imedi /  11 ივლისი 2019, 15:23 / სანდო წყარო

ტუსკი ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ: ვგრძნობ რომ საქართველოს იმედისმომცემი მომავალი აქვს

ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი
დონალდ ტუსკი

„დღევანდელი შეხვედრების შემდეგ ვგრძნობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს“, - ამ სიტყვებით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს. მმართველი პარტიის ლიდერმა სტუმარს ბათუმში უმასპინძლა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. 

ბიძინა ივანიშვილმა დონალდ ტუსკს საქართველოს მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მაღალი რანგის ბევრი სტუმრების ამ რაოდენობით მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მმართველი პარტიის ლიდერთან შეხვედრა საინტერესოდ და შთამბეჭდავად შეაფასა და გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველო კიდევ ბეევრ წარმატებას მიაღწევს.

“ბატონო თავმჯდომარევ, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო შეხვედრისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ჩემი მისასალმებელი გამოსვლით დავიწყე. შემდეგ შედგა ჩემი შეხვედრები ქალბატონ პრეზიდენტთან, ბატონ პრემიერ-მინისტრთან, ოპოზიციის ლიდერებთან და ახლა მმართველი პარტიის ლიდერს ვხვდები. დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა! ძალიან საინტერესო და შთაგონების მომცემი შეხვედრაა. დღეს თქვენთან, თქვენს ოპონენტებთან, მთავრობასთან და ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ  ვგრძნობ, რომ ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს საქართველოს, არსებული პრობლემების მიუხედავად. ძალიან ღია და გახსნილი კომენტარები გავაკეთეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერის გაერთიანებული ძალისხმევის პირობებში, სანამ შეგიძლიათ ერთად მოქმედება აზრთა განსხვავებულობის მიუხედავად, პოლიტიკური დებატების პირობებში და ვიდრე ოპტიმისტურად იქნებით განწყობილნი, ასეც იქნება. მადლობას გიხდით ამ შეხვედრისთვის. თავს განსაკუთრებულად და გამორჩეულად ვგრძნობ. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და საქართველოს. ვფიქრობ, საქართველოში ყველაფერი შესანიშნავადაა”,- განაცხადა დონალდ ტუსკმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დონალდ ტუსკთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს კარგი მეგობარია.

“მახსოვს ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, როდესაც გამოუცდელი პოლიტიკოსი ვიყავი, მასთან მქონდა ყველაზე თბილი შეხვედრა და იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან  თბილი ურთიერთობები გვაქვს. მას უყვარს საქართველო, ის საქართველოს მეგობარია. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღეს მან ჩვენი კლასიკოსი გაიხსენა - ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა. ამით მან მოხიბლა მთელი საქართველო და მე მას პირადად გადავეცი დიდი მადლობა. ის უყვართ პოლიტიკოსებს საქართველოში - როგორც პოზიციას, ისე - ოპოზიციას. მან მოხიბლა საქართველოს მთელი მოსახლეობა და საზოგადოება მისი ასეთი პოზიციით. მადლობა მას. დღევანდელი სიტუაცია, ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას ევროპისკენ. ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას. ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩვენ ჩავეწერებით ამ ოჯახში - განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში”,- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი საინვესტიციო ფორუმი იმართება. ფორუმში 400-ზე მეტი პირი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უკრაინის, სომხეთის, ბელარუსის, აზერბაიჯანის, მოლდოვას მაღალი თანამდებობის პირები. ფორუმის მუშაობაში მონაწილოებას მიიღებენ ასევე საინვესტიციო სააგენტოები, მსხვილი ბიზნესგაერთიანებები, საერთაშორისო კომპანიები, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სამი სესია, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ვაჭრობის  სექტორების აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.

ყველა სიახლე

საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია

19 სექტემბერი 2019, 18:42

სპორტი

ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე სალომე ფაჟავა ფინალში გავიდა

ბაქოში მიმდინარე ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატზე სალომე ფაჟავა მრავალჭიდის ფინალში გავიდა. საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს გუნდმა 42 ქვეყანას შორის მე–9 ადგილი გუნდურ ასპარეზობაში დაიკავა, რაც კარგი შედეგია.

ჯიმი კარტერი

19 სექტემბერი 2019, 18:27

მსოფლიო

ჯიმი კარტერი: პრეზიდენტობისთვის ასაკობრივი ზღვარი უნდა არსებობდეს

ამის შესახებ მან კარტერის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც არაპირდაპირ მიანიშნა, რომ დემოკრატიული პარტიის ყველაზე რეიტინგულ საპრეზიდენტო კანდიდატები ჯო ბაიდენი და ბერნი სანდერსი ამ ზღვარს უახლოვდებიან. ცნობისათვის, ჯო ბაიდენი 76-ის, ბერნი სანდერსი კი 78 წლისაა.

შონ ბინი სამეფო კარის თამაშები

19 სექტემბერი 2019, 18:27

კულტურა

შონ ბინი უარს ამბობს როლზე თუ მისი პერსონაჟი კვდება

მსახიობი შონ ბინი უარს ამბობს როლებზე ფილმებში, რომლებშიც მის პერსონაჟებს სიკვდილი ელის. ამის შესახებ The Sun-ი წერს. „უკვე ბევრ როლზე ვთქვი უარი. მაყურებელი ხვდება, რომ ჩემი პერსონაჟი მოკვდება, რადგან მას მე ვთამაშობ. გადარჩენა უნდა დავიწყო, თორემ ყველაფერი ადვილად პროგნოზირებადი ხდება“, - ამბობს ბინი.

რივიერა

19 სექტემბერი 2019, 18:15

საქართველო

ბათუმში რივიერას მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მორიგი აქცია გამართეს

ბათუმში, რივიერას ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას აპროტესტებენ. მორიგი აქცია ვარდების სკვერში გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეაფასონ ეკოლოგიური საფრთხეები, რომელიც პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბათუმს ემუქრება.

ავარია ზუგდიდში

19 სექტემბერი 2019, 18:03

ძალოვნები

ზუგდიდში სასწრაფოს მანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ზუგდიდში, გამარჯვებისა და 8 მარტის ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევისას დაშავებული 5 ადამიანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი აცხადებს, რომ მას ხმოვანი სიგნალი ჰქონდა ჩართული და ავადმყოფი გადაჰყავდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

19 სექტემბერი 2019, 17:55

საქართველო

საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს

თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედრო მფრინავების პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ავღანეთი ამერიკელი ჯარისკაცები

19 სექტემბერი 2019, 17:55

მსოფლიო

აშშ-ის დრონმა ავღანეთში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა

აშშ-ის ძალების მიერ დრონით განხორციელებულ იერიშს ავღანეთში სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა 40-ს აღემატება. ამერიკული ძალების სამიზნე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტი იყო, თუმცა იერიშის შედეგად ფერმერები დაშავდნენ.

ჩვილი

19 სექტემბერი 2019, 17:45

საქართველო

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. ახალშობილი ბიჭი კალათაში იყო მოთავსებული და საბავშვო საფენებთან ერთად კალათაში დედის წერილიც იდო. ქალი შვილის დატოვების გადაწყვეტილებას იმ მიზეზით ხსნის, რომ ბავშვის გაზრდის საშუალება არ აქვს, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.

მერაბ ნინიძე

19 სექტემბერი 2019, 17:39

კულტურა

სერიალი მერაბ ნინიძის მონაწილეობით Emmy-ის ნომინანტია

Emmy-ის ნომინანტთა ვინაობა ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, სადაც გერმანული სერიალი McMafia-ც მოხვდა, რომელშიც ცნობილი ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე მონაწილეობს. ემის საერთაშორისო დაჯილდოვება 25 ნოემბერს გაიმართება.

19 სექტემბერი 2019, 17:24

საქართველო

ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკზე 5 ბავშვი დაშავდა

ინციდენტით დასრულდა სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისის ცენტრალურ ბაღში. დაშავდა ხუთი ბავშვი. კარავში ქუთაისის #33-ე სკოლის მოსწავლეები ცდას ატარებდნენ, რა დროსაც კოლბა აფეთქდა. ხუთი ბავშვი სახისა და ხელის არეში მსუბუქად დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს.

თეა წულუკიანი

19 სექტემბერი 2019, 17:12

საქართველო

მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ.

შავი პანტერა

19 სექტემბერი 2019, 17:09

ტაბლოიდი

საფრანგეთში, ქალაქში მოხეტიალე პანტერა დაიჭირეს

საფრანგეთში, ქალაქ ლილთან სამართალდამცველებმა მოხეტიალე პანტერა დაიჭირეს. პანტერა საცხოვრებელი სახლის სახურავზე გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე ვეტერინარიც მივიდა. ცხოველი სპეციალური პრეპარატით დააძინეს. პანტერა 20 კილოგრამს იწონიდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

19 სექტემბერი 2019, 17:00

ძალოვნები

სასამართლომ ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა. ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს 500 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი

19 სექტემბერი 2019, 16:59

ტექნოლოგიები

პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი ვიდეოების ავთენტურობა დაადასტურა

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოზეფ გრადიშერმა დაადასტურა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 3 ვიდეო აშშ-ის სამხედროებმა გადაიღეს. რგოლები ჯგუფ Blink-182-ს ყოფილი ვოკალისტის, ტომ დელონგის ორგანიზაციამ (TTSA) გამოაქვეყნა.

თომას ბახი

19 სექტემბერი 2019, 16:43

სპორტი

თომას ბახი IOC-ის მხრიდან სპორტსმენებისთვის ფულადი ჯილდოების მიღების წინააღმდეგ გამოდის

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი IOC-ის მხრიდან სპორტსმენებისთვის ფულადი ჯილდოების მიღების წინააღმდეგ გამოდის. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გერმანიის სპორტსმენთა კომისიამ IOC-ს მიმართა თხოვნით, ათლეტთა სასარგებლოდ სახსრების ნაწილი გადაენაწილებინა.

პეკინის ახალი აეროპორტი

19 სექტემბერი 2019, 16:12

ეკონომიკა

ჩინეთის ახალი მეგა აეროპორტი გახსნისთვის მზად არის

პეკინის შოუდუს აეროპორტი სრული დატვირთვით მუშაობს, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია ფრენების დამატება. 2018 წელს ამ აეროპორტის სამი ტერმინალით 100-მა მილიონმა მოგზაურმა ისარგებლა. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტია ატლანტის საერთაშორისო აეროპორტის შემდეგ.

გარემოს დაცვა

19 სექტემბერი 2019, 15:28

ტექნოლოგიები

Facebook-ის ოფისებში პლასტმასის ბოთლები აიკრძალება

კომპანია Facebook-ი მსოფლიოს მასშტაბით თავის ოფისებში წყლის ერთჯერადი პლასტმასის ბოთლების გამოყენებას აკრძალავს. ამის ნაცვლად თანამშრომლებისთვის სამუშაო სივრცეებში წყლის ჩამოსასხმელ აპარატებს დააყენებს. ასეთი აკრძალვა აგვისტოში სან-ფრანცისკოს აეროპორტში შემოიღეს.

ეროვნული ნაკრები

19 სექტემბერი 2019, 15:17

სპორტი

საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა. ფიფას განახლებული მონაცემების თანახმად, საქართველო 91-ე ადგილზეა. გუნდმა გასულ თვეში ორი მატჩი ჩაატარა და ორივე ფრედ დაასრულა. რაც შეეხება ლიდერებს, მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე ბელგიაა.

Brexit დიდი ბრიტანეთის პარლამენტი

19 სექტემბერი 2019, 15:11

მსოფლიო

ბრიტანეთმა ევროკავშირს Brexit-ზე გეგმები წარუდგინა

დოკუმენტების მიღება ევროკავშირის პრესსპიკერმა მინა ანდრეევამ დაადასტურა. მისი თქმით, ტექნიკური დისკუსიები საკითხზე 19 და 20 სექტემბერს გაიმართება. ანდრეევამ ასევე დასძინა, რომ ბრიტანეთის წინადადებები საბაჟოების და საწარმოების მუშაობას და სანიტარიულ ნორმებს ეხება.

გუდიაშვილის მოედანი

19 სექტემბერი 2019, 14:59

ეკონომიკა

გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაცია კიდევ 12 შენობას ჩაუტარდება

კახა კალაძემ მთავრობას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები წარუდგინა. კახა კალაძემ მედიასთან პროექტის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ 26 შენობა-ნაგებობა რეაბილიტირდება, რომელთაგან 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.