Imedi /  03 ივლისი 2019, 22:47 / სანდო წყარო

საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდთან დაკავშირებით საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს. 

უწყების განცხადებით, ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, არსებულ მწვავე სიტუაციაში მოხდეს ვითარების დეესკალაცია. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.

განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა.

„2-3 ივლისს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესებასა და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე შედეგებზე.

ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, არსებულ მწვავე სიტუაციაში მოხდეს ვითარების დეესკალაცია.  
 
მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებზე, რაც წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების შედეგს.
 
ქართველმა მონაწილეებმა დასვეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო მილიტარიზაციისა და სამხედრო წვრთნების გააქტიურების საკითხი. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.
 
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. თანათავმჯდომარეებმა, თანამოდერატორებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გახსნის მიზნით.
 
მოლაპარაკებებზე განიხილეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისა და უკანონო დაკავების, თავისუფალი გადაადგილებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე წვდომის შეზღუდვის საკითხები, რაც ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას.
 
განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების, აგრეთვე კოდორის ხეობის მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაცია, მათი მძიმე ჰუმანიტარული და სოციო-ეკონომიკური საცხოვრებელი პირობები. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დასვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საჭიროება.
 
განხილვის მნიშვნელოვანი თემა იყო დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, რუსეთის უკანონო სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალებაზე და რუსეთის ფედერაციისგან მოითხოვეს  საქმის მასალების დაუყვნებლივ გაზიარება.
 
მოლაპარაკებებზე არაერთხელ გაესვა ხაზი გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (იპრმ), ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, აღდგენის აუცილებლობას, რაც განსაკუთღებით მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების ფონზე.  
 
მოლაპარაკებებზე საქართველოს წარმომადგენლებმა დასვეს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობის საკითხი, იმ ფონზე როცა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნით რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის მიზნით.
 
მონაწილეებმა საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების თემის საგნობრივი განხილვის მნიშვნელობაზე. თუმცა აღნიშნული საკითხზე დისკუსიისას მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან დატოვეს მოლაპარაკებები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ დესტრუქციულ და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ჰუმანიტარული თემის მიმართ. 
 
მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 8-9 ოქტომბერს.
 
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი.

პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.

მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები“. 

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი დასრულდა.  ჟენევაში მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი 2 ივლისს დაიწყო.

ყველა სიახლე

პროპორციული არჩევნები

14 ნოემბერი 2019, 18:22

საქართველო

ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია. მისი თქმით, ის რაც დღეს მოხდა "არჩევანს არ გვიტოვებს". ვადამდელ არჩევნებს მმართველი პარტია კატეგორიულად გამორიცხავს.

მოლდოვა, პარლამენტის შენობა

14 ნოემბერი 2019, 18:07

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა პრემიერმინისტრ იონ კიკუს მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა პრემიერმინისტრ იონ კიკუს მთავრობა დაამტკიცა. Reuters-ის ცნობით, იონ კიკუს მთავრობას მხარი 101 დეპუტატიდან 62-მა დაუჭირა. ახალ მთავრობაში 11 მინისტრიდან ექვსი პრეზიდენტ იგორ დოდონის მრჩევლად მუშაობდა.

ირმა ინაშვილი

14 ნოემბერი 2019, 18:07

საქართველო

პატრიოტთა ალიანსი უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებს

ირმა ინაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" 7 წელია ატყუებს ხალხს. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ განახორციელა ძალაუფლების უზურპაცია და ხელისუფლების მიტაცების პროცესი დაწყებულია. ის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს როგორც თავის ისე, სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს.

პრინცი ჩარლზი ინდოეთში

14 ნოემბერი 2019, 17:59

ტაბლოიდი

პრინცმა ჩარლზმა დაბადების დღე ინდოეთში აღნიშნა

გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრემ იუბილე ინდოეთში, ქალაქ მუმბაიში, სკოლის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა. ბავშვებმა პრინცი ჩარლზის იუბილესთან დაკავშირებით სიმღერა შეასრულეს და ტახტის მემკვიდრეს მისალოცი ბარათები გადასცეს. პრინცი ჩარლზი ინდოეთს სამი დღით სტუმრობს.

ამერიკის საელჩო

14 ნოემბერი 2019, 17:45

საქართველო

აშშ-ის საელჩო: გული გვწყდება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი

ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს ქართული ოცნების დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მათ შორის მთავრობას, ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მშვიდი და ღირსეული თანამშრომლობისკენ.

ლინკოლნ მიტჩელი

14 ნოემბერი 2019, 17:39

საქართველო

მიტჩელი: პროპორციული სისტემის შესახებ დაპირების უგულვებელყოფა ქართული დემოკრატიისთვის ცუდია

არჩევნების სამართლიან და დემოკრატიულ პირობებში ჩატარების შესახებ დაპირების უგულვებელყოფა საქართველოსთვის, ქართული დემოკრატიისთვის ცუდია. საბოლოოდ, ეს არც „ქართული ოცნებისთვის“ არის კარგი“, - განუცხადა მიტჩელმა Imedinews-ს.

დრაკონი

14 ნოემბერი 2019, 17:38

ტაბლოიდი

John Lewis-ის საშობაო რეკლამაში დრაკონს ემოციების მართვას პატარა გოგო ასწავლის

ყოველი წლის ნოემბერში, მთელ მსოფლიოში აქტიურად იწყება საშობაო სარეკლამო კამპანია. დიდ ბრიტანეთში ყველაზე განხილვად კამპანიას მაღაზიათა ქსელი John Lewis & Partners-ი აკეთებს ხოლმე. კომპანიამ არც წელს დატოვა მომხმარებლები საინტერესო რეკლამის გარეშე.

მზის პანელების მონტაჟი

14 ნოემბერი 2019, 17:30

ეკონომიკა

უშუქოდ დარჩენილ 87 სოფელში, მზის ელექტროსადგურების მონტაჟი დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლებების უშუქოდ დარჩენილ სოფლებში, მზის ელექტროსადგურები მონტაჟდება. ელექტროსადგურები მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, კახეთისა და იმერეთის 87 სოფლის 207 ოჯახში დამონტაჟდება.

მარიამ ჯაში

14 ნოემბერი 2019, 16:56

საქართველო

საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები: თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი საპარლამენტო უმრავლესობასა და თანამდებობებს ტოვებენ.

თომას დე ვაალი

14 ნოემბერი 2019, 16:55

საქართველო

თომას დე ვაალი: ქვეყანა კრიზისისკენ დაბრუნებას იწყებს

კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმიანება. ანალიტიკოსის შეფასებით, „ქართული ოცნება“ დათმობაზე ზაფხულში გამართული აქციების განსამუხტად წავიდა. ახლა კი ქვეყანა კრიზისკენ დაბრუნებას იწყებს.

დევაალ პატრიკი

14 ნოემბერი 2019, 16:53

მსოფლიო

დევალ პატრიკი აშშ-ის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

მასაჩუსეტსის ყოფილმა აფროამერიკელმა გუბერნატორმა, დევალ პატრიკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატიული პარტიიდან თავის კანდიდატურას წარადგენს. მან ამის შესახებ Youtube-ის საკუთარ არხზე სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

ქუვეითი

14 ნოემბერი 2019, 16:53

მსოფლიო

ქუვეითის მთავრობა გადადგა

გამოცემის ცნობით, მთავრობა მას შემდეგ გადადგა, რაც სამშაბათს რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტის წინაშე შინაგან საქმეთა მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების შუამდგომლობა დააყენა.

14 ნოემბერი 2019, 16:49

საქართველო

არასამთავრობოების ნაწილი პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კენჭისყრის შედეგებს განცხადებით ეხმიანება და პასუხისმგებლობას "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. განცხადება დღეს ბიძინა ივანიშვილმაც გაავრცელა.

14 ნოემბერი 2019, 16:45

საქართველო

საახალწლო განათების მონტაჟის გამო რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან 15 ნოემბრის 07:00 საათამდე, მერაბ კოსტავას ქუჩაზე-გმირთა მოედნიდან სპორტის სასახლემდე არსებულ მონაკვეთში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. დღესვე, 23:00 საათიდან 15 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება თამარ მეფის გამზირზე.

ბექა კვიციანი

14 ნოემბერი 2019, 16:37

ძალოვნები

ადვოკატის ინფორმაციით, ბექა კვიციანს ფსიქიკური პრობლემები აქვს

„ერთადერთი, რისი თქმაც მოახერხა, არის ის, რომ მას არანაირი სახის დანაშაული არ ჩაუდენია. როგორც ვიცი, გარკვეულ მედიკამენტებს იღებდა, არ ვიცი, ეს ფსიქოტროპული იყო, თუ ძლიერმოქმედი მედიკამენტები. შევეცადე, მისგან დასახელება გამერკვია, მაგრამ მან მითხრა, რომ არ ახსოვს"-აცხადებს ადვოკატი.

ვაჟა გაფრინდაშვილი

14 ნოემბერი 2019, 16:35

ძალოვნები

ოკუპანტებმა სამი დაკავებული გაათავისუფლეს, ექიმი ისევ ცხინვალში რჩება

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგებლებმა 9 და 11 ნოემბერს ახმაჯისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულები სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

კახა კალაძე შუა თითი

14 ნოემბერი 2019, 16:28

საქართველო

კახა კალაძე შუა თითის ჩვენებაზე: „ფეიკნიუსი“ ზუსტად ასე მზადდება

„ვიდეოკადრებში დაფიქსირებული ჟესტი აქციის მონაწილეების მისამართით არ იყო განკუთვნილი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაღებულ ვიდეოკადრებზე კომენტირებისას განაცხადა.

კარლო კოპალიანი

14 ნოემბერი 2019, 16:23

საქართველო

კარლო კოპალიანი: ოპოზიციონერი ქალბატონების ძალადობის მსხვერპლი გავხდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კარლო კოპალიანის განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას ოპოზიციის წევრები, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა თავს დაესხნენ და დეპუტატის ბარათი დაუზიანეს. „ოპოზიციონერი ქალბატონების ძალადობის მსხვერპლი გავხდი“, - აცხადებს კარლო კოპალიანი.

დაჩი ბერაია

14 ნოემბერი 2019, 16:17

საქართველო

დაჩი ბერაია უმრავლესობიდან წასვლას არ აპირებს

„ ოპოზიცია კი არის უპასუხისმგებლო. ბოლო დღეებში მუდმივად გვესმოდა, რომ ვართ მონები და თითის დამჭერები, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არ ვყოფილვართ არც მონები და არც თითის დამჭერები, გვაქვს ჩვენი პოზიცია და ვაგრძელებთ საქმიანობას“- განაცხადა ბერაიამ.

კახა კალაძე

14 ნოემბერი 2019, 16:14

საქართველო

კალაძის თქმით პროპორციულზე მსჯელობის დროს პარტიაში ფიზიკური დაპირისპირებაც იყო

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის თქმით, მმართველ პარტიაში პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცხარე დებატები იყო, ასევე კალაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე იყო დაპირისპირებები და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებაც.