imedi /  08 ივლისი 2019, 00:39 / სანდო წყარო

საპატრიარქო პასუხისმგებლობას თბილისი პრაიდის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს აკისრებს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ საქართველოს ეკლესია ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება. საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა პრაიდის ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს უნდა დაეკისროთ.

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში ე.წ. "ღირსების მარშის" ჩატარების ხელახლა დაანონსებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. სოდომური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები მუდამ იყვნენ და მათი არსებობა ჩვენს საზოგადოებაში არასდროს იწვევდა მწვავე დაპირისპირებას, მაგრამ ამ გარყვნილების ნებისმიერი სახით პროპაგანდა ყოველთვის იყო მიუღებელი. ამიტომაც, როდესაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. „პრაიდის“ ორგანიზატორები და LGBT წარმომადგენლები, ამას რაიმე სახის ექსცესი არ გამოუწვევია; ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მათ, როგორც ყველას, არ ეზღუდებათ თავიანთი უფლებების რეალიზება; მაგრამ, როდესაც აღნიშნული ჯგუფები უგულებელყოფენ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და ეწევიან თავიანთი «ფასეულობების» პოპულარიზაციას, ეს ბუნებრივად იწვევს დიდ გაღიზიანებას და სამოქალაქო დაძაბულობის შექმნის მიზანმიმართულ მცდელობად აღიქმება.

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, იცნობს რა სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მიიჩნევს, რომ ე. წ. «პრაიდი» არ არის ცალკე აღებული მოვლენა, არამედ შორსმიმავალი სტრატეგიის ერთ-ერთი ეტაპია და მიმართულია ერთნაირსქესიანთა «ქორწინებისა» და მათ მიერ შვილის აყვანის უფლების საკანონმდებლო დონეზე დაფიქსირებისაკენ.

მრავალგზის განგვიცხადებია და ამჟამადაც აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეკლესია ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. ამასთან, მიგვაჩნია, რომ განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ე. წ. «პრაიდის» ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი სიმშვდის შენარჩუნებას. შევთხოვთ ღმერთს, შეგვეწიოს, რათა ჩვენმა ხალხმა ეს განსაცდელიც მშვიდობით განვლოს", – წერია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

დღეს ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს შეახსენა, რომ კომბლები სხვენში აქვთ შენახული. სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა "ქართული მარშის" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემაც, სადაც ამბობს, რომ "სიცოცხლის გაწირვაც რომ დასჭირდეს გეი აღლუმს არ დავუშვებს". 

გადადებული „ღირსების მარში“ 8 ივლისს გაიმართება.

ყველა სიახლე

ეროვნული არქივი

22 ნოემბერი 2019, 08:55

კულტურა

ეროვნული არქივის კინოთეატრში 1928 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა

ფილმის საწყისი მასალები „გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში ახლახან ჩამოიტანეს. 16-წუთიანი ფილმი მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარია. ამ ფილმით შედგა ასევე კინოში პირველი ქართველი რეჟისორი ქალის - ნუცა ღოღობერიძის დებიუტი.

ქართული ოცნება

22 ნოემბერი 2019, 08:45

ძალოვნები

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებული ოთხი მოქალაქის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მოძრაობის „შეცვალე“ წევრები წუხელ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. დაკავებულების უფლებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი იცავს.

იმედი

22 ნოემბერი 2019, 08:40

ძალოვნები

„იმედის“ გადამღები ჯგუფი ზემო ფონიჭალაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხეს

ზემო ფონიჭალაში „იმედის კვირის“ რეპორტაჟის მოსამზადებლად მისულ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს აგრესიით შეხვდნენ, მუშაობის შესაძლებლობა არ მისცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული ჟურნალისტი და ოპერატორი სასწრაფო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

გერმანია

22 ნოემბერი 2019, 08:30

მსოფლიო

გერმანიაში ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი საავტომობილი ხიდი გაიხსნა

გერმანიაში ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი საავტომობილი ხიდი გახსნეს. მოზელის ხიდის სიმაღლე 160 მეტრი, სიგრძე კი ერთ ნახევარი კილომეტრია. ხიდის მშენებლობა 8 წლის წინ დაიწყო.

ხულო

22 ნოემბერი 2019, 08:15

ძალოვნები

ხულოში 7 სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში ხანძრისას 7 სახლი დაიწვა. დამწვარია 5 დამხმარე ნაგებობაც. ხულოს მერმა განაცხადა, რომ შემთხვევისას არავინ დაშავებულა. ვახტანგ ბერიძის თქმით, სახანძრო სამსახურის ჯგუფები ადგილზე ახლაც მუშაობენ, თუმცა ხანძრის გარცელების საშიშროება არ არსებობს.

პაციენტი გაყინეს

22 ნოემბერი 2019, 00:50

ტექნოლოგიები

აშშ-ში ქირურგიულ ჩარევამდე პაციენტი გაყინეს

გამოცემა New Scientist-მა დაწერა პირველ პაციენტზე, რომელიც ექიმებმა რეანიმაციაში ყოფნისას გაყინეს, კერძოდ ჰიპოთერმულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ამ პროცედურის მიზანია დროის მოგება ქირურგიული ჩარევის დროს. ამ შემთხვევაში გულის გაჩერებისას არ ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქსოვილების დაზიანება. ოპერაცია აშშ-ში მერილენდის უნივერსიტეტში ჩატარდა. ამ პროცედურის მოლოდინშია მძიმედ ტრავმირებული კიდევ 10 პაციენტი.

ბექა ნაცვლიშვილი

22 ნოემბერი 2019, 00:43

საქართველო

ბექა ნაცვლიშვილი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქციას აანონსებს

დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი 24 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ აქციას - „უკეთესი ქვეყნისთვის პროპორციული არჩევნების მოთხოვნით“ აანონსებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის ორგანიზატორები არიან დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“ და მეტროს მშრომელთა გაერთიანება „ერთობა 2013“.

USAID

21 ნოემბერი 2019, 23:30

საქართველო

USAID-ის წარმომადგენელი: თბილისში ვიზიტისას პარლამენტის ხელმძღვანელობამ დამარწმუნა რომ საარჩევნო რეფორმა გავიდოდა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილე საარჩევნო რეფორმას ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშნელოვნად მიიჩნევს. ბირმანმა Twitter-ზე დაწერა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

ვენეცია

21 ნოემბერი 2019, 23:23

კულტურა

ვენეციაში წყალდიდობას ვივალდის უნიკალური ხელნაწერი პარტიტურა გადაურჩა

ვენეციის გულისხმიერი მცხოვრებლების დახმარებით, წყალდიდობას ბენედეტო მარჩელოს სახელობის კონსერვატორიის არქივი და ვივალდის ხელნაწერი პარტიტურა გადარჩა. Le Figaro-ს ცნობით, წმინდა მარკის ტაძარში წყალდიდობის შედეგად 56 ათასი დოკუმენტი დაზიანდა. წყლის ქვეშ აღმოჩნდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სონატების პირველი გამოცემები.

კერსტი კალიულაიდი არჩილ ყარაულაშვილი

21 ნოემბერი 2019, 22:33

საქართველო

საქართველოს ესტონეთში ახალი ელჩი ჰყავს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, ესტონეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ესტონეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ასევე იმსჯელეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით.

თბილსიის მთავარი სამმართველო

21 ნოემბერი 2019, 22:13

ძალოვნები

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებულები თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს

თბილისის მთავარ სამმართველოსთან „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებულების ახლობლები და მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები არიან შეკრებილები. აქციაზე დაკავებული ოთხი მოქალაქე თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. დაკავებულების უფლებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი იცავს.

21 ნოემბერი 2019, 21:55

ეკონომიკა

მთავრობა და ბიზნესი ეროვნული ბანკის პოლიტიკას აკრიტიკებენ

საბანკო რეგულაციების გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის სხვა არასწორ გადაწყვეტილებებზეც მთავრობაშიც და ბიზნესშიც უკვე ღიად საუბრობენ. მარეგულირებელმა დღეს პრემიერმინისტრისგანაც მიიღო მითითება. პოლიტიკოსები და ექსპერტები ლარის გაუფასურებასა და ფასების ზრდაზე პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებენ.

21 ნოემბერი 2019, 21:31

ეკონომიკა

ბიზნესსექტორი აცხადებს, რომ მკაცრი საბანკო რეგულაციების შედეგად ფინანსურად დაზარალდა

2019 წლის 1 იანვრიდან შემოღებული საბანკო რეგულაციების უკუეფექტზე სხვადასხვა ბიზნესების შემდეგ კომერციული ბანკებიც ალაპარაკდნენ. „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან თხელიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ადეკვატური ნაბიჯების გარეშე ეკონომიკური ზრდის მიღწევა რთული იქნება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

21 ნოემბერი 2019, 21:15

მსოფლიო

ისრაელის პრემიერმინისტრს ბრალი წაუყენეს

ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წაუყენა. უწყება მაღალჩინოსანს ქრთამის აღებისა და თაღლითობის საქმეებთან დაკავშირებით ედავება. საქმე სულ სამ საქმეს ეხება. მედიაში გავრცელებული ცნობით, ნეთანიაჰუ მდიდარი ბიზნესმენებისგან მიღებულ საჩუქრებს მხარდამჭერებს უნაწილებდა.

21 ნოემბერი 2019, 20:34

საქართველო

ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. ვიდეო

ვაზიანი - გომბორი- თელავის საავტომობილო გზაზე ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. Imedinews-ის ინფორმაციით, მიზეზი ლიპყინული და ინტენსიური თოვაა, რის გამოც მოძრაობა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ათობით მსუბუქი ავტომობილი გომბორის უღელტეხილზეა გაჩერებული.

შვედეთი, პოლიცია

21 ნოემბერი 2019, 20:16

ტაბლოიდი

შვედეთში გარდაცვლილი კაცის ცხედარი სამი წლის შემდეგ იპოვეს

შვედეთში, კუნძულ სედერმალმზე პოლიციამ საკუთარ სახლში სამი წლის წინ გარდაცვლილი კაცის ცხედარი იპოვა. გამოცემა The Local-ის ცნობით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამართალდამცველებს აცნობეს, რომ მეზობლის შესახებ დაახლოებით სამი წელი არაფერი სმენოდათ.

„ლელო“

21 ნოემბერი 2019, 20:10

საქართველო

„ლელომ“ სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი მოაწყო

მოძრაობა „ლელოს“ წევრებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სიმბოლურად ხელები ყელსახვევებით შეიკრეს. ამ ფორმით მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის წევრებმა 18 ნოემბერს, აქციის დაშლისას დაკავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ათს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთი 1000 ლარით დაჯარიმდა, 25 დაკავებულის საქმის განხილვა კი გადაიდო.

რობი უილიამსი

21 ნოემბერი 2019, 19:18

კულტურა

რობი უილიამსმა საშობაო სიმღერაზე მუსიკალური ვიდეო გადაიღო

ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა გერმანელ მუსიკოსთან ჰელენა ფიშერთან ერთად YouTube -ზე საშობაო სიმღერა Santa Baby-ს მიხედვით გადაღებული მუსიკალური ვიდეო წარადგინა. შემსრულებლები სტუდიაში არიან, ამიტომ მაყურებელს შეუძლია იხილოს, როგორ ხდება პროფესიონალურ დონეზე ხმის ჩაწერა. Santa Baby პირველად 1953 წელს ერტა კიტმა შეასრულა. სიმღერა რობი უილიამსის მე-12 ალბომში შევიდა.

თეა წულუკიანი

21 ნოემბერი 2019, 19:11

საქართველო

წულუკიანი: პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ ივანიშვილის იდეას თათბირზე დაპირისპირება მოჰყვა

იუსტიციის მინისტრის, ვიცეპრემიერის თეა წულუკიანის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ წინადადება ბიძინა ივანიშვილის მიერ შეთავაზებული იდეა იყო და არა დაპირება, ეს კი პარტიაში ვიღაცებმა არ გაიზიარეს. წულუკიანმა თქვა, რომ დეპუტატი რომ ყოფილიყო, ამ იდეას მხარს არ დაუჭერდა.

21 ნოემბერი 2019, 18:45

საქართველო

პენსიონერი პედაგოგები ფულად ჯილდოს გამოცდის შედეგების შემდეგაც მიიღებენ

საპენსიო ასაკს მიღწეულ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე გავიდნენ, გამოცდის შედეგები დეკემბრამდე არ ეცოდინებათ. სისტემიდან გასვლისთვის გათვალისწინებული ჯილდოს მეორე ეტაპზე რეგისტრაცია კი ნოემბრის 29-ში სრულდება.