imedi /  01 ივლისი 2019, 20:08 / სანდო წყარო

2 ივლისს ევროპის მოედანზე რამდენიმე საათით მოძრაობა შეიზღუდება

შპს "თბილსერვის ჯგუფის" მიერ დაგეგმილი ღონისძიების გამო, ევროპის მოედანზე, ამაღამ 00:00 საათიდან 2 ივლისის 12:00 საათამდე ავტოტრანსპორტით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამ ტერიტორიაზე მოძრაობა 02 ივლისის 09:00 სათამდე დაშვებული იქნება მხოლოდ ნოე ჟორდანიას სანაპიროდან (მტკვრის მარცხენა სანაპირო) მეტეხის გვირაბის პანდუსის გავლით მარცხნივ ჩამსვლელი გვირაბის ან ღვინის აღმართის მიმართულებით (წრიული მოძრაობა იქნება დაკეტილი).

ღონისძიების გამო, მოძრაობა აიკრძალება ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან მეტეხის ხიდის გავლით ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედნის და მეტეხის ხიდის გავლით ვახტანგ გორგასალის და კოტე აფხაზის ყოფილი ლესელიძის ქუჩის მიმართულებით.

ყველა სიახლე

ხანძარი

22 ნოემბერი 2019, 16:37

ძალოვნები

შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ხანძარია

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ხანძარია. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსში პლასტმასის მილები იწვის. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

იორგენ ფენეჩი

22 ნოემბერი 2019, 16:37

მსოფლიო

მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბიზნესმენი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მალტერი ჟურნალისტის, დაფნე კარუან გალიციას მკვლელობის საქმეზე დაკავებული ცნობილი მალტელი ბიზნესმენი იორგენ ფენეჩი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ის პოლიციის მუდმივი ყურადღების ქვეშ იქნება, რადგან გამოძიება კვლავინდებურად გრძელდება.

რაკეტის გამოცდა

22 ნოემბერი 2019, 16:25

მსოფლიო

რუსეთი სევეროდვინსკთან აფეთქებულ რაკეტაზე მუშაობას განაგრძობს

შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა. „ყველაფერის მიუხედავად, ჩვენ ამ იარაღს სრულყოფილებამდე მივიყვანთ. ასეთი უნიკალური ტექნოლოგიის ქონა პლანეტაზე მშვიდობის ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტიაა“, - თქვა პუტინმა.

ხახვი

22 ნოემბერი 2019, 16:17

ტაბლოიდი

ანტარქტიდაზე 100 წლის ხახვით სავსე ტომარა იპოვეს

ტომარა ქოხ „დისქავერიში“ იპოვეს, რომელიც ბრიტანელმა პოლარულმა მკვლევარმა, რობერტ სკოტმა 1902 წელს ააშენა. სპეციალისტებმა ხახვით სასვე ტომარა სეზონური მონიტორინგული პროგრამის ფარგლებში შეისწავლეს. მათი, თქმით, ხახვს ობიც კი არ აქვს მოდებული.

ფლოიდ მეივეზერი

22 ნოემბერი 2019, 16:10

სპორტი

ფლოიდ მეივეზერი რინგზე 2020 წელს დაბრუნდება

​ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ რინგზე 2020 წელს დაბრუნდება. ასევე ცნობილი გახდა, რომ მეივეზერი კვლავ პრომოუტერ დეინა უაიტთან იმუშავებს. რამდენიმე დღის წინ Reuters-თან ინტერვიუში მეივეზერმა განაცხადა, რომ არ აპირებს კარიერის გაგრძელებას, ვინაიდან „კრივი სპორტის საკმაოდ სასტიკი სახეობაა“, მას კი თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სურს.

გაზპრომი

22 ნოემბერი 2019, 16:08

ეკონომიკა

„გაზპრომმა“ აქციების 3,59% დიდი ფასდაკლებით ანონიმურ მყიდველს მიჰყიდა

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ კაპიტალიდან აქციების 3,59%-ის გასხვისების შესახებ განაცხადა.ერთი აქციის ფასმა $3.45 (220 რუბლი) შეადგინა. გასხვისებული აქციების პაკეტის ფასმა $2 951 041 63 000 (188 მილიარდი რუბლი) შეადგინა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ძიუდო

22 ნოემბერი 2019, 16:05

სპორტი

იაპონიის გრან სლემზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

იაპონიის ქალაქ ოსაკაში 22-24 ნოემბერს გრან სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების ოთხი ძიუდოისტი იჭიდავებს. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ესენი არიან: -73კგ - ლაშა შავდათუაშვილი; -90კგ - ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი; -100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი.

ბუტა რობაქიძის საქმე

22 ნოემბერი 2019, 16:00

ძალოვნები

ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა

„თუ 24 ნოემბრამდე ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალს ვერ წარვუდგენდით, ვერასდროს წარვუდგენდით“, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილს ბრალის დადგენილებაზე ხელი არ მოუწერია, ბრალდება ოფიციალურად წარდგენილად ითვლება.

არჩილ თალაკვაძე

22 ნოემბერი 2019, 15:49

საქართველო

თალაკვაძეს თვითმფრინავში გადაღებული ფოტოები გაუვრცელეს

„ტელეკომპანია „მთავარის“ და „ფორმულას“ ინფორმაციით, იტალიაში საბიუჯეტო სახსრებით წასული კახი კალაძე და არჩილ თალაკვაძე, 30-მდე მეგობართან ერთად, ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე წვეულებას დაესწრნენ. არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ გაავრცელეს მიკერძოებული და პოლიტიზებული სიუჟეტი.

სუსი საპროტესტო აქცია

22 ნოემბერი 2019, 15:47

საქართველო

სუსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს

საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა, დაკავებულებს შორისაა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ვაჟი ბექა ნათელაშვილი. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ექვსივე დაკავებულს ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ედება.

ვლადიმერ პუტინი

22 ნოემბერი 2019, 15:33

მსოფლიო

მოსკოვის სასამართლომ პუტინის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

მოსკოვის ტვერის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ადმინისტრაციული სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. „კონსტიტუციის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტისადმი მოთხოვნები ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში არ მიიღება“, - განაცხადა სასამართლოს პრესმდივანმა, ოლგა ბონდარევამ.

გიორგი ვოლსკი

22 ნოემბერი 2019, 15:17

საქართველო

ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სისტემის შესაფერხებლად ყველაფერი გააკეთა

ვოლსკიმ საზოგადოებას 2010 წლის 11 ნოემბერს გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ მაჟორიტარული საარჩევნი სისტემის კატეგორიული წინააღმდეგია. „მიუხედავად ამისა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, მათ არაფერი გამოუვათ, სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე, კანონის სადარაჯოზე“.

22 ნოემბერი 2019, 15:02

ძალოვნები

საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებულების საქმის განხილვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლო, გუშინ ოცნების ოფისთან დაკავებული ოთხი პირის ადმინისტრაციულ სახდელთან დაკავშირებით მსჯელობს. დაკავებულებს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს ედავება. მათ ინტერესებს დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრი, გოგგა ონიანი იცავს. სასამართლოს დარბაზთან შეკრებილები არიან მოძრაობა „შეცვალეს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

გიორგი კანდელაკი

22 ნოემბერი 2019, 14:51

საქართველო

კანდელაკი ამბობს, რომ თალაკვაძე ტყუის, რადგან წუხელ თვითმფრინავით ერთად იმგზავრეს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიორგი კანდელაკი პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, მისი რეისის ბილეთი გამოაქვეყნოს და მედია „უკიდურეს მიკერძოებაში ამხილოთ”. გიორგი კანდელაკის ეს პოსტი არჩილ თალაკვაძის განცხადებას მოჰყვა.

კობა გვენეტაძე

22 ნოემბერი 2019, 14:49

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე მთავრობის და ბიზნესის კრიტიკას პასუხობს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ გვენეტაძემ ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკას “ მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის პასუხად განუცხადა.

Vogue

22 ნოემბერი 2019, 14:42

ტაბლოიდი

Vogue-ის 2020 წლის პირველი გარეკანის ფოტო გამოქვეყნდა

ცნობილი მოდური გამოცემა Vogue-ის 2020 წლის პირველი გარეკანის ფოტო გავრცელდა. ამჯერადაც ყველას იაპონურმა გამომცემლობამ დაასწრო და სოციალურ ქსელში ახალი წლის ნომერი გამოაქვეყნა. იაპონური Vogue-ის ყდაზე ცნობილი მოდელები გრეის ელიზაბეტი და ანოკი არიან აღბეჭდილები, რომლებსაც სამოსი „დიორის“ 2019 წლის კოლექციიდან აცვიათ.

ირმა ინაშვილი

22 ნოემბერი 2019, 14:35

საქართველო

„პატრიოტთა ალიანსი“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს და აქციას აანონსებს

„პატრიოტთა ალიანსი„ „ბოროტებთან შეთანხმებას არ აპირებს“. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირმა ინაშვილის თქმით, მიმდინარე აქციების პროცესში ისინი მარტო, დამოუკიდებლად მოქმედებენ. „ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. 30 ნოემბერს, 18:00 საათზე სპორტის სასახლეში შევიკრიბებით“.

ლელო

22 ნოემბერი 2019, 14:21

საქართველო

მამუკა ხაზარაძემ ,,ლელოს’’ ახალი წევრები გორში წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ ,,ლელოს’’ ახალ წევრები გორში წარადგინა. 12 ახალგაზრდა მოძრაობას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეუერთდა. „ლელოს“ ლიდერმა ახალი წევრების წარსადგენად დროებითი მოთავსების იზოლატორის მიმდებარე ტერიტორიას პეციალურად შეარჩია . აქ მდებარე იზოლატორში სასჯელს „ლელოს“ აქტივისტი იხდის.

22 ნოემბერი 2019, 14:20

საქართველო

წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ხმაური იყო წყალტუბოშიც, სადაც ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ევროპული საქართველოს“ საკრებულოს წევრებს მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტზე ბოქლომის დადება სურდათ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მცხეთა საპროტესტო აქცია

22 ნოემბერი 2019, 14:15

საქართველო

დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან დაპირისპირების დროს 2 ადამიანი დააკავეს

კამპანია „დააბოქლომეს“ ფარგლებში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მცხეთაში დაკავებებით დასრულდა . „ევროპული საქართველოს“ წევრები და მათი მხარდამჭერები საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან მივიდნენ, თუმცა შენობის წინ პოლიციასთან ერთად მათ მცხეთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დახვდათ.