Imedi /  10 ივლისი 2019, 19:18 / სანდო წყარო

ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენებას პარტნიორთა კრებაზე მხარი არ დაუჭირეს

გიორგი ყავლაშვილი

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას არხის პარტნიორთა კრებაზე მხარი არ დაუჭირეს. 

ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საკითხის დღის წესრიგში შეტანას თავად გვარამიაც დაეთანხმა. 

ადვოკატის თქმით, მისთვის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან დომინანტ პარტნიორებს და დირექტორს ნებისმიერ საკითხზე ერთი პოზიცია ჰქონდათ. 

„ნიკა გვარამია თვლის, რომ ეთერიდან გაბუნიას ორი თვით ჩამოშორება მაქსიმუმია და ჩაითვალა, რომ გაბუნიას დამოკიდებულება ჯდება სარედაქციო პოლიტიკაში, თუმცა გამოხატვის ფორმა არ არის სწორი. იყო ჩვენი პოზიციის იმდაგვარად წარმოჩენის მცდელობა, რომ ჩვენ, არხზე ცენზურა გვინდა, თუმცა ეს ასე არ არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ინციდენტს მკაცრი რეაგირება და ხელმძღვანელობის დასჯა უნდა მოჰყოლოდა“, - განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.  

კომენტარი ასევე გააკეთა არხის იურისტმა თამთა მურადაშვილმა. მისი თქმით, ნინო ნიჟარაძის წარმომადგენლის განცხადება იყო გაურკვეველი, რაც მოიცავდა ჭორების დონეზე გადმოცემულ ინფორმაციას.

„მან აღნიშნა, რომ გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას განცხადებების გამო „რუსთავი2“-ში მისი წილის ფასი დავარდა. ვითხოვეთ ამის არგუმენტაცია.

მან გააკრიტიკა ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა და თქვა, რომ ვართ ოპოზიციური არხი და სახელმწიფოსთან დაკავშირებულ მოვლენებს დადებითად არ ვაშუქებთ. მან პრაქტიკულად გააკრიტიკა მედიის როგორც მოდარაჯე ძაღლის როლი“, - აღნიშნა მურადაშვილმა.  

მისივე თქმით, ნინო ნიჟარაძის წარმომადგენელმა ხელისუფლების გზავნილები გაახმოვანა. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 9-პროცენტიანი წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძის წარმომადგენელმა პარტნიორთა კრებაზე არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დააყენა.

ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა განაცხადა, ნიკა გვარამია განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებით, ზიანს აყენებს ტელეკომპანიას. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად არაეთიკურად მიმართა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

„რუსთავი 2"-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. განცხადება გაავრცელა ასევე Freedom House-ის წარმომადგენელმა, რომლის თქმითაც, გასაკვირი არაა, რომ ქართულ მედიაში გაბუნიას მსგავსი ინციდენტები არსებობს.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც და გადაწყდა, რომ გაბუნია 2 თვე გადაცემებს აღარ წაიყვანს.

მაისში „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ეჭვს გამოთქვამდა, რომ „რუსთავი 2“-ს მიზანმიმართულად აკოტრებენ. მაშინ მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ "რუსთავი 2"-დან წასული თანხებით ფინანსდება ტელეკომპანია "მესამე", რაზეც პარტნიორებთან შეთანხმება არ ყოფილა. მაშინ ადვოკატმა თქვა, რომ ვიდრე სასამართლოს მიმართავდნენ, ტელეკომპანიას ფინანსური დოკუმენტაციის გადმოცემა სთხოვეს, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს. მაისის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ "რუსთავი 2"-ის ფინანსურ დოკუმენტაციაზე წვდომის შესახებ ნინო ნიჟარაძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

6 მაისს "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის 9%-ანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე მასსა და ტელეკომპანიის სხვა მეწილეებს უჩივის და მათგან დაახლოებით 26 მილიონ ლარს ითხოვს.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

13 ნოემბერი 2019, 18:56

ეკონომიკა

თალაკვაძე: რეგიონული ფონდის 110 მილიონი ლარით შემცირებას პარლამენტი არ ეთანხმება

2020 წლის ბიუჯეტის პროექტით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება 410 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე მცირდება. ეს საკითხი, დღეს ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააპროტესტა. მისი თქმით, პარლამენტი ფონდის დაფინანსების შემცირებას მხარს არ დაუჭერს.

„ფორსაჟი 9“

13 ნოემბერი 2019, 18:51

ტაბლოიდი

„ფორსაჟის“ რეჟისორმა ფილმის ოფიციალურად დასრულების შემდეგ საქართველოს მადლობა გადაუხადა

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებები ოფიციალურად დასრულდა. რეჟისორმა ჯასტინ ლინმა ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა. მან სოციალური ქსელის საშუალებით ყველა ქალაქსა და ქვეყანას, რომელშიც გადაღებები მიმდინარეობდა, მადლობა გადაუხადა. მათ შორის აღმოჩნდა თბილისი, სადაც ერთი თვის მანძილზე ცნობილ ჰოლივუდურ ფილმს იღებდნენ.

ლარში გაცემული სესხები

13 ნოემბერი 2019, 18:36

ეკონომიკა

არჩილ თალაკვაძე: ლარში სესხების გაცემაზე 200 000-ლარიანი ლიმიტი უნდა შემცირდეს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უკვე დროა ლარში სესხების გაცემაზე 200 000-ლარიანი ლიმიტი შემცირდეს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

ვენეციის დატბორვა

13 ნოემბერი 2019, 18:25

მსოფლიო

ვენეციის მერი: წყალდიდობა კლიმატის ცვლილების შედეგია

ვენეციის მერის თქმით, ქალაქში არსებული ვითარება ის საფასურია, რომელიც "უნდა გადაიხადონ". ვენეციაში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. წყლის დონე 1.87 მეტრს გაუტოლდა. 1923 წლიდან არსებული ჩანაწერების მიხედვით, მხოლოდ ერთხელ მიაღწია ვენეციაში წყლის დონემ 1.94 მეტრს, ეს 1966 წელს იყო.

ივანე მაჭავარიანი

13 ნოემბერი 2019, 18:23

ეკონომიკა

მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების დაფინანსებისთვის 1.9 მილიარდ ლარამდე მიიმართება

2020 წელს განათლების დაფინანსებისთვის 1.9 მილიარდ ლარამდე მიიმართება. ამის შესახებ, დღეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება.

მიხაილ გალინი და ვიქტორი

13 ნოემბერი 2019, 18:14

ტაბლოიდი

რუსულმა ავიაკომპანიამ მგზავრს უფასო მილები მსუქანი კატის გამო ჩამოართვა

მიხაილ გალინმა, რომელიც მოსკოვიდან ვლადივოსტოკში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავით ცხოველების გადაყვანის წესები დაარღვია. გალინის კატა ვიქოტორი 10 კილოგრამს იწონის, ავიაკომპანიის წესებით კი სალონში 8 კილოგრამზე მძიმე ცხოველის აყვანა აკრძალულია, ამიტომ გალინმა რეგისტრაციაზე სხვა კატა მიიყვანა.

პროპორციული არჩევნები

13 ნოემბერი 2019, 18:04

საქართველო

ლურსმანაშვილის თქმით პროპორციულის კანონპროექტის ინიცირებაში მონაწილეობდა მაგრამ მხარს არ უჭერს

პარლამენტის წევრის კობა ლურსმანაშვილის თქმით, ის იმ 93 დეპუტატს შორის არის, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები დააინიცირა, თუმცა ამ პროექტს მხარს არ უჭერს. მისი თქმით, გადაწყვეტილებიას ინდივიდუალურად ან ფრაქციასთან ერთად მიიღებენ.

კობა გვენეტაძე

13 ნოემბერი 2019, 18:01

ეკონომიკა

გვენეტაძე: ინფლაცია 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს შემცირებას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაცია მიმდინარე წელს ძველ ნიშნულზე შენარჩუნდება. ინფლაცია შემცირებას 2020 წლის გაზაფხულიდან დაიკლებს და წლის ბოლოს 3%-ს გაუტოლდება. ამ საკითხზე კობა გვენეტაძემ დღეს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.

„პატარა ქალთევზა“

13 ნოემბერი 2019, 17:44

კულტურა

„პატარა ქალთევზას“ ეკრანიზაციაში პრინცი ერიკის როლზე მსახიობი შეარჩიეს

„პატარა ქალთევზას“ ეკრანიზაციაში რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ, დისნეიმ პრინცი ერიკის როლზე ბრიტანელი მსახიობი, ჯონა ჰაუერ-ქინგი დაამტკიცა. Hollywood reporter-ის ინფორმაციით, მაშინ როდესაც ყველა მსახიობი შეირჩა, ყველაზე მეტად პრინცის როლზე შესარჩევი კანდიდატურის ნახვა გაუჭირდათ. მანამდე პროდიუსერებს სურდათ ჰარი სტაილსს ეთამაშა, მაგრამ მომღერალმა შეთავაზებას უარით უპასუხა.

ტოვიო კლაარი

13 ნოემბერი 2019, 17:34

საქართველო

ტოვიო კლაარი ჩორჩანა-წნელისზე: დღეს გვაქვს სიტუაცია, რომელიც ბევრი წელია არ გვქონია

კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ტოვიო კლაარი აცხადებს, რომ თანათავმჯდომარეებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ წნელისი-ჩორჩანაში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს და გადასასვლელები გაიხსნას.

ახალციხე, ჩამოვარდნილი ატრაქციონი

13 ნოემბერი 2019, 17:29

საქართველო

ახალციხეში ატრაქციონი ჩამოვარდა, რომელშიც ბავშვი იჯდა. ვიდეო

სკვერის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი ახალციხის მერიაა. „ჩვენმა სამსახურებმა იციან ამის შესახებ და შესაძლებელია ხვალვე შეკეთდეს. ხშირად აქ იმ ასაკის მოზარდები სხდებიან, რომლებისთვისაც ის განკუთვნილი არ არის, ამიტომ დაზიანდა“, - აცხადებენ მერიაში.

მამუკა მდინარაძე

13 ნოემბერი 2019, 17:13

საქართველო

პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგეთა გაზრდას მდინარაძე ნაციონალებს აბრალებს

მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციულმა განცხადებებმა, პროპორციული საარჩევნო სისტემის მოწინააღმდეგე დეპუტატების რაოდენობა გაზარდა. მისი თქმით, განსახვავებული პოზიციების მქონე უმრავლესობის წევრები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არ "მიდიან".

შსს

13 ნოემბერი 2019, 17:11

ძალოვნები

გორში მოსწავლის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მოზარდს სამედიცინო დახმარება კლინიკა „გორმედში“ გაუწიეს და მან სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ და რატომ სცემა მოზარდს. ის ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობს. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ცემის ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა.

ევროკავშირის დროშა

13 ნოემბერი 2019, 17:03

საქართველო

ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვითარების ახალი გეგმა წარადგინეს

ინიციატივას „სტრატეგია ტრიო 2030“ ეწოდება. მისი მიზანი პოსტსაბჭოური ქვეყნების რბილი ტრანსფორმაცია და წარმატებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებად გარდაქმნაა. სტრატეგიის მთავარი სიახლე კი ევროკავშირის ვალდებულებების დაკონკრეტებაა.

კახაბერ ოქრიაშვილი

13 ნოემბერი 2019, 16:58

საქართველო

კახაბერ ოქრიაშვილი გიგა ბუკიასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კახაბერ ოქრიაშვილი თანაგუნდელ გიგა ბუკიასთან ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს. კახაბერ ოქრიშვილის განცხადებით, მან და ბუკიამ იკამათეს. „იყო კამათი, ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, ამას არ ვადასტურებ“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

13 ნოემბერი 2019, 16:56

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის დასაწყებად ამერიკელმა რეზიუმე და Time-ს გარეკანი გააყალბა

როგორც გაირკვა, Linking The World-ის საგადასახადო დოკუმენტებში არც ერთი საერთაშორისო პროექტი არ არის მითითებული. კომპანიის კანცელარიის ყოფილმა ხელმძღვანელმა NBC-თან საუბარში განაცხადა, რომ Linking The World-ი მცირე ორგანიზაციაა, რომელსაც მასშტაბური პროგრამები არა აქვს. ასევე გაირკვა, რომ ჩანგი კონგრესის წინაშე არასდროს გამოსულა.

სიკეთის დღე

13 ნოემბერი 2019, 16:52

მსოფლიო

13 ნოემბერს რამდენიმე ქვეყანაში სიკეთის საერთაშორისო დღე აღინიშნება

13 ნოემბერს სიკეთის საერთშორისო დღეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-იც აღნიშნავენ. BBC-ის ცნობით აშშ-ში კალიფორნიისა და ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტების ბაზაზე ბედარის სახელობის სიკეთის ინსტიტუტი ფუნქციონირებს.

კაცობრიობის სიკვდილი

13 ნოემბერი 2019, 16:41

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მომავალი წლისთვის კაცობრიობის გადაშენების ალბათობა გამოთვალეს

კაცობრიობის სიკვდილთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბოლო კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, რაც მიზნად ბუნებრივი მიზეზების გამო (მათ შორის ასტეროიდის დაცემა და ყველაზე ძლიერი ვულკანური ამოფრქვევები) კაცობრიობის გადაშენების მთლიანი ალბათობის დადგენას ისახავდა.

საუდის არაბეთი ქალები

13 ნოემბერი 2019, 16:27

მსოფლიო

საუდის არაბეთმა ანტიფემინისტური ვიდეოს გამო ბოდიში მოიხადა

საუბარია Twitter-ზე გამოქვეყნებულ რგოლზე. რგოლში ფემინიზმი, ჰომოსექსუალიზმი და ათეიზმი სახიფათო და ექსტრიმიზმის შემცველ იდეებად სახელდება. სააგენტო საუდის არაბეთის მოქალაქეებს ამ კონცეფციების საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

ძაღლი

13 ნოემბერი 2019, 16:11

ტაბლოიდი

ქუჩის ძაღლი მიტოვებულ კნუტებს კვებავს🐕 ფოტო

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ქუჩაში მცხოვრები ძაღლი უპატრონო კატის კნუტებს კვებავს. ფოტოს Facebook-ზე საქართველოს ინტეგრაციული განვითარების ფონდი ავრცელებს.