imedi /  08 ივლისი 2019, 19:11 / სანდო წყარო

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო-ში საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთო-ში საქართველოს რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ყოველწლიური 28-ე სესიის ფარგლებში მიიღო ლუქსემბურგის დეკლარაცია, რომელშიც საქართველოს მიერ ინიცირებული 26 პუნქტიანი რეზოლუცია შევიდა. 

რეზოლუციის სახელწოდებაა „უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო“.

საგარეო საქმეთა სამინოსტროს განცხადებით, რეზოლუციის პრეამბულა კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

აქვე აღნიშნულია საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა  და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების მნიშვნელობა.

„რეზოლუციის პრეამბულაში დეტალურად არის აღწერილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება, რაც რუსეთის უკანონო ქმედებების, მათ შორის, ინტენსიური სამხედრო აღმშენებლობისა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების შედეგს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ პრეამბულა მკაცრად გმობს სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს.

პრეამბულაში საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას თავიანთი წარმოშობის ადგილებში.

პრეამბულა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ერთადერთ მონიტორინგის მექანიზმს ადგილზე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა, შევიდეს ოკუპირებულ რეგიონებში. 

საპარლამენტო ასამბლეა ასევე მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ერგნეთსა და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს და ხაზს უსვამს გალში მექანიზმების აღდგენის მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის ძირითად ნაწილში მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები, შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

საპარლამენტო ასამბლეა მიმართავს რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შეწყვიტოს უკანონო ქმედებები და ადამიანის უფლებების დარღვევები, უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება თავიანთი წარმოშობის ადგილებში და დაუშვას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები ოკუპირებულ რეგიონებში.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ასამბლეა მიესალმება საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის შესახებ“ და მოუწოდებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილე სახელმწიფოებს, დააკისრონ სანქციები იმ პირებს, რომლებიც დამნაშავედ არიან ცნობილნი ან ბრალი ედებათ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ხსენებული რეზოლუციის შესაბამისად. 

საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით საქართველოს მშვიდობიან პოლიტიკას, მათ შორის, საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ცალმხრივად ვალდებულების აღებასა და შესრულებას  და მოუწოდებს რუსეთს,  მოიქცეს მსგავსად.

დაბოლოს, საპარლამენტო ასამბლეა, რეზოლუციის ძირითად ნაწილში მოუწოდებს  ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეობას, გააორმაგოს ძალისხმევა საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღსადგენად, რომელსაც ექნება სრული წვდომა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.     

ლუქსემბურგში კენჭი უყარეს ლუქსემბურგის დეკლარაციას, რომლის ნაწილიც არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომზადებული რეზოლუცია. დეკლარაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს

7 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტზე სოფო ქაცარავას მიერ ინიცირებული პროექტი "უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, სამხრეთ ოსეთში" ხმათა უმრავლესობით მიიღეს. 50 მომხრე, 5 წინააღმდეგი - ასე დასრულდა კენჭისყრა.

დღესვე ლუქსემბურგში გიგი წერეთლი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად ხელახლა აირჩიეს. 

ყველა სიახლე

24 ივლისი 2019, 15:03

თემა

იცოდით, რომ პოსტსამშობიარო დეპრესია კაცებსაც აქვთ?

პოსტსამშობიაროდეპრესიასთან გამკლავება ბევრ ქალს უწევს. მართალია, შვილის გაჩენა სასიამოვნო მოვლენად ითვლება, მაგრამ ქალების დაახლოებით 80%-ს მშობიარობის შემდეგ ბედნიერების შეგრძნების ნაცვლად სევდიანი განწყობა, შფოთვა და აპათია ეუფლება. 2019 წლის გაზაფხულზე აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის ცენტრმა პირველადგასცა თანხმობა პრეპარატზე, რომელიც მშობიარობის შემდგომიდეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება. რას ნიშნავს პოსტსამშობიაროდეპრესია? რა სიმპტომები ახასიათებს მას და როგორ იკურნება?

ბორის ჯონსონი

24 ივლისი 2019, 08:59

მსოფლიო

მთავრობის ფორმირებამდე ბორის ჯონსონი დღეს დედოფალს შეხვდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება. კონსერვატიული პარტიის წევრებმა არჩევანი ბორის ჯონსონსა და ჯერემი ჰანტს გააკეთეს. ჯონსონის პოზიციაა, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე დატოვოს.

ნეიმარი

24 ივლისი 2019, 08:49

სპორტი

ნეიმარი პსჟ-ს ჩინური შეკრების შემადგენლობაშია

ჩინური შეკრება 3 აგვისტომდე გაგრძელდება, პირველი შეხვედრა კი 27 ივლისს "ინტერთან" გაიმართება.ნეიმარის შეძენით"ბარსელონა", "რეალი" და "იუვენტუსი" არიან დაინტერესებული. ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი, რომელმაც კოპა ამერიკა გამოტოვა, მოედანს ამ კვირაში დაუბრუნდა.

24 ივლისი 2019, 08:33

მსოფლიო

ისრაელის მიერ პალესტინელების სახლების დანგრევას ევროპა გმობს

განცხადებაში აღნიშნულია. რომ ისრაელის ქმედება რეგიონში სამშვიდობო პროცესის წარმართვას ხელს უშლის. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს სახიფათო პრეცედენტია, რომელიც პრობლემის მოგვარებას პირდაპირ უქმნის საფრთხეს. ისრაელის ქმედება დაგმო ევროკავშირმაც.

24 ივლისი 2019, 08:28

ტაბლოიდი

კოპენჰაგენი სანტა-კლაუსების კონგრესს მასპინძლობს

ღონისძიებაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული 150 სანტა-კლაუსი მონაწილეობს. რამდენიმედღიანი ღონისძიების ფარგლებში ტერიტორიაზე იმართება წვეულებები, პერფორმანსები და სხვადასხვა კონკურსი. საერთაშორისო სახალისო ღონისძიება პირველად 1957 წელს გაიმართა.

24 ივლისი 2019, 08:19

საქართველო

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს

როგორც ისინი წერენ, „რუსთავი 2-ის“ მფლობელების და გენერალური დირექტორის ცვლილების შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების საკითხი. 18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ს გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

24 ივლისი 2019, 08:04

მსოფლიო

ევროპაში ისევ რეკორდული სიცხეა

ქალაქ ბორდოში 41.2C დაფიქსირდა.ქვეყანაში ამინდის კონტროლის ნაციონალური სამსახურის მონაცემებით, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურა 46 გრადუსამდე გათბეს. რეკორდული სიცხეა მოსალოდნელი გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ბელგიაშიც.

დონალდ ტრამპი

24 ივლისი 2019, 00:55

მსოფლიო

ტრამპი ბორის ჯონსონზე: ხალხი მას „ბრიტანელ ტრამპს“ უწოდებს, კარგი გაგებით

23 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა. კონსერვატიული პარტიის წევრებმა არჩევანი ბორის ჯონსონსა და ჯერემი ჰანტს შორის გააკეთეს. ჯონსონი პრემიერის პოსტზე ტერეზა მეის ჩაანაცვლებს და საქმიანობას 24 ივლისიდან შეუდგება.

ივანკა ტრამპი

24 ივლისი 2019, 00:54

ტაბლოიდი

ივანკა ტრამპმა ბორის ჯონსონს შეცდომით United Kingston-ის პრემიერმინისტრობა მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტის შვილმა ივანკა ტრამპმა Twitter-ზე ბორის ჯონსონს პრემიერმინისტრად არჩევა მიულოცა, თუმცა ქვეყნის სახელწოდების დაწერის დროს შეცდომა დაუშვა. მან სიტყვა "United Kingdom"-ის ნაცვლად დაწერა "United Kingston"-ი. ივანკა ტრამპმა შეცდომა მალევე გამოასწორა, თუმცა მისმა გამომწერებმა პოსტის ძველი სახით დასქრინვა მოასწრეს.

პორნო კარაოკე

24 ივლისი 2019, 00:39

ტაბლოიდი

გერმანიაში პირველი პორნო კარაოკე ბარი გაიხსნა

ბარის მფლობელი ცნობილი გერმანელი ტრანსვესტიტი ოლივია ჯონსია და იქ სიმღერის მღერა არც ისე მთავარი შეკვეთაა. ბარში მისულ სტუმრებს შეუძლიათ სცენაზე ავიდნენ, შეარჩიონ 1970-იანი და 1980-იანი წლების პორნოფილმებიდან სცენები და მათ ფონზე იკვნესონ. დღეის მდგომარეობით, ვიზიტორებს არჩევანის გაკეთება 30 ვიდეორგოლს შორის შეუძლიათ.

ელისაბედ მეორე

24 ივლისი 2019, 00:20

კულტურა

ელისაბედ მეორის საყვარელი სერიალები ცნობილია

როგორც ირკვევა, ყოველწლიურად თანაშემწეები დედოფლის საყვარელი შოუების ჩამონათვალს ტელეკომპანია BBC-ს აძლევენ, ისინი კი დედოფალს DVD-დისკებს უგზავნიან. გამოცემის წყაროს ცნობით, ფილმებისა და სერიალების ყურების ასეთი მეთოდი მოძველებულია, მაგრამ დედოფალს ციფრული ფორმატი არ მოსწონს.

მარკ ესპერი

24 ივლისი 2019, 00:18

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელად მაიკ ესპერის კანდიდატურა დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული მაიკ ესპერის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მაიკ ესპერს სენატში 90 მხარდაჭერა მიიღო, რვამ კი წინააღმდეგ მისცა ხმა. მარკ ესპერამდე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობას პატრიკ შანაჰანი ასრულებდა.

ტელევიზია

24 ივლისი 2019, 00:01

ტექნოლოგიები

სმარტფონის საშუალებით სატელევიზიო გადაცემებს გამოკითხულთა 52% უყურებს

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ყველაზე დიდ ნაწილს ყოველდღიური წვდომა ტელევიზორზე აქვს (86%), მნიშვნელოვანი ნაწილი იყენებს ყოველდღე სმარტფონს (73%) და კომპიუტერსაც (68%). ტაბლეტს კი იგივე სიხშირით მხოლოდ 8% იყენებს. სმარტფონის საშუალებით სატელევიზიო გადაცემებს გამოკითხულთა 52% უყურებს.

ექიმები

23 ივლისი 2019, 23:40

საქართველო

საქართველოში ექთნების დეფიციტია. სტატისტიკა

საქართველოში დასაქმებული ექთნების 20%-მა 2014 წელს უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს. მიუხედავად იმისა, რომ ის მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში ზრდის დინამიკით ხასიათდება და 2017 წელს 509.0 შეადგინა (100 000 მოსახლეზე). ამ მხრივ ის მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს.

კადრი ფილმიდან

23 ივლისი 2019, 23:39

კულტურა

ჰიტლერის შესახებ ახალი სატირული ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა

რეჟისორმა ტაიკა ვაიტიტიმ გამოაქვეყნა ახალი ფილმის „ბოცვერი ჯოჯოს“ ტრეილერი. ეს არის ისტორია 10 წლის გერმანელ ბიჭზე, რომელიც უმამოდ იზრდება. თანატოლები მას დასცინიან და მშიშარა ბოცვერს ეძახიან. პრობლემების დასაძლევად ჯოჯო გამოიგონებს მეგობარს - ადოლფ ჰიტლერს, რომელიც ნამდვილ ფიურერს საერთოდ არ ჰგავს.

„საბურთალო“ - ზაგრების „დინამო“

23 ივლისი 2019, 23:29

სპორტი

„საბურთალო“ შინ ზაგრების „დინამოსთან“ დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „საბურთალო“ შინ ზაგრების „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში 67-ე წუთზე მისლავ ორსიჩმა გახსნა, მეორე გოლი თბილისური გუნდის კარში 78-ე წუთზე ბრუნო პეტკოვიჩმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.

გემი „სახალინ-8“

23 ივლისი 2019, 23:18

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ რუსული გემი დააკავა

ჩრდილოეთ კორეამ დააკავა რუსული თევზსაჭერი გემი, რომლის ბორტზეც 17 მეზღვაური იმყოფებოდა. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტს“ გემის მფლობელი ჩრდილო-აღმოსავლური თევზსაჭერი კომპანიის დირექტორის მოადგილემ სერგეი სედლერმა განუცხადა.

ფეხბურთი

23 ივლისი 2019, 23:14

სპორტი

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული კლუბების 2019 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა

ამერიკული ფეხბურთის ნაციონალური ლიგა (NFL) ისევ დომინირებს: 50 ყველაზე ღირებულ სპორტულ გუნდს შორის, ნახევარზე მეტი (26) სწორედ ამ ლიგიდანაა. მეორე ადგილზეა MLB (ბეისბოლის მეიჯორ ლიგა) – 9 გუნდი. ტოპ-50 ღირებულ გუნდში ასევე მოხვდა 8 საფეხბურთო და 7 საკალათბურთო კლუბი.

B.B. King

23 ივლისი 2019, 22:49

კულტურა

B.B. King-ის გიტარა „ლუსილი“ აუქციონზე გაიყიდება

ლეგენდარული მომღერლის B.B. King-ის გიტარა „ლუსილი“ აუქციონზე გაიყიდება. ინფორმაციას ამის შესხებ Associated Press-ი ავრცელებს. გიტარა და მუსიკოსის სხვა ნივთები აუქციონ Julien's-ზე 21 სექტემბერს გაიყიდება. გიტარის სავარაუდო ფასი 80-100 ათასი დოლარია. აუქციონზე ასევე გაიყიდება B.B. King-ის ავტომობილი, ძვირფასი ნაკეთობები და ტანსაცმელი. „გრემის“ 15 ჯილდოს მფლობელი B.B. King-ი 2015 წელს გარდაიცვალა.

გაფიცვა

23 ივლისი 2019, 22:47

ეკონომიკა

კომპანია: ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასებს ხვალიდან მიიღებენ

ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ საქართველოს ფილიალმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ გაფიცულებთან შეთანხმება შედგა და ხვალიდან დაიწყება დაგროვილი სახელფასო დავალიანებების დაფარვა.