imedi /  10 ივლისი 2019, 12:18 / სანდო წყარო

ბახტაძე პუტინის განცხადებაზე: ჩვენ მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

ჩვენ მოვისმინეთ ფაქტების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაცია; ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ევროპა ამაყობს ამით და დადგება დღე, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და ევროპელები, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობა ამ ისტორიას დეტალურად იცნობენ.

„სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს ისტორია არის ის, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და გარწმუნებთ, ევროპელებს, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ძალიან კარგი და დეტალური ცოდნა ჩვენი ისტორიის შესახებ. როგორც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ასე ამაყობს ევროპაც, ვინაიდან, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია არა მხოლოდ ისტორიის შესახებ, არამედ მომავალი გეგმების შესახებ და მომავალი გეგმა არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი და მარტივი - საქართველო გააგრძელებს ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას თითოეული ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს - ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები და თითოეული ეთნიკური წარმოშობის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს საერთო სამშობლოში, ეს არის ის, რაზეც სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და პასუხისმგებლიანი მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ დაიცვას ეროვნული ინტერესები და თავისი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ

პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული მტკივნეული გამოწვევების გადასალახად საჭიროა კონსოლიდაცია და ერთობლივი ძალისხმევა.

„მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო: მეგობრებო ახლა არის კონსოლიდაციის დრო და ნამდვილად არ არის პოლარიზაციის დრო. პოლარიზაცია არის ის, რაც საქართველოს ხდის ადვილ სამიზნეს და ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მანამდე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებებს ისტორიული ფაქტების არასწორად, ტენდენციურად და სუბიექტურად წარმოჩენის მაგალითი უწოდა.

9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარის დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი ქართული ჯარი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში.

ყველა სიახლე

სერ როდ სტიუარტი

16 სექტემბერი 2019, 13:57

კულტურა

როდ სტიუარტმა პროსტატის კიბო დაამარცხა

როდ სტიუარტის თქმით, ის კიბოს სამი წლის განმავლობაში ებრძოდა, ახლახანს ჩატარებულმა ტესტებმა კი დაადასტურა, რომ დაავადებისგან სრულად განიკურნა. როგორც მუსიკოსმა განაცხადა, მკურნალობა დროულად დაიწყო.მან კაცებს ექიმებთან დროული ვიზიტისა და შემოწმებისკენ მოუწოდა.

თბილისის 170-ე ბაგა-ბაღი

16 სექტემბერი 2019, 13:53

საქართველო

თბილისის 170-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა

თბილისის 170-ე ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესი დაწყებიდან მალევე შეწყდა. მიზეზი დაუსრულებელი სარემონტო ოთახები, საპირფარეშო და დერეფანი გახდა. ასევე - მოუწესრიგებელი სააღმზრდელო გარემო და საღებავის მკვეთრი სუნი.

ავსტრალიური კაჭკაჭი

16 სექტემბერი 2019, 13:32

ტაბლოიდი

ავსტრალიაში კაცი კაჭკაჭის თავდასხმის შედეგად დაიღუპა

ავსტრალიაში კაცი კაჭკაჭის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, - წერს CNN. კერძოდ, 75 წლის კაცს, რომელიც ველოსიპედით მგზავრობდა, გააფთრებული კაჭკაჭი თავს დაესხა. კაცმა წონასწორობა დაკარგა და ღობეს შეეჯახა. შედეგად, მან თავის მძიმე დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა.

თორნიკე შენგელია ბასკონია

16 სექტემბერი 2019, 13:32

სპორტი

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ ბასკეთის თასი მოიგო

თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ ბასკეთის თასი მფლობელი გახდა. ტურნირი ყოველი სეზონის დაწყებამდე იმართება, მასში ესპანეთის ამ რეგიონის 2 საუკეთესო გუნდი მონაწილეობს. „ბასკონიამ“, რომელშიც შენგელიას გარდა საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი - ამერიკელი მეტ ჯენინგი თამაშობს, ბილბაოს „რეტაბეტი“ 66:55 დაამარცხა.

ელექტროველოსიპედი

16 სექტემბერი 2019, 13:32

მსოფლიო

პარიზში ელექტრო ველოსიპედის შესაძენად მოქალაქე €500-ს სუბსიდიას მიიღებს

სექტემბრიდან ამოქმედდა პროგრამა Veligo, რომელიც მოქალაქეებს ელექტროველოსიპედების გრძევალდიანი პერიოდით დაქირავების შესაძლებლობას აძლევს. ის თვეში 40 ევრომდე ღირს, რომლის ნახევარიც შესაძლებელია, რომ დამქირავებელმა დაუფაროს დასაქმებულს.

ტოჩინოშინი

16 სექტემბერი 2019, 13:21

სპორტი

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-9 დღეს გაიმარჯვა

ტოჩინოშინმა აკი ბაშოს მე-9 დღეს მეოთხედ გაიმარჯვა. ლევან გორგაძის მეტოქე კომოსუბი შოთა ენდოს იყო. მან შეხვედრის დაწყებისთანავე აიცილა პირდაპირი შეჯახება და იაპონელს ბრძოლა მოუგო. მას ბალანსი 4:5-თან აქვს და ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად დარჩენილ 6 შეხვედრაში 4 მოგება ესაჭიროება.

 ნაომი კემპბელი

16 სექტემბერი 2019, 13:03

ტაბლოიდი

ნაომი კემპბელი საქველმოქმედო საღამოზე გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა

სუპერმოდელი ნაომი კემპბელი მის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე Fashion For Relief Charity Party, გამჭვირვალე კაბით მივიდა, რომლის ქვეშაც სავარაუდოდ საცვლები არ ეცვა. მან ღონისძიებიდან ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა. კემპბელს ღონისძიებაზე ფრანგი დიზაინერის ტიერი მიულერის კაბა ეცვა.

გიორგი გახარია

16 სექტემბერი 2019, 13:01

საქართველო

გახარიამ მამუკა ხაზარაძის ახალ ბრალდებას უპასუხა

ანაკლია არ ეკუთვნის არც ერთ ფიზიკურ პირს; ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად, ყველა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

დემნა გვასალია

16 სექტემბერი 2019, 12:57

კულტურა

დემნა გვასალია Vetements ტოვებს

ქართველი დიზაინერი „ბალენსიაგაში“ რჩება და ახალ კოლექციას 29 სექტემბერს წარუდგენს საზოგადოებას. დემნა გვასალიამ Vetements-ში 5 წელი იმუშავა და ბრენდს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მისი მომხმარებლები ცნობილი ვარსკვლავები არიან.

ქობულეთი მერია სწავლა

16 სექტემბერი 2019, 12:52

საქართველო

ქობულეთში ბაღებსა და სკოლებს მიღმა დარჩენილი ბავშვები მშობლებმა მერიაში მიიყვანეს

ქობულეთში, ბავშვები რომლებიც საბავშო ბაღსა და სკოლის მიღმა დარჩნენ, მშობლებმა მერიაში მიიყვანეს. მათი განცხადებით, სასწავლო დაწესებულებებში ის ბავშვები ვერ მოხვდნენ, რომლებსაც 6 წელი 17 სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე უსრულდებათ. ბავშვები არც მოსამზადებელ ჯგუფებში დაუშვეს.

ფორსაჟი

16 სექტემბერი 2019, 12:42

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო პანტიანი-მანგლისის გზის მონაკვეთი დროებით ჩაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ გზის კმ4-კმ7 მონაკვეთზე მოძრაობა 2019 წლის 17 და 18 სექტემბერს, 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება ხოლმე. მოძრაობას შსს-ს რეგიონული ქვედაყანოფები დაარეგულირებენ.

ელექტრონული სიგარეტი

16 სექტემბერი 2019, 12:22

საქართველო

თამბაქოს კონტროლის ალიანსი ელექტროსიგარეტებზე რეგულაციების შესაძლო შერბილებას აკრიტიკებს

თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებით, საკანონმდებლო პროექტი თამბაქოს ახალი, ტექნოლოგიური ნაწარმის, ე.წ. ელექტრონული და გასახურებელი თამბაქოს (აიქოსის) მიმართ რეგულაციების შერბილებას ან გაუქმებას მოითხოვს.

აშშ ირანი დროშები

16 სექტემბერი 2019, 12:15

მსოფლიო

ტრამპი და როუჰანი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ერთმანეთს არ შეხვდებიან

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ირანის და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა არ გაიმართება. ამის შესახებ ირანულ მედიაზე დაყრდნობით Reuters-ი იტყობინება. გამოცემა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის აბას მუსავის კომენტარს ავრცელებს, რომელმაც პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობა გამორიცხა.

გია ვოლსკი

16 სექტემბერი 2019, 12:07

საქართველო

უმრავლესობა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ „ევროპელების“ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს

ვოლსკის თქმით, "ევროპული საქართველოს" ლიდერებს შეუძლებელია არ ესმოდეთ, რომ მათი ინიციატივა "რეალურად რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებისთვის არის გამიზნული".

ინდოეთი

16 სექტემბერი 2019, 11:48

მსოფლიო

ინდოეთში ტურისტული ნავის გადაბრუნებას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის შტატ ანდრა-პრადეში ტურისტების ნავი გადაბრუნდა, რის შედეგადაც დაღუპა სულ ცოტა 12 ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა. უბედური შემთხვევა მდინარე გოდა-ვარზე მოხდა. ნავზე 60 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა 27 მათგანის გადარჩენა შეძლეს.

ქარიშხალი „უმბერტო“

16 სექტემბერი 2019, 11:46

მსოფლიო

„უმბერტომ“ პირველი კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრეს მიაღწია

შტორმმა „უმბერტომ“ პირველი კატეგორიის ქარიშხლის სიმძლავრეს მიაღწია, - წერს Fox News. მისი სიჩქარე საათში უკვე 120 კილომეტრია. შტორმი სავარაუდოდ ბერმუდის კუნძულებს დაატყდება თავს. „უმბერტომ“ ბაჰამის კუნძულებზეც ძლიერი წვიმა გამოიწვია.

16 სექტემბერი 2019, 11:34

საქართველო

მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში მამების მეგობრებმა მიიყვანეს

საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში დღეს მამების მეგობრებმა მიიყვანეს. მამის მეგობრებმა ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და თავდაცვის მინისტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ირაკლი ვეკუა

16 სექტემბერი 2019, 11:30

სპორტი

ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59-ჯერ აზიდვით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

თბილისში მორიგი რეკორდი დამყარდა. სავაჭრო ცენტრ ისთ პოინთში გამართულ ღონისძიებაზე, ირაკლი ვეკუამ 46 წამში ცერა თითებზე 59 აზიდვა შეასრულა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ შედეგით ქართველმა პაკისტანელი ასად ჰანიფის მიღწევა გააუმჯობესა,

ლარი

16 სექტემბერი 2019, 11:24

ეკონომიკა

საქართველოში საშუალო ხელფასი 76 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა

2019 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. უწყების ცნობით, ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნება.

ილია მეორე გიორგი გახარია

16 სექტემბერი 2019, 11:23

საქართველო

ილია მეორემ პრემიერი საპატრიარქოში მიიღო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას საპატრიარქოში უმასპინძლა. ილია მეორემ გიორგი გახარია დალოცა და მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება მიულოცა. პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.