imedi /  11 ივლისი 2019, 11:51 / სანდო წყარო

ზურაბიშვილი: 20 ივნისს დაწყებული აქცია იმის გამოხატულებაა, რაც მოსახლეობას წლებია აწუხებს

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები აღარ არის პირველი რიგის თემები საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ეს არ არის საკითხი, რომელიც დაგვავიწყდება ან როგორღაც გაქრება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, საქართველო ვერ დაივიწყებს იმას, რომ მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია.

„ დემონსტრაცია, რომელიც დაიწყო 20 ივნისს, თავისთავად არის ბუნებრივი გამოხატულება იმის, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას წლების განმავლობაში. ეს არის გაწბილება იმის გამო, რომ არ არსებობს არანაირი პოლიტიკური პროგრესი ტერიტორიული გამთლიანების გზაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ ევროკავშირის გადაწყვეტილებების გამო, რომელიც აახლოებს საქართველოს ევროპასთან, მაგრამ ამავე დროს, საქართველო ელოდება უფრო მეტ მხარდაჭერას განსაკუთრებით ამ საკითხში, როდესაც საკითხი ოკუპაციას ეხება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებაზე სიტყვით უკვე გამოვიდა პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და სალომე ზურაბიშვილი. 

დონალდ ტუსკმა სიტყვით გამოსვლისას ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტური წერილიდან ამონარიდი ქართულად წაიკითხა.

ყველა სიახლე

პლასიდო დომინგო

26 აგვისტო 2019, 13:07

კულტურა

სექსსკანდალში გახვეულმა პლასიდო დომინგომ პირველი კონცერტი გამართა

ცნობილი საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგო პირველად წარდგა მაყურებლის წინაშე მას შემდეგ, რაც 9 ქალმა ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ Hollywood Reporter-ი ავრცელებს. ზალცბურგის საზაფხულო ფესტივალის სცენაზე გამოსულ დომინგოს მაყურებელი ფეხზე წამოუდგა და ხანგრძლივი ტაშით შეხვდა.

დიდი შვიდეული

26 აგვისტო 2019, 12:56

მსოფლიო

ტრამპის თქმით მას ირანში რეჟიმის ცვლილება არ სურს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს იხილოს ძლიერი ირანი და არ ესწრაფვის ოფიციალური თეირანის ხელისუფლების ცვლილებას. ამასთან, დასძინა, რომ რიგითი ირანელების ცხოვრების სტანდარტი მიუღებელია. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განუცხადა.

აფხაზეთი

26 აგვისტო 2019, 12:28

საქართველო

გერმანიის საელჩო: გერმანია აფხაზეთში „არჩევნებზე“ დამკვირვებლებს არ აგზავნის

აფხაზეთში ორი გერმანელი დეპუტატის ჩასვლის შესახებ "ქრონიკას" გერმანიის საელჩოში განუცხადეს, რომ გუნარ ლინდემანს და შტეფან კოიტერს გერმანიის მთავრობის მხრიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით არანაირი დავალება არ მიუღიათ და რომ ეს მათ პირადი ინიციატივით გააკეთეს.

ზელიმხან ხანგოშვილი

26 აგვისტო 2019, 12:24

საქართველო

პროკურატურის ვერსიით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო

Der Spiegel-ის ინფორმაციით, საქართველოში მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ხანგოშვილი უკრაინაში გადაბარგდა, სადაც ადგილობრივ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და რუსეთის გავლენის წინააღმდეგ იბრძოდა. კიდევ ერთი თავდასხმის შემდეგ ის გერმანიაში წავიდა და ჯერ ბრანდენბურგში, შემდეგ კი ბერლინში ცხოვრობდა.

,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება

26 აგვისტო 2019, 12:21

საქართველო

„სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” წლის ბოლომდე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვას აგრძელებს. ამჯერად სახელმძღვანელოს დასანერგად ცენტრის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეწვივნენ და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგები და მეთოდისტები გადაამზადეს

რადიაცია რადიაციის ნიშანი

26 აგვისტო 2019, 12:18

მსოფლიო

სევეროდვინსკთან ჰაერის სინჯებში რადიოაქტიური ელემენტების აღმოჩენა დადასტურდა

რადიაციის დონის ხანმოკლე მატება არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკთან სტრონციუმის, ბარიუმის და ლანთანის რადიოაქტიური იზოტოპების დაშლას უკავშირდება. ამის შესახებ რუსეთის ამინდის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით Reuter's-ი წერს. სააგენტო ჰაერის სინჯებს სევეროდვინსკში 8-23 აგვისტოს იღებდა.

ჰონგ-კონგი

26 აგვისტო 2019, 12:03

მსოფლიო

ჰონგ-კონგში ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებულებს შორის 12 წლის ბავშვიც არის

ჰონგ-კონგში ბოლო 12 კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს შორის, გუშინდელი (25 აგვისტო) დემონსტრაცია განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ასევე გამოიყენა წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები.

რაულ ხაჯიმბა ალხას კვიცინია

26 აგვისტო 2019, 11:54

საქართველო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატები დასახელდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართება. დეფაქტო პრეზიდენტის პოსტისთვის მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია იბრძოლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ „ცესკოზე“ დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.

ძაღლი

26 აგვისტო 2019, 11:29

ძალოვნები

თბილისში კაცმა საკუთარი ძაღლი დანით დაჭრა

სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციამ კაცი ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დააკავა. ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანეს და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. გამოძიება ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით.

სალომე ზურაბიშვილი

26 აგვისტო 2019, 11:21

საქართველო

ზურაბიშვილი: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებით რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელ დღეს, 11 წლის წინ, საქართველოს ორი განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებით რუსეთმა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები დაარღვია.

სკარლეტ იოჰანსონი

26 აგვისტო 2019, 11:20

კულტურა

Marvel-ის ახალი ფილმის ოფიციალური პოსტერი გამოქვეყნდა

„შავი ქვრივის“ პირველი ოფიციალური პოსტერი გავრცელდა. უცხოური გამოცემების ცნობით, სკარლეტ იოჰანსონის პერსონაჟს ახალი გარეგნობა და სუპერგმირის ახალი კოსტიუმი ექნება. Marvel-ის ახალი ფილმი „შავი ქვრივის“ შესახებ, 2020 წელის 1 მაისს გამოვა,

საქართველო აფხაზეთი

26 აგვისტო 2019, 11:10

საქართველო

საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

ფინეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროები აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადებები უწყებების Twitter-ზე გამოჩნდა. მანამდე ე.წ. არჩევნები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაგმო. სალომე ზურაბიშვილმა „არჩევნებს“ არალეგიტიმური უწოდა.

Echowaves

26 აგვისტო 2019, 11:10

კულტურა

ანაკლიაში ფესტივალი Echowaves-ი დასრულდა

წელს ანაკლიის სანაპირომ 150-ზე მეტ არტისტს უმასპინძლა. ქართველი და უცხოელი დიჯეები ერთმანეთს 8 სცენაზე ენაცვლებოდნენ. 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიის სანაპიროს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმარი ეწვია. ანაკლიის ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენლები.

ბირთვული ბომბი

26 აგვისტო 2019, 11:07

მსოფლიო

მედია: ტრამპს ბირთვული ბომბებით ქარიშხლების დაშლა სურდა

ქარიშხლებთან ბირთვული ბომბებით ბრძოლის იდეა აშშ-ში 1950-იან წლებში, დუაიტ ეიზენჰაუერის პრეზიდენტობის დროსაც განიხილებოდა. მაშინ ბომბის საშუალებით შტორმის ეპიცენტრის განადგურებას მთავრობას ერთ-ერთი მეცნიერი სთავაზობდა, თუმცა ქარიშხლებთან ბრძოლის ასეთი მეთოდი საბოლოოდ არ დაამტკიცეს.

სავაჭრო ომი

26 აგვისტო 2019, 11:05

ეკონომიკა

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ფონზე აზიური აქციები კიდევ დაეცა

Standard & Poor’s (S&P 500) პარასკევიდან მოყოლებული დანაკარგები აქვს, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინურ პროდუქციაზე 25%-ის ნაცვლად 30%-ით დაბეგვრის გადაწყვეტილება მიიღო. ტრამპმა ამერიკულ კომპანიებს აზიის უმსხვილესი ეკონომიკის დატოვებისკენაც მოუწოდა.

ჯასტინ ტრიუდო მელანია ტრამპი დონალდ ტრამპი

26 აგვისტო 2019, 10:38

ტაბლოიდი

მელანია ტრამპისა და ჯასტინ ტრიუდოს ფოტოს ინტერნეტში სახალისო კომენტარები მოჰყვა

ფრანგული ტელეარხის BFMTV-ის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეებმა მეუღლეებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპისა და კანადის პრემიერმინისტრის ჯასტინ ტრიუდოს გადაღებულ ფოტოს ინტერნეტში სახალისო კომენტარები მოჰყვა.

მალიორკა ავიაკატასტროფა

26 აგვისტო 2019, 10:23

მსოფლიო

ესპანეთში ავიაკატასტროფის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე ვერტმფრენის და მსუბუქი თვითმფრინავის შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. 2 მათგანი მცირეწლოვანია. ამის შესახებ BBC წერს. ოფიციალური წყაროების ცნობით შემთხვევა 25 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე მოხდა. შეჯახების მიზეზი უცნობია.

დოტა

26 აგვისტო 2019, 10:17

ტექნოლოგიები

ვიდეოთამაშ Dota 2-ის ჩემპიონებმა უიმბლდონის ტოპმოთამაშეებზე მეტი ფული მოიგეს

ფინალში OG-მ გუნდი Team Liquid-ი 3:1 დაამარცხა. ტურნირის პირველი ადგილის მოპოვებისთვის, OG 15 მილიონ დოლარზე მიიღებს და როგორც გამოცემა წერს ეს თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე უიმბლდონის ტოპმოთამაშეების მიერ მოგებული თანხა. OG ჩემპიონატ The International 2019-ის პირველი ორგზის გამარჯვებული გუნდია.

პუმა

26 აგვისტო 2019, 10:04

ტაბლოიდი

აშშ-ში კაცმა პუმას თავისი შვილი ხახიდან გამოსტაცა

8 წლის ბიჭი მეზობლად მცხოვრებ მეგობართან მიდიოდა, როდესაც მას პუმა დაესხა თავს, წააქცია და თავში წვდა. ბიჭის ძმამ მამას დაუძახა, მან კი ცხოველის განდევნა შეძლო. ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

რუსული რუბლი

26 აგვისტო 2019, 09:43

ეკონომიკა

ანტირუსული სანქციების მორიგი პაკეტი ამოქმედდა

აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ე.წ. სკრიპალების საქმის გამო დაწესებული სანქციების მეორე პაკეტი დღეიდან ამოქმედდა. ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. ახალი სანქციების თანახმად, აშშ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მოსკოვისთვის კრედიტების გაცემაზე უარის თქმას ითხოვს.