imedi /  30 ივნისი 2019, 22:22 / სანდო წყარო

რადიკალიზაციის ანატომია: რა უძღოდა წინ 20 ივნისის ღამეს

პროვოკაციული ნაბიჯები და გულწრფელი პროტესტის რადიკალიზაციის მცდელობა მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდებს მათ გვერდით პოლიტიკოსების ხილვა არ სურთად. 20 ივნისს პარლამენტის წინ საკანონდებლო ორგანოში შეჭრისკენ ღია მოწოდება ისმოდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი სამართალდაცველებს გაუსწორდა, სპეცდანიშნულების რაზმის ცალკეული წევრები დამიზნებით ესროდნენ დემონსტრანტებს - თუმცა ყველაფერი ეს ერთი დღე არ არის.

რეალურად ამ უმძიმეს ღამეს წინ უძღოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პოლიტიკური გზავნილები, მუქარა და იმის დაანონსება, რომ ხელისუფლება არა არჩევნების გზით, არამედ რადიკალური ნაბიჯებით უნდა დაემხოს.

აწეული ხელებით შესვლა პარლამენტში ნიკა მელიას ნოვაცია არ ყოფილა. ზუსტად ასე იყო 2003 წელსაც. თუმცა მაშინ მიხეილ სააკაშვილის ამ ნაბიჯს სახელმწიფოს მხრიდან პასუხი არ მოჰყოლია - მიტინგი არ დაშალეს და თავისი უმოქმედობით მიხეილ სააკაშვილის რევოლუციურ გეგმაში ჩაერთნენ. 

მაშინ სულ სხვა პოლიტიკური მოცემულობა იყო - გაყალბდა არჩევნები და მთავრობას ლეგიტიმაციაც აღარ ჰქონდა, შევარდნაძის ხელისუფლება კი არათუ სახელმწიფო ინსტიტუტებს, საკუთარ თავსაც ვერ იცავდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ არასოდეს დაუმალავს, რომ ხალხი მათ ხელში იარაღია საკუთარი მიზნის მისაღწევად და 20 ივნისის ღამეს თითქმის მოახერხეს ამ იარაღის ხელში აღებაც. თუმცა მანამდე იყო ბევრი წარუმატებელი მცდელობა. 

მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი 2012 წლის არჩევნებში დამარცხდა, თითქმის ყველა არჩევნების წინ, თავადაც და მისი პოლიტიკური ძალაც ცდილობდა როგორმე ამოეტრიალებინა სიტუაცია და გაემეორებინა ის სცენარი, რომლითაც ხელისუფლებაში 2003 წელს მოვიდა. 

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ გაქცეულ ლიდერს აქცენტი ყოველთვის რევოლუციაზე აქვთ და არა არჩევნებში გამარჯვებაზე. ყველაზე აქტიურები მაინც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ გახდნენ, როდესაც ალბათ იფიქრეს, რომ ხალხს მათი ძველი საქმეები დაავიწყდა. 

„გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე, როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი. მოვუწოდებ პოლიციას დადგეს ხალხის მზარეს“, - ამას ამბობდა სააკაშვილი იმის მიუხედავად, რომ ჯერ არჩევნების შედეგებიც არ იცოდა. 

თუმცა არჩევნების შედეგი და ხალხის არჩევანი რომ მისთვის მნიშვნელოვანი არ არის, ეს შემდეგ კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა. როდესაც მის მიერ მხარდაჭერილ საბჭოთა სკოლის დიპლომატს ამომრჩეველმა უარი უთხრა, მიხეილ სააკაშვილმა თავის ამომრჩეველს ქუჩაში უხმო. ისინი გამოვიდნენ და კიდევ ერთხელ მიიღეს დაპირება, რომ მალე ნახავდნენ ლიდერს, რომელიც ქართულ მართლმსაჯულებას უკვე წლებია ემალება. 

სააკაშვილი მაშინ ამბობდა, რომ იმ წუთში, როდესაც ჩათვლის, რომ საქართველოს აქტიური ნაწილი და ოპოზიცია მზად არის, რომ უზრუნველყოს მისი 72-საათიანი თავისუფალი გადაადგილება საქართველოში, ის ქვეყანაში გაჩნდებოდა.

დაპირება დაპირებად დარჩა. საქართველოში დარჩენილმა მისმა თანაგუნდელებმა ვერ მოუმზადეს სიტუაცია, ამიტომ ტვირთი თავის თავზე აიღო, როდესაც ემიგრანტებისგან ლაშქრის შეკრება და ფულის აკრება გადაწყვიტა. მოგვიანებით გამოჩნდა, რომ არც ემიგრანტებში ჰქონდა დიდი მხარდამჭერა და საქართველოშიც იმედი გაუცრუეს. ვერც ხორავას ქუჩის ტრაგედია გამოიყენეს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ვერც თელავში გამართული ინაუგურაცია ჩაშალეს.

ამის შემდეგ სააკაშვილმა გრძელვადიან გეგმაზე და ახალი დროის „კმარას“ შექმნაზე დაიწყო ფიქრი.  

„ყვარელში ვაანონსებთ ახალგაზრდული სკოლის შექმნას, ზაფხულში. ეს იქნება სკოლა, სადაც ავიყვანთ 500 ახალგაზრდას და ვესაუბრებით ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მეთოდებზე, საინფორმაციო მეთოდებზე, სოციალური ქსელების სწორ გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე; იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ საქართველო ჭაობიდან ივანიშვილის მოშორების შემდეგ და რა თქმა უნდა, ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე და ამას ერთად ჩამოვაყალიბებთ“, - აცხადებდა სააკაშვილი. 

მისი ერთ-ერთი ბოლო იმედი ირაკლი ოქრუაშვილი იყო, რომელმაც რადიკალების ძველი გვარდია შემოიკრიბა და ღიად თქვა, რომ არ არის გამორიცხული ხელისუფლების შესაცვლელად  არჩევნებს არ დაელოდონ.

ოქრუაშვილი ისევ თამაშშია, ისევე როგორც გაქცეული ექსპრეზიდენტის ყოფილი და ახლანდელი თანაგუნდელები, რომელთაც პირველი შესაძლებლობა გამოიყენეს და გავრილოვის სკამიდან ადგომისთანავე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვეს და ეს მოთხოვნა მოგვიანებით მშვიდობიანი პროტესტის მონაწილებსაც მოახვიეს თავს. 

პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარების შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივის შემდეგ აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ მათი მოთხოვნა შესრულებულია, თუმცა მიხეილ სააკაშვილი მაინც უკმაყოფილოა იმით, რომ ისინი არ ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს. 

ექსპრეზიდენტი ახლა მშვიდი, აუღელვებელი და მოკრძალებული ტონით ლაპარაკობს და ცდილობს აჩვენოს, თითქოს აქციის მონაწილეებზე ზეგავლენის მოხდენას არ ცდილობს, თუმცა 20 ივნისის საღამოს, როცა დაიჯერა, რომ სიტუაცია პოლიტიკურში გადაიყვანა,  სხვა ტონი და განწყობა ჰქონდა პოლიციის და აქციის მონაწილეების მიმართაც.

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ სულ მზად არიან და ელოდებიან სიტუაციას, როდის მიეცემათ შესაძლებლობა აამუშავონ ხელისუფლების ცვლილების მათთვის კარგად ნაცადი გეგმა. ექსპრეზიდენტი ღიად ამბობს, რომ მოლდოვური სცენარი ახლა, ამ სიტუაციაში ყველაზე ხელსაყრელია. 

გარღვევის ბოლო ასეთი მცდელობა 20 ივნისის ღამეს იყო. როდესაც ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდა, რაც აქციის მონაწილე ახალგაზრდებსაც და ქართულ სახელმწიფოსაც ძალიან ძვირად დაუჯდა.

ყველა სიახლე

 „ობლების ბრუკლინი“

23 აგვისტო 2019, 00:40

კულტურა

გამოქვეყნდა „ობლების ბრუკლინის“ ტრეილერი, ტომ იორკის საუნდტრეკით

ფილმის რეჟისორი და სცენარისტი ედვარდ ნორტონია, რომელიც მთავარ როლსაც ასრულებს. კერძოდ, ის კერძო დეტექტივია, რომელსაც ტურეტის სინდრომი აქვს. ნორტონთან ერთად ფილმში უილემ დეფო და ალეკ ბოლდინი მონაწილეობენ. საუნდტრეკზე კი ტომ იორკი მუშაობდა.

ფორსაჟი 9

23 აგვისტო 2019, 00:18

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო ვაჟა-ფშაველას გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება

პეკინის გამზირიდან და ჟვანიას მოედნიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კანდელაკის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს, ხოლო ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირისკენ გადაადგილება კვლავ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ბექას ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.

დაღესტანი

22 აგვისტო 2019, 23:58

ტაბლოიდი

დაღესტნელმა ჩინოსანმა პენსიის მისაღებად ასაკი 34 წლით გაიზარდა

როგორც გაირკვა, 28 წლის ჩინოსანმა ადგილობრივ ფედერალურ საიმიგრაციო სამსახურში ყალბი პასპორტი აიღო, სადაც მისი ასაკი 34 წლით იყო გაზრდილი. ამ პასპორტით მან საპენსიო ფონდს მიმართა და პენსია დაუნიშნეს. 2018 წლის მარტიდან მან 155 000 რუბლი (2361$) აიღო.

ლევან გელბახიანი

22 აგვისტო 2019, 23:36

კულტურა

სარაევოს კინოფესტივალზე საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო ლევან გელბახიანს გადაეცა

გეი სიყვარულის შესახებ პირველი ქართული ფილმის მთავარი პერსონაჟი მერაბია, რომელიც ბავშვობიდან ანსამბლში ქართულ ეროვნულ ცეკვებს ცეკვავს. მისი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როდესაც მის ცხოვრებაში ქარიზმატული ირაკლი ჩნდება, რომელიც ასევე ცეკვავს ქართულ ცეკვებს.

Prodigy

22 აგვისტო 2019, 23:24

კულტურა

Prodigy ახალ სიმღერაზე მუშაობს

ცნობილი ბრიტანული ჯგუფის Prodigy-ს წევრებმა კიტ ფლინტის გარდაცვალების შემდეგ ახალ სიმღერაზე მუშაობა დაიწყეს. ხმის ჩამწერი სტუდიიდან ფოტო მუსიკალური კოლექტივის შექმნელმა ლიამ ჰოულეტმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.„დავბრუნდით სტუდიაში, რათა ვიხმაუროთ“, - ასეთია ფოტოს აღწერა.

ხანძარი

22 აგვისტო 2019, 22:46

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძრის ფართობი შემცირდა

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ფართობი შემცირდა - ცეცხლი 40 ჰექტარიდან 10 ჰექტრამდე ლოკალიზდა. მის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები გააგრძელებენ. დილიდან პროცესში 3 ვერტმფრენი ჩაერთვება.

კოტე გუგუნავა

22 აგვისტო 2019, 22:44

სპორტი

ქართველი მწვრთნელი კოტე გუგუნავა კარიერას დუბაიში განაგრძობს

ქართველი მწვრთნელი კოტე გუგუნავა კარიერას დუბაიში, ადგილობრივ კლუბ "შაბაბ ალ-აჰლიში" განაგრძობს. „მადლობას ვუხდით მას გაწეული სამუშაოსთვის, პროფესიონალიზმისა და კარგი ადამიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ კლუბში"- წერს კლუბი Facebook-ის გვერდზე.

სალომე ზურაბიშვილი

22 აგვისტო 2019, 22:33

საქართველო

ზურაბიშვილი: საოკუპაციო ხაზთან ჩავდივარ როცა საჭიროდ მივიჩნევ და არა სხვისი დღის წესრიგით

ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიუხედავად მიმდინარე პროცესისა, საქართველომ უნდა განაგრძოს გზა ევროპისკენ, განვითარებისა და დემოკრატიისკენ.

ემინემი

22 აგვისტო 2019, 22:19

მსოფლიო

ემინემის ლეიბლი Spotify-ის უჩივის

ლეიბლი, რომელიც ემინემის სიმღერების გამოშვებას უზრუნველყოფს, ციფრულ მუსიკალურ პროვაიდერ Spotify-ის მომღერლის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ლეიბლ Eight Mile Style-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Spotify-იმ ვერ უზრუნველყო ემინემის სიმღერების ლიცენზიის სრულფასოვნად დაცვა და შესაბამისად, ვარსკვლავისთვის ადეკვატური ანაზღაურების გადახდა.

Apple

22 აგვისტო 2019, 21:59

ტექნოლოგიები

სექტემბერში Apple ახალ iPhone-ს, iPads-სა და MacBook Pro-ს წარადგენს

ამერიკული კორპორაცია Apple სექტემბერში 3 ახალ iPhones-ს წარადგენს. მათი სახელწოდება კი Pro iPhone იქნება. ახალ სმარტფონებს დამატებითი კამერა ექნება. გარდა ამისა, განახლდა სახის სკანირების სისტემა Face ID-ისთვის. გარდა ამისა, კომპანია ახალ iPads-სა და MacBook Pro-ს წარადგენს.

Echowaves

22 აგვისტო 2019, 21:36

საქართველო

ანაკლიაში ფესტივალ Echowaves-ის ტერიტორიაზე 2 სამედიცინო პუნქტი მოეწყო

ჯანდაცვის სამინისტრომ, ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველიდი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის 1 რეანიმობილი განათავსა. ფესტივალი Echowaves-ი რამდენიმე საათში დაიწყება.

Die Antwoord

22 აგვისტო 2019, 20:37

კულტურა

ჰომოსექსუალი მუსიკოსის ცემის გამო Die Antwoord-ი ორი ფესტივალიდან მოხსნეს

ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქსელში გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ მუსიკოსები ჯგუფ Hercules and Love Affair-ის წევრ ენდი ბატლერს. შემთხვევა ჯერ კიდევ 2012 წელს ფესტივალ Future-ზე მოხდა, თუმცა ვიდეო მხოლოდ ახლა გავრცელდა. კადრები Die Antwoord-ის ოპერატორმა ბენ კროსმანმა გადაიღო.

ბადრი ჯაფარიძე

22 აგვისტო 2019, 20:25

ძალოვნები

ბადრი ჯაფარიძე: გენერალური პროკურორი ამ აბსურდულ ბრალზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

„თიბისი" ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პროკურატურა, სადაც ისინი ბრალის დასაზუსტებლად იყვნენ დაბარებულნი, დატოვეს. როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარისას განაცხადა, პროცესს ანაკლიის პორტსა და მის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობას უკავშირებს.

ხანძარი

22 აგვისტო 2019, 19:38

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს კვლავ ებრძვიან. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, 10 სახანძრო და 3სამაშველო მანქანა, ასევე, 9 დამხმარე ტექნიკა და 170 მეხანძრე-მაშველი.

ჯუნიორ აგოგო

22 აგვისტო 2019, 19:37

სპორტი

განას ნაკრების ყოფილი ფებურთელი ჯუნიორ აგოგო გარდაიცვალა

განას ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჯუნიორ აგოგო გარდაიცვალა. ის 40 წლის იყო. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები 2015 წლიდან ჰქონდა. ის ლონდონში გარდაიცვალა, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა. სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა.

დელფინი

22 აგვისტო 2019, 19:29

საქართველო

გარემოს სააგენტო: 2019 წელს ზღვამ ნაკლები დელფინი გამორიყა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019 წლის ზაფხულის პერიოდში შავი ზღვის სანაპირო ზოლში გასულ წლებთან შედარებით ნაკლები დელფინი გამოირიყა. უწყების ინფორმაციით, გამორიყულ დელფინებს, ძირითადად, მექანიკური დაზიანებები აღენიშნებათ, რაც წყლის სატრანსპორტო საშუალებებით დაზიანების ან ბადეში გახლართვის შედეგი შეიძლება იყოს.

ბათუმის პორტი

22 აგვისტო 2019, 19:11

ეკონომიკა

ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება

პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოსა და რუმინეთის პირდაპირი საზღვაო ხაზით დაკავშირება ტვირთის ადგილამდე ჩატანის დროსაც შეამცირებს და ერთი მიმართულებით მარშრუტი 5 დღეში განხორციელდება, რაც თავის მხრივ, გაზრდის ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მიმზიდველობას.

Apple Card-ი

22 აგვისტო 2019, 19:09

ტექნოლოგიები

Apple-ი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ მისი საკრედიტო ბარათი საფულეს ან ჯინსს მოარიდონ

Apple-მა თავისი მომხმარებლებისთვის საკრედიტო ბარათი გამოუშვა, რომელიც ტიტანისგან არის დამზადებული. Apple Card-ი ტრადიციული საკრედიტო ბარათებისგან საგრძნობლად განსხვავდება. მას როგორც ფიზიკურად, ისე უკონტაქტოდ - Apple Pay-ს აპლიკაციით იყენებენ. სწორედ ამიტომ ზიანდება.

უფასო ფაკულტეტები

22 აგვისტო 2019, 18:52

საქართველო

ცნობილია ფაკულტეტები, რომლებსაც სახელმწიფო დააფინანსებს

უფასო სპეციალობებია: ქართული ფილოლოგია, აფხაზური ფილოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ფილოსოფია, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ეკონომიკა, მშენებლობა, ენერგეტიკა, არქიტექტურა, აგრონომია.

აჭარის ტელევიზია

22 აგვისტო 2019, 18:37

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორი კვლავ ვერ აირჩიეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორი კვლავ ვერ აირჩიეს. პირველი ტურის შემდეგ განმეორებითი კენჭისყრა გამოცხადდა, რომელიც იგივე შედეგებით დასრულდა. პირველ კენჭისყრაზე ორი ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდის წევრმა გიორგი კოხრეიძემ მიიღო, ერთი - თინა ცისკარაძემ. მონაწილეობა პროტესტის ნიშნად ბეჟან გობაძემ არ მიიღო.