imedi /  04 ივლისი 2019, 14:07 / სანდო წყარო

უგულავა გამოკითხვაზე მისვლას საზღვარგარეთ დაგეგმილი მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ გეგმავს

გიგი უგულავა

გიგი უგულავა

გიგი უგულავა მაგისტრი მოსამართლის წინაშე სავარაუდოდ მომავალ კვირაში დაიკითხება. ის უარს ამბობს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი საპოლიციო უწყებაში გასცეს. იმავე  პოზიციაზე არიან ირაკლი ოქრუაშვილი და გია ბარამიძე. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო სამივე შემთხვევაში სასამართლოს მიმართავს. 

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ 20 ივნისის მოვლენების გამოძიება გაყალბებით მიმდინარეობს, ამიტომ ამ ფონზე ის მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვას ითხოვს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ პანიკაში მიიღო დარბევის გადაწყვეტილება და ახლა დანაშაულის სპეცრაზმელებზე გადაბრალების მცდელობას ხედავს.

უგულავა ამბობს, რომ 2-3 დღით გერმანიაში მიდის მივლინებით და მისი დაკითხვა მომდევნო კვირის ორშაბათის შემდეგ ნებისმიერ დღეს იქნება შესაძლებელი. გიგი უგულავამ ასევე განმარტა რა განიხილებოდა პარლამენტთან გადაღებულ ვიდეოჩანაწერში, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები ფიგურირებენ. მისი განმარტებით, არ ყოფილა საუბარი ეროვნულ დაუმორჩილებლობაზე, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, ეროვნული დაუმორჩილრბლობა კონსტიტუციის ჩარჩოებში ჯდება.

"აქაც ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ის ჩანაწერები ამოგლეჯილია. შალვა შავგულიძე პირიქით, საუბრობს რომ ეროვნული დაუმორჩილებლობა ძალიან ძნელი განსახორციელებელია. აქვე მინდა გითხრათ, რომ ეროვნული დაუმორჩილებლობა აბსოლუტურად ჯდება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. იქ ერთერთი იდეა იყო. ისევე როგორც სხვა ეს იდეა წარმოიშვა. იქ ყველა თავის აზრს ამბობდა, მერე სხვა ვინმე ეწინააღმდეგებოდა ამ აზრს და საბოლოო ჯამში იქ ფორმატიც არ იყო გადაწყვეტილების მიღების",-განაცხადა გიგი უგულავამ.

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა, 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა.

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

PGNiG

15 ნოემბერი 2019, 19:22

ეკონომიკა

2022 წლიდან პოლონეთი „გაზპრომისგან“ გაზს აღარ შეიძენს

გადაწყვეტილების შესახებ პოლონეთის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანიამ PGNiG „გაზპრომს“ უკვე შეატყობინა. რუსეთსა და პოლონეთს შორის გაზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება 1996 წელს გაფორმდა. მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

აქცია

15 ნოემბერი 2019, 19:21

საქართველო

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. რამდენიმე წუთში იქ სიტყვით გამოსვლები განახლდება. მანამდე იქ კასრები და შეშა მიიტანეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, კასრები ცეცხლის დასანთებად სჭირდებათ, რომ დემონსტრანტები გათბნენ.

პანდა

15 ნოემბერი 2019, 19:06

მსოფლიო

ავსტრალიაში ხანძრით დაშავებული კოალებისთვის $640 ათასი შეგროვდა

ავსტრალიაში ტყის ხანძრების შედეგად დაშავებული კოალების დასახმარებლად $640 ათასი შეგროვდა. ფული პლატფორმა GoFundMe-ის დახმარებით შეგროვდა. ავსტრალიაში, შტატ სამხრეთის ახალ უელსში ტყის ხანძარს 350 კოალა ემსხვერპლა.ავსტრალიაში კოალების საერთო რაოდენობა 600 აღწევს.

მარკ ესპერი

15 ნოემბერი 2019, 18:56

მსოფლიო

ვაშინგტონი სეულს ამერიკული ჯარის განთავსებისთვის მეტ თანხას სთხოვს

შესაბამისი განცხადება ესპერმა სამხრეთკორეელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „სამხრეთ კორეა მდიდარი ქვეყანაა და შუძლია და უნდა გადაიხადოს მეტი“, - განაცხადა ესპერმა. მას კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია.

გიორგი გახარია

15 ნოემბერი 2019, 18:52

ეკონომიკა

პრემიერი 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

მთავრობის მეთაურისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს. შეხვედრაში ასევე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები მონაწილეობენ.

ტეილორ სვიფტი

15 ნოემბერი 2019, 18:51

კულტურა

ტეილორ სვიფტი ძველი სიმღერების შესრულებას ვეღარ შეძლებს

ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი ძველი სიმღერების შესრულებას ვეღარ შეძლებს. The Guardian-ის ინფორმაციით, ვარსკვლავმა ცნობა სოცილაური ქსელის საშუალებით გაავრცელა. მისი თქმით, სკოტ ბორშეტამ და სკუტერ ბრაუნმა, რომლებიც მისი ტეილორთან ადრე მუშაობდნენ, ძველი სიმღერების შესრულება აუკრძალეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

15 ნოემბერი 2019, 18:36

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო: ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველა აქტიურ ღონისძიებას მივმართავთ

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, მომხდარ უკანონობას მოჰყვება ადეკვატური რეაგირება და ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს დროში გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

BLOCKv კრიპტოვალუტა

15 ნოემბერი 2019, 18:34

ეკონომიკა

უცნობი კრიპტოვალუტის ფასი ერთ საათში 7500 პროცენტით გაიზარდა

ტოკენ BLOCKv-ის ფასი ერთ საათში 7500 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ვებგვერდი Coinmarketcap​-ი წერს. კრიპტოვალუტის ​1 ერთეულის ფასი ახლა 0,088 დოლარი ღირს. ამასთან ერთად, BLOCKv-ით ვაჭრობის მოცულობა 18800%-ით გაიზარდა და 66 ათასი დოლარი შეადგინა.

აარონ კარტერი

15 ნოემბერი 2019, 18:27

კულტურა

მუსიკოსი აარონ კარტერი ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ამერიკელი მომღერალი აარონ კარტერი წონის კრიტიკული ვარდნის გამო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. TMZ-ის ცნობით, მისი წონა ჰოსპიტალიზაციის მომენტში 52 კილოგრამს შეადგენდა. აარონის დედამ Instagram-ზე მუსიკოსის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ჰოსპიტალში საწოლზე წევს. „დედა შენზე იზრუნებს“, - წერს ქალი.

ხიდების რეაბილიტაცია

15 ნოემბერი 2019, 18:12

ეკონომიკა

მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაცია დეკემბერში დასრულდება

რეაბილიტაციის პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები ითვალისწინებდა ხიდების განაპირა ბურჯებისა და თაღის მალის ნაშენის ქვის, ასევე, აგურის წყობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს. პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარამდეა.

ტერეზა ჩენგი

15 ნოემბერი 2019, 18:09

მსოფლიო

ლონდონში დემონსტრანტების თავდასხმის შედეგად ჰონგ-კონგის იუსტიციის მინისტრი დაშავდა

ჰონგ-კონგში მომხდარი დაგმეს და ფაქტს „საზარელი თავდასხმა“ უწოდეს. ამასთან, ჰონგ-კონგის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თავდასხმა უშუალო კავშირშია გარკვეულ ბრიტანელ პოლიტიკოსებთან, რომლებსაც ჩინეთში ქაოსის შექმნა სურთ.

15 ნოემბერი 2019, 18:09

მსოფლიო

პოლონეთში არქეოლოგებმა ჰიტლერის საიდუმლო შტაბ-ბინა იპოვეს

პოლონეთის სამხედრო მუზეუმის თანამშრომლებმა ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო შტაბ-ბინა „მგლის ბუნაგი“ იპოვეს. სადაც აღმოაჩინეს ბაღი, რომლის ხილ-ბოსტნეულითაც ნაცისტების ლიდერი იკვებებოდა. Fox News-ის ცნობით, არქეოლოგებმა ასევე ნახეს მებაღის ქოხი, სათბური, მიწისქვეშა საქვაბე და იმ დროის კერამიკისა და შუშის ნაკეთობები.

კახა კალაძე

15 ნოემბერი 2019, 17:55

საქართველო

კალაძე: უცხოელი პარტნიორების შეფასებები დაბალანსებული იყო

კალაძის თქმით, 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნასთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების შეფასებები მწვავე არ ყოფილა. „მწვავე შეფასებებს ვერ ვიტყვი, ჩვენ მწვავე შეფასებები გვახსოვს და გვინახავს ბევრი. ეს იყო მათი მხრიდან გაკეთებული დაბალანსებული შეფასებები.

ფრუდე ბერგი

15 ნოემბერი 2019, 17:54

მსოფლიო

რუსეთმა და ლიეტუვამ ჯაშუშები გაცვალეს

რუსეთმა ლიეტუვას ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ორი ლიეტუველი, ევგენი მატაიტისი და არისტიდას ტამოშაიტისი და ერთი ნორვეგიელი, ფრუდე ბერგი გადასცა, ლიეტუვამ კი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული რუსეთის ორი მოქალაქე ნიკოლაი ფილიპჩენკო და სერგეი მოისეენკო გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ლელო

15 ნოემბერი 2019, 17:54

საქართველო

„ლელოს“ ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, გრიგოლ გეგელია და ირაკლი კუპრაძე შეუერთდნენ

ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი 18 სექტემბერს დაასახელა, ხოლო მომდევნო თორმეტი 26 სექტემბერს წარადგინა. კიდევ ერთი 12-კაციანი ჯგუფი 3 ოქტომბერს, შემდეგი წევრები კი 11 ოქტომებრს დაასახელა. მოძრაობის მორიგი 12-კაციანი ჯგუფი კი 18 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს წარდგინა.

Apple

15 ნოემბერი 2019, 17:45

ტექნოლოგიები

Bloomberg: 2020 წელს Apple-ი რამდენიმე სერვისის გამოწერას გააერთიანებს

კორპორაცია გააერთიანებს სერვისებს Music (მუსიკა), TV+ (სერიალების და კინო) და News+ (პრესა). Bloomberg-ის წყაროს მიხედვით, ასე კომპანია ფასიანი გამომწერების საერთო რაოდენობის გაზრდას გეგმავს. გაერთიანებაზე მინიშნება გამომცემლობებთან ახალ კონტრაქტებშია გაწერილი.

ჩეხოსლოვაკია

15 ნოემბერი 2019, 17:27

მსოფლიო

ჩეხოსლოვაკიის „ხავერდოვანი რევოლუციიდან“ 30 წელი გავიდა

მაშინდელი ჩეხოსლოვაკია გახდა მაგალითი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა მმართველი ელიტის შეცვლა სისხლისღვრის გარეშე, საპარლემენტო გზით. მოგვიანები ამ მოვლენებს „ხავერდოვანი რევოლუცია“ უწოდეს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

15 ნოემბერი 2019, 17:25

კულტურა

საფრანგეთში ნოტრ-დამის ახალ იერსახეზე ვერ თანხმდებიან

საფრანგეთის ხელისუფლება და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მთავარი არქიტექტორი ფილიპ ვილნიოვი ნოტრ-დამის აღდგენის გეგმაზე ვერ თანხმდებიან. სააგენტო France24-ის ცნობით, ვილნიოვს დაუპირისპირდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ჟან-ლუი ჟორჟელინი, რომელიც მთავრობამ ნოტრ-დამის აღდგენაზე პასუხისმგებელ პირად დანიშნა.

Netflix

15 ნოემბერი 2019, 17:06

კულტურა

პოლონეთის მოთხოვნის შემდეგ Netflix-ი დოკუმენტურ ფილმს შეასწორებს

საუბარია სურათზე „The Devil Next Door“, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ დარაჯ ჯონ დემიანიუკზე მოგვითხრობს. ფილმში გამოყენებულია პოლონეთის რუკა, რომელზეც საკონცენტრაციო ბანაკები ქვეყნის თანამედროვე საზღვრების ფარგლებშია გამოსახული.

ვაჟა გაფრინდაშვილი

15 ნოემბერი 2019, 16:51

საქართველო

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ახალგორის დეფაქტო სასამართლომ საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.