Imedi /  08 ივლისი 2019, 21:00 / სანდო წყარო

შსს აქციის ორგანიზატორებს უსაფრთხო დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვაჟა სირაძემ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე 2 აქციის პირობებში, პოლიციის მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ კომენტარი გააკეთა.

„მოვუწოდეთ აქციის ორგანიზატორებს, ავუხსენით, რომ ორ სხვადასხვა შეკრებას შორის არ უნდა მოხდეს კონფრონტაცია. შესაბამისად, პოლიცია ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები და უსაფრთხო დისტანცია. მოვუწოდეთ აქციის ორგანიზატორებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ნუ გადაინაცვლებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, ვუთხარით, რომ 
დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

აქციაზე და ნებისმიერი პროტესტის გამოხატვის უფლება მშვიდობიანი ფორმით აქვს ნებისმიერ პიროვნებას - ორივე აქციის მონაწილეებს, იქ სადაც მათ უნდათ. მაგრამ ცნება, რომ ეს ჩემი ადგილია, ამ შემთხვევაში არასწორია. ჩვენ ვერავის შევუზღუდავთ მშვიდობიანი ფორმით პროტესტის გამოხატვას, იქნება ეს ერთი აქციის, თუ მეორე აქციის წევრები. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, რომ დაიცვან უსაფრთხო დისტანცია და ასევე მოვუწოდე იმისკენ, რომ თუ ისინი არ დაგვემორჩილებიან და გადაინაცვლებენ პარლამენტის წინ, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა."განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ამ წუთებში რუსთაველის აქციაზე ერთმანეთის პარალელურად 2 აქცია მიმდინარეობს. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, რომლებიც მე-19 დღეა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არიან შეკრებილები.

პარლამენტის წინ კი „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები. მათ ეს ტერიტორია დილიდან დაიკავეს. ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი და ავტობუსები ჰყოფს.

მანამდე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და მხარდამჭერები შსს-თან შეიკრიბნენ. მათი თქმით, დაანონსებული „ღირსების მარში“ შედგა.

ყველა სიახლე

ლევან იმერლიშვილი

17 ივლისი 2019, 14:42

ძალოვნები

აქციის ღამესთან დაკავშირებით დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამ საქმეზე უკვე ჯამში 2 სამართალდამცველია დაკავებული.

ბავშვები

17 ივლისი 2019, 14:36

მსოფლიო

ყირიმში საბავშვო ბანაკში 54 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც

15-17 ივლისს ევპატორიას საავადმყოფოში 49 ბავშვი და 5 მეთვალყურე დიარეითა და ღებინებით შეიყვანეს. სამი ბავშვი რეანიმაციაში მოხვდა. დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნაწილი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ირაკლი კობახიძე

17 ივლისი 2019, 14:22

საქართველო

კობახიძე: კოალიციური მთავრობა სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე ძალასთან შეიძლება ჩამოყალიბდეს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან, რომელსაც სახელმწიფოებრივი აზროვნება, მიზნები და ამოცანები აქვს. ასე უპასუხა კობახიძემ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით.

17 ივლისი 2019, 14:13

ძალოვნები

20 ივნისის საქმეზე კიდევ სამი ადამიანი დააკავეს

"შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესს ინტენსიურად განაგრძობს. მტკიცებულებების მოპოვებისთანავე გაგრძელდება ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას",- განმარტეს შსს-ში.

ჯონი კლეგი

17 ივლისი 2019, 13:56

კულტურა

მუსიკოსი ჯონი კლეგი გარდაიცვალა

გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა.სიმსივნის დიაგნოზი ექიმებმა მუსიკოსს 2015 წელს დაუდგინეს. კლეგის მუსიკალური კარიერა გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც მან მუსიკალური ჯგუფი Juluka ჩამოაყალიბა. პოპულარობის მწვერვალს სამხრეთაფრიკულმა ჯგუფმა 80-იან წლებში მიაღწია.

R. Kelly

17 ივლისი 2019, 13:42

კულტურა

R. Kelly გირაოთი არ გაათავისუფლეს

მომღერლის წინააღმდეგ 13 ბრალდებაა, მათ შორისაა ბავშვთა პორნოგრაფია. მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური დანაშაულის 10 ეპიზოდზე ილინოისის შტატში ბრალი 22 თებერვალს წაუყენეს. არტისტმა მანამდე არაერთხელ გაჟღერებული ბრალდებები უარყო. მომღერალი მსჯავრდებული არასდროს ყოფილა.

17 ივლისი 2019, 13:22

საქართველო

საქართველოს 4 ქალაქში ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციები ნორმას აჭარბებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის მონიტორინგს განაგრძობს. სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები ისაზღვრება. გაზომვების შედეგად კი ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებმა ნორმას გადააჭარბა.

ბიონსე

17 ივლისი 2019, 13:16

ტაბლოიდი

ბიონსემ The Lion King-ის საუნდტრეკზე გადაღებული კლიპი გამოუშვა. ვიდეო

კომპოზიცია Spirit-ი, ისევე, როგორც საკულტო Can You Feel the Love Tonight, The Lion King-ის ახალ ალბომში ერთიანდება. Spirit-ის ვიდეოკლიპი ულამაზესი უკანა ხედებით, კოსტუმებით, ქორეოგრაფიული ნამუშევრით და, რაც მთავარია, მუსიკით გამოირჩევა. ვიდეოკლიპში ასევე მონაწილეობს ბიონსეს 7 წლის ქალიშვილი ბლუ აივი.

როჰინჯა მუსლიმები

17 ივლისი 2019, 13:11

მსოფლიო

აშშ-მა მიანმარის სამხედრო ხელმძღვანელობას როჰინჯა მუსლიმების ეთნიკური წმენდის გამო სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გასულ პერიოდში მომხდარი ძალადობის გამო, რომლის შედეგადაც ბანგლადეშში 740 ათასამდე როჰინჯა მუსლიმი გაიქცა, მიანმარის ჯარის ხელმძღვანელს მინ აუგ ჰლეინგსა და სხვა მაღალი სამხედრო წოდების პირებს სანქციებს დაუწესებს.

ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 13:05

საქართველო

ივანიშვილი: კობახიძე გუნდს გადაეფარა, კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან წასვლით გუნდს გადაეფარა, "ასეთია და კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე არ იომებს", - განაცხადა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

ბილ გეიტსი

17 ივლისი 2019, 13:02

ეკონომიკა

ბილ გეიტსი მსოფლიოში სიმდიდრით მეორე ადამიანი აღარაა

მისი ადგილი კომპანია LVMH-ის მფლობელმა ბერნარ არნომ დაიკავა. მილიარდერების სიაში ფრანგი 107,6 მილიარდი დოლარით მოხვდა. მან გეიტს სულ რაღაც 200 მილიონი დოლარით აჯობა. ამჟამად ამერიკული გიგანტური კომპანიის მფლობელს 107,4 მილიარდი დოლარი აქვს.

ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 12:51

საქართველო

ბიძინა ივანიშვილი: გიორგი გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ცალკეულ შემთხვევებზე სადაც ძალის გადამეტებას შეიძლებოდა რომ ჰქონოდა ადგილი ასეთ ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებს 20 ივნისის აქციის ღამეს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე შეკითხვები არ აქვთ.

ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 12:48

საქართველო

ივანიშვილი: ვინც ამბობს, რომ რუსული ბაზარი უნდა ჩავანაცვლოთ ევროპულით ან უკრაინულით, უმეცარია

"ისინი ვინც მიგვანიშნებენ, რომ რად გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის და ევროპის ბაზარი, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ ევროპული ან უკრაინული ბაზრით - არიან უცოდინრები, უმეცრები", - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 12:42

საქართველო

ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა რაზეც უარს ვამბობთ

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" უარს ამბობს პრინციპზე რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის თქმით "პარტია ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა". ის არ გამორიცხავს, რომ 2020 საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველი პარტია ისევ უმრავლესობით შევიდეს პარლამენტში.

ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 12:28

საქართველო

ივანიშვილი გაბუნიას მონოლოგზე: რაც „რუსთავი 2“-ში მოხდა, ქვეყნის სირცხვილია

"ეს არის არა მარტო "რუსთავი 2-ის" არამედ მთელი ქვეყნის სირცხვილი. ესეთი ლანძღვას, რაც ეკრანიდან მოვისმინეთ, საზოგადოება განსჯის. კარგია, რომ ჩვენ ნაციონალების მცდელობის მიუხედავად ტურიზმი დაინგრეს და ეკონომიკა გაჩერდეს, ყველაფერს ვაკეთებთ რათა ეკონომიკა აღორძინეს, ვგმობ გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს",- თქვა ივანიშვილმა.

მუჰამედ მეხუთე და ოქსანა ვოევოდინა

17 ივლისი 2019, 12:08

ტაბლოიდი

„მის მოსკოვი“ გაშორდა ქმარს, რომელიც მალაიზიის მეფე იყო

მუჰამედ მეხუთემ და ოქსანა ვოევოდინამ განქორწინების დოკუმენტებს ხელი უკვე მოაწერეს.მათი განქორწინება ისლამური სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალურია. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს. ამავე ცნობით, 25 წლის ლამაზმანმა ოქსანა ვოევოდინამ 49 წლის ქმართან დაშორება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ის მეფე აღარაა. ქორწინებამდე კი "მის მოსკოვმა" ისლამიც კი მიიღო. მალაიზიას ახლა ახალი მეფე ჰყავს.

სასამართლო

17 ივლისი 2019, 11:55

საქართველო

აგვისტოს ომისგან დაზარალებულების მდგომარეობის შესახებ ანგარიში მომზადდა

მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის წევრმა ხუთმა ორგანიზაციამ სპეციალური ანგარიშის - „ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.

17 ივლისი 2019, 11:51

ეკონომიკა

კუს ტბის საბაგირო გზა დროებით დაიკეტება

კუს ტბის საბაგირო გზა,გადაუდებელი ტექნიკურის სამუშაოების გამო, 18 ივლისიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.- ამის შესახებ თბილისის სატრასპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს. გეგმიური შემოწმების შედეგად, დაიგეგმა მისი სრულად გამოცვლა. „საბაგირო მოწყობილობების (საბაგირო გზის, ფუნიკულიორის) უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ თანახმად.

სუდანი

17 ივლისი 2019, 11:40

მსოფლიო

სუდანის სამხედრო საბჭომ და ოპოზიციამ ძალაუფლების გადანაწილებაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ხელმოწერამდე მთელი ღამის განმავლობაში მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, დოკუმენტის გაფორმების მიზანი კი ქვეყანაში კრიზისის დასრულებაა. სუდანის მმართველი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის შეფასებით, ეს "ისტორიული მომენტია" ქვეყნისთვის.

17 ივლისი 2019, 11:34

ტექნოლოგიები

ილონ მასკის კომპანია აპირებს ჩიპის შექმნას, რომლითაც მობილურის გონებით მართვას შეძლებთ

კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო, რომლის მიხედვითაც, მეცნიერები შეეცდებიან შექმნან ისეთი მოწყობილობა, რომლითაც მომხმარებლები სმარტფონის მართვას ხელის გარეშე, გონებით შეძლებენ.