imedi /  09 ივლისი 2019, 14:09 / სანდო წყარო

პრეზიდენტი: მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს პროვოკაციას

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის ხელმძღვანელობას სპეციალურად გამართული ბრიფინგიდან მიმართა. ზურაბიშვილმა ბრიფინგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრით დაიწყო. 

„მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელობას, არ აჰყვეს პროვოკაციას. პარადოქსი იქნება, თუ მეზობელი ქვეყანა, მისივე დახასიათებით, „რადიკალური“ ძალებისგან წამოწყებულ პროვოცირებას უპასუხებს და ამით მათ დესტრუქციულ მიზნებს შეუწყობს ხელს.

აქვე ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა არის ერთადერთი გზა ქვეყანაში და რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში: მე თქვენი პრეზიდენტი ვარ და თქვენი კეთილდღეობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ხელისუფლება ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება მოცემულ ვითარებაში, რათა გააგრძელოთ მშვიდად და სტაბილურად ცხოვრება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტმა განცხადება ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგის გამო 7 ივლისსაც გაავრცელა. 

„პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა P.S-ის წამყვანის მონოლოგის შეფასებისას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს უწმაწური სიტყვებით, რუსულ ენაზე მიმართავდა.  

ტელეწამყვანის მონოლოგს ტელეკომპანიასთან აქცია მოჰყვა, რის შემდეგაც უსაფრთოების დაცვის მოტივით არხმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა, 

რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, აქ გუშინ 2 აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ლევან ვასაძის აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება იყო. აქციაზე შეკრებილები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არ უნდა ტარდებოდეს ლგბტ თემის მიერ ორგანიზებული მარში თუ მანიფესტაცია. 

რაც შეეხება მეორე აქციას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მეცხრამეტე დღეს აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ მიმდინარეობდა. აქციაში, სახელწოდებით „სირცხვილია“ ახალგაზრდებთან ერთად პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ. მოშიმშილეები პარლამენტის შენობის წინ რჩებიან და შიმშილობას აგრძელებენ.

პარლამენტის შენობის წინ, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შესასვლელთან გადასვლა სცადეს, სადაც ანტისაოკუპაციო აქციის რამდენიმე მონაწილე იმყოფებოდა.

კონტრაქციის წარმომადგენლები „სამართალდამცველებისგან რამდენიმე მონაწილის ტერიტორიიდან გაყვანას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. როგორც „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციის კორდონს მიღმა მყოფმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელმა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა და სწორედ ეს გახდა მათი გაღიზიანების მიზეზი. ვითარება რამდენიმე წუთში განიმუხტა.

ყველა სიახლე

მარკ ესპერი

15 ნოემბერი 2019, 18:56

მსოფლიო

ვაშინგტონი სეულს ამერიკული ჯარის განთავსებისთვის მეტ თანხას სთხოვს

შესაბამისი განცხადება ესპერმა სამხრეთკორეელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „სამხრეთ კორეა მდიდარი ქვეყანაა და შუძლია და უნდა გადაიხადოს მეტი“, - განაცხადა ესპერმა. მას კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე ქვეყნებმა ახალი ხელშეკრულება უნდა გააფორმონ.

გიორგი გახარია

15 ნოემბერი 2019, 18:52

ეკონომიკა

პრემიერი 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება

მთავრობის მეთაურისა და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს. შეხვედრაში ასევე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები მონაწილეობენ.

ტეილორ სვიფტი

15 ნოემბერი 2019, 18:51

ტაბლოიდი

ტეილორ სვიფტი ძველი სიმღერების შესრულებას ვეღარ შეძლებს

ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი ძველი სიმღერების შესრულებას ვეღარ შეძლებს. The Guardian-ის ინფორმაციით, ვარსკვლავმა ცნობა სოცილაური ქსელის საშუალებით გაავრცელა. მისი თქმით, სკოტ ბორშეტამ და სკუტერ ბრაუნმა, რომლებიც მისი ტეილორთან ადრე მუშაობდნენ, ძველი სიმღერების შესრულება აუკრძალეს.

ვაჟა გაფრინდაშვილი

15 ნოემბერი 2019, 18:36

საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო: ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ყველა აქტიურ ღონისძიებას მივმართავთ

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შედეგს გამოიღებს, მომხდარ უკანონობას მოჰყვება ადეკვატური რეაგირება და ვაჟა გაფრინდაშვილი უმოკლეს დროში გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

BLOCKv კრიპტოვალუტა

15 ნოემბერი 2019, 18:34

ეკონომიკა

უცნობი კრიპტოვალუტის ფასი ერთ საათში 7500 პროცენტით გაიზარდა

ტოკენ BLOCKv-ის ფასი ერთ საათში 7500 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ვებგვერდი Coinmarketcap​-ი წერს. კრიპტოვალუტის ​1 ერთეულის ფასი ახლა 0,088 დოლარი ღირს. ამასთან ერთად, BLOCKv-ით ვაჭრობის მოცულობა 18800%-ით გაიზარდა და 66 ათასი დოლარი შეადგინა.

აარონ კარტერი

15 ნოემბერი 2019, 18:27

კულტურა

მუსიკოსი აარონ კარტერი ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ამერიკელი მომღერალი აარონ კარტერი წონის კრიტიკული ვარდნის გამო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. TMZ-ის ცნობით, მისი წონა ჰოსპიტალიზაციის მომენტში 52 კილოგრამს შეადგენდა. აარონის დედამ Instagram-ზე მუსიკოსის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ჰოსპიტალში საწოლზე წევს. „დედა შენზე იზრუნებს“, - წერს ქალი.

ხიდების რეაბილიტაცია

15 ნოემბერი 2019, 18:12

ეკონომიკა

მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რეაბილიტაცია დეკემბერში დასრულდება

რეაბილიტაციის პროექტს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოები ითვალისწინებდა ხიდების განაპირა ბურჯებისა და თაღის მალის ნაშენის ქვის, ასევე, აგურის წყობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს. პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარამდეა.

ტერეზა ჩენგი

15 ნოემბერი 2019, 18:09

მსოფლიო

ლონდონში დემონსტრანტების თავდასხმის შედეგად ჰონგ-კონგის იუსტიციის მინისტრი დაშავდა

ჰონგ-კონგში მომხდარი დაგმეს და ფაქტს „საზარელი თავდასხმა“ უწოდეს. ამასთან, ჰონგ-კონგის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ თავდასხმა უშუალო კავშირშია გარკვეულ ბრიტანელ პოლიტიკოსებთან, რომლებსაც ჩინეთში ქაოსის შექმნა სურთ.

15 ნოემბერი 2019, 18:09

მსოფლიო

პოლონეთში არქეოლოგებმა ჰიტლერის საიდუმლო შტაბ-ბინა იპოვეს

პოლონეთის სამხედრო მუზეუმის თანამშრომლებმა ადოლფ ჰიტლერის საიდუმლო შტაბ-ბინა „მგლის ბუნაგი“ იპოვეს. სადაც აღმოაჩინეს ბაღი, რომლის ხილ-ბოსტნეულითაც ნაცისტების ლიდერი იკვებებოდა. Fox News-ის ცნობით, არქეოლოგებმა ასევე ნახეს მებაღის ქოხი, სათბური, მიწისქვეშა საქვაბე და იმ დროის კერამიკისა და შუშის ნაკეთობები.

კახა კალაძე

15 ნოემბერი 2019, 17:55

საქართველო

კალაძე: უცხოელი პარტნიორების შეფასებები დაბალანსებული იყო

კალაძის თქმით, 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნასთან დაკავშირებით უცხოელი პარტნიორების შეფასებები მწვავე არ ყოფილა. „მწვავე შეფასებებს ვერ ვიტყვი, ჩვენ მწვავე შეფასებები გვახსოვს და გვინახავს ბევრი. ეს იყო მათი მხრიდან გაკეთებული დაბალანსებული შეფასებები.

ლელო

15 ნოემბერი 2019, 17:54

საქართველო

„ლელოს“ ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, გრიგოლ გეგელია და ირაკლი კუპრაძე შეუერთდნენ

ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი 18 სექტემბერს დაასახელა, ხოლო მომდევნო თორმეტი 26 სექტემბერს წარადგინა. კიდევ ერთი 12-კაციანი ჯგუფი 3 ოქტომბერს, შემდეგი წევრები კი 11 ოქტომებრს დაასახელა. მოძრაობის მორიგი 12-კაციანი ჯგუფი კი 18 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს წარდგინა.

ფრუდე ბერგი

15 ნოემბერი 2019, 17:54

მსოფლიო

რუსეთმა და ლიეტუვამ ჯაშუშები გაცვალეს

რუსეთმა ლიეტუვას ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ორი ლიეტუველი, ევგენი მატაიტისი და არისტიდას ტამოშაიტისი და ერთი ნორვეგიელი, ფრუდე ბერგი გადასცა, ლიეტუვამ კი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული რუსეთის ორი მოქალაქე ნიკოლაი ფილიპჩენკო და სერგეი მოისეენკო გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

Apple

15 ნოემბერი 2019, 17:45

ტექნოლოგიები

Bloomberg: 2020 წელს Apple-ი რამდენიმე სერვისის გამოწერას გააერთიანებს

კორპორაცია გააერთიანებს სერვისებს Music (მუსიკა), TV+ (სერიალების და კინო) და News+ (პრესა). Bloomberg-ის წყაროს მიხედვით, ასე კომპანია ფასიანი გამომწერების საერთო რაოდენობის გაზრდას გეგმავს. გაერთიანებაზე მინიშნება გამომცემლობებთან ახალ კონტრაქტებშია გაწერილი.

ჩეხოსლოვაკია

15 ნოემბერი 2019, 17:27

მსოფლიო

ჩეხოსლოვაკიის „ხავერდოვანი რევოლუციიდან“ 30 წელი გავიდა

მაშინდელი ჩეხოსლოვაკია გახდა მაგალითი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა მმართველი ელიტის შეცვლა სისხლისღვრის გარეშე, საპარლემენტო გზით. მოგვიანები ამ მოვლენებს „ხავერდოვანი რევოლუცია“ უწოდეს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

15 ნოემბერი 2019, 17:25

კულტურა

საფრანგეთში ნოტრ-დამის ახალ იერსახეზე ვერ თანხმდებიან

საფრანგეთის ხელისუფლება და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მთავარი არქიტექტორი ფილიპ ვილნიოვი ნოტრ-დამის აღდგენის გეგმაზე ვერ თანხმდებიან. სააგენტო France24-ის ცნობით, ვილნიოვს დაუპირისპირდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ჟან-ლუი ჟორჟელინი, რომელიც მთავრობამ ნოტრ-დამის აღდგენაზე პასუხისმგებელ პირად დანიშნა.

Netflix

15 ნოემბერი 2019, 17:06

კულტურა

პოლონეთის მოთხოვნის შემდეგ Netflix-ი დოკუმენტურ ფილმს შეასწორებს

საუბარია სურათზე „The Devil Next Door“, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ დარაჯ ჯონ დემიანიუკზე მოგვითხრობს. ფილმში გამოყენებულია პოლონეთის რუკა, რომელზეც საკონცენტრაციო ბანაკები ქვეყნის თანამედროვე საზღვრების ფარგლებშია გამოსახული.

ვაჟა გაფრინდაშვილი

15 ნოემბერი 2019, 16:51

საქართველო

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ახალგორის დეფაქტო სასამართლომ საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დუეინ ჯონსონი

15 ნოემბერი 2019, 16:50

კულტურა

დუეინ ჯონსონი შავი ადამის როლს შეასრულებს

მსახიობის თქმით, შავი ადამის როლის შესრულება მისი ბავშვობის ოცნებაა. „მისი ძალები სუპერმენის ძალების ტოლია, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ის წესებს არ ემორჩილება"- წერს ჯონსონი. მისივე თქმით, მისი მონაწილოებით ფილმი კინოეკრანებზე 2021 წლის 22 დეკემბერს გამოვა.

ევროკავშირი ბრიუსელი

15 ნოემბერი 2019, 16:36

საქართველო

ბრიუსელში საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ

დელეგაციის წევრები ევროპის სახალხო პარტიის წევრებთან შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავენ. დაგეგმილია შეხვედრა ევროპის სახალხო პარტიის გენერალურ მდივანთან და პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან, ევროკომისიაში კულტურათაშორისი და რელიგიური დიალოგის საბჭოს თანათავმჯდომარე მეტიუ ბოსკეტთან.

15 ნოემბერი 2019, 16:34

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერმინისტრის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

სამთავრობო თვითმფრინავი „ფალკონი“, რომელშიც ბულგარეთის პრემიერმინისტრი, ბოიკო ბორისოვი იმყოფებოდა, სოფიის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიზეზი ნავიგაციის სისტემის გაუმართაობა გახდა. დაშვებისას თვითმფრინავის ნავიგაციის სისტემა სრულად გაითიშა.