imedi /  08 ივლისი 2019, 09:25 / სანდო წყარო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა

რუსთავი 2

"რუსთავი 2"

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ კიდევ ერთმა თანამშრომელმა, მსახიობმა ლევან როსტომაულმა დატოვა. 

ის „ფორმულა კრეატივში“ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებზე“ მუშაობდა და სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოპერატორმა ლევან მარგველაშვილმა არხი პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ჟურნალისტები ადგილიდან იუწყებიან, მან კამერა დადო და ტელევიზიაში შესასვლელი საშვი დახია. "არ მსურს მე და ჩემს ოჯახს მაგათ გამო გვაგინებდნენ", - თქვა ლევან მარგველაშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია დასრულდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ სამი მოთხოვნა აქვთ, აქედან კი ორი დაკმაყოფილდა.

კერძოდ, ნიკა გვარამიამ მონოლოგის გამო ბოდიში მოიხადა და არხის მაუწყებლობა შეჩერდა. აქციის მონაწილეთა თქმით, მესამე მოთხოვნა საგამოძიებო ორგანოების მხრიდან რეაგირებაა და თუ მსგავს რეაგირებას ადგილი არ ექნება, აქცია კვლავ დაიგეგმება.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა "P.S"-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

"რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც. 

ყველა სიახლე

ფილმი

21 ივლისი 2019, 16:19

კულტურა

Marvel-ის ახალ ფილმში მაჰერშალა ალი ვამპირებზე მონადირის როლს შეასრულებს

სან-დიეგოში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ Comic-Con-ზე, 20 ივლისს Marvel-მა უახლოეს წლებში რამდენიმე კინოპროექტის შექმნა დააანონსა. უფრო კონკრეტულად კი 2021 წელს გამოვა "შავი ქვრივი", "თორი", "დოქტორი სტრეინჯი" და Marvel-ის სხვა გმირების მონაწილეობით ფილმები.

ქიბარ ხალვაში

21 ივლისი 2019, 15:59

საქართველო

ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

მანამდე „რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალ მენეჯმენტს წინადადებით მიმართეს. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და მედია ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას მოითხოვენ, რომელთა გარეშეც არხზე საკადრო გადაწყვეტილებები არ მიიღება.

ირაკლი ოქრუაშვილი

21 ივლისი 2019, 15:58

საქართველო

ანა რეხვიაშვილის განცხადებით ოქრუაშვილი გუშინ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შეხვდა

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანა რეხვიაშვილის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შეხვდა. მისი თქმით, ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს კომპანიის კუთვნილი 80 პროცენტი შესთავაზა, რაზეც ჟურნალისტებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს.

21 ივლისი 2019, 15:37

ძალოვნები

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სამშენებლო კომპანიის დირექტორ​ის შიშუ პალ ბურდაკის ადვოკატის განცხადებით, სასამართლო საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ფილიპ ჰამონდი
ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი

21 ივლისი 2019, 15:25

მსოფლიო

ფილიპ ჰამონდი: თუ ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერი გახდება, გადავდგები

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა განაცხადა, რომ თანამდებობას მაშინვე დატოვებს, როგორც კი ბორის ჯონსონი ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდება. ჰამონდი აცხადებს, რომ ის ჯონსონთან Brexit-ის სტრატეგიაზე ვერასოდეს შეთანხმდება.

21 ივლისი 2019, 14:58

მსოფლიო

ზელენსკი: პოლიტიკაში ახალი სახეები უნდა მოვიდნენ

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.„ქრონიკის“ ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა ქვეყნის პირველი პირი ვოლოდიმირ ზელენსკიც. რომელსაც მედიასთან თავისი არჩევანის შესახებ ღიად არ ისაუბრა. ზელენსკის განცხადებით, ის მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ განვითარებას, გაერთიანებას და რა თქმა უნდა მშვიდობას.

ქიბარ ხალვაში

21 ივლისი 2019, 14:56

საქართველო

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2-ზე“: გასაკეთებელი ისევ ბევრია

სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

21 ივლისი 2019, 14:55

ძალოვნები

პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების სამივე წევრი: 1964 წელს დაბადებული ვ.კ. 1992 წელს დაბადებული ე.კ. და 1989 წელს დაბადებული ზ.ჟ. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

21 ივლისი 2019, 14:13

მსოფლიო

პორტუგალიაში ტყის ხანძრის ჩაქრობაში ჯარი და ავიაცია ჩაერთო

პორტუგალიაში ტყის ძლიერი ხანძარია. Deutsche Welle-ს ცნობით ცეცხლის ჩაქრობისას რამდენიმე მეხანძრე დაშავდა. ცეცხლის ალი ქარის გამო უფრო გაძლიერდა. ხელისუფლებამ ხანძრის ქრობის პროცესში ჯარის ნაწილები ჩართო. ხელისუფლება იყენებს ავიაციას.

21 ივლისი 2019, 13:54

თემა

ენერგიის რა ალტერნატიული წყაროები არსებობს უკვე მსოფლიოში?

ევროპასა და ამერიკაში უკვე დიდი ხანია აქტიურად მუშაობენ ენერგიის ახალი წყაროების გამოგონებაზე. გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას მიაღწიეს ამ მიმართულებითმსოფლიოში.

შიშუ პალ ბურდაკი

21 ივლისი 2019, 13:42

ძალოვნები

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებული სამშენებლო კომპანიის დირექტორი ბრალს არ აღიარებს

სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორს შიშუ პალ ბურდაკს ბრალი წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, კომპანია თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდა. სწორედ ამ ობიექტზე 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს არასრულწლოვანი მუშა დაიღუპა.

21 ივლისი 2019, 13:30

მსოფლიო

ნიუ-იურკში სიცხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

დაახლოებით 150 მილიონ ადამიანს ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა აწუხებს. Deutsche Welle-ს ცნობით, ძლიერი სიცხის გამო ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გამოცემის ცნობით კლიმატური პირობების გამო სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა.

შსს

21 ივლისი 2019, 13:12

ძალოვნები

შსს: იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა

"უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად",- წერს შსს.

„შურისმაძიებლები“

21 ივლისი 2019, 13:10

კულტურა

ფილმმა „შურისმაძიებლები“ შემოსავლების მხრივ რეკორდი მოხსნა

ფილმმა „შურისმაძიებლებმა“ შემოსავლების მხრივ ახალი რეკორდი დაამყარა. აქამდე კინოგაქირავების შემოსავლებით ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერი „ავატარი“ ლიდერობდა. ინფორმაციას Variety The Walt Disney Company-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 20 ივნისის მონაცემებით „შურისმაძიებლებმა“ კინოგაქირავებიდან $2,7892 მილიარდის შემოსავალი მიიღო.

ენზელ მკოიანი

21 ივლისი 2019, 12:47

საქართველო

ენზელ მკოიანი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს ბინძურ კამპანიას უწოდებს

„შეწყვიტონ თავიანთ ბინძურ კამპანიაში ჩემს წინააღმდეგ ბავშვების ფულის მიმთვისებლების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავასაჯაროებამ ლიდერების გვარებს და ნარინე გინოსიანთან ერთად, ამ ადამიანების წინააღმდეგ სარჩელს შევიტან, ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო“, - წერია განცხადებაში.

იური სუსლიაკი

21 ივლისი 2019, 12:31

ძალოვნები

იური სუსლიაკი ამბობს, რომ მისი ცოლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანეს

ადვოკატი ზურაბ თოდუა გატაცებაში ქართველ სამართალდმცველებს ადანაშაულებს და განმარტავს, რომ ხვალ პრესკონფერენციაზე ის და სუსლიაკი აპირებდნენ გამოძიების დეტალებზე ლაპარაკს. სწორედ ამ პრესკონფერენციას უკავშირებს ადვოკატი ამ გატაცებას.

21 ივლისი 2019, 12:10

ტექნოლოგიები

Google-ს დასასაქმებელთა დისკრიმინაციისთვის $11 მილიონს გადაიხდის

კორპორაცია Google $11 მილიონს გადაიხდის - იუწყება Bloomberg-ი. გამოცემის ცნობით, კომპანიის ჯარიმის გადახდა ასაკობრივი დისკრიმინაციის გამო დაეკისრა, რასაც Google თანამშრომლების შერჩევისას იჩენდა. პირველ ეტაპზე კომპანია $35 ათასს 227 პირს გადაუხდის, რომელთაც კომპანიასთან დისკრიმინაციაზე პრეტენზია აქვთ.

იულია სუსლიაკი

21 ივლისი 2019, 11:59

ძალოვნები

იულია სუსლიაკის გატაცების დეტალებზე მისი ქმარი ლაპარაკობს

როგორც აღმოჩნდა იულია სუსლიაკი ბაქოში წავიდა, საიდან თბილისში მატარებლით ბრუნდებოდა. სწორედ საქართველოში დაბრუნებისას დააკავეს ის. მისი მტკიცებით, რამდენიმე ფორმიანმა ადამიანმა სუსლიაკი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

21 ივლისი 2019, 11:36

ეკონომიკა

Volvo მსოფლიო ბაზრიდან 500 ათას ავტომობილს გამოიწვევს

შვედური ავტომწარმოებელი Volvo მსოფლიო ბაზრიდან 500 ათასი ავტომობილის გამოწვევის შესახებ აცხადებს. გამოცემა Handelsblatt-ის ცნობით, ამის მიზეზი ძრავში აღმოჩენილი ხარვეზია, რაც შესაძლოა მანქანაში ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდეს. ხარვეზი აღმოჩნდა 2014-2019 წლებში გამოშვებულ V40, V60, V70, S80, XC60 და XC90 მოდელებში.

21 ივლისი 2019, 11:32

მსოფლიო

კუნძულ სიცილიაზე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა

ეტნა მოქმედი ვულკანია იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე. ის ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია ევროპაში. მისი სიმაღლის მითითება ზუსტად შეუძლებელია, ვინაიდან ის მუდამ იცვლება ამოფრქვევებისა და შლაკების ამოსხმის გამო.