Imedi /  05 ივლისი 2019, 15:25 / სანდო წყარო

საკონსტიტუციო სასამართლომ 112-ის საფასურის ჩამოჭრა ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია

საკონსტიტუციო სასამართლომ 112-ის საფასურის ჩამოჭრა ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია. შესაბამისი ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე განთავსდა.  

კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა N1279 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი-საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმების თანახმად, სატელეფონო აბონენტები იხდიდნენ „112“-ის მომსახურების საფასურს, რომელიც ყოველთვიურად ფიზიკური პირისთვის შეადგენდა 0.20 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის და დაწესებულებისთვის - 0.50 ლარს.

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, აბონენტს „112“-ის მომსახურების საფასური ეკისრებოდა მისი ნების მიუხედავად, რაც არღვევდა საკუთრების უფლებას.

ამავე დროს, საკუთრების უფლებაში ჩარევა ხორციელდებოდა არა კანონის, არამედ მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რაც ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს. გარდა ამისა, „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ მიუთითებდა, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ „112“-ის საფასურის განსხვავებული ტარიფის არსებობას არ გააჩნდა ობიექტური საფუძველი და დისკრიმინაციული იყო.

მოპასუხის პოზიციით, „112“ უზრუნველყოფს კოორდინაციას სასწრაფო დახმარებასთან, პოლიციასთან და სახანძრო სამსახურთან, ხოლო დაწესებული საფასური ემსახურებოდა „112“-ის ხარჯების ანაზღაურებას და მისი სერვისის თითოეული აბონენტისთვის ხელმისაწვდომობას.

მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ კანონმდებელმა „112“-ის სპეციფიკური საჭიროებიდან გამომდინარე, საფასურის განსაზღვრის უფლებამოსილება მიანიჭა საქართველოს მთავრობას, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „112“-ის საფასურის გადახდის სატელეფონო  აბონენტებისათვის დაკისრება ემსახურება „112“-ის ხარჯების და მის მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურებას.

ამავე დროს, საფასურის გადახდის სანაცვლოდ მიღებული სარგებელი არის არა აბონენტის მიერ უშუალოდ „112“-ში საგანგებო შემთხვევის შესახებ შეტყობინების გაკეთება, არამედ ასეთი შეტყობინების გაკეთების შესაძლებლობის არსებობა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, სადავო ნორმებით  გათვალისწინებული „112“-ის საფასური განეკუთვნება კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოსაკრებლებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მოსაკრებლის სტრუქტურის და შემოღების წესის, მისი განაკვეთების ან განაკვეთის ფარგლების დადგენა მხოლოდ კანონით დაიშვება, რაც გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის მიერ ამ უფლებამოსილების მთავრობაზე დელეგირებას. 

სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმები განსაზღვრავდა მოსაკრებლის გადამხდელ სუბიექტებს და მოსაკრებლის განაკვეთს და ამდენად, აღნიშნული საკითხის მოწესრიგების კონსტიტუციური უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას  არ გააჩნდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.

ამავე დროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობის შედეგად „112“ დაკარგავდა დაფინანსების ძირითად წყაროს, რასაც შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესებისათვის.

ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, რათა საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას მიეცეთ გონივრული შესაძლებლობა, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწესრიგონ აღნიშნული: 

დავის საგანი: საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით;

„კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №489 დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით და ამავე წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით“.

ყველა სიახლე

ეროვნული არქივი

22 ნოემბერი 2019, 08:55

კულტურა

ეროვნული არქივის კინოთეატრში 1928 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა

ფილმის საწყისი მასალები „გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში ახლახან ჩამოიტანეს. 16-წუთიანი ფილმი მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარია. ამ ფილმით შედგა ასევე კინოში პირველი ქართველი რეჟისორი ქალის - ნუცა ღოღობერიძის დებიუტი.

ქართული ოცნება

22 ნოემბერი 2019, 08:45

ძალოვნები

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებული ოთხი მოქალაქის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მოძრაობის „შეცვალე“ წევრები წუხელ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. დაკავებულების უფლებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი იცავს.

იმედი

22 ნოემბერი 2019, 08:40

ძალოვნები

„იმედის“ გადამღები ჯგუფი ზემო ფონიჭალაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხეს

ზემო ფონიჭალაში „იმედის კვირის“ რეპორტაჟის მოსამზადებლად მისულ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს აგრესიით შეხვდნენ, მუშაობის შესაძლებლობა არ მისცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული ჟურნალისტი და ოპერატორი სასწრაფო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

გერმანია

22 ნოემბერი 2019, 08:30

მსოფლიო

გერმანიაში ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი საავტომობილი ხიდი გაიხსნა

გერმანიაში ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი საავტომობილი ხიდი გახსნეს. მოზელის ხიდის სიმაღლე 160 მეტრი, სიგრძე კი ერთ ნახევარი კილომეტრია. ხიდის მშენებლობა 8 წლის წინ დაიწყო.

ხულო

22 ნოემბერი 2019, 08:15

ძალოვნები

ხულოში 7 სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში ხანძრისას 7 სახლი დაიწვა. დამწვარია 5 დამხმარე ნაგებობაც. ხულოს მერმა განაცხადა, რომ შემთხვევისას არავინ დაშავებულა. ვახტანგ ბერიძის თქმით, სახანძრო სამსახურის ჯგუფები ადგილზე ახლაც მუშაობენ, თუმცა ხანძრის გარცელების საშიშროება არ არსებობს.

პაციენტი გაყინეს

22 ნოემბერი 2019, 00:50

ტექნოლოგიები

აშშ-ში ქირურგიულ ჩარევამდე პაციენტი გაყინეს

გამოცემა New Scientist-მა დაწერა პირველ პაციენტზე, რომელიც ექიმებმა რეანიმაციაში ყოფნისას გაყინეს, კერძოდ ჰიპოთერმულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ამ პროცედურის მიზანია დროის მოგება ქირურგიული ჩარევის დროს. ამ შემთხვევაში გულის გაჩერებისას არ ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქსოვილების დაზიანება. ოპერაცია აშშ-ში მერილენდის უნივერსიტეტში ჩატარდა. ამ პროცედურის მოლოდინშია მძიმედ ტრავმირებული კიდევ 10 პაციენტი.

ბექა ნაცვლიშვილი

22 ნოემბერი 2019, 00:43

საქართველო

ბექა ნაცვლიშვილი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქციას აანონსებს

დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი 24 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ აქციას - „უკეთესი ქვეყნისთვის პროპორციული არჩევნების მოთხოვნით“ აანონსებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის ორგანიზატორები არიან დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“ და მეტროს მშრომელთა გაერთიანება „ერთობა 2013“.

USAID

21 ნოემბერი 2019, 23:30

საქართველო

USAID-ის წარმომადგენელი: თბილისში ვიზიტისას პარლამენტის ხელმძღვანელობამ დამარწმუნა რომ საარჩევნო რეფორმა გავიდოდა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილე საარჩევნო რეფორმას ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშნელოვნად მიიჩნევს. ბირმანმა Twitter-ზე დაწერა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

ვენეცია

21 ნოემბერი 2019, 23:23

კულტურა

ვენეციაში წყალდიდობას ვივალდის უნიკალური ხელნაწერი პარტიტურა გადაურჩა

ვენეციის გულისხმიერი მცხოვრებლების დახმარებით, წყალდიდობას ბენედეტო მარჩელოს სახელობის კონსერვატორიის არქივი და ვივალდის ხელნაწერი პარტიტურა გადარჩა. Le Figaro-ს ცნობით, წმინდა მარკის ტაძარში წყალდიდობის შედეგად 56 ათასი დოკუმენტი დაზიანდა. წყლის ქვეშ აღმოჩნდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სონატების პირველი გამოცემები.

კერსტი კალიულაიდი არჩილ ყარაულაშვილი

21 ნოემბერი 2019, 22:33

საქართველო

საქართველოს ესტონეთში ახალი ელჩი ჰყავს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, ესტონეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ესტონეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ასევე იმსჯელეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.

თბილსიის მთავარი სამმართველო

21 ნოემბერი 2019, 22:13

ძალოვნები

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებულები თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს

თბილისის მთავარ სამმართველოსთან „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებულების ახლობლები და მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები არიან შეკრებილები. აქციაზე დაკავებული ოთხი მოქალაქე თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. დაკავებულების უფლებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი იცავს.

21 ნოემბერი 2019, 21:55

ეკონომიკა

მთავრობა და ბიზნესი ეროვნული ბანკის პოლიტიკას აკრიტიკებენ

საბანკო რეგულაციების გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის სხვა არასწორ გადაწყვეტილებებზეც მთავრობაშიც და ბიზნესშიც უკვე ღიად საუბრობენ. მარეგულირებელმა დღეს პრემიერმინისტრისგანაც მიიღო მითითება. პოლიტიკოსები და ექსპერტები ლარის გაუფასურებასა და ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებენ.

21 ნოემბერი 2019, 21:31

ეკონომიკა

ბიზნესსექტორი აცხადებს, რომ მკაცრი საბანკო რეგულაციების შედეგად ფინანსურად დაზარალდა

2019 წლის 1 იანვრიდან შემოღებული საბანკო რეგულაციების უკუეფექტზე სხვადასხვა ბიზნესების შემდეგ კომერციული ბანკებიც ალაპარაკდნენ. „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ადეკვატური ნაბიჯების გარეშე ეკონომიკური ზრდის მიღწევა რთული იქნება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

21 ნოემბერი 2019, 21:15

მსოფლიო

ისრაელის პრემიერმინისტრს ბრალი წაუყენეს

ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წაუყენა. უწყება მაღალჩინოსანს ქრთამის აღებისა და თაღლითობის საქმეებთან დაკავშირებით ედავება. საქმე სულ სამ საქმეს ეხება. მედიაში გავრცელებული ცნობით, ნეთანიაჰუ მდიდარი ბიზნესმენებისგან მიღებულ საჩუქრებს მხარდამჭერებს უნაწილებდა.

21 ნოემბერი 2019, 20:34

საქართველო

ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ვიდეო

ვაზიანი - გომბორი- თელავის საავტომობილო გზაზე ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. Imedinews-ის ინფორმაციით, მიზეზი ლიპყინული და ინტენსიური თოვაა, რის გამოც მოძრაობა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ათობით მსუბუქი ავტომობილი გომბორის უღელტეხილზეა გაჩერებული.

შვედეთი, პოლიცია

21 ნოემბერი 2019, 20:16

ტაბლოიდი

შვედეთში გარდაცვლილი კაცის ცხედარი სამი წლის შემდეგ იპოვეს

შვედეთში, კუნძულ სედერმალმზე პოლიციამ საკუთარ სახლში სამი წლის წინ გარდაცვლილი კაცის ცხედარი იპოვა. გამოცემა The Local-ის ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამართალდამცველებს აცნობეს, რომ მეზობლის შესახებ დაახლოებით სამი წელი არაფერი სმენოდათ.

„ლელო“

21 ნოემბერი 2019, 20:10

საქართველო

„ლელომ“ სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი მოაწყო

მოძრაობა „ლელოს“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სიმბოლურად ხელები ყელსახვევებით შეიკრეს. ამ ფორმით მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის წევრებმა 18 ნოემბერს, აქციის დაშლისას დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ათს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთი 1000 ლარით დაჯარიმდა, 25 დაკავებულის საქმის განხილვა კი გადაიდო.

რობი უილიამსი

21 ნოემბერი 2019, 19:18

კულტურა

რობი უილიამსმა საშობაო სიმღერაზე მუსიკალური ვიდეო გადაიღო

ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა გერმანელ მუსიკოსთან ჰელენა ფიშერთან ერთად YouTube -ზე საშობაო სიმღერა Santa Baby-ს მიხედვით გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა. შემსრულებლები სტუდიაში არიან, ამიტომ მაყურებელს შეუძლია იხილოს, როგორ ხდება პროფესიონალურ დონეზე ხმის ჩაწერა. Santa Baby პირველად 1953 წელს ერტა კიტმა შეასრულა. სიმღერა რობი უილიამსის მე-12 ალბომში შევიდა.

თეა წულუკიანი

21 ნოემბერი 2019, 19:11

საქართველო

წულუკიანი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ივანიშვილის იდეას თათბირზე დაპირისპირება მოჰყვა

იუსტიციის მინისტრის, ვიცეპრემიერის თეა წულუკიანის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ წინადადება ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთავაზებული იდეა იყო და არა დაპირება, ეს კი პარტიაში ვიღაცებმა არ გაიზიარეს. წულუკიანმა თქვა, რომ დეპუტატი რომ ყოფილიყო, ამ იდეას მხარს არ დაუჭერდა.

21 ნოემბერი 2019, 18:45

საქართველო

პენსიონერი პედაგოგები ფულად ჯილდოს გამოცდის შედეგების შემდეგაც მიიღებენ

საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე გავიდნენ, გამოცდის შედეგები დეკემბრამდე არ ეცოდინებათ. სისტემიდან გასვლისთვის გათვალისწინებული ჯილდოს მეორე ეტაპზე რეგისტრაცია კი ნოემბრის 29-ში სრულდება.