Imedi /  28 ივნისი 2019, 14:00 / სანდო წყარო

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ

გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩა და ხატია დეკანოიძე

გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩა და ხატია დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" პარლამენტის დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ. ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ დღეს ყველაზე აქტუალური გიორგი გახარიას გადაყენების საკითხია და სხვა თემებზე მსჯელობა არაადეკვატურად მიაჩნიათ.

"როდესაც საზოგადოება ითხოვს მინისტრ გახარიას გადადგომას, ერთადერთი საკითხი, რაც უნდა განიხილოს პარლამენტმა, არის ოპოზიციის მიერ გახარიას გადადგომის თაობაზე დაყენებული რეზოლუცია. რაღაც რუტინულ პროცედურულ განხილვებში ან თუნდაც რამე საკანონმდებლო განხილვებში მონაწილეობას, რომელსაც არსებითი განხილვა ჩვენს მოსახლეობაზე არ აქვს, ამ ეტაპზე დისკრედიტებული პარლამენტის პირობებში არის შეუძლებელი. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვმონაწილეობთ დღევანდელ სხდომაში და ვაცხადებთ ბოიკოტს. ვუერთდებით ჩვენი საზოგადოების და ახალგაზრდების სულისკვეთებას, რომლებიც რამდენიმე დღეა დგანან აქციაზე და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღეს საქართველოს პარლამენტში მორიგი პლენარული სხდომა იმართება. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კი უკვე მე-9 დღეა, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა. იმავე ღამეს, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. 

ყველა სიახლე

ზაზა ნადირაძე

25 აგვისტო 2019, 16:25

სპორტი

ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 200 მეტრში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ფინალში ზაზამ 40.24-წამიანი შედეგი აჩვენა. მეორე ადგილზე ბელარუსი არტიომ კოზირი (40.08 წამი) გავიდა. ყველაზე სწრაფად დისტანცია ლიეტუველმა ჰენრიკას ზუსტაუსტასმა დაფარა.

უშგული

25 აგვისტო 2019, 16:22

კულტურა

უშგულში კოშკების რეაბილიტაციის ხარისხს სპეციალური კომისია შეისწავლის

მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის მოსახლეობას ისტორიული კოშკების რეაბილიტაციის საკითხზე რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები ხვდებიან. მხარეებს შორის დიალოგი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობას კოშკების რეაბილიტაციის ხარისხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნას დაჰპირდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 აგვისტო 2019, 16:13

საქართველო

უკრაინის საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და განიხილავს მას, როგორც რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ მცდელობას, მოხდინოს პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში.

ლუხუმ ჩხვიმიანი

25 აგვისტო 2019, 16:00

სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი დაამარცხა. მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა დაამარცხა.

ვლადიმერ კონსტანტინიდი

25 აგვისტო 2019, 15:59

საქართველო

საგარეო უწყება სოხუმში ე.წ. არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლების ჩასვლას არ ადასტურებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩინეთიდან და გერმანიიდან დამკვირვებლები არიან ჩასულები, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

სექსთოჯინების საწარმო

25 აგვისტო 2019, 15:02

ტაბლოიდი

სექსთოჯინების ინდუსტრიაში ახალი ტრენდი გამოჩნდა

სექსთოჯინების მწარმოებელმა კომპანია Silicone Sex World-მა საკუთარი პროდუქციის ყველაზე პოპულარული სახეობები დაასახელა. ამის შესახებ გამოცემა Daily Star-ი წერს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ყველაზე ხშირად მომხმარებლები მათ არა ცნობილი ადამიანების, არამედ საკუთარი ნაცნობების კლონებს უკვეთავენ.

ბარაკ ობამა

25 აგვისტო 2019, 14:47

ტაბლოიდი

ცნობილია რა მუსიკას უსმენს ბარაკ ობამა ზაფხულის სეზონზე

„რა საერთოა Lil Nas X-სა და Dan-სა და Lizzo-ს შორის? მხოლოდ ის რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას 2019 წლის ზაფხულის პლეილისტში მოხვდნენ. თუმცა ეს ყველაზე მაგარი ადგილია“, - წერს CNN. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი რცეული სიმღერების სია Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები

25 აგვისტო 2019, 14:05

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ ლიდერების აზრით, რუსეთის დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია

„დიდი შვიდეულის“ სამიტის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ფორმატში რუსეთის დაბრუნებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ამის შესახებ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო AFP წერს. ამასთან ერთად, სააგენტოს წყაროს ცნობით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა რუსეთთან კოორდინირების გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს.

დონალდ ტრამპი

25 აგვისტო 2019, 13:54

მსოფლიო

ტრამპი დიდი შვიდეულის შემდეგ სამიტზე პუტინის მოწვევას არ გამორიცხავს

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სრულიად შესაძლებელია „დიდი შვიდეულის“ შემდეგ სამიტზე, რომლიც აშშ-ში გაიმართება, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიწვიოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სამიტის ოფიციალურ გახსნამდე განაცხადა. რუსეთს „დიდი რვიანი“ ყირიმის ანექსიის გამო დაატოვებინეს.

ხანძარი ამაზონის ტყეებში

25 აგვისტო 2019, 13:52

მსოფლიო

NASA-მ ამაზონის ტყეების ხანძრის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა

ბუნებისდამცველები ხანძრებში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსანარუს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, მიწის ცეცხლის საშუალებით გასაწმენდად ფერმერები პრეზიდენტმა წაახალისა. NASA-ს ინფორმაციით, ამაზონის ჯუნგლებში ხანძრები ადამიანების ჩარევითაა გამოწვეული.

25 აგვისტო 2019, 13:20

მსოფლიო

აშშ ბრიტანეთთან დიდ სავაჭრო ხელშეკრულებას გააფორმებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი მალე დიდ სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ. ტრამპმა ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან ბორის ჯონსონთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტის ოფიციალურად გახსნამდე ერთი დღით ადრე შედგა.

ხანძარი ახალსოფელში

25 აგვისტო 2019, 13:17

ძალოვნები

ახალსოფელში ხანძრის ქრობის პროცესში მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. პარალელურ რეჟიმში, ხანძრის კერების ქრობას განაგრძობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირადი შემადგენლობა.

ანტირასისტული აქცია

25 აგვისტო 2019, 13:00

მსოფლიო

დრეზდენში რასიზმის წინააღმდეგ აქციაზე 40 ათასი ადამიანი გამოვიდა

გერმანიაში, დრეზდენში რასიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 40 ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა უცხოელების წინააღმდეგ „სიძულვილი ენის“ გამოყენება დაგმეს. მათი თქმით საქსონია არ არის გერმანიის რუკაზე ლაქა. აქ ცხოვრობს ბევრი ადამიანი რომელსაც სურს მშვიდობიანი და თავისუფალი სახელმწიფო ჰქონდეს.

Boston 168

25 აგვისტო 2019, 12:37

კულტურა

Echowaves-ის მესამე დღეს მსმენლის წინაშე Boston 168 წარდგა

Echowaves-ის ფესტივალი დღეს დაიხურება. წელს ანაკლიის სანაპირომ 150-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა. მსმენელის წინაშე ქართველი და უცხოელი დიჯეები ერთმანეთს 8 სცენაზე ენაცვლებოდნენ. ფესტივალი დღეს იხურება, ხვალ კი დილის 8:00 საათიდან მხოლოდ ერთი, ე.წ. კუნძულის სცენა იმუშავებს.

ინტერნეტტერორიზმი

25 აგვისტო 2019, 12:36

მსოფლიო

ტერორიზმის რისკის გასანეიტრალებლად ავსტრალია საეჭვო ვებგვერდებს დაბლოკავს

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ექსტრემისტების მიერ ციფრული პლატფორმებზე ძალადობრივი კონტენტის მოზიდვას არ დაუშვებს და საეჭვო ვებგვერდებს დაბლოკავს. ეს განცხადება სკოტ მორისონმა დღეს დიდი შვიდეულის ფორუმზე საფრანგეთში გააკეთა.

ვარსკვლავური ომები

25 აგვისტო 2019, 12:10

კულტურა

„ვარსკვლავური ომების“ მე-9 ნაწილის პირველი პოსტერი გამოქვეყნდა

კომპანია Disney-იმ ფესტივალ D23-ის ფარგლებში „ვარსკვლავური ომების“ მე-9 ნაწილის პირველი პოსტერი გამოაქვეყნა. პოსტერის ცენტრში ახალი ეპიზოდის მთავარი გმირები - რეი და კაილო რენი, მათ ზემოთ კი იმპერატორი პალპატინი არიან გამოსახულები.

25 აგვისტო 2019, 11:57

მსოფლიო

პარიზი გერმანელი ნაცისტებისგან გათავისუფლების 75 წლისთავს ზეიმობს

საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი გერმანელი ნაცისტებისგან გათავისუფლების 75 წლისთავს აღნიშნავს. ქალაქი 1944 წლის 25 აგვისტოს ფრანგების აჯანყების შედეგად გათავისუფლდა და 1500 დღიანი პაუზის შემდეგ ეიფელის კოშკზე ნაცისტური სვასტიკის ნაცვლად საფრანგეთის დროშა აფრიალდა.

Breaking bad

25 აგვისტო 2019, 11:40

კულტურა

Breaking Bad-ის ფილმის პირველი თიზერი გამოქვეყნდა

კომპანია Netflix-მა გამოაქვეყნა ფილმ El Camino: A Breaking Bad Movie-ის პირველი თიზერი, რომელიც სერიალ Breaking Bad-ის მიხედვით არის გადაღებული. ფილმი სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის ჯესი პინკმანის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მისი პრემიერა 2019 წლის 11 ოქტომბერს გაიმართება.

ხანძარი ახალსოფელში

25 აგვისტო 2019, 11:20

ძალოვნები

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარი ლოკალიზებულია. სოფელ ახალსოფელთან ცეცხლის დამატებითი კერები აღარ გაჩენილა. ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. ცეცხლის ქრობის პროცესში დილიდან შსს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენია ჩართული.

აქცია მულახში

25 აგვისტო 2019, 11:17

საქართველო

სვანეთში 12 სოფლის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს

მულახის თემის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების თხოვნით, სვანეთში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის 12 სოფლის მცხოვრებლებმა მესტია-უშგულის გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გზის გახსნას არ აპირებენ, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეხვდებიან.