imedi /  09 ივლისი 2019, 14:43 / სანდო წყარო

პრეზიდენტი: საქართველოს დისკრედიტაცია პროვოკაციებით ვერ უნდა სცადონ

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ყველას დეესკალაციისკენ მოუწოდებს. 

ზურაბიშვილი იმ ძალებს, რომლებსაც მისი თქმით, პატრიოტული ლოზუნგებით საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვთ, შეახსენებს, რომ დიალოგისა და შეთანხმების საპარლამენტო პლატფორმა მათივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი და დამცველი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თავისუფლება განუყოფელია პასუხისმგებლობისგან, ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ გვერდზე გადავდოთ ემოციები, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური გემოვნება; ვიფიქროთ და ვიზრუნოთ საზოგადოებრივ სიმშვიდესა და ქვეყნის სტაბილურობაზე.

არ უნდა დავუშვათ, რომ რაღაც პროვოკაციებით გარკვეულმა ძალებმა სცადონ საქართველოს დისკრედიტაცია მის ფარგლებს გარეთ და დესტაბილიზაცია ქვეყანაში. მინდა ყველას, შიგნით და გარეთ, მოგიწოდოთ დეესკალაციისკენ.

მივმართავ იმ ძალებს ქვეყანაში, ვინც ნებსით თუ უნებლიედ ამ ქვეყნის სტაბილურობას, ესე იგი მის მთავარ მონაპოვარს, მის მთავარ ღირებულებას რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო საფრთხის ქვეშ აყენებს.

პატრიოტიზმი ქვეყნის დისკრედიტაციასა და დესტაბილიზაციაზე არ გადის. მივმართავ მათ, ვინც უპასუხისმგებლო ქმედებებითა თუ განცხადებებით პატრიოტიზმის დროშის ქვეშ, აზარალებს ჩვენს მოქალაქეებს და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას აქ და ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

პატრიოტიზმი სწორედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვაა. მოვუწოდებ იმ ძალებსაც, რომლებსაც, ასევე, პატრიოტული ლოზუნგებით საზოგადოებაში დაძაბულობა და დაპირისპირება შეაქვთ. ყველას შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო პლატფორმა დიალოგისა და შეთანხმების, თქვენივე მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი.

პროპორციული სისტემა ყველას უხსნის საკუთარი ამბიციების კარს, ახალი საარჩევნო კოდექსი ამზადებს კიდევ უფრო სამართლიან არჩევნებს. ყველას მოგიწოდებთ, მშვიდობიანი არჩევნების გზით, თქვენი მოთხოვნები ხალხის არჩევანის წინაშე დააყენოთ და საზოგადოების პასუხს დაელოდოთ. ჩემი მხრიდან არაერთხელ მოგიწოდეთ შერიგებისკენ, ცოტა ხნის წინ ასევე შევთავაზე ყველა ძალას საპრეზიდენტო დიალოგის პლატფორმა.

ეს შეთავაზება ძალაშია ყველასთვის, ვისაც ქვეყნის წინსვლა და სტაბილური მომავალი სურს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტმა განცხადება ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგის გამო 7 ივლისსაც გაავრცელა.

„პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა P.S-ის წამყვანის მონოლოგის შეფასებისას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს უწმაწური სიტყვებით, რუსულ ენაზე მიმართავდა.  

ტელეწამყვანის მონოლოგს ტელეკომპანიასთან აქცია მოჰყვა, რის შემდეგაც უსაფრთოების დაცვის მოტივით არხმა მაუწყებლობა დროებით შეაჩერა, 

რაც შეეხება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, აქ გუშინ 2 აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ლევან ვასაძის აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება იყო. აქციაზე შეკრებილები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არ უნდა ტარდებოდეს ლგბტ თემის მიერ ორგანიზებული მარში თუ მანიფესტაცია. 

რაც შეეხება მეორე აქციას, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მეცხრამეტე დღეს აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ მიმდინარეობდა. აქციაში, სახელწოდებით „სირცხვილია“ ახალგაზრდებთან ერთად პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ. მოშიმშილეები პარლამენტის შენობის წინ რჩებიან და შიმშილობას აგრძელებენ.

პარლამენტის შენობის წინ, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის შესასვლელთან გადასვლა სცადეს, სადაც ანტისაოკუპაციო აქციის რამდენიმე მონაწილე იმყოფებოდა.

კონტრაქციის წარმომადგენლები „სამართალდამცველებისგან რამდენიმე მონაწილის ტერიტორიიდან გაყვანას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. როგორც „ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციის კორდონს მიღმა მყოფმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელმა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა და სწორედ ეს გახდა მათი გაღიზიანების მიზეზი. ვითარება რამდენიმე წუთში განიმუხტა.

ყველა სიახლე

ტომ იორკი

22 სექტემბერი 2019, 20:20

კულტურა

ტომ იორკი პარტნიორის სიკვდილის შემდეგ გამოვლილ „მძიმე პერიოდზე“ ალაპარაკდა

რეიჩელ ოუენი 2016 წელს, 48 წლისა სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა. ის და ტომ იორკი ერთად 23 წელი ცხოვრობდნენ და ორი შვილი, ნოა და აგნესი შეეძინათ. როგორც ტომ იორკმა გადაცემაში თქვა, მისი მთავარი მიზანია ახლა დარწმუნდეს, რომ "ოჯახი ამ ყველაფერს გაუმკლავდა".

მეგან მარკლი პრინცი ჰარი

22 სექტემბერი 2019, 20:06

ტაბლოიდი

მეგან მარკლი მეგობრის ქორწილში £8900-იანი კაბით გამოჩნდა

სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი და მისი მეუღლე რომში, მეგან მარკლის საუკეთესო მეგობრის ქორწილში იმყოფებოდნენ. დიზაინერმა მიშა ნანოუმ ქორწილის სტუმრებს მე-17 საუკუნის ვილაზე უმასპინძლა. სტუმართა შორის იყვნენ ორლანდო ბლუმი და კეტი პერი. მედია წერს, რომ დიზაინერი მეგანს ჰარის გაცნობაში დაეხმარა.

სასტუმროები

22 სექტემბერი 2019, 19:51

ეკონომიკა

აგვისტოში საქართველოში სასტუმროების ფასები შემცირდა

კვლევის მიხედვით, აგვისტოში საქართველოში 3-ვარსკვლავიან სასტუმროში 1 ღამის ღირებულება საშუალოდ 151 ლარი იყო, 4-ვარსკვლავიანში - 230 ლარი, ხოლო 5-ვარსკვლავიანში - 488 ლარი ღირდა. გესთჰაუსების ტიპის სასტუმროებში ერთი ღამის ღირებულება კი საშუალოდ 75 ლარი იყო.

სირცხვილია

22 სექტემბერი 2019, 19:27

საქართველო

გორში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვაზე „სირცხვილიას“ წევრები არ შეუშვეს

გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა, რომელიც სპეციალურმა კომისიამ წარუდგინა საზოგადოებას. საჯარო განხილვაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

22 სექტემბერი 2019, 19:18

ძალოვნები

ფონიჭალაში მე-7 სართულიდან 14 წლის გოგო გადავარდა

მოზარდი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადააყვანეს. რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ პაციენტს მოტეხილობები აღენიშნება. Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გურამ თუშიშვილი

22 სექტემბერი 2019, 19:10

სპორტი

გურამ თუშიშვილმა ტაშკენტის გრანპრი მოიგო

გურამ თუშიშვილი (+100კგ) ტაშკენტის გრან პრის გამარჯვებული გახდა. ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო მძიმე წონაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილი. თავდაპირველად მან ყაზახ იერასილ ხაჟიბაევს მოუგო, შემდეგ ეტაპზე კი უზბეკ ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა. ფინალში გურამ თუშიშვილმა მასპინძელ ბეკმუროდ ოლტიბოევს სძლია.

პიზოლის მყინვარი

22 სექტემბერი 2019, 19:05

მსოფლიო

შვეიცარიის ალპებში გამდნარი მყინვარის ხსოვნას სამგლოვიარო მარში მიუძღვნეს

შვეიცარიის ალპებში გლობალური დათბობის გამო "დაკარგული" მყინვარ პიზოლის სამგლოვიარო მარში გაიმართა. "მგლოვიარეები", რომლებშიც შედიოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ადგილობრივი მცხოვრებლები, მთამსვლელები შავი სამოსით გაემართნენ მყინვარისკენ, რომელიც 2700 მეტრზე მდებარეობს.

არონ ეიზენბერგი

22 სექტემბერი 2019, 18:45

კულტურა

მსახიობი არონ ეიზენბერგი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი არონ ეიზენბერგი 50 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ მსახიობის ცოლი მალისა ლონგო Facebook-ის პირად გვერდზე წერს. ის არონის გარდაცვალების მიზეზს არ ასახელებს, თუმცა მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მსახიობს პოპულარობა ფილმში „ვარსკვლავური გზა“ ნაგოს როლმა მოუტანა.

ტექნოლოგია

22 სექტემბერი 2019, 18:45

ტექნოლოგიები

დაბინძურებულ ჰაერში არსებული ნაწილაკები პლაცენტაში აღმოაჩინეს

შავი ნახშირბადის ნაწილაკები პლაცენტაში აღმოაჩინეს, მეცნიერები ორსულებში ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეულ პრობლემაზე მიუთითებენ. მკვლევრები აცხადებენ, რომ ხელთ აქვთ პირველი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ დაბინძურებულ ჰაერში არსებული ნაწილაკები ორსული ქალის ორგანოში შეიძლება მოხვდეს.

22 სექტემბერი 2019, 18:36

ტექნოლოგიები

გლობალური დათბობის პროცესი ბოლო 5 წელიწადში კიდევ უფრო დაჩქარდა

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 2014-2019 წლამდე არსებული ხუთწლიანი პერიოდი რეკორდულად მაღალი სიცხით გამოირჩეოდა. ასევე, ამავე პერიოდში საგრძნობლად არის მომატებული ზღვებში წყლის დონე, CO2-ის ემისიამ კი ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ფეხბურთი

22 სექტემბერი 2019, 18:11

მსოფლიო

FIFA-ს პრეზიდენტი: ირანში ქალებს ფეხბურთის მატჩებზე დასწრების უფლებას მისცემენ

ჯანი ინფანტინოს თქმით, ის ესაუბრა ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს მას შემდეგ, რაც ირანში გამართულ ერთ-ერთ მატჩზე დასწრების მცდელობის გამო, ქალმა თავი დაიწვა. მოგვიანებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფანტინოს თქმით, ირანის ხელისუფლებამ დაარწმუნა, რომ ქალებს მატჩებზე დაუშვებენ.

ტურისტი

22 სექტემბერი 2019, 17:50

ტაბლოიდი

თურქეთის სასტუმროში ტურისტებს უცნაური მომსახურება შესთავაზეს

თურქეთში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავებულ ტურისტებს უცნაური მომსახურება შესთავაზეს. კერძოდ, მათ შეუძლიათ დრო „სტრესის მოსახსნელად“ სპეციალურ ოთახში გაატარონ. ამ ოთახში ნებადართულია ჭურჭლის, ტექნიკის და სხვა საგნების დამტვრევა. სტუმრებს ამისთვის სპეციალური დამცავი ტანსაცმელი გადაეცემათ.

Brexit

22 სექტემბერი 2019, 17:50

მსოფლიო

ესპანეთში მცხოვრებმა Brexit-ით უკმაყოფილო ბრიტანელებმა აქცია გამართეს

ესპანეთის ქალაქ მალაგაში მცხოვრებმა ბრიტანელებმა Brexit-თან დაკავშირებით საპროტესტო მარში გამართეს, რომლითაც გამოხატეს ის გაურკვევლობა, რომელშიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ შეიძლება აღმოჩნდნენ. ესპანეთში 300 000-მდე ბრიტანელი ცხოვრობს.

სილვესტერ სტალონე

22 სექტემბერი 2019, 17:30

კულტურა

სტალონემ რემბოს როლზე ყოფილი კონკურენტები დაასახელა

ამერიკელმა მსახიობმა სილვესტერ სტალონემ დაასახელა მსახიობები, რომლებიც ფილმში რემბოს როლზე „რემბო: პირველი სისხლი“, მისი კონკურენტები იყვნენ. ფილმი 1982 წელს რეჟისორმა ტედ კოტჩეფმა გადაიღო. სტალონე ამბობს, რომ რემბოს როლზე ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ალ პაჩინო იყო.

ჰონგ-კონგი

22 სექტემბერი 2019, 17:26

მსოფლიო

ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა ჩინეთის დროშა ფეხით გათელეს

აქცია, რომელიც სანქცირებული არ იყო, თავიდან მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა მოგვიანებით დემონსტრანტებმა ჩინეთის დროშა ფეხით გათელეს და მდინარეში გადააგდეს. სავაჭრო ცენტრში მყოფი შენიღბული დემონსტრანტები შუშების ჩასამტვრევად ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებს იყენებდნენ.

22 სექტემბერი 2019, 17:20

საქართველო

თბილისში ხის წაქცევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ძლიერი ქარის გამო, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, ხის წაქცევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. ქარმა დააზიანა ელექტროსადენები და ავტომობილები.

არჩილ თალაკვაძე

22 სექტემბერი 2019, 16:59

საქართველო

თალაკვაძე: მთავარია პრეზიდენტმა შეწყალების წესების შეცვლაზე შემხვედრი პოზიცია გამოთქვა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით "ფაქტია, რომ პრეზიდენტი თავად იყო უკმაყოფილო გადაწყვეტილებით, რომელიც მოამზადეს". არჩილ თალაკვაძის თქმით, "რაც მთავარია, პრეზიდენტმა შემხვედრი პოზიცია გამოთქვა შეწყალების წესების შეცვლასთან დაკავშირებით".

მიწისძვრა ალბანეთში

22 სექტემბერი 2019, 16:57

მსოფლიო

ალბანეთში მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ალბანეთში მომხდარი 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 105 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულებიდან 7 ადამიანი კლინიკაში რჩება. 3-ის მდგომარეობა მძიმეა.

რკინიგზა

22 სექტემბერი 2019, 16:41

საქართველო

23 სექტემბრიდან თბილისი-ბათუმის რეისზე ერთ-ერთი მატარებელი მოიხსნება

23 სექტემბრიდან თბილისი-ბათუმის ერთ-ერთი სამგზავრო მატარებელი რეისიდან მოიხსნება. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ერთ-ერთი მატარებლის მოხსნის მიზეზი საკურორტო სეზონის დასრულების გამო მგზავრთნაკადის შემცირებაა. ყველას ვისაც 30 სექტემბრამდე აქვს ბილეთი ნაყიდი, ფული დაუბრუნდება.

ტუბერკულოზი

22 სექტემბერი 2019, 16:40

ტექნოლოგიები

აშშ-ში ტუბერკულოზის სამკურნალოდ ახალი პრეპარატი შეიქმნა

ტუბერკულოზი 21-ე საუკუნის ყველაზე საშიშ დაავადებად რჩება. დაავადებას კოხის ჩხირი იწვევს, რომელიც ძალიან ადვილად ეჩვევა პრეპარატებს. თუმცა აშშ-ში მეცნიერებმა ახლახანს შექმნეს პრეპარატი PA-824 (პრეტომანიდი), რომელიც დაავადების რთული ფორმების სამკურნალოდ გამოიყენება.