imedi /  03 ივლისი 2019, 08:47 / სანდო წყარო

საგარეო უწყება: აზერბაიჯანულ მხარეს ჩიჩხიტურის მიმართულებით ბილიკი არ გაჰყავს

გავრცელებული ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის მიმართულებით ბილიკის გაყვანა დაიწყო, არ შეესაბამება რეალობას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ცნობით, ადგილზე მიმდინარეობს უკვე არსებული ბილიკის სარემონტო სამუშაოები, აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რაც არსებულ „სტატუს კვოზე“ გავლენას არ ახდენს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ამ თემასთან დაკავშირებით გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

"აზერბაიჯანთან სადელიმიტაციო სამუშაოები, გარკვეული პაუზის შემდეგ, ორმხრივი კომისიის შემადგენლობის განახლებისთანავე გაგრძელდა. მორიგი შეხვედრა აზერბაიჯანის დედაქალაქში გაიმართა და ის კონსტრუქციულ, სამუშაო ატმოსფეროში ჩატარდა, სრულ შესაბამისობაში საქართველოს და აზერბაიჯანს ურთიერთობებთან.

შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება, კომისიის ექსპერტების მიერ შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივ დათვალიერებასა და აზომვითი სამუშაოების ჩატარებაზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან, მომდევნო სამუშაო შეხვედრის თარიღის განსაზღვრაზე.
საზღვრის სადელიმიტაციო/სადემარკაციო სამუშაოების საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს მხარეებს შორის კოორდინირებულ მუშაობას და ყველა საკითხი, როგორც შინაარსობრივი, ასევე საორგანიზაციო და ტექნიკური ხასიათის, წყდება ორმხრივი კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში“, - აცხადებენ საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

ყველა სიახლე

ბექა კვიციანი

15 ნოემბერი 2019, 21:26

ძალოვნები

მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბექა კვიციანს ბრალი წარუდგინეს

მისი ადვოკატი ბრალდებულის ფსიქიკურ არამდგრადობაზე საუბრობს. მან პროკურატურაში სამედიცინო ექსპერტიზის შუამდგომლობის საკითხი უკვე დააყენა. ასევე ცნობილი გახდა, რომ კვიციანს წინასწარი დაკავების იზოლატორში სამართალდამცველებზე თავდასხმის გამო ბრალი ერთი მუხლით დაუმძიმდა.

ოპოზიცია

15 ნოემბერი 2019, 21:15

საქართველო

ოპოზიცია არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვს

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რამდენიმესაათიანი შეხვედრა დასრულდა, რომელსაც თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებას ითხოვენ.

ჩილე საპროტესტო აქცია

15 ნოემბერი 2019, 20:50

მსოფლიო

ჩილეს მთავრობა და ოპოზიცია რეფერენდუმის ჩატარებაზე შეთანხმდნენ

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს „შეთანხმებას მშვიდობისა და ახალი კონსტიტუციისთვის“. დოკუმენტის მიხედვით, რეფერენდუმი აპრილში ჩატარდება. საპროტესტო აქციები ქვეყანაში თითქმის 1 თვეა იმართება.

გიორგი გახარია

15 ნოემბერი 2019, 20:26

საქართველო

გახარია: ქვეყანას პროპორციული სისტემა 2024 წლიდან ექნება

„ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მხოლოდ 2020 წლის ბიუჯეტზე იმსჯელეს.

ცეზარ ტოხოსაშვილი

15 ნოემბერი 2019, 20:17

მსოფლიო

უკრაინაში ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა შიშანი დააკავეს

უკრაინაში, კიევთან ახლოს საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ ბარა შიშანი დააკავეს, რომელიც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოში“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. ეს ინფორმაცია imedinews-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

15 ნოემბერი 2019, 20:10

ტექნოლოგიები

Apple ვეიპინგთან დაკავშირებულ აპლიკაციებს App Store-დან წაშლის

Apple ვეიპინგთან დაკავშირებულ 181 აპლიკაციას App Store-დან წაშლის. Axios-ის ცნობით, კომპანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ელექტრო სიგარეტით გამოწვეული ფილტვების დაავადებით 42 ადამიანის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

15 ნოემბერი 2019, 19:53

საქართველო

ზურაბიშვილი: ჩემი მთავარი საზრუნავია სტაბილურობის შენარჩუნება

რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.

ანდრიუს კუბილიუსი

15 ნოემბერი 2019, 19:48

საქართველო

ბრიუსელში საქართველოს საარჩევნო რეფორმის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ

„იმედგაცრუებაა, რომ მმართველმა პარტიამ საქართველოს პარლამენტში მნიშვნელოვანი რეფორმის გასატარებლად საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა“, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

15 ნოემბერი 2019, 19:47

საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ევროპარლამენტარებს წერილით მიმართავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ 750 ევროპარლამენტარს წერილით მიმართავს. ორგანიზაცია ევროპარლამენტარებს ქვეყანაში განვითარებული მოვლენებზე აწვდის ინფორმაციას. „მოსალოდნელია, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებმა პოლიტიკურ კრიზისამდეც კი მიგვიყვანოს, რის შედეგადაც უკვე გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს“, - ნათქვამია ორგანიზაციის წერილში.

აჭარა

15 ნოემბერი 2019, 19:42

საქართველო

საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთანაც განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია განახლდა. მათი თქმით, შეიქმნა სანიციატივო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან „ნაციონალური მოძრაობა“, "გირჩი", "ევროპული საქართველო" "სამოქალაქო მოძრაობა" , "შენების მოძრაობა" და რამდენომე არასამთაბრობო ორგანიზაცია.

PGNiG

15 ნოემბერი 2019, 19:22

ეკონომიკა

2022 წლიდან პოლონეთი „გაზპრომისგან“ გაზს აღარ შეიძენს

გადაწყვეტილების შესახებ პოლონეთის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანიამ PGNiG „გაზპრომს“ უკვე შეატყობინა. რუსეთსა და პოლონეთს შორის გაზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება 1996 წელს გაფორმდა. მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

აქცია

15 ნოემბერი 2019, 19:21

საქართველო

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. რამდენიმე წუთში იქ სიტყვით გამოსვლები განახლდება. მანამდე იქ კასრები და შეშა მიიტანეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, კასრები ცეცხლის დასანთებად სჭირდებათ, რომ დემონსტრანტები გათბნენ.

პანდა

15 ნოემბერი 2019, 19:06

მსოფლიო

ავსტრალიაში ხანძრით დაშავებული კოალებისთვის $640 ათასი შეგროვდა

ავსტრალიაში ტყის ხანძრების შედეგად დაშავებული კოალების დასახმარებლად $640 ათასი შეგროვდა. ფული პლატფორმა GoFundMe-ის დახმარებით შეგროვდა. ავსტრალიაში, შტატ სამხრეთის ახალ უელსში ტყის ხანძარს 350 კოალა ემსხვერპლა.ავსტრალიაში კოალების საერთო რაოდენობა 600 აღწევს.

მარკ ესპერი

15 ნოემბერი 2019, 18:56

მსოფლიო

ვაშინგტონი სეულს ამერიკული ჯარის განთავსებისთვის მეტ თანხას სთხოვს

შესაბამისი განცხადება ესპერმა სამხრეთკორეელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „სამხრეთ კორეა მდიდარი ქვეყანაა და შუძლია და უნდა გადაიხადოს მეტი“, - განაცხადა ესპერმა. მას კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია.

გიორგი გახარია

15 ნოემბერი 2019, 18:52

ეკონომიკა

პრემიერი 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

მთავრობის მეთაურისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს. შეხვედრაში ასევე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები მონაწილეობენ.

ტეილორ სვიფტი

15 ნოემბერი 2019, 18:51

კულტურა

ტეილორ სვიფტი ძველი სიმღერების შესრულებას ვეღარ შეძლებს

ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი ძველი სიმღერების შესრულებას ვეღარ შეძლებს. The Guardian-ის ინფორმაციით, ვარსკვლავმა ცნობა სოცილაური ქსელის საშუალებით გაავრცელა. მისი თქმით, სკოტ ბორშეტამ და სკუტერ ბრაუნმა, რომლებიც მისი ტეილორთან ადრე მუშაობდნენ, ძველი სიმღერების შესრულება აუკრძალეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

15 ნოემბერი 2019, 18:36

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო: ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველა აქტიურ ღონისძიებას მივმართავთ

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, მომხდარ უკანონობას მოჰყვება ადეკვატური რეაგირება და ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს დროში გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

BLOCKv კრიპტოვალუტა

15 ნოემბერი 2019, 18:34

ეკონომიკა

უცნობი კრიპტოვალუტის ფასი ერთ საათში 7500 პროცენტით გაიზარდა

ტოკენ BLOCKv-ის ფასი ერთ საათში 7500 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ვებგვერდი Coinmarketcap​-ი წერს. კრიპტოვალუტის ​1 ერთეულის ფასი ახლა 0,088 დოლარი ღირს. ამასთან ერთად, BLOCKv-ით ვაჭრობის მოცულობა 18800%-ით გაიზარდა და 66 ათასი დოლარი შეადგინა.

აარონ კარტერი

15 ნოემბერი 2019, 18:27

კულტურა

მუსიკოსი აარონ კარტერი ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ამერიკელი მომღერალი აარონ კარტერი წონის კრიტიკული ვარდნის გამო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. TMZ-ის ცნობით, მისი წონა ჰოსპიტალიზაციის მომენტში 52 კილოგრამს შეადგენდა. აარონის დედამ Instagram-ზე მუსიკოსის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ჰოსპიტალში საწოლზე წევს. „დედა შენზე იზრუნებს“, - წერს ქალი.

ხიდების რეაბილიტაცია

15 ნოემბერი 2019, 18:12

ეკონომიკა

მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაცია დეკემბერში დასრულდება

რეაბილიტაციის პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები ითვალისწინებდა ხიდების განაპირა ბურჯებისა და თაღის მალის ნაშენის ქვის, ასევე, აგურის წყობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს. პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარამდეა.