imedi /  07 ივლისი 2019, 17:39 / სანდო წყარო

„პატრიოტთა ალიანსი“ სპორტის სასახლეში ყრილობას მართავს

ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსის" ყრილობა

"პარტიოტთა ალიანსი" სპორტის სასახლეში ყრილობას მართავს, რომლის მთავარი ლოზუნგია "არა სააკაშვილი-ბოკერიას ხელისუფლებას და არა "ქართულ ოცნებას".

პარტიის ხელმძღვანელის, ირმა ინაშვილის განცხადებით, დღეს ისინი იმისთვის შეიკრიბნენ, რომ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურონ და ისაუბრონ 20 ივნისის შემდეგ არსებულ პრობლემებზე, ასევე დავით გარეჯთან დაკავშირებით. 

ირმა ინაშვილის განცხადებით, დღეს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გააგონებენ ხმას იმის შესახებ, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები გასამართლდნენ.

ყველა სიახლე

გატაცება ვაჟა გაფრინდაშვილი

14 ნოემბერი 2019, 14:50

საქართველო

შერიგების სამინისტროს წარმომადგენელი: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად აქტიურად ვმუშაობთ

ზვიად ზვიადაძის თქმით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად უწყებები აქტიურად მუშაობენ, მათ შორის სახელმწიფო მინისტრმა მისი გატაცების დღესვე ჩააყენა საქმის კურსში ეუთოს წარმომადგენლები საქართველოში.

ბადრი პატარკაციშვილი

14 ნოემბერი 2019, 14:48

ძალოვნები

პატარკაციშვილის საქმეზე დაკავებულ კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ კუდ-ის ყოფილ თანამშრომლებს, ილია გამგებელსა და დავით ქოქიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მცენარეული აბები

14 ნოემბერი 2019, 14:38

ტექნოლოგიები

ონკოლოგების აზრით, მცენარეულ აბებს ონკოპაციენტებისთვის სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს

ლისაბონში გამართულ მკერდის კიბოს საერთაშორისო კონფერენციაზე ონკოლოგებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთი მცენარეული პრეპარატის ინგრედიენტმა შესაძლოა, სიმსივნური დაავადების მკურნალობის კურსს ხელი შეუშალოს. გამოცემის ცნობით, ნივრის, ჯანჯაფილის და გინგკოს შემცველი აბები მკერდის კიბოს პაციენტებში ჭრილობების შეხორცებას და აღდგენის პროცესს აფერხებს.

მამუკა მდინარაძე

14 ნოემბერი 2019, 14:37

საქართველო

მამუკა მდინარაძე რიგგარეშე არჩევნებს კატეგორიულად გამორიცხავს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნები გამორიცხულია. მამუკა მდინარაძის თქმით, "ერთი გადაწყვეტილების გამო, ქვეყანა არ უნდა ავრიოთ". რიგგარეშე არჩევნებს გამორიცხავს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.

პიკეტირება პარლამენტი

14 ნოემბერი 2019, 14:29

ძალოვნები

საპატრულო პოლიცია აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირება არ მოახდინონ. ამის შესახებ შსს-ს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა.

სალომე სამადაშვილი

14 ნოემბერი 2019, 14:19

საქართველო

სამადაშვილი: დღეს იწყება საერთო ეროვნული მოძრაობა ივანიშვილის დიქტატურისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად

სამადაშვილის თქმით, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან და საზოგადოებასთან ფართო კონსულტაციებს გამართავენ, რათა მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროპორციული სისტემის პროექტის დღევანდელ კენჭისყრაზე ჩავარდნა გააპროტესტონ. დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დღესვე სხდომას გამართავს.

14 ნოემბერი 2019, 14:12

საქართველო

აქციის მონაწილეებს პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი ბლოკირებული აქვთ

მოძრაობა "სირცხვილიას" და "შეცვალეს" მონაწილეებს პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი ბლოკირებული აქვთ. აქტივისტების თქმით, ისინი იქამდე გამართავენ აქციებს, ვიდრე არ ექნებათ გარანტია, რომ არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. ერთ-ერთი აქტივისტის გიგა მაქარაშვილის თქმით, ისინი პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებას გეგმავენ.

დავით ბაქრაძე

14 ნოემბერი 2019, 14:09

საქართველო

ევროპული საქართველო არჩევნების ბოიკოტირებას არ გამორიცხავს

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიის ნაბიჯები მკვეთრი იქნება, ასევე პარტია არ გამორიცხავს არჩევნების ბოიკოტირებასაც. ბაქრაძის შეფასებით, ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა.

მიხეილ სააკაშვილი

14 ნოემბერი 2019, 13:53

საქართველო

სააკაშვილი: 23 ნოემბერი მოდის და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს

„როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა. ერთი რამე ვიცი, მოდის გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს აღარანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, ყველაფერი გამოგვივა“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

14 ნოემბერი 2019, 13:48

საქართველო

ვინ დაუჭირა და არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ფოტო და ვიდეო

პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3- წინააღმდეგი. იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო, 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

14 ნოემბერი 2019, 13:46

საქართველო

თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრიოძე, დიმიტრი ცქიტიშვილი საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

14 ნოემბერი 2019, 13:41

საქართველო

თალაკვაძემ თქვა რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები

„2020 წლის არჩევნები ჩატარდება 3%-იანი ბარიერით, ბლოკებითა და შერეული სისტემით, რაც ნიშნავს პროპორციულ და მაჟორიტარული მექანიზმის გამოყენებას 2020 წლის არჩევნებში. ეს გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა, კენჭისყრის შედეგები არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის“,- განაცხადა თალკვაძემ.

ირმა ინაშვილი

14 ნოემბერი 2019, 13:41

საქართველო

ირმა ინაშვილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს

„ყველას ვგულისხმობ. მე მიხილავთ ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, მაგრამ ყველა გაინაწილებს საკუთარ მოედანს. ყველამ უნდა გამოიჩინოს საკუთარი პასუხისმგებლობა, რომ ის სამარცხვინო ფაქტი, რაც დღეს მოხდა, ყველამ გააპროტესტოს საკუთარ მოედანზე“.

14 ნოემბერი 2019, 13:30

საქართველო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურია

ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უმრავლესობის წევრების მიმართულებით ფურცლები ისროლა, რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლების გაღიზიანება მოჰყვა.

აქცია

14 ნოემბერი 2019, 13:27

საქართველო

პარლამენტთან პროპორციულ სისტემაზე ცვლილებების ჩაგდებას აპროტესტებენ

შს მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, სამინისტრო დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, გამოხატოს თავისი აზრი, მაგრამ ამავე დროს თითოეულ კანონდარღვევაზე შესაბამისი რეაგირება იქნება.

პროპორციული არჩევნები

14 ნოემბერი 2019, 13:15

საქართველო

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

რომან გოცირიძე

14 ნოემბერი 2019, 13:04

საქართველო

რომან გოცირიძე: პროპორციულის ჩავარდნის შემთხვევაში, გავრილოვის ღამე სანატრელი გაუხდებათ

„ამას გინდათ მუქარა უწოდეთ, გინდათ გაფრთხილება. გაფრთხილების ფორმით ვამბობ. დანარჩენს ხალხი გადაწყვეტს. დღეს ქართველი ხალხი არის ერთსულოვანი, სატელიტი პარტიებიც აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგები არიან“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

თამარ ხულორდავა

14 ნოემბერი 2019, 12:45

საქართველო

საპარლამენტო უმრავლესობის უმეტესობას პროპორციულზე ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის უმეტესობას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტის კენჭისყრაზე საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერის იმედი აქვს. როგორც თამარ ხულორდავამ განაცხადა, არის მოლოდინი, რომ უმრავლესობის ზოგიერთი წევრი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ხმას არ მისცემს.

ხანძარი ავსტრალიაში

14 ნოემბერი 2019, 12:43

მსოფლიო

ავსტრალიის პოლიციის ვარაუდით ტყის მასშტაბური ხანძარი 16 წლის მოზარდმა გააჩინა

ავსტრალიის სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ტყის მასშტაბური ხანძარი 16 წლის მოზარდმა გააჩინა. BBC-ის ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ცეცხლი ძალით გააჩინა და ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ადგილობრივი პოლიციის თქმით, მოზარდთან დაკავშირებით არსებულ საქმეს შტატის კანონების გათვალისწინებით მიუდგებიან. ასევე გამოცემის ცნობით, სტიქიის შედეგად უკვე მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა.

შაქარი

14 ნოემბერი 2019, 12:42

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა შაქრის კიდევ ერთი საშიში თვისება დაასახელეს

კანადელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის მოხმარება კუჭ-ნაწლავის ანთებით დაავადებებს იწვევს. სპეციალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც თაგვებს ძირითადად შაქრით კვებავდნენ. შედეგად, ცხოველებს ნაწლავის ქსოვილები დაუზიანდათ. როგორც გაირკვა, შაქარმა პათოგენური ბაქტერიების განვითარება გაააქტიურა.