imedi /  06 ივლისი 2019, 16:30 / სანდო წყარო

დავით გარეჯში ექსპერტული ჯგუფები საველე სამუშაოებს 2-3 კვირაში დაიწყებენ

დავით გარეჯის ტერიტორიაზე ექსპერტული ჯგუფები საველე სამუშაოების საწარმოებლად 2-3 კვირაში გავლენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განუცხადა.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური დოკუმენტაციის გაცვლა. ჩვენ გვაქვს კონტაქტი ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მიმდინარეობს იმ მონაკვეთების დაზუსტება, რომლებზეც უახლოეს მომავალში ექსპერტული ჯგუფები უნდა გავიდნენ და ჩაატარონ საველე სამუშაოები", - აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

7 მაისს, დავით გარეჯის მონასტერთან დაკავშირებით საპატრიარქოში აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან და სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელ ფაშა ზადეს წარმომადგენელთან, ალი ალიევთან შეხვედრა გაიმართა. 

აღდგომის დღესასწაულამდე დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ცოტა ხნით დაკეტილი იყო. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია არქიმანდრიტმა კირიონმა (ონიანი) გაახმოვანა და დახმარება ითხოვა. ის ამბობდა, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ.

მათ შორის პრობლემები ჰქონდათ გადაადგილების კუთხით ტურისტებსა და მომლოცველებს. მაშინ არქიმანდრიტმა თქვა, რომ გარეჯში სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც იქ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი ესტონეთი

27 თებერვალი 2020, 11:04

მსოფლიო

ესტონეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ცოტა ხნის წინ ეს ინფორმაცია ქვეყნის სოციალურ საქმეთა მინისტრმა ტანელ კიიკმა დაადასტურა. მისივე თქმით, ინფიცირებული ირანის მოქალაქეა. ესტონეთის ტერიტორიაზე ის ლატვიიდან ავტობუსით შევიდა. ამ დროისათვის იმ მგზავრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად ავტობუსში იმყოფებოდნენ.

არჩილ თალაკვაძე

27 თებერვალი 2020, 10:47

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: მჯერა, რომ ოპოზიცია უახლოეს დღეებში დაუბრუნდება დიალოგის მაგიდას და შეთანხმებას შევძლებთ

რაც დევს მოლაპრაკებების მაგიდაზე, არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი. არა მგონია, რომ ამ წინადადებას ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელმაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მაიკ პომპეომ

27 თებერვალი 2020, 10:42

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ყირიმი უკრაინაა

„რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია და ნახევარკუნძულის მზარდი მილიტარიზაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტურ თავისუფლებების შელახვას აგრძელებს, უხეშად აჩუმებს კრიტიკოსებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის და რელიგიურ თავისუფლებას ზღუდავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირმა ინაშვილი

27 თებერვალი 2020, 10:42

საქართველო

ირმა ინაშვილი: უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, რას სთავაზობს საზოგადოებას

ევროკავშირის ელჩის ინიციატივით ვხვდებით არაფორმალურ შეხვედრაზე. ცხადია, რომ ვისაუბრებთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, - ამის შესახებ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 10:37

საქართველო

გიორგი გახარია: ჩვენი მოვალეობაა პირადი ჰიგიენის დაცვა

ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოვალეობაა, ვირუსის დროული გამოვლენა, ჩვენი როგორც მოქალაქეების ძირითადი მოვალეობა კი - პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც რთული არ არის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

დავით უსუფაშვილი

27 თებერვალი 2020, 10:24

საქართველო

დავით უსუფაშვილი: იმის ნახევარიც რომ მოვინდომოთ, რასაც დიპლომატები საარჩევნო საკითხებზე აკეთებენ, ყველაფერი კარგად დასრულდება

მე მგონია, რომ ჩვენ ქართველებმა იმის ნახევარიც რომ მოვინდომოთ, რასაც დიპლომატები საარჩევნო საკითხებზე შეთანხმების მისაღწევად ინდომებენ, მაშინ ყველაფერი კარგად დასრულდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშილმა განუცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

27 თებერვალი 2020, 10:20

საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის ფართო გავრცელების რისკი არ არსებობს

„მე ვარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვენ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 10:17

საქართველო

გიორგი გახარიამ უწყებათაშორის ჯგუფს დაავალა, შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას უზრუნველყოფს

„ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოვალეობაა, ვირუსის დროული გამოვლენა, ჩვენი როგორც მოქალაქეების ძირითადი მოვალეობა კი - პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც რთული არ არის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

დავით ზალკალიანი

27 თებერვალი 2020, 10:14

საქართველო

დავით ზალკალიანი თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ამბასადორიალს გახსნის

უწყების ინფორმაციით, ამბასადორიალს, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობისა, ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებული ავსტრიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და განვითარების სააგენტოს (ADA) წარმომადგენლები მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 10:05

მსოფლიო

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დანიაშიც დაფიქსირდა

დანიაში ერთი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლინდა. გავრცელებული ცნობით, ინფიცირებული ცოტა ხნის წინ იტალიიდან დაბრუნდა, სადაც სამთო-სათხილამურო კურორტზე იმყოფებოდა. მანამდე კორონავირუსის ერთი შემთხვევა ნორვეგიაში დადასტურდა.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 10:02

საქართველო

გიორგი გახარია: პანიკის საფუძველი არ გვაქვს

„ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები სრულად აკონტროლებენ ვითარებას, მთავარია, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად საზღვარზე მოხერხდა ამ ვირუსის დადგენა და ინფცირებულ ადამიანს სხვა მოქალაქეებთან კონტაქტი არ ჰქონია.

მარინა ეზუგბაია

27 თებერვალი 2020, 09:47

საქართველო

კორონავირუსით დინფიცირებული საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება პაციენტის თანმხლები პირი, რომელიც მასთან ერთად ირანში იმყოფებოდა

კორონავირუსი სამსახური

27 თებერვალი 2020, 09:29

საქართველო

როგორ ავიცილოთ კორონავირუსის გავრცელება სამუშაო ადგილას

რეკომენდაციების თანახმად, სამუშაო ადგილას საჭიროა სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა. კერძოდ, საჭიროა ზედაპირების (მაგალითად, მაგიდების) და საგნების (მაგალითად, ტელეფონების, კლავიატურის) რეგულარულად გაწმენდა სადეზინფექციო საშუალებებით, ვინაიდან თანამშრომლების ან მომხმარებლების მიერ ზედაპირების დაბინძურება კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი გზაა.

დონალდ ტრამპი

27 თებერვალი 2020, 09:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ხელები დაიბანეთ, აუცილებელი არ არის ყველა მოაჯირს ხელი სტაცოთ

ტრამპის თქმით, ამერიკელი ხალხისთვის კორონავირუსის რისკი კვლავ ძალიან დაბალია, შეერთებული შტატები კი მასთან ბრძოლისთვის მსოფლიოში ყველაზე უკეთ არის მომზადებული და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობაც წარმატებით მიმდინარეობს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე

27 თებერვალი 2020, 09:04

ძალოვნები

საქალაქო სასამართლოში დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებენ

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ადვოკატის განცხადებით, დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადება მოითხოვეს. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას, ადვოკატი მას გაასაჩივრებს. სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.

ვანო მერაბიშვილი

27 თებერვალი 2020, 08:52

საქართველო

ვანო მერაბიშვილი პოლონეთში გაემგზავრა

ცნობილია, რომ ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილი გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას აპირებს, თუმცა აღნიშნულის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. როგორც თავადვე აცხადებს, პოლონეთში ვიზიტი დაახლოებით 2 დღეს გაგრძელდება. ამ დრომდე უცნობია რომელ პარტიას შეუერთდება მერაბიშვილი.

თენგიზ ცერცვაძე

27 თებერვალი 2020, 08:41

საქართველო

თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით დაავადებული საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა სტაბილურია

ცერცვაძის თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ საღამოს შეყვანილი ორი ადამიანიც ირანში იყო, მაგრამ როგორც ცერცვაძე ამბობს, მათ სავარაუდოდ კორონავირუსი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან მათ ირანი 11 და 12 თებერვალს დატოვეს. გვიან ღამით ფოთის ჰოსპიტლიდან მაღალი ტემპერატურითა და გრიპისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომებით 18 წლის გოგოც გადმოიყვანეს.

მილუოკი სროლა

27 თებერვალი 2020, 08:35

მსოფლიო

აშშ-ში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა

51 წლის კაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, ამავე კომპანიის თანამშრომელი იყო. თავდასხმა ადგილობრივი დროით 2 საათზე განხორციელდა. კაცი კომპანიის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.

კორონავირუსი ჩინეთი

27 თებერვალი 2020, 08:24

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 32 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 32 ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლენილია ინფიცირების 435 ახალი შემთხვევა. ჯამში კორონავირუსით ჩინეთში 2 747 ადამიანია გარდაცვლილი, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 78 500-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 32 500-ზე მეტი ადამიანი. ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

პირბადე კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 08:13

საქართველო

თბილისის აფთიაქებში პირბადეების მარაგი სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში შეივსება

დედაქალაქის მასშტაბით სააფთიაქო ქსელების ნაწილში ადასტურებენ, რომ პირბადეების მარაგი ამოწურულია. კომპანიების განმარტებით, პირბადეებზე ფასები არ გაზრდილა და 18-20 თეთრის ფარგლებშია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა რომ სამინისტრო აფთიაქებს პირბადეების შემოტანაში დაეხმარება.