Imedi /  03 ივლისი 2019, 23:53 / სანდო წყარო

ზურაბიშვილი: საქართველოს და აშშ-ს უზენაესი ღირებულებები აერთიანებს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

,საქართველოსა და აშშ-ს აერთიანებს უზენაესი ღირებულებები და ეს ერთიანი მსოფლმხედველობა დღითიდღე გააძლიერებს ქვეყნების კავშირს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოში გამართულ მიღებაზე.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, მადლობა გადაუხადა საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისათვის და ისაუბრა იმ საერთო ღირებულებებზე, რომელიც ქვეყნებს აერთიანებთ.

„ჩვენს სახელმწიფოებს შორის კავშირები დაფუძნებულია იმ ღირებულებების გაზიარებაში, რომელიც გვაერთიანებს: ადამიანი, ადამიანის თავისუფლება და ღირსება. გვაერთიანებს ასევე ტოლერანტობა და სტუმართ-მასპინძლობა. ორივე ქვეყანა ღიაა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისათვის.

საქართველოში ძალიან ბევრი სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და ჩვენ ვამაყობთ ამით.

ჩვენ არავის ვმტრობთ. ჩვენთვის მშვიდობა ისევე, როგორც ამერიკისათვის, ერთ-ერთი ძალიან ღირებული ფასეულობაა, რომელიც უნდა დავიცვათ. ეს ერთიანი მსოფლმხედველობა ყოველდღე გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს 1991 წლიდან საქართველოს გაწეული უწყვეტი მხარდაჭერისათვის.

,,მადლობა მინდა გითხრათ ასევე, იმისათვის, რომ ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ ამერიკაში და ახალი ცოდნითა და გამოცდილებით დაუბრუნდნენ ქვეყანას, რაც ჩვენი სამშობლოს ძლიერებაა. ასევე იმ ქართველებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ ამერიკაში და არიან თქვენს ქვეყანასთან ცოცხალი კავშირი“, - თქვა პრეზიდენტმა.  

,,სხვადასხვა დროს, აშშ-ში 12 წელი გავატარე, ამიტომ ძალიან კარგად ვიცნობ ამ ქვეყანას. იქ დაიბადა ჩემი ქალიშვილი, რომელიც აშშ-ს მოქალაქეა. ჩვენს ნათესავებში არის ადამიანი, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა ამერიკის დაცვას ერაყში“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

აშშ დამოუკიდებლობის დღეს 4 ივლისს აღნიშნავს. 

ყველა სიახლე

ჩინეთი

27 თებერვალი 2020, 12:37

მსოფლიო

ჩინეთში პირბადეების გამოშვების მოცულობა შვიდჯერ გაიზარდა

კორონავირუსის გავრცელების ფონზე ჩინეთში პირბადეების გამოშვების მოცულობა 7-ჯერ გაიზარდა. როგორც ჩინური გამოცემა Xinhuanet-ი იუწყება, ჩინეთში, დღეში 76 მილიონ სამედიცინო და დამცავ პირბადეს უშვებენ. ჩინეთის ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ კომპანიებმა საერთო ჯამში, შიდაბაზარზე არსებული დეფიციტის აღმოფხვრა შეძლეს.

გიორგი ვაშაძე

27 თებერვალი 2020, 12:25

საქართველო

გიორგი ვაშაძე: ხელისუფლებას ახალი ვერსია აქვს - 110-40-ზე, თუმცა ჩვენ ამას ვერ დავეთანხმებით

„ხელისუფლება იზოლაციაშია - ან მთლიანად გადაუსვამს დიპლომატების მოთხოვნას ხაზს, ან გონს მოეგება, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელმაც საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან დიალოგის აღდგენის აუცილებლობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

აზერბაიჯანი

27 თებერვალი 2020, 12:20

მსოფლიო

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო: საბაჟოდან ამოღებული კადრებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეს ტემპერატურა ნორმაში ჰქონდა

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ და სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტომ სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად დაუყოვნებლივ ჩაატარეს გამოძიება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ გაანალიზებული იყო საბაჟოდან ამოღებული კადრები, როდესაც საქართველოს მოქალაქე კონტროლს გადიოდა და დადგინდა, რომ მას სხეულის ტემპერატურა ნორმაში ჰქონდა და ცვლილება არ შეინიშნებოდა.

გიგი წერეთელი

27 თებერვალი 2020, 12:20

საქართველო

გიგი წერეთელი: კორონავირუსთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ პანიკის საფუძველს ვერ ხედავს

კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის ბევრი კითხვა და შეშფოთება, თუმცა ამის აუცილებლობა არ გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ფრაქციის თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განუცხადა.

სამხრეთ კორეა

27 თებერვალი 2020, 12:10

მსოფლიო

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, სამხრეთ კორეაში პრეზიდენტის გადადგომას მილიონზე მეტი ადამიანი ითხოვს

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გართულების გამო, სამხრეთ კორეაში ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ამ მიზნით შექმნილ პეტიციას 1 მილიონ 17 ათასი ადამიანი აწერს ხელს. ინფორმაციას koreatimes-ი ავრცელებს. პეტიცია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზეა განთავსებული. პეტიციის ავტორები ქვეყნის პრეზიდენტს, მუნ ჩჟე ინს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან ეფექტური ზომები ვერ მიიღო ქვეყანაში კორონავირუსის თავიდან აცილებისა და შეკავების მიზნით.

თბილისის მერია

27 თებერვალი 2020, 12:06

საქართველო

„გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნა

დედაქალაქის მერია, მიმდინარე წელს, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 180 ბენეფიციარის დაფინანსებას გეგმავს და ერთი პაციენტის დასაფინანსებლად წელიწადში 24 ათასამდე ლარს გამოყოფს.

გენადი არველაძე

27 თებერვალი 2020, 11:52

ეკონომიკა

გენადი არველაძე: ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება

ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება. 2014 წლის შემდეგ, როდესაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა, ევროკავშირში ქართული წარმოშობის პროდუქტების კუთხით 22%-იანი წილი 31%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე განაცხადა.

მარინა ეზუგბაია

27 თებერვალი 2020, 11:44

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში 3 ახალი პაციენტია შეყვანილი

ინფექციურ საავადმყოფოში 3 ახალი პაციენტია შემოყვანილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისი თქმით, აქედან ერთი იტალიის მოქალაქეა. დაუდგინდება თუ არა სამ ახალ პაციენტს კორონავირუსი, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

საბავშვო ბაღი

27 თებერვალი 2020, 11:40

საქართველო

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის ბაღებს რეკომენდაციებს სთავაზობს

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქის 181 საჯარო ბაღს ახალი კორონავირუსისგან თავის არიდების მიზნით დამატებით საპრევენციო ღონისძიებები, საინფორმაციო ბროშურები და რეკომენდაციები გაუგზავნა.

ჯონი ივანიშვილი

27 თებერვალი 2020, 11:34

ძალოვნები

პატიმრების წამებისთვის გასამართლებულმა „მატროსოვის ციხის“ დირექტორის ყოფილმა მოადგილემ საპატიმრო დატოვა

ჯონი ივანიშვილი 2013 წელს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან და ციხის დირექტორმა ვლადიმერ კაპანაძემ შეიმუშავეს მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები და პატიმრებს აწამებდნენ და აშინებდნენ.

საარჩევნო სისტემა

27 თებერვალი 2020, 11:30

საქართველო

მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიცის ლიდერები დიპლომატებს ხვდებიან

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიცის ლიდერები შეიკრიბნენ. დიპოლომატებთან შეხვედრაზე პოლიტიკოსები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და საარჩევნო კანონმდებლობზე ისაუბრებენ. მხარეები იმედოვნებენ, რომ არაფრომალური შეხვედრები დიალოგის გაგრძელების წინაპირობა იქნება.

ამირან გამყრელიძე

27 თებერვალი 2020, 11:15

საქართველო

ამირან გამყრელიძე: ჩვენ გვაქვს საკარანტინო სივრცეების და შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოების რეზერვი, სამედიცინო ქსელი მზად არის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არის სამედიცინო ქსელის მზადყოფნა, რომ ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ. ამის შესახებ მან დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მას შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

27 თებერვალი 2020, 11:15

მსოფლიო

სტრასბურგში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

სტრასბურგში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა. ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.

საკრუიზო გემი

27 თებერვალი 2020, 11:07

მსოფლიო

საკრუიზო გემ World Dream-იდან ევაკუირებულები ინდონეზიის დაუსახლებელ კუნძულზე გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში 188 ადამიანი სპეციალური „მცურავი ჰოსპიტალით,“ სამხედრო გემების თანხლებით გადაიყვანეს. კუნძულზე ისინი დამატებით სამედიცინო გამოკვლევას გაივლიან. მანამდე კუნძულ სებარუზე ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ცენტრი იყო განთავსებული. საკრუიზო გემ World Dream-ზე კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდგინდა. ხომალდის ბორტზე 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.

კორონავირუსი ესტონეთი

27 თებერვალი 2020, 11:04

მსოფლიო

ესტონეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ცოტა ხნის წინ ეს ინფორმაცია ქვეყნის სოციალურ საქმეთა მინისტრმა, ტანელ კიიკმა დაადასტურა. მისივე თქმით, ინფიცირებული ირანის მოქალაქეა. ესტონეთის ტერიტორიაზე ის ლატვიიდან ავტობუსით შევიდა. ამ დროისათვის იმ მგზავრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად ავტობუსში იმყოფებოდნენ.

არჩილ თალაკვაძე

27 თებერვალი 2020, 10:47

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: მჯერა, რომ ოპოზიცია უახლოეს დღეებში დაუბრუნდება დიალოგის მაგიდას და შეთანხმებას შევძლებთ

რაც დევს მოლაპრაკებების მაგიდაზე, არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი. არა მგონია, რომ ამ წინადადებას ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელმაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ირმა ინაშვილი

27 თებერვალი 2020, 10:42

საქართველო

ირმა ინაშვილი: უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, რას სთავაზობს საზოგადოებას

ევროკავშირის ელჩის ინიციატივით ვხვდებით არაფორმალურ შეხვედრაზე. ცხადია, რომ ვისაუბრებთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, - ამის შესახებ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მაიკ პომპეომ

27 თებერვალი 2020, 10:42

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ყირიმი უკრაინაა

„რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია და ნახევარკუნძულის მზარდი მილიტარიზაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტურ თავისუფლებების შელახვას აგრძელებს, უხეშად აჩუმებს კრიტიკოსებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის და რელიგიურ თავისუფლებას ზღუდავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 10:37

საქართველო

გიორგი გახარია: ჩვენი მოვალეობაა პირადი ჰიგიენის დაცვა

ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოვალეობაა, ვირუსის დროული გამოვლენა, ჩვენი როგორც მოქალაქეების ძირითადი მოვალეობა კი - პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც რთული არ არის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო

27 თებერვალი 2020, 10:30

საქართველო

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ერთმა უცხოელმა მიმართა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გუშინ უცხოეთის ერთმა მოქალაქემ მიმართა. იგი ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ის გუშინ ლიტვიდან ჩამოფრინდა. ამსათან, გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 36 პაციენტი მკურნალობს, მათგან 27 ბავშვია.