imedi /  10 ივლისი 2019, 13:44 / სანდო წყარო

ადა მარშანია გიორგი გაბუნიას დაპატიმრებას ითხოვს

ადა მარშანია

ადა მარშანია

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაპატიმრებას ითხოვს. ამ ინიციატივით ის გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

"რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც და გადაწყდა, რომ გაბუნია 2 თვე გადაცემებს აღარ წაიყვანს.

ყველა სიახლე

აჭარის ტლევიზია

22 ნოემბერი 2019, 17:15

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორი პირველ ტურში ვერ აირჩიეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორი პირველ ტურში ვერ აირჩიეს. 20 წუთში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება. პირველ ტურში ორი ხმა გიორგი კოხრეიძემ აიღო, ერთი ფირუზ ბოლქვაძემ და ერთი მაია მერკვილაძემ.

შოკოლადი

22 ნოემბერი 2019, 17:14

ტაბლოიდი

ავსტრიაში კაცმა 20 ტონა შოკოლადი მოიპარა

ქურდმა კომპანია Milka-ს ქარხნის პერსონალი დაარწმუნა, რომ კურიერია და 20 ტონა შოკოლადით დატვირთული სატვირთო მანქანა ქარხნის ტერიტორიიდან გაიყვანა. მან კომპანიის თანამშრომლებს ყალბი საბუთები წარუდგინა. პოლიციის ცნობით, ბოლო დროს ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები გახშირდა.

ალ პაჩინო

22 ნოემბერი 2019, 17:11

კულტურა

ალ პაჩინო Amazon-ის ახალ სერიალში გამოჩნდება

ცნობილი მსახიობი ალ პაჩინო Amazon-ის ახალ სერიალში გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაცია Youtube-ზე ატვირთული ტრეილერით გავრცელდა. ახალ სატელევიზიო შოუს - Hunters ერქმევა და რეჟისორი ჯორდან პილი იქნება. სერიალის სიუჟეტი 1977 წლის ნიუ-იორკში ვითარდება, სადაც სპეციალური გუნდი იმ მაღალჩინოსნების გამოაშკარავებაზე მუშაობს,

22 ნოემბერი 2019, 17:09

საქართველო

ომბუდსმენი: დაკავებულების საქმეზე სასამართლო ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, სადაც ის პარლამენტთან აქციის დაშლის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს ეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილი

22 ნოემბერი 2019, 17:05

ძალოვნები

აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა

პენტაგონში აშშ - საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო - ხელშეკრულება გაფორმდა. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი და ხელმოწერილი დოკუმენტი ძლიერი ალიანსისთვის მდგრად საფუძველს ქმნის.

აჭარის ტელევიზია

22 ნოემბერი 2019, 16:59

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორის არჩევნები აქციის ფონზე ჩატარდება

ტელევიზიის დირექტორობა სურს, გიორგი კოხრეიძესაც, რომლის საჩივრის საფუძველზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ მეოთხე კონკურსი შეაჩერა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი 18 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.

გოკა გაბაშვილი

22 ნოემბერი 2019, 16:58

საქართველო

გოკა გაბაშვილმა საკრებულოს ტრიბუნას ბოქლომი დაადო

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს და მათი ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძისთვის 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას გააპროტესტეს.

ხანძარი

22 ნოემბერი 2019, 16:37

ძალოვნები

შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ხანძარია

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ხანძარია. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსში პლასტმასის მილები იწვის. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

იორგენ ფენეჩი

22 ნოემბერი 2019, 16:37

მსოფლიო

მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბიზნესმენი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მალტერი ჟურნალისტის, დაფნე კარუან გალიციას მკვლელობის საქმეზე დაკავებული ცნობილი მალტელი ბიზნესმენი იორგენ ფენეჩი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ის პოლიციის მუდმივი ყურადღების ქვეშ იქნება, რადგან გამოძიება კვლავინდებურად გრძელდება.

რაკეტის გამოცდა

22 ნოემბერი 2019, 16:25

მსოფლიო

რუსეთი სევეროდვინსკთან აფეთქებულ რაკეტაზე მუშაობას განაგრძობს

შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა. „ყველაფერის მიუხედავად, ჩვენ ამ იარაღს სრულყოფილებამდე მივიყვანთ. ასეთი უნიკალური ტექნოლოგიის ქონა პლანეტაზე მშვიდობის ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტიაა“, - თქვა პუტინმა.

ხახვი

22 ნოემბერი 2019, 16:17

ტაბლოიდი

ანტარქტიდაზე 100 წლის ხახვით სავსე ტომარა იპოვეს

ტომარა ქოხ „დისქავერიში“ იპოვეს, რომელიც ბრიტანელმა პოლარულმა მკვლევარმა, რობერტ სკოტმა 1902 წელს ააშენა. სპეციალისტებმა ხახვით სასვე ტომარა სეზონური მონიტორინგული პროგრამის ფარგლებში შეისწავლეს. მათი, თქმით, ხახვს ობიც კი არ აქვს მოდებული.

ფლოიდ მეივეზერი

22 ნოემბერი 2019, 16:10

სპორტი

ფლოიდ მეივეზერი რინგზე 2020 წელს დაბრუნდება

​ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ რინგზე 2020 წელს დაბრუნდება. ასევე ცნობილი გახდა, რომ მეივეზერი კვლავ პრომოუტერ დეინა უაიტთან იმუშავებს. რამდენიმე დღის წინ Reuters-თან ინტერვიუში მეივეზერმა განაცხადა, რომ არ აპირებს კარიერის გაგრძელებას, ვინაიდან „კრივი სპორტის საკმაოდ სასტიკი სახეობაა“, მას კი თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სურს.

გაზპრომი

22 ნოემბერი 2019, 16:08

ეკონომიკა

„გაზპრომმა“ აქციების 3,59% დიდი ფასდაკლებით ანონიმურ მყიდველს მიჰყიდა

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ კაპიტალიდან აქციების 3,59%-ის გასხვისების შესახებ განაცხადა.ერთი აქციის ფასმა $3.45 (220 რუბლი) შეადგინა. გასხვისებული აქციების პაკეტის ფასმა $2 951 041 63 000 (188 მილიარდი რუბლი) შეადგინა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ძიუდო

22 ნოემბერი 2019, 16:05

სპორტი

იაპონიის გრან სლემზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

იაპონიის ქალაქ ოსაკაში 22-24 ნოემბერს გრან სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების ოთხი ძიუდოისტი იჭიდავებს. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ესენი არიან: -73კგ - ლაშა შავდათუაშვილი; -90კგ - ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი; -100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი.

ბუტა რობაქიძის საქმე

22 ნოემბერი 2019, 16:00

ძალოვნები

ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა

„თუ 24 ნოემბრამდე ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალს ვერ წარვუდგენდით, ვერასდროს წარვუდგენდით“, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილს ბრალის დადგენილებაზე ხელი არ მოუწერია, ბრალდება ოფიციალურად წარდგენილად ითვლება.

არჩილ თალაკვაძე

22 ნოემბერი 2019, 15:49

საქართველო

თალაკვაძეს თვითმფრინავში გადაღებული ფოტოები გაუვრცელეს

„ტელეკომპანია „მთავარის“ და „ფორმულას“ ინფორმაციით, იტალიაში საბიუჯეტო სახსრებით წასული კახი კალაძე და არჩილ თალაკვაძე, 30-მდე მეგობართან ერთად, ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე წვეულებას დაესწრნენ. არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ გაავრცელეს მიკერძოებული და პოლიტიზებული სიუჟეტი.

სუსი საპროტესტო აქცია

22 ნოემბერი 2019, 15:47

საქართველო

სუსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს

საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა, დაკავებულებს შორისაა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ვაჟი ბექა ნათელაშვილი. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ექვსივე დაკავებულს ბრალად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ედება.

ვლადიმერ პუტინი

22 ნოემბერი 2019, 15:33

მსოფლიო

მოსკოვის სასამართლომ პუტინის წინააღმდეგ სარჩელი წარმოებაში არ მიიღო

მოსკოვის ტვერის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ადმინისტრაციული სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. „კონსტიტუციის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტისადმი მოთხოვნები ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში არ მიიღება“, - განაცხადა სასამართლოს პრესმდივანმა, ოლგა ბონდარევამ.

გიორგი ვოლსკი

22 ნოემბერი 2019, 15:17

საქართველო

ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სისტემის შესაფერხებლად ყველაფერი გააკეთა

ვოლსკიმ საზოგადოებას 2010 წლის 11 ნოემბერს გაკეთებული განცხადება შეახსენა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ მაჟორიტარული საარჩევნი სისტემის კატეგორიული წინააღმდეგია. „მიუხედავად ამისა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, მათ არაფერი გამოუვათ, სახელმწიფო დგას თავის სიმაღლეზე, კანონის სადარაჯოზე“.

22 ნოემბერი 2019, 15:02

ძალოვნები

საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებულების საქმის განხილვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლო, გუშინ ოცნების ოფისთან დაკავებული ოთხი პირის ადმინისტრაციულ სახდელთან დაკავშირებით მსჯელობს. დაკავებულებს გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს ედავება. მათ ინტერესებს დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრი, გოგგა ონიანი იცავს. სასამართლოს დარბაზთან შეკრებილები არიან მოძრაობა „შეცვალეს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.