imedi /  10 ივლისი 2019, 11:39 / სანდო წყარო

მერია სტუდენტთა მხარდამჭერ პროგრამებს მილიონი ლარით დააფინანსებს

სტუდენტთა მხარდამჭერ პროგრამებს წელს მერია 1 მილიონი ლარით დააფინანსებს, დაფინანსებას მიიღებენ აგრეთვე მაგისტრანტებიც. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, დაფინანსდება 2 ძირითადი მიმართულება: სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა და სასტიპენდიო პროგრამა.

„მინდა, რომ მეტმა მოქალაქემ გაიგოს ამ პროგრამების შესახებ, რადგან ისინი წარმატებით ხორციელდება და თუ მეტი სტუდენტი ისარგებლებს ამით, მე მოხარული ვიქნები. სოციალური დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიმართულებით წელს უკვე 900-მდე განცხადება განვიხილეთ და აქედან დადებითად გადაწყდა 820 სტუდენტის დაფინანსების საკითხი. სტუდენტთა დაფინანსების მოცულობა დამოკიდებულია აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებზე. 100%-ით ფინანსდება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი და აღსანიშნავია, რომ ამ სემესტრში 30%-ით გაიზარდა მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მომართვიანობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროგრამა თავის მიზანს ასრულებს და სტუდენტებში ზრდის სწავლის მოტივაციას",- აცხადებს თბილისის მერი.

რაც შეეხება მაგისტრანტების ფინანსური წახალისების პროგრამას, ის ითვალისწინებს სემესტრულ სტიპენდიას 562 ლარის ოდენობით, თბილისში მოქმედი სახელმწიფო სასწავლებლების მაგისტრანტებისთვის, რომელთა აკადემიური მოსწრება აღემატება 91 ქულას.

სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში 2-ჯერ. 2019 წელს, პირველ ეტაპზე, სტიპენდია გადაეცა 145 წარმატებულ მაგისტრანტს. კახა კალაძის თქმით, ეს პროცესი, გაგრძელდება. წელს ამ პროგრამისთვის 200 000 ლარია გამოყოფილი.

თბილისის მერია ახორციელებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ითვალისწინებს უცხოელი პროფესორების ვიზიტს თბილისში სტუდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ეს პროექტი ხორციელდება უნივერსიტეტებთან თანმშრომლობით. პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 8 უცხოელი ექსპერტის ვიზიტი თბილისში, რომლებიც ჩაატარებენ მასტერკლასებს და ვორქშოფებს არქიტექტურის, ურბანული განვითარების, კულტურის, მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ხელოვნების მიმართულებით. საერთო ჯამში ამ ღონისძიებებში 1000-მდე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.

სპეციალისტები თბილისს ეწვევიან საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან და ლატვიიდან. უცხოელი ექსპერტების შეხვედრები გაიმართება მერიის შესაბამის საქალაქო სამსახურებთანაც.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 11:09

ეკონომიკა

გახარია: ჩვენთვის პრიორიტეტია სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა

„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საერთოდ, სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის, ამიტომ, შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

კარლ ჰარცელი

21 ნოემბერი 2019, 11:02

საქართველო

ჰარცელი: ვაჟა გაფრინდაშვილს განვიხილავთ, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი რთული სიტუაციის მსხვერპლს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ განცხადება გააკეთა. ელჩის თქმით, ევროკავშირი ჩართულია მოლაპარაკებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ექიმის სწრაფ გათავისუფლებას.

ბიონსე

21 ნოემბერი 2019, 10:53

ტაბლოიდი

ბიონსესა და ჯეი ზის ქალიშვილმა პირველი მუსიკალური ჯილდო მიიღო

ლას ვეგასში მუსიკალური დაჯილდოება Soul Train Awards გაიმართა. წლის ჩანაწერის კატეგორიაში პოპვარსკვლავ ბიონსეს კურატორობით შექმნილ ალბომში The Lion King: The Gift შესულმა კომპოზიციამ Brown Skin Girl გაიმარჯვა, რომლის ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელი მისი და რეპერ Jay-Z-ის უფროსი ქალიშვილი, ბლუ აივი კარტერია.

21 ნოემბერი 2019, 10:49

საქართველო

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

მთავრობის სხდომის პარარელურად, ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე პერიმეტრზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან 11:00 საათზე ოპოზიციის აქციაა დაანონსებული. ამის გამო, მთავრობის კანცელარიასთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 10:44

საქართველო

პრემიერი: დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ იმას, რომ დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე და გამოწვევებზე, რომელიც არის ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

შემოსავლების სამსახური

21 ნოემბერი 2019, 10:35

ძალოვნები

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს, დანაშაულის ჩადენის უშუალო ორგანიზატორი - ორი პირი კი დააკავეს.

ირაკლი ჩიქოვანი

21 ნოემბერი 2019, 10:30

საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი პრემიერის პრესსპიკერად დაინიშნა

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში პრესსპიკერის პოზიცია გაჩნდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას განმარტებით, პრესსპიკერის თანამდებობას შეთავსებით საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს.

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 10:26

საქართველო

გახარია: ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 10:17

ეკონომიკა

პრემიერმა ეროვნულ ბანკს ფასების სტაბილურობისთვის ყველა ინსტრუმენტის გამოყენებისკენ მოუწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი აქტიურად გამოიყენოს. ამ საკითხზე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

წლის სიტყვა

21 ნოემბერი 2019, 10:03

მსოფლიო

ოქსფორდის ლექსიკონმა 2019 წლის სიტყვა დაასახელა

ოქსფორდის ლექსიკონმა 2019 წლის სიტყვას climate emergency (საგანგებო კლიმატური სიტუაცია) დასახელა. განსაზღვრების თანახმად, ეს არის სიტუაცია, როდესაც კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად სასწრაფო ზომებია მისაღები.

ტელევიზიის დღე

21 ნოემბერი 2019, 09:41

მსოფლიო

21 ნოემბერი ტელევიზიის საერთაშორისო დღეა

21 ნოემბერს მსოფლიო ტელევიზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება 1996 წლის ნოემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე მიიღეს. ამავე წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვეტილება რეზოლუციით დაამტკიცა.

პოლიტიკური რეკლამა

21 ნოემბერი 2019, 09:28

მსოფლიო

Google-მა პოლიტიკური რეკლამისთვის ახალი შეზღუდვები დააწესა

Google გააკონტროლებს, რომ პოლიტიკური რეკლამა არ შეიცავდეს ცრუ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას. ამასთან, კომპანია რეკლამაში იშვიათ შემთხვევებში ჩაერევა. ამით კომპანია განსხვავდება Facebook-სგან, რომელმაც განაცხადა, რომ შეამოწმებს პოლიტიკურ რეკლამებს ნამდვილობაზე, რათა პოლიტიკაში ჩარევა თავიდან აიცილოს.

ჯო ბაიდენი

21 ნოემბერი 2019, 09:04

მსოფლიო

გაპრეზიდენტების შემთხვევაში ბაიდენი ტრამპის სამართლებრივ დევნას არ აპირებს

„მე არ ჩავერევი პროკურორის საქმეებში. დაე მათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. თუ ისინი დაადგენენ, რომ ტრამპი დამნაშავე იყო, დაე ასე იყოს, მაგრამ მე მათ მითითებებს არ მივცემ. ვფიქრობ, მუდმივი მოწოდებები იმის შესახებ, რომ ტრამპი ციხეში უნდა მოხვდეს, კარგი იდეა არაა,“-აღნიშნა ბაიდენმა.

დონალდ ტუსკი

21 ნოემბერი 2019, 08:51

მსოფლიო

დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ აირჩიეს

დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. ზაგრებში გამართულ პარტიულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას მანკოლეგებს მადლობა გადაუხადა და ყურადღება პოპულისტების, მანიპულატორებისა და დიქტატორების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ცაგერი

21 ნოემბერი 2019, 08:42

ძალოვნები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩთან ხანძარია

ცაგერის მუნიციპალიტეტში ხანძარია. სოფელ წიფერჩთან ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტარზე ეკალ-ბარდებზეა მოდებული, თუმცა როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ტყის მასივზე ხანძრისგადასვლის საშიშროება არ არსებობს.

თამბაქო

21 ნოემბერი 2019, 08:29

ეკონომიკა

დღეიდან დაუფასოებელი სახით თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია იკრძალება

21 ნოემბრიდან აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაციაც. დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება გულისხმობს ჯარიმას პირველ ჯერზე 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით.

კლინიკები

21 ნოემბერი 2019, 08:17

საქართველო

დღეიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდება

დღეიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდება. რეგულაცია შეეხება კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას. ახალი წესები იმ კლინიკებზე ვრცელდება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.

ვაჟა გაფრინდაშვილი

21 ნოემბერი 2019, 08:03

საქართველო

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანებულია და უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან უნდა გამოუშვან.

18 ნოემბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესი

21 ნოემბერი 2019, 01:23

ძალოვნები

18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული 12 ადამიანის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული 12 ადამიანის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. Imedinews-ის ინფორმაციით ლუკა ჭიჭინაძეს და გიორგი ბუნტურს 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ელგუჯა ბაგრატიონს და ბექა ბასილაიას 12 დღიანი პატიმრობა, ხოლო ზურაბ ბერძენიშვილს 7 დღე. გურამ მჭედლიშვილს კი მოსამართლემ ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა დააკისრა.

ბრედლი კუპერი და ლედი გაგა

21 ნოემბერი 2019, 00:45

კულტურა

ბოლო 10 წლის განმავლობაში ფილმებისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერები დასახელდა

Entertainment Weekly-მ ბოლო 10 წლის განმავლობაში ფილმებისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერები დაასახელა. ჟურნალში აღნიშნავენ, რომ კინოსთვის შექმნილი საუკეთესო კომპოზიციები არამარტო ასახავს ფილმის ხასიათს, არამედ დამოუკიდებელი კულტურული ფენომენი ხდება.