Imedi /  08 ივლისი 2019, 21:18 / სანდო წყარო

პარლამენტთან 2 აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ რამდენიმე პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს.

აქციის მონაწილეებმა ერთმანეთს ბოთლები ესროლეს. სავარაუდოდ, დაპირისპირება იმას მოჰყვა, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციას ანტისაოკუპაციო აქციიდან რამდენიმე წევრი შეუერთდა.

ამ წუთებში რუსთაველის აქციაზე ერთმანეთის პარალელურად 2 აქცია მიმდინარეობს. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, რომლებიც მე-19 დღეა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან არიან შეკრებილები.

პარლამენტის წინ კი „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები. მათ ეს ტერიტორია დილიდან დაიკავეს. ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი და ავტობუსები ჰყოფს.

მანამდე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და მხარდამჭერები შსს-თან შეიკრიბნენ. მათი თქმით, დაანონსებული „ღირსების მარში“ შედგა.

ყველა სიახლე

გარდაცვალება

21 ივლისი 2019, 17:02

კულტურა

ინდოელი კომიკოსი დუბაიში წარმოდგენის დროს გარდაიცვალა

კომიკოსს 15 წუთის დაწყებული ჰქონდა წარმოდგენა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო, მას სუნთქვა გაუჭირდა და სკამზე ჩამოჯდა, კიდევ რამდენიმე წუთის შემდეგ კი აუდიტორიის წინაშე წაიქცა. მაყურებელმა იფიქრა, რომ ეს კომიკოსის წარმოდგენის ნაწილი იყო. კომიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

ნოდარ მელაძე

21 ივლისი 2019, 16:49

საქართველო

ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს არ შეხვედრიან

მელაძის თქმით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივა გუშინ ინტერვიუს დროს მოისმინა. "არ შევხვედრივარ. არც კურიერის ჟურნალისტები. მისი ინიციატივის შესახებ მოვისმინე ინტერვიუს დროს, რომელიც ჩავწერე გუშინ“, - აცხადებს ნოდარ მელ

ირანი

21 ივლისი 2019, 16:42

მსოფლიო

ირანი ბრიტანული ტანკერის დაკავებას ლონდონის მიმართ საპასუხო ქმედებად აფასებს

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავებას, ივლისის დასაწყისში გიბრალტარში ირანული ტანკერის "გრეის 1"-ის დაკავებაზე საპასუხო ქმედებას უწოდებენ. ამის შესახებ განცხადება ირანის კონსტიტუციის მცველთა საბჭოს წარმომადგენელმა აბას ალი კადჰოდაიმ გააკეთა.

21 ივლისი 2019, 16:31

თემა

Instagram-ი ლაიქებს აუქმებს! რატომ აახლებს პოპულარული ქსელი ინტერფეისს?

ინსტაგრამი განახლებულ აპლიკაციას ტესტავს, რომელშიც მომხმარებლები ვეღარ დაინახავენ, თუ რამდენ ლაიქს მოაგროვებს ფოტო ან ვიდეო - ეს სტატისტიკა მხოლოდ პოსტის ავტორისთვის იქნება ხელმიწსაწვდომი. დანარჩენმა მომხმარებლებმადა რეკლამის დამკვეთებმაპოსტების პოპულარობის ხარისხი თავად უნდა გამოიცნონ. როგორი იქნება ეს სიახლეს და როგორ აისახება ის იმ მომხარებლებზე, რომლებიც სოცქსელის დახმარებით ფულს გამოიმუშავებენ.

21 ივლისი 2019, 16:20

მსოფლიო

პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ერთ-ერთ პროვინციაში, საავადმყოფოს შესასვლელთან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, მანამდე კი პოლიციის შენობას დაესხა თავს. დაღუპულია 9 ადამიანი, მათ შორის პოლიციელები არიან. დაიჭრა 30 ადამიანი. პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული თავდამსხმელი პოლიციის შენობასთან მოტოციკლით გამოჩნდა.

ფილმი

21 ივლისი 2019, 16:19

კულტურა

Marvel-ის ახალ ფილმში მაჰერშალა ალი ვამპირებზე მონადირის როლს შეასრულებს

სან-დიეგოში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ Comic-Con-ზე, 20 ივლისს Marvel-მა უახლოეს წლებში რამდენიმე კინოპროექტის შექმნა დააანონსა. უფრო კონკრეტულად კი 2021 წელს გამოვა "შავი ქვრივი", "თორი", "დოქტორი სტრეინჯი" და Marvel-ის სხვა გმირების მონაწილეობით ფილმები.

ქიბარ ხალვაში

21 ივლისი 2019, 15:59

საქართველო

ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

მანამდე „რუსთავის 2“-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალ მენეჯმენტს წინადადებით მიმართეს. ისინი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და მედია ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას მოითხოვენ, რომელთა გარეშეც არხზე საკადრო გადაწყვეტილებები არ მიიღება.

ირაკლი ოქრუაშვილი

21 ივლისი 2019, 15:58

საქართველო

ანა რეხვიაშვილის განცხადებით ოქრუაშვილი გუშინ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შეხვდა

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანა რეხვიაშვილის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შეხვდა. მისი თქმით, ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს კომპანიის კუთვნილი 80 პროცენტი შესთავაზა, რაზეც ჟურნალისტებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს.

21 ივლისი 2019, 15:37

ძალოვნები

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სამშენებლო კომპანიის დირექტორ​ის შიშუ პალ ბურდაკის ადვოკატის განცხადებით, სასამართლო საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და ამ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ფილიპ ჰამონდი
ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი

21 ივლისი 2019, 15:25

მსოფლიო

ფილიპ ჰამონდი: თუ ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერი გახდება, გადავდგები

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა განაცხადა, რომ თანამდებობას მაშინვე დატოვებს, როგორც კი ბორის ჯონსონი ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდება. ჰამონდი აცხადებს, რომ ის ჯონსონთან Brexit-ის სტრატეგიაზე ვერასოდეს შეთანხმდება.

21 ივლისი 2019, 14:58

მსოფლიო

ზელენსკი: პოლიტიკაში ახალი სახეები უნდა მოვიდნენ

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.„ქრონიკის“ ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა ქვეყნის პირველი პირი ვოლოდიმირ ზელენსკიც. რომელსაც მედიასთან თავისი არჩევანის შესახებ ღიად არ ისაუბრა. ზელენსკის განცხადებით, ის მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ განვითარებას, გაერთიანებას და რა თქმა უნდა მშვიდობას.

ქიბარ ხალვაში

21 ივლისი 2019, 14:56

საქართველო

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2-ზე“: გასაკეთებელი ისევ ბევრია

სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

21 ივლისი 2019, 14:55

ძალოვნები

პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი დაჯგუფების სამივე წევრი: 1964 წელს დაბადებული ვ.კ. 1992 წელს დაბადებული ე.კ. და 1989 წელს დაბადებული ზ.ჟ. თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

21 ივლისი 2019, 14:13

მსოფლიო

პორტუგალიაში ტყის ხანძრის ჩაქრობაში ჯარი და ავიაცია ჩაერთო

პორტუგალიაში ტყის ძლიერი ხანძარია. Deutsche Welle-ს ცნობით ცეცხლის ჩაქრობისას რამდენიმე მეხანძრე დაშავდა. ცეცხლის ალი ქარის გამო უფრო გაძლიერდა. ხელისუფლებამ ხანძრის ქრობის პროცესში ჯარის ნაწილები ჩართო. ხელისუფლება იყენებს ავიაციას.

21 ივლისი 2019, 13:54

თემა

ენერგიის რა ალტერნატიული წყაროები არსებობს უკვე მსოფლიოში?

ევროპასა და ამერიკაში უკვე დიდი ხანია აქტიურად მუშაობენ ენერგიის ახალი წყაროების გამოგონებაზე. გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას მიაღწიეს ამ მიმართულებითმსოფლიოში.

შიშუ პალ ბურდაკი

21 ივლისი 2019, 13:42

ძალოვნები

16 წლის მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებული სამშენებლო კომპანიის დირექტორი ბრალს არ აღიარებს

სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორს შიშუ პალ ბურდაკს ბრალი წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, კომპანია თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდა. სწორედ ამ ობიექტზე 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს არასრულწლოვანი მუშა დაიღუპა.

21 ივლისი 2019, 13:30

მსოფლიო

ნიუ-იურკში სიცხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

დაახლოებით 150 მილიონ ადამიანს ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებში რეკორდულად მაღალი ჰაერის ტემპერატურა აწუხებს. Deutsche Welle-ს ცნობით, ძლიერი სიცხის გამო ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გამოცემის ცნობით კლიმატური პირობების გამო სულ ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა.

შსს

21 ივლისი 2019, 13:12

ძალოვნები

შსს: იულია სუსლიაკს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა

"უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, საზღვრის გადაკვეთისას უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად",- წერს შსს.

„შურისმაძიებლები“

21 ივლისი 2019, 13:10

კულტურა

ფილმმა „შურისმაძიებლები“ შემოსავლების მხრივ რეკორდი მოხსნა

ფილმმა „შურისმაძიებლებმა“ შემოსავლების მხრივ ახალი რეკორდი დაამყარა. აქამდე კინოგაქირავების შემოსავლებით ჯეიმს კამერონის ბლოკბასტერი „ავატარი“ ლიდერობდა. ინფორმაციას Variety The Walt Disney Company-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 20 ივნისის მონაცემებით „შურისმაძიებლებმა“ კინოგაქირავებიდან $2,7892 მილიარდის შემოსავალი მიიღო.

ენზელ მკოიანი

21 ივლისი 2019, 12:47

საქართველო

ენზელ მკოიანი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს ბინძურ კამპანიას უწოდებს

„შეწყვიტონ თავიანთ ბინძურ კამპანიაში ჩემს წინააღმდეგ ბავშვების ფულის მიმთვისებლების გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავასაჯაროებამ ლიდერების გვარებს და ნარინე გინოსიანთან ერთად, ამ ადამიანების წინააღმდეგ სარჩელს შევიტან, ჩემი პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო“, - წერია განცხადებაში.