imedi /  03 ივლისი 2019, 14:47 / სანდო წყარო

ჟენევაში ქართულ და რუსულ მხარეებს შორის შეხვედრა იმართება

ჟენევის მოლაპარაკებები

ჟენევა

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეებმა დღეს ყველა პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განიხილონ. შეხვედრის დაწყების წინ რუსეთის მიმართ საქართველოს და პარტნიორების მთავარი მოწოდებაა, რომ რუსეთმა ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულება  დაიწყოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის თქმით, მოსკოვს საქართველოში ანტირუსული განწყობა არ მოსწონს. ამასთან, კარასინი "ფონის განმუხტვაზე საუბრობს".

"გვესმის, საქართველოში არც ისე იოლი შიდა პოლიტიკური პროცესები მიდის. წინასაარჩევნო პერიოდი მოდის და მატულობს ვნებათაღელვა, მაგრამ აქ, ჟენევაში ემოციები არ გვინდა. გვსურს მშვიდად განვიხილოთ ადგილზე შექმნილი ვითარება, მომხდარი ინციდენტები, ვიფიქროთ, როგორ ვიმუშაოთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობა. დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთულია და თავად ფაქტი, რომ ყველანი შევიკრიბეთ, საფუძველია, რომ კონსტრუქციული საუბარი გამოგვივა", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრების აღდგენაზე: „ჩვენი პოზიცია ასეთია - რატომაც არა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე ცალსახად დააფიქსირებს პოზიციას, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების მიმდინარე ფონზე აუცილებელია დეესკალაციის კუთხით სიარული.

"ჟენევის მოლაპარაკების მთავარი თემა არის 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, თუმცა ქართულ-რუსული ურთიერთობების მიმდინარე ფონი და დაძაბული ვითარება საკმაოდ მნიშვნელოვანია. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვექნება აზრთა გაცვლა ამ საკითხებზე. ქართული დელეგაცია ცალსახად დააყენებს თავის პოზიციას, რომ მნიშვნელოვანია ვიაროთ დეესკალაციის კუთხით და ისედაც დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო არ დაიძაბოს.

ეს არც ერთი დელეგაციის ინტერესებში არ შედის. ენგურზე გადასასვლელების დაკეტვის ფაქტმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ადგილობრივი მოსახლეობა. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი. მთავარი თემებია ადგილზე უსაფრთხოება და ჰუმანიტარული საკითხები. ყველა მიმდინარე მწვავე საკითხი განიხილება. არის ბევრი საკითხი, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გადაიჭრა. ეს ეხება დევნილთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხს. ყოველთვის რუსეთის დელეგაცია თავს არიდებს ამ თემის განხილვას. დღესაც არ გვაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ წინ წასვლას", - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველომ  წინა შეხვედრასთან შედარებით მოლაპარაკებების 48-რაუნდზე უკეთ უნდა შეძლოს საკუთრი ინტერესების დაცვა და მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მსგავსი უმაღლესი დონის შეხვედრები მაქსიმალურად ქვეყნისთვის სასარგებლოდ გამოიყენოს.

ჟენევაში მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი 2 ივლისს დაიწყო.

ყველა სიახლე

მეწყერი

16 ივლისი 2019, 18:44

საქართველო

მესტიაში იფარი-ადიშის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

მესტიაში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა და გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა. მესტიის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, გზა ნაწილობრივ გაიწმინდა და დროებითი სავალი ადგილი მოეწყო. გზას სრულად მეწყრისგან შპს "ლიდერ+" წმენდს.

თამარ მეფის ხიდი

16 ივლისი 2019, 18:38

ეკონომიკა

17 ივლისიდან თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ გზაზე მოძრაობა ორმხრივად იზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან ჩასასვლელ პანდუსზე, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ, 17 ივლისის 11:00 საათიდან, 200 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. პროექტზე ხელშეკრულების მიხედვით 1 836 543 ლარი დაიხარჯება.

მამუკა ბახტაძე

16 ივლისი 2019, 18:28

ეკონომიკა

საოჯახო და საშუალო ზომის სასტუმროების მფლობელებს სახელმწიფო შეღავათებს დაუწესებს

საოჯახო ტიპის და საშუალო ზომის სასტუმროები, რომელთა მშენებლობაც იგეგმებოდა, არ უნდა გაჩერდეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, შემუშავებულია სპეციალური სქემა.

Red Bull-ის ბოლიდი

16 ივლისი 2019, 18:20

სპორტი

Red Bull-მა პიტ-სტოპის ახალი რეკორდი დაამყარა. ვიდეო

დიდი ბრიტანეთის გრან-პრიზე გასლიმ ბოლიდი პიტ-სტოპზე გააჩერა, Red Bull-ის მექანიკოსებმა კი გააუმჯობესეს 2013 წელს დამყარებული საკუთარივე რეკორდი, როდესაც მარკ უებერის ბოლიდზე საბურავები 1,92 წამში გამოცვალეს.

კატერინა ლენგფორდი ჰანას როლში

16 ივლისი 2019, 18:07

მსოფლიო

Netflix-მა სერიალ 13 Reasons Why-დან თვითმკვლელობის სცენა წაშალა

13 Reasons Why 2017 წელს გამოვიდა და მაშინ ბევრი შექება დაიმსახურა იმის გამო, რომ სერიალი ხელს უწყობდა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის გაუპატიურება, დაცინვა, თავის დაზიანება. თუმცა ასევე გამოითქვა კრიტიკა სერიალში არსებული თვითმკვლელობის სცენებთან დაკავშირებით.

მამუკა ბახტაძე

16 ივლისი 2019, 18:04

საქართველო

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა უახლოეს კვირებში განახლდება

პრემიერმინისტრმა დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, კომისია უახლოეს კვირებში განაახლებს მუშაობას და საჭიროა მის საქმიანობას ხელი არ შეეშალოს. „2 დღის წინ იყო სამწუხარო ინციდენტი, რომელიც ამოწურულია. ყველას მინდა მივმართო, ეს არის ფაქიზი საკითხი“.

ფრანსუა დე რიუჟი

16 ივლისი 2019, 18:01

საქართველო

საფრანგეთის ეკოლოგიის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საფრანგეთის ეკოლოგიის მინისტრმა ფრანსუა დე რიუჟიმ პოსტი დატოვა. გადადგომის მიზეზი ხმაურიანი სკანდალი გახდა. მინისტრს სახელმწიფო სახსრებით მდიდრული ვახშმების მოწყობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გამოცემა Le Monde წერს.

ნავთობმზიდი Riah

16 ივლისი 2019, 17:57

მსოფლიო

არაბთა გაერთიანებული საამიროების ნავთობმზიდი ირანის ტერიტორიულ წყლებში შევიდა და რადარებიდან გაქრა

პანამის დროშის ქვეშ მცურავი 58-მეტრიანი ნავთობმზიდი Riah დუბაიდან და შარჯიდან ფუჯაირას მიმართულებით მოძრაობდა. 13 ივლისს ის ორმუზის სრუტეს გასცდა, შემდეგ კი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა შეწყვიტა. ბოლო მონაცემებით, ნავთობმზიდი ირანის ტერიტორიულ წყლებში შევიდა.

მამუკა ბახტაძე

16 ივლისი 2019, 17:44

საქართველო

ბახტაძემ IRI-ის სავარაუდო კვლევის შედეგებს პოლიტიკური ანეკდოტი უწოდა

„IRI-ის კვლევაში ისეთი ტიპის ინფორმაციაა, რომელიც უფრო ალბათ, პოლიტიკური ანეკდოტების სიას განეკუთვნება, ვიდრე სერიოზულ საკითხს“, განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების შეფასებისას, რომელიც მედიისთვის არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

დაკავებული

16 ივლისი 2019, 17:37

ტაბლოიდი

კოლუმბიელი ესპანეთში პარიკის ქვეშ კოკაინის შეტანას ცდილობდა

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ბარსელონის აეროპორტში დააკავა კაცი, რომელიც პარიკის ქვეშ 0,5 კილოგრამი კოკაინის შეტანას ცდილობდა. საკუთარი განზრახვის შესანიღბად 65 წლის კაცმა დიდი ქუდიც დაიხურა, თუმცა საპასპორტო კონტროლის გავლის დროს მისმა უცნაურმა გარეგნობამ და ნერვულმა ქცევამ პოლიციის ყურადღება მიიპყრო.

ხანძარი

16 ივლისი 2019, 17:34

მსოფლიო

ხორვატიაში ტყის ხანძრის გამო მუსიკალურ ფესტივალზე ევაკუაცია განხორციელდა

პოლიციამ ფესტივალის მონაწილეები ავტობუსებით გაიყვანა უსაფრთხო ადგილზე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია გაუქმდება თუ არა მუსიკალური ფესტივალი. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი ყველაფერს ცდილობენ, რათა ფესტივალი გაგრძელდეს.

მიწის ჭამა

16 ივლისი 2019, 17:18

ტექნოლოგიები

რატომ უჩნდებათ ადამიანებს მიწის ჭამის სურვილი

მიწის ჭამის სურვილს იმავე გეოფაგიას მთელ მსოფლიოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ეპოქის 500-ზე მეტი დოკუმენტი შეისწავლეს. მკვლევართა განმარტებით, მიწის ჭამის შემთხვევები აღრიცხულია არგენტინაში, ირანსა და ნამიბიაში. რატომ ჭამს ადამიანი მიწას და არის თუ არა გეოფაგია საშიში ადამიანისთვის ჯანმრთელობისთვის?

მამუკა ბახტაძე

16 ივლისი 2019, 17:16

საქართველო

ერთ ლარად მედიკამენტების მიმღებ მოქალაქეთა წრე ფართოვდება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი ინიციატივა განიხილება, რომლის თანახმად, იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად იღებდნენ, ფართოვდება.

ლონდონი

16 ივლისი 2019, 17:16

მსოფლიო

ლონდონის მერმა Tulip-ის ცათამბჯენის მშენებლობაზე ნებართვა არ გასცა

ცათამბჯენი სიმაღლის მიხედვით დასავლეთ ევროპაში მეორე ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნებოდა. ლონდონის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ქალაქის მერს სამშენებლო პროექტის შესწავლის შემდეგ მნიშვნელოვანი შენიშვნები აქვს, შესაბამისად გადაწყვიტა, რომ პროექტის დაწყებაზე ნებართვა არ გაეცა.

16 ივლისი 2019, 16:59

ეკონომიკა

Amazon-ის თანამშრომლები გაიფიცნენ

გერმანიაში გაფიცვას 2000 ადამიანი შეუერთდა, მინესოტის შტატში კომპანიის განყოფილებაში მუშაობა 6 საათით შეჩერდება, დიდ ბრიტანეთში კი ხანგრძლივი საპროტესტო აქციები იგეგმება. Amazon-ის თანამშრომლების მტკიცებით, მათი სამუშაო გრაფიკი რთულია, ხელფასები კი დაბალი.

ტურისტი

16 ივლისი 2019, 16:58

საქართველო

ყაზბეგში ლიეტუვის მოქალაქე 4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტურისტი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, ლიტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

დონალდ ტრამპი

16 ივლისი 2019, 16:55

მსოფლიო

ტრამპი კრიტიკოსებს: თუ აქ თავს უბედურად გრძნობთ, შეგიძლიათ წახვიდეთ

„ჩვენ არასდროს ვიქნებით სოციალისტური ან კომუნისტური ქვეყანა. თუ აქ თავს უბედურად გრძნობთ, შეგიძლიათ წახვიდეთ! ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი არჩევანია. ამერიკა უნდა გიყვარდეს, ზოგიერთებს კი ჩვენი ქვეყანა სძულთ...“ - წერს ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

სოციალური ქსელი

16 ივლისი 2019, 16:47

ტექნოლოგიები

Instagram-ზე ყოველი 10 გავლენიანი მომხმარებლიდან სამი ყალბ ექაუნთებს ყიდულობს

Instagram-ის არც თუ ისე ცოტა მომხმარებელი ფულს იხდის იმაში, რომ მის პოსტებს უფრო მეტი მოწონება, კომენტარი და გაზიარება ჰქონდეს. შვედური სტარტაპის A Good Company-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მხოლოდ ბრიტანეთში 10 მილიონამდე ყალბი ანგარიში გამოვლინდა. Instagram-ზე ყოველი 10-დან 3 ფეიკ ექაუნთებს ყიდულობს.

მარიამ ქვრივიშვილი

16 ივლისი 2019, 16:33

ეკონომიკა

2019 წელს ტურიზმის ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი 2013-19 წლებში მარკეტინგული კამპანიისთვის დახარჯულ თანხებზე მედიასთან საუბრობს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას რუსეთის ტურისტულ ბაზარზე ნულოვანი დანახარჯი აქვს.

აივ/შიდსი

16 ივლისი 2019, 16:32

მსოფლიო

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში აივ ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის მესამედით გაიზარდა

აღმოსავლეთ ევროპაში ამ დაავადებისაგან გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები 5%-ით , ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში კი 9 %-ით გაიზარდა. ამასთან, მთელ მსოფლიოში აივ ინფექციით გარდაცვალების მაჩვენებელი მესამედით შემცირდა. მაგალითად, 2010 წელს დაავადებით დაახლოებით 1,2 ადამიანი, 2017 წელს კი 800 000 ადამიანი გარდაიცვალა.