imedi /  08 ივლისი 2019, 12:11 / სანდო წყარო

ვოლსკი: პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება ყველანაირ ჩარჩოებს სცდება

გია ვოლსკი

გია ვოლსკი

პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ზოგად ცივილიზაციურ ჩარჩოებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში საზოგადოებამ იხილა, არ არის არც ჟურნალისტური და არც კერძო ტელეკომპანიის სარედაქციო ექსცესი - ეს არის მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ წარმოებული მრავალწლიანი ომის ნაწილი, რომლის საინფორმაციო ფრონტი მათ მიერვე მიტაცებული ტელევიზია - „რუსთავი 2“-ზე გადის და სრულად ჯდება ზიზღის, სიცრუისა და ძალადობის პარტიული მანქანის სარედაქციო პოლიტიკაში.

ვოლსკის თქმით, ამის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება ტელეკომპანიის დირექტორის და იმავდროულად „ნაციონალური“ მმართველობის პერიოდის პროკურორის ნიკა გვარამიას საეთერო პრაქტიკაა.

„მათ საზოგადოება უკვე შეაჩვიეს პირდაპირი ეთერიდან დედის გინებას, მათ შორის ჩვენი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით, მაგრამ პირდაპირ ეთერში წინაპრების საფლავების გინება სცდება არა მარტო ქართულ და კავკასიურ, არამედ ზოგად ცივილიზაციურ ჩარჩოებს. ამის ჩამდენი თავად აყენებს თავს ცივილიზაციის მიღმა.

უბინძურესი პოლიტიკური პროვოკაცია, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას, რაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას, სახელმწიფოთა შორის კონფლიქტის ახალი ტალღის წარმოშობას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური პრობლემების შექმნას, სანქციების პროვოცირებას. ეს განცხადება პირდაპირი და გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლების და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი - ჩვენ ქვეყანასაც დავიცავთ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივასაც. დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს მიმდინარე მოვლენებს და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

"რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.

ყველა სიახლე

დეტექტივი

22 ივლისი 2019, 20:36

კულტურა

რატომ არის დეტექტივები ასეთი პოპულარული. 4 თეორია

დეტექტივების პოპულარობის შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. მათ შორისაა ის, რომ დეტექტივების კითხვა - რეალობისაგან გაქცევის გზაა. თხრობის სწრაფი ტემპი, გამდიდრებული მოვლენებით და სიუჟეტის მოულოდნელი ცვლილებებით, გართობს და ყოველდღიურ საზრუნავს გავიწყებს.

22 ივლისი 2019, 20:34

მსოფლიო

რომელი ქვეყნის მოქალაქეები მოგზაურობენ ყველაზე ხშირად

საზღვარგარეთ ყველაზე ხშირად აშშ-ის მოქალაქეები მოგზაურობენ. Global Destination Cities Index: Origins-ის რეიტინგის სამეულში ჩინეთი და გერმანია მოხვდნენ. ათეულში ასევე არიან დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, სამხრეთ კორეის, იაპონიის, კანადის. რუსეთისა და ტაივანის მოქალაქეები.

ქარის ენერგიის გენერატორი

22 ივლისი 2019, 20:15

ეკონომიკა

საუდის არაბეთი ქარის ენერგიის გამოყენებას იწყებს

მსოფლიოში პირველი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებას გეგმავს. Bloomberg-ის ცნობით, საუდის არაბეთის მთავრობა სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარის გენერატორები დაამონტაჟოს.

საქართველოს პროკურატურა

22 ივლისი 2019, 19:49

ძალოვნები

პროკურატურა: ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემაზე გამოძიებას ვერ დავიწყებთ

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემაზე გამოძიებას ვერ დაიწყებს. imedinews პროკურატურაში განუცხადეს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს არ უთქვამს რომ გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა.

მარგარეტ ტეტჩერი

22 ივლისი 2019, 19:35

ტაბლოიდი

აუქციონზე მარგარეტ ტეტჩერის პირადი ნივთები და ტანსაცმელი გაიყიდება

დიდი ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრის მარგარეტ ტეტჩერის პირადი ნივთები და ტანსაცმელი აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. ექსპრემიერის პირადი ნივთები თავდაპირველად აუქციონზე მისი გარდაცვალების შემდეგ, 2013 წელს გაიყიდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი 2019, 19:35

ძალოვნები

ხვალ 20-21 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს გამოკითხავენ

ყოფილი თავდაცვის მინისტრი სამართალდამცველების შეკითხვებს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს უპასუხებს, რომელზეც გამოძიება 2 მუხლით სსკ-ის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

22 ივლისი 2019, 19:22

მსოფლიო

სომალიში ტერაქტს სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქში ბომბის აფეთქების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. შემთხვევა მოგადიშუს საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე სასტუმროსთან მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ალ-ქაიდასთან დაკავშირებულმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ „ალ-შაბააბმა“ აიღო.

დავით დვალი

22 ივლისი 2019, 19:17

საქართველო

დავით დვალი ფიქრობს, რომ პროკურატურაში მათი საქმის მიმდინარეობას ივანიშვილი აფერხებს

ოთხი წელია ჩვენ ველოდებით გამოძიებისგან, რომ ნაბიჯი გადაიდგმება წინ, ბევრჯერ გვაქვს უკვე ნათქვამი, რომ პრაქტიკულად გამოძიება დამთავრებულია, მზად არის, შეუძლია სვლა მისცეს პროკურატურამ, მაგრამ ეს არ ხდება. ამ პერიოდის განმავლობაში 4 პროკურორი გამოიცვალა და ოთხივემ, რატომღაც ერთი და იგივე გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ მისცეს სვლა და შემდეგი ნაბიჯი არ გადაიდგას, ანუ ბრალი არ წაეყენოს არავის, - განაცხადა დავით დვალმა.

ისლანდია

22 ივლისი 2019, 19:10

ეკონომიკა

ევროპაში ყველაზე ძვირი სახელმწიფო დასახელდა

გამოცემა Daily Mail-მა ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც ევროპის ყველაზე ძვირი სახელმწიფო დაასახელა. გამოცემამ ევროპის სახელმწიფოების საშუალო სამომხმარებლო ფასები დათვალა. ამ მონაცემებით, ევროპის ყველაზე ძვირი სახელმწიფოა ისლანდია, მეორე შვეიცარია, ხოლო მესამე ადგილს ნორვეგია იკავებს.

დონალდ ტრამპი

22 ივლისი 2019, 18:55

მსოფლიო

ტრამპი ირანში 17 ამერიკელი ჯაშუშის დაკავების შესახებ ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებს

„ირანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ჯაშუშების დაკავების შესახებ სრული სიცრუეა. მორიგი ტყუილი და პროპაგანდა (როგორც მათი ჩამოგდებული დრონი) რეჟიმის მხრიდან, რომელიც მძიმედ მარცხდება და აღარ იცის, რა მოიმოქმედოს. მათი ეკონომიკა მკვდარია და კიდევ უფრო ცუდი დღეები ელის“, - წერს ტრამპი Twitter-ზე.

პრინცი ჯორჯი

22 ივლისი 2019, 18:50

ტაბლოიდი

პრინცი ჯორჯი 6 წლის გახდა

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის პირველი შვილი ჯორჯი 6 წლის გახდა. პატარა პრინცის დაბადების დღესთან დაკავშირებით კენსინგტონის სასახლემ მისი ფოტოები გამოაქვეყნა. სამეფო წყვილს 3 შვილი ჰყავს.

22 ივლისი 2019, 18:50

ეკონომიკა

Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის განვითარება $1 მილიარდით დააფინანსა

მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია Microsoft-მა კომპანია OpenAI-ში $1 მილიარდის ინვესტირების შესახებ განაცხადა. კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სუპერკომპიუტერული პროგრამები უნდა შექმნას.

22 ივლისი 2019, 18:39

ტექნოლოგიები

Asus-მა თამაშისთვის განკუთვნილი ყველაზე ძლიერი ტელეფონი წარადგინა

ROG Phone II აღჭურვილია Snapdragon 855 Plus-ის პროცესორით, 12 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით. ამასთან, მას აქვს ძლიერი აკუმულატორი, რომელიც 7-საათიანი უწვეტი თამაშისთვისაა საკმარისი. გავრცელებული ცნობი, სმარტფონის გაყიდვა სექტემბერში დაიწყება და მისი ფასი 900 დოლარიდან იქნება.

გადაიღე საქართველოში

22 ივლისი 2019, 18:00

კულტურა

საქართველოში რეალური ამბის მიხედვით ტაილანდურ სერიალს იღებენ

სერიალის სიუჟეტის რამდენიმე ნაწილის გადაღებები თბილისში, მესტიასა და ქუთაისშია დაგეგმილი. ამ ეტაპზე გადამღები ჯგუფი მესტიაში მუშაობს. რაც შეეხება სერიალის შინაარს, სერიალი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, კერძოდ სიამის ტყუპებზე. პირველი სიამის ტყუპი ტაილანდში, სოფელ სიამში გაჩნდა და ამის შემდეგ ჰქვია სიამის ტყუპები.

პროტესტი

22 ივლისი 2019, 17:34

მსოფლიო

ეთიოპიაში სამართალდამცველებთან შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

სიდამას რეგიონში აქციის დროს უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღიდან ისროლეს. სიდამას ეთნიკური ჯგუფის აქტივისტებს მათი დამოუკიდებელი, ფედერალური სახელმწიფოს გამოცხადება სურდათ. სიდამა ეთიოპიაში სიდიდით მეხუთე ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფია, რომელიც პოპულაციის 4%-ს შეადგენს.

პარიზი

22 ივლისი 2019, 17:34

მსოფლიო

საფრანგეთში მიმდინარე კვირას რეკორდულად დაცხება

საფრანგეთში მიმდინარე კვირას რეკორდულ სიცხეს ელოდებიან. ქვეყანაში ამინდის კონტროლის ნაციონალური სამსახურის მონაცემებით, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურა 46 გრადუსამდე გათბეს. ივნისის ბოლოს ევროპის დიდ ნაწილში და საფრანგეთში ძლიერი სიცხე დაფიქსირდა.

ფხენიანი

22 ივლისი 2019, 17:33

ტექნოლოგიები

მედია: Huawei ჩრდილოეთ კორეას უსადენო ინტერნეტის შექმნასა და მომსახურებაში ეხმარებოდა

კომპანია Huawei ჩრდილოეთ კორეას საკუთარი კომერციული უსადენო ინტერნეტის შექმნასა და მომსახურებაში ეხმარებოდა. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მისი ინფორმაციით, გასული 8 წლის განმავლობაში Huawei-მ ჩინურ სახელმწიფო კომპანია Panda International Information Technology Co Ltd-სთან თანამშრომლობით ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე პროექტი განახორციელა.

ირაკლი ოქრუაშვილი

22 ივლისი 2019, 17:23

საქართველო

ოქრუშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას შერჩევით სამართალს უწოდებს

შერჩევითი სამართალი-ასეთია ირაკლი ოქრუაშვილის შეფასება მას შემდეგ რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებაზე უარი განაცხადა. რა ფორმით გააგრძელებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი იმის დამტკიცებას, რომ ტელეკომპანია რეალურად ყოველთვის მას ეკუთვნოდა და არა ქიბარ ხალვაშს, ადვოკატებთან ერთად ამ დღეებში გადაწყვეტს.

ქობულეთის საავადმყოფო

22 ივლისი 2019, 17:08

საქართველო

ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში დამსვენებლები სავარაუდოდ საკვებით მოიწამლნენ

ათივე პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა. რაც შეეხება თავად სასტუმროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეაგირების მიზნით დაწესებულების კვების ობიექტი შემოწმდა და სინჯებიც აიღეს, პასუხი კი შემდეგ კვირაში იქნება. პაციენტები ამბობენ, რომ ისინი ხაჭაპურის ჭამის შემდეგ მოიწამლნენ.

ემანუილ ფილებერტო დი სავოია
იტალიელი პრინცი

22 ივლისი 2019, 16:58

ტაბლოიდი

პარიზში იტალიელი პრინცის სახლი გაძარცვეს

პარიზში იტალიელი პრინცის ემანუილ ფილებერტო დი სავოიას ბინა გაძარცვეს. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მძარცველებმა პრინცის სახლიდან ძვირფასი საიუველირო ნაკეთობები წაიღეს, რომლის ღირებულებაც €500 ათასია.