ორგანიზაციის კუთვნილმა გემმა Open Arms, სადაც 130 მიგრანტი იმყოფება, უარი განაცხადა ესპანეთის ხელისუფლების შეთავაზებაზე რომ გემი პროვინცია კადისში მდებარე ალხესირასის პორტში შესულიყო, რომელიც გემის ამჟამინდელი მდებარეობიდან 6 დღის სავალზეა.

18 აგვისტო 2019, 20:25

ძალოვნები

ოკუპანტებმა გატაცებული მოქალაქეების ავტომობილები ქართულ მხარეს გადასცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადასცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ავტომობილები პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, ისინი კანონიერ მეპატრონეებს დაუბრუნდებათ.

შსს

18 აგვისტო 2019, 19:42

საქართველო

თბილისში ბარათაშვილის ხიდზე სამანქანო მოძრაობა 5 დღით ნაწილობრივ იზღუდება

თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, 18 აგვისტოს 20:00 საათიდან 23 აგვისტოს 24:00 საათამდე, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე მოძრავი ავტომანქანებისთვის დაწესდება მოძრაობის განრიგები.

18 აგვისტო 2019, 19:33

მსოფლიო

სტატუსის გაუქმების შემდეგ ქაშმირში სულ მცირე 4000 ადამიანი დააკავეს

ფრანგულ მედიას წყარომ განუცხადა, რომ დაკავება საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით მოხდა. კანონი, რომელიც დავის საგანს წარმოადგენს, ხელისუფლებას აძლევს საშუალებას ორი წლის განმავლობაში პატიმრობაში ჰყავდეს ადამიანი საბრალდებო დასკვნისა და სასამართლოს გარეშე.

დონალდ ტრამპი

18 აგვისტო 2019, 19:24

მსოფლიო

მედია: პენსილვანიაში ტრამპთან შეხვედრაზე მუშები დაშინებით მიიყვანეს

13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიაში, Shell-ის ქიმიური ქარხნის მუშებს შეხვდა. გაზეთ Pittsburgh Post-Gazette-მა (რომელიც შტატის მასშტაბით სიდიდით მეორე გამოცემაა) გაარკვია, რომ ტრამპთან შეხვედრამდე ქარხნის მუშებს ანაზღაურებასთან დაკავშირებით პირობები წაუყენეს .

ვუდსტოკის ფესტივალი

18 აგვისტო 2019, 18:52

კულტურა

ვუდსტოკის ფესტივალი 50 წლისაა

„მუსიკისა და მშვიდობის სამი დღე“ ჰიპის კულტურის კულმინაცია და ამავდროულად, მისი დაისი იყო. ფესტივალი მოიცავდა ყველაფერს: თავისუფლებას და როკ-ენ-როლს, სექსს და ნარკოტიკებს, ჭუჭყს და ანტისანიტარიას, ანარქიას და პაციფიზმს. ფესტივალს 400 ათასამდე ადამიანი დაესწრო.

18 აგვისტო 2019, 18:40

ტექნოლოგიები

კვლევა: სოციალური მედია გოგოებისთვის უფრო საზიანოა ვიდრე ბიჭებისთვის

კვლევების თანახმად, სოციალური მედია ფსიკიკური ჯანმრთელობის საკითხებთან ასოცირდება, თუმცა ახალი მონაცემებით ირკვევა, რომ ასეთი პრობლემა შესაძლოა, გამოწვეული იყოს გარკვეულ პირობებში და გარკვეულ ადამიანებში.

18 აგვისტო 2019, 18:39

ტაბლოიდი

მიკ ჯაგერის უცნაური თვისება ცნობილია

Rolling Stones-ს სოლისტი, ლეგენდარული მიკ ჯაგერი იმ სასტუმროებში სადაც ის გასტროლების დროს ჩერდება ლეიბის შეცვლას ითხოვს, - ამის შესახებ Daily Mail-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. მიკი ყოველთვის ითხოვს სასტუმროში ახალი ლეიბის მიტანას. ასევე მისი სურვილია, რომ ვიდრე სასტუმროში დაბინავდება, ამ ლეიბზე ობიექტის თანამშრომელმა დაიძინოს.

კვლევა

18 აგვისტო 2019, 18:11

ტექნოლოგიები

გაირკვა შეუძლიათ თუ არა ქალებს კაცებზე უკეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება

ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება მარტივი ნამდვილად არ არის. დიდი ხნის განმავლობაში ფართოდ იყო და არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ქალები ამას კაცებზე უკეთ ართმევენ თავს.

ინდოეთი, წყალდიდობა.

18 აგვისტო 2019, 18:01

მსოფლიო

ინდოეთში წყალდიდობას სამ თვეში 1000-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ქვეყნის 9 რეგიონში ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთით, წყალდიდობის შედეგად 1038 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ინდოეთის სამხარეო სამინისტრო ავრცელებს. ადამიანების უმეტესობა დაიხრჩო, ნაწილი კი მეწყერმა და შენობების ნგრევამ იმსხვერპლა. ამასთან, ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში 245, ქერალში-155, დასავლეთ ბენგალში -154, ბიჰარში - 130 ადამიანი

ეშლი კოული

18 აგვისტო 2019, 17:40

სპორტი

ეშლი კოულმა კარიერა დაასრულა

კოული დღემდე ლოს-ანჯელეს გალაქსი თამაშობდა, ახლა კი სამწვრთნელო კარიერაზე ფიქრობს. 38 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგა სამჯერ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა კი 2011-2012 წლებში მოიგო. ასოციაციის თასის ისტორიაში ის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია, 7 მედლით.

18 აგვისტო 2019, 17:31

თემა

მართალია რომ ცაციები უფრო ნიჭიერები არიან?

არსებობს მოსაზრება, რომ მემარცხენეებში უფრო ხშირად გვხვდებიან გამორჩეული ნიჭის პატრონები, ვიდრე მემარჯვენეებში. ამ შეხედულებას არც სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები აკლია. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მემარჯვენეები ცაციებზე დაახლოებით ათჯერ მეტნი არიან. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კაცებში მემარცხენეები ორჯერ უფრო ხშირად გვხვდებიან, ვიდრე ქალებში.

ელიზაბეტ მაკრონი

18 აგვისტო 2019, 17:29

ტაბლოიდი

საფრანგეთის პირველ ლედის მხარი დაუზიანდა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ცოლ ბრიჯიტს მხარი დაუზიანდა. ამის შესახებ Journal du Dimanche წერს. პირველი ლედი საზოგადოების წინაშე კიდურის დამჭერი ბანდაჟით გამოჩნდა. გამოცემის ცნობით, მას გემზე ყოფნისას ფეხი დაუცდა და მხრის ძვალი დაუზიანდა.

სექსტინგი

18 აგვისტო 2019, 17:25

ტექნოლოგიები

კვლევა: რატომ აგზავნიან კაცები სასქესო ორგანოს ფოტოებს

რესპონდენტების 1/3-მა ეს სწორედ ამ მიზნით გაგზავნა ფოტო, ამდენივემ კი - ქალისგან ასეთივე ფოტოს მიღების სანაცვლოდ. სასქესო ორგანოს ფოტოს გამგზავნი ყოველი მეორე კაცი (კვლევის მონაწილე) ამას ადრესატის აღსაგზნებად ან ვინმეს წინაშე საკუთარი სექსუალურობის დემონსტრირებისთვის აკეთებს.

18 აგვისტო 2019, 16:57

თემა

ვინ და რა გზებით ათეთრებს ფულს?

ფულის გათეთრება არის უკანონო შემოსავლის ლეგალიზება, რომ მფლობელმა ის ღიად და დაუფარავად გამოიყენოს. ამ ტიპის ფულადი მაქინაციები მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად ხდება. სხვადასხვა ფინანსური დაწესებულების მეშვეობით კი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ათეთრებენ. ფულადი სახსრების უწყვეტი ნაკადი მთელ მსოფლიოში ყოველწამიერად კვეთს როგორც რეალურ, ისე ვირტუალურ სივრცეს. სად და როდის გაჩნდა ტერმინი ფულის გათეთრება? როგორ მუშაობს ამ ფინანსური მაქინაციის მექანიზმი? ფულის გათეთრების რა მეთოდები არსებობს და ვინ ათეთრებს ფულს?