imedi /  29 ივნისი 2019, 00:52 / სანდო წყარო

ძლიერმა წვიმამ მახინჯაურსა და ბათუმში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მახინჯაურსა და ბათუმში. დაიტბორა ცენტრალური ქუჩა, რის გამოც სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. დაახლოებით ნახევარი საათი კი ჩაკეტილი, რამაც ბათუმისა და ჩაქვის მიმართულებით საცობები გამოიწვია.

Imedinews-ის ინფორმაციით, გზაზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობი იყო. კომპანია „ბათუმის წყლის“ თანამშრომლებმა სანიაღვრე არხი გაწმინდეს. 

როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს ძლიერი წვიმის დროს საავტომობილო გზა სულ იტბორება. ისინი აცხადებენ, რომ ამის მიზეზი გაუმართავი სანიაღვრე არხებია

Imedinews-ის ინფორმაციით უხვი ნალექის შედეგად ბათუმში ე.წ ჭაობის დასახლებაში ცალკეულ ქუჩებზე წყლის მასა ცენტრალურ გზაზე გადავიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის 20-მდე შეტობინებაა შესული. როგორც უწყებაში განაცხადეს, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ე. წ ჭაობის დასახლების რამდენიმე ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი სახლების სარდაფებიც დაიტბორა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ყველა სიახლე

ჰონგ-კონგი

23 აგვისტო 2019, 09:52

მსოფლიო

ჰონგ-კონგის სასამართლომ საპროტესტო აქციების აკრძალვის მოქმედება გაახანგრძლივა

ჰონგ-კონგის უზენაესმა სასამართლომ განუსაზღვრელი ვადით გაახანგრძლივა აეროპორტში საპროტესტო აქციების ამკრძალავი დადგენილება. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. 13 აგვისტოს ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციამ სასამართლოს საპროტესტო აქციების აკრძალვა მოსთხოვა, მას შემდეგ რაც მომიტინგეებმა აეროპორტის მუშაობა შეაფერხეს.

ხანძარი ამაზონის ტყეში

23 აგვისტო 2019, 09:30

მსოფლიო

მაკრონმა ამაზონის ტყის ხანძარს საერთაშორისო დონის კრიზისი უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ამაზონის ტყის ხანძრები საერთაშორისო დონის კრიზისს წარმოადგენს, რომელსაც „დიდი შვიდეულის“ სამიტის დღის წესრიგში მთავარი ყურადღება უნდა დაეთმოს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

„გოჭი პეპა“

23 აგვისტო 2019, 09:13

ეკონომიკა

ამერიკული კომპანია „გოჭი პეპას“ შემქმნელ კომპანიას 4 მილიარდ დოლარად შეიძენს

„გოჭი პეპას“ გარდა Hasbro ფლობს საავტორო უფლებებს ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა „ჩემი პატარა პონი“ (My Little Pony), „ვარსკვლავური ომები“ (Star Wars), „მარველის ლეგენდები“ (Marvel legends), „ტრანსფორმერები“ (Transformers) და სხვ. 2017 წელს კომპანიის მოგებამ 5,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„ბათუმი რივიერა“

23 აგვისტო 2019, 08:41

საქართველო

აქტივისტები „ბათუმი რივიერას“ საკითხზე პრემიერს და ბათუმის მერს მიმართავენ

ბათუმის კონცხზე ხუთი კოშკის დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აქტივისტები და ბუნებისდამცველები პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს და ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს მიმართავენ.

მაიკლ ჯექსონი

23 აგვისტო 2019, 08:16

კულტურა

მაიკლ ჯექსონის კიდევ ერთი ანდერძის შესახებ გახდა ცნობილი

მისი თქმით, ანდერძი 2006 წლით არის დათარიღებული და მას 2002 წელს შედგენილი ამჟამად მოქმედი ანდერძი უნდა ჩაენაცვლებინა. ბეინის განცხადებით, ის პირადად ესწრებოდა მომენტს, როდესაც ანდერძს ნოტარიუსი ამოწმებდა და დოკუმენტის შინაარსსაც გაეცნო. თუმცა, ანდერძის ბედი მისთვის ახლა უცნობია.

თევზი

23 აგვისტო 2019, 08:09

ტაბლოიდი

ამერიკელმა ქალმა დაიჭირა თევზი, რომელსაც ორი პირი აქვს

აშშ-ის ქალაქ პლატსბურგში ცოლ-ქმარმა დაიჭირა თევზი, რომელსაც ორი პირი აქვს. ამის შესახებ გამოცემა Daily Star-ი წერს. ადამ გედესი და მისი მეუღლე დები შამპლეინის ტბაზე თევზაობდნენ. როდესაც დებიმ წყლიდან ტბის კალმახი ამოიყვანა, მეთევზეებმა აღმოაჩინეს, რომ თევზს ორი პირი ჰქონდა.

 „ობლების ბრუკლინი“

23 აგვისტო 2019, 00:40

კულტურა

გამოქვეყნდა „ობლების ბრუკლინის“ ტრეილერი, ტომ იორკის საუნდტრეკით

ფილმის რეჟისორი და სცენარისტი ედვარდ ნორტონია, რომელიც მთავარ როლსაც ასრულებს. კერძოდ, ის კერძო დეტექტივია, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ნორტონთან ერთად ფილმში უილემ დეფო და ალეკ ბოლდინი მონაწილეობენ. საუნდტრეკზე კი ტომ იორკი მუშაობდა.

ფორსაჟი 9

23 აგვისტო 2019, 00:18

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო ვაჟა-ფშაველას გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება

პეკინის გამზირიდან და ჟვანიას მოედნიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კანდელაკის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს, ხოლო ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირისკენ გადაადგილება კვლავ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ბექას ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.

დაღესტანი

22 აგვისტო 2019, 23:58

ტაბლოიდი

დაღესტნელმა ჩინოსანმა პენსიის მისაღებად ასაკი 34 წლით გაიზარდა

როგორც გაირკვა, 28 წლის ჩინოსანმა ადგილობრივ ფედერალურ საიმიგრაციო სამსახურში ყალბი პასპორტი აიღო, სადაც მისი ასაკი 34 წლით იყო გაზრდილი. ამ პასპორტით მან საპენსიო ფონდს მიმართა და პენსია დაუნიშნეს. 2018 წლის მარტიდან მან 155 000 რუბლი (2361$) აიღო.

ლევან გელბახიანი

22 აგვისტო 2019, 23:36

კულტურა

სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო ლევან გელბახიანს გადაეცა

გეი სიყვარულის შესახებ პირველი ქართული ფილმის მთავარი პერსონაჟი მერაბია, რომელიც ბავშვობიდან ანსამბლში ქართულ ეროვნულ ცეკვებს ცეკვავს. მისი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როდესაც მის ცხოვრებაში ქარიზმატული ირაკლი ჩნდება, რომელიც ასევე ცეკვავს ქართულ ცეკვებს.

Prodigy

22 აგვისტო 2019, 23:24

კულტურა

Prodigy ახალ სიმღერაზე მუშაობს

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის Prodigy-ს წევრებმა კიტ ფლინტის გარდაცვალების შემდეგ ახალ სიმღერაზე მუშაობა დაიწყეს. ხმის ჩამწერი სტუდიიდან ფოტო მუსიკალური კოლექტივის შექმნელმა ლიამ ჰოულეტმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.„დავბრუნდით სტუდიაში, რათა ვიხმაუროთ“, - ასეთია ფოტოს აღწერა.

ხანძარი

22 აგვისტო 2019, 22:46

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძრის ფართობი შემცირდა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ფართობი შემცირდა - ცეცხლი 40 ჰექტარიდან 10 ჰექტრამდე ლოკალიზდა. მის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ. დილიდან პროცესში 3 ვერტმფრენი ჩაერთვება.

კოტე გუგუნავა

22 აგვისტო 2019, 22:44

სპორტი

ქართველი მწვრთნელი კოტე გუგუნავა კარიერას დუბაიში განაგრძობს

ქართველი მწვრთნელი კოტე გუგუნავა კარიერას დუბაიში, ადგილობრივ კლუბ "შაბაბ ალ-აჰლიში" განაგრძობს. „მადლობას ვუხდით მას გაწეული სამუშაოსთვის, პროფესიონალიზმისა და კარგი ადამიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ კლუბში"- წერს კლუბი Facebook-ის გვერდზე.

სალომე ზურაბიშვილი

22 აგვისტო 2019, 22:33

საქართველო

ზურაბიშვილი: საოკუპაციო ხაზთან ჩავდივარ როცა საჭიროდ მივიჩნევ და არა სხვისი დღის წესრიგით

ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად მიმდინარე პროცესისა, საქართველომ უნდა განაგრძოს გზა ევროპისკენ, განვითარებისა და დემოკრატიისკენ.

ემინემი

22 აგვისტო 2019, 22:19

მსოფლიო

ემინემის ლეიბლი Spotify-ის უჩივის

ლეიბლი, რომელიც ემინემის სიმღერების გამოშვებას უზრუნველყოფს, ციფრულ მუსიკალურ პროვაიდერ Spotify-ის მომღერლის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ლეიბლ Eight Mile Style-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Spotify-იმ ვერ უზრუნველყო ემინემის სიმღერების ლიცენზიის სრულფასოვნად დაცვა და შესაბამისად, ვარსკვლავისთვის ადეკვატური ანაზღაურების გადახდა.

Apple

22 აგვისტო 2019, 21:59

ტექნოლოგიები

სექტემბერში Apple ახალ iPhone-ს, iPads-სა და MacBook Pro-ს წარადგენს

ამერიკული კორპორაცია Apple სექტემბერში 3 ახალ iPhones-ს წარადგენს. მათი სახელწოდება კი Pro iPhone იქნება. ახალ სმარტფონებს დამატებითი კამერა ექნება. გარდა ამისა, განახლდა სახის სკანირების სისტემა Face ID-ისთვის. გარდა ამისა, კომპანია ახალ iPads-სა და MacBook Pro-ს წარადგენს.

Echowaves

22 აგვისტო 2019, 21:36

საქართველო

ანაკლიაში ფესტივალ Echowaves-ის ტერიტორიაზე 2 სამედიცინო პუნქტი მოეწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ, ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველიდი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის 1 რეანიმობილი განათავსა. ფესტივალი Echowaves-ი რამდენიმე საათში დაიწყება.

Die Antwoord

22 აგვისტო 2019, 20:37

კულტურა

ჰომოსექსუალი მუსიკოსის ცემის გამო Die Antwoord-ი ორი ფესტივალიდან მოხსნეს

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქსელში გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ მუსიკოსები ჯგუფ Hercules and Love Affair-ის წევრ ენდი ბატლერს. შემთხვევა ჯერ კიდევ 2012 წელს ფესტივალ Future-ზე მოხდა, თუმცა ვიდეო მხოლოდ ახლა გავრცელდა. კადრები Die Antwoord-ის ოპერატორმა ბენ კროსმანმა გადაიღო.

ბადრი ჯაფარიძე

22 აგვისტო 2019, 20:25

ძალოვნები

ბადრი ჯაფარიძე: გენერალური პროკურორი ამ აბსურდულ ბრალზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

„თიბისი" ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურა, სადაც ისინი ბრალის დასაზუსტებლად იყვნენ დაბარებულნი, დატოვეს. როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა, პროცესს ანაკლიის პორტსა და მის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობას უკავშირებს.

ხანძარი

22 აგვისტო 2019, 19:38

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს კვლავ ებრძვიან. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და 3სამაშველო მანქანა, ასევე, 9 დამხმარე ტექნიკა და 170 მეხანძრე-მაშველი.