imedi /  11 ივლისი 2019, 21:11 / სანდო წყარო

კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გზავნილები. მთავარი

კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“

კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“

11 ივლისს ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილეს ეძღვნება. ქვეყნის პირველმა პირებმა კონფერენციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია და ამ გზაზე ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა სჭირდება. 

არაერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკავშირთან დასაახლოებლად ერთ-ერთი გზა სწორედ სექტორული თანამშრომლობის გაფართოებაზე გადის. ითქვა ისიც, რომ საქართველოს შემთხვევაში ევროკავშირამდე მისასვლელი გზა აუცილებლად გულისხმობს ასოცირების შეთანხმების სრულყოფილ შესრულებას.

დღევანდელი დღის ყველაზე ემოციური წუთები კი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სიტყვები აღმოჩნდა. „როცა ვამბობ საქართველოს, ვგულისხმობ თავისუფლებას, სიამაყეს, მამაცობას,“ - ასე მიმართა დონალდ ტუსკმა მონაწილეებს და ვაჟა-ფშაველას ცნობილი პუბლიცისტური წერილიდან, რომელიც კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმს ეხება, ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა. 

„ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია", - ამბობდა ვაჟა. ზოგი ადამიანი ამბობს, რომ ჭეშმარიტი პატრიოტიზმი გამორიცხავს კოსმოპოლიტობას და ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი პატრიოტი არის კოსმოპოლიტი და ყველა ნამდვილი და ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი არის ჭეშმარიტი პატრიოტი. ყველა კოსმოპოლიტი ემსახურება თავის ქვეყანას და ცდილობს, რომ უფრო გაზარდოს და განავითაროს ის. ეს გამოთქმა უკვე 100 წელზე მეტი ხნისაა და ეს მოწმობს თავისთავად გლობალიზაციას. ასი წლის წინ ჯერ კიდევ ბატონმა ვაჟამ ბრძანა ეს და ეს გლობალიზაცია გულისხმობდა ადამიანებისა და ქვეყნების დაახლოებას“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა. 

ტუსკმა ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ევროსაბჭოს მიერ განვლილ გზაზე, უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

„ისმის ძალიან ბევრი კითხვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალთან დაკავშირებით. ეს არაა ერთადერთი შეკითხვა, მაგრამ მოდით ნუ დავმალავთ იმ ფაქტს, რომ ეს შეკითხვა კვლავაც რჩება დღის წესრიგში. ევროკავშირში ძალიან ბევრი ადამიანი ამ გაფართოებას ეჭვით უყურებს. მე ასეთი ეჭვები არ მაწუხებს. მინდა გითხრათ, რომ ასეთი პროცესები ერთ დღეში არ ხდება და ერთიანი გეგმა ყველაზე ვერ გავრცელდება. მინდა როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა და პოლონელმა გითხრათ, რომ საქართველო ჩემთვის არა მხოლოდ ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია, არამედ როცა ვამბობ საქართველოს - ვგულისხმობ თავისუფლებას, სიამაყეს, მამაცობას. თქვენ პატარა ქვეყანა, მაგრამ უდიდესი ერი ხართ. თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს - ყველანაირი განსხვავების მიუხედავად ერთიანი მიზნის ირგვლივ გაერთიანდით. თქვენ ააშენებთ თავისუფალ სახელმწიფოს. თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო. არავის მისცეთ უფლება, რომ დაგყონ - იყავით ერთიანი, როგორც ერთი დიდი ევროპა“, - განაცხადა ტუსკმა.

საქართველოს პრემიერმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის მონაწილეებს შეახსენეს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არა უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანია და რომ საბოლოო მიზნამდე მისასვლელად ქვეყანას ევროკავშირის მხარდაჭერა სჭირდება. 

„საქართველოს ევროპული არჩევანი ხალხიდან წამოსული არჩევანია. ასოცირების შეთანხმება საქართველოს ისტორიაში საეტაპო მოვლენად აღიბეჭდება და ქვეყანას მის ძირძველ ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. მზად ვართ გავაგრძელოთ მეტის კეთება, თუმცა ჯერი თქვენზეა. შემოთავაზებულია ახალი მექანიზმები, ახალი სამიზნე ორიენტირების დასახვისთვის და ჩემპიონი ქვეყნის მიერ ახალი შედეგების მისაღწევად“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

„300 წლის წინ, ქართველმა ელჩმა, სულხან-საბა ორბელიანმა ევროპის კარზე დააკაკუნა. იგი ოცნებობდა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაზე, მას სურდა, პოლიტიკური და ფინანსური დახმარება ეთხოვა სამშობლოს გადასარჩენად. 300 წლის შემდეგ, ეს ისტორია ისევ მეორდება – საქართველო კვლავ ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი და მას ისევ დახმარება სჭირდება. 10 წლის მანძილზე ჩვენ გამოვიყენეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მთელი პოტენციალი ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, განათლების სფეროში. ეს პროგრამა არის ეფექტური ინსტრუმენტი საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრობასთან დასაახლოვებლად. გვწამს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ევროკავშირთან ჩვენი პარტნიორობა უნდა გადავიდეს ხარისხობრივად ახალ დონეზე“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დადგა დრო, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში ახალი კურსი დაიწყოს.

„საქართველოს კულტურა და ცივილიზაცია გამოკვეთილად ევროპულია და ეს არის ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო ადამიანის უფლებათა დამკვიდრებაში. ჩვენი ღირებულებები, კულტურა, ყველაფერი ევროპულია. ჩვენი პოლიტიკაც ევროპული გახლავთ ჩვენი მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს და ამოცანას. საქართველო გახდა გარკვეული გამონაკლისი, როგორც ყველაზე ენთუზიასტი ქვეყანა და ქომაგი ევროკავშირში გაწევრიანების. ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია იზიარებს და ხელს უწყობს ევროკავშირისაკენ სვლასა და ევროკავშირის წევრობას. ამისათვის კი არაერთი ნაბიჯი გადაიდგა", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა.

საერთაშორისო კონფერენციას არც მთავარ გამოწვევაზე - რუსულ ოკუპაციაზე საუბრის გარეშე ჩაუვლია. 

„ხშირად ვამბობ, რომ საქართველოს წინაშე დგას ორი მტკივნეული გამოწვევა - ოკუპაცია და სიღარიბე, რაც გახდა ბაზა ყველა რეფორმის, ყველა ინიციატივის, რომელსაც ჩვენი მთავრობა წარმოადგენს ქვეყანაში. მიუხედავად ყველა პოზიტიური სინერგიისა, რომელიც შევქმენით საქართველოში, ჩვენი ქვეყანა კვლავ აწყდება ძირითადს - ადამიანის უფლებათა გამოწვევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მილიტარიზაცია სრული ტემპით მიდის და მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცირდება ხუთჯერ, ექვსჯერ და ჩვენ ამის გაგრძელების საშუალება არავის უნდა მივცეთ. საქართველოს შუაგულში გაგვაჩნია რუსული უკანონო ბაზები და ყოველდღიურად მოტაცების, წამებისა და საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებს ვაწყდებით. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, „ოთხოზორია ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისათვის. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ არამხოლოდ საქართველო უნდა დადგეს ამის პირისპირ, არამედ ეს გახლავთ ჩვენი ევროპული ამოცანა, დავაკავშიროთ ერთმანეთთან გამყოფი ხაზებით გაყოფილი ოჯახები. მიუხედავად იგნორირებისა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ასეთი დარღვევები არ იქნება მოთმენილი. მიუხედავად საქართველოს ისტორიის გადაკეთების მცდელობების და ოკუპაციისა, ჩვენ ნამდვილად არ გავხდებით უიმედობის და დაშინების მსხვერპლი“, - განაცხადა ბახტაძემ.

„დემონსტრაცია, რომელიც დაიწყო 20 ივნისს, თავისთავად არის ბუნებრივი გამოხატულება იმის, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას წლების განმავლობაში. ეს არის გაწბილება იმის გამო, რომ არ არსებობს არანაირი პოლიტიკური პროგრესი ტერიტორიული გამთლიანების გზაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობელი ვართ ევროკავშირის გადაწყვეტილებების გამო, რომელიც აახლოებს საქართველოს ევროპასთან, მაგრამ ამავე დროს, საქართველო ელოდება უფრო მეტ მხარდაჭერას განსაკუთრებით ამ საკითხში, როდესაც საკითხი ოკუპაციას ეხება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მაღალი რანგის ევროპელმა სტუმრებმა მედიასთან ორი დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება შეაფასეს. 

დღის წესრიგით ევროპული საბჭოს პრეზიდენტისათვის კითხვების დასმა გათვალისწინებული არ იყო, თუმცა დონალდ ტუსკმა შეხვედრებს შორის, მედიას  მოკლე რეპლიკით უპასუხა.

„ნათელია, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ევროკავშირის იმედი ამ რთულ სიტუაციაშიც. საქართველოსა და ევროკავშირს სოლიდარობა მუდმივად იქნება თანმიმდევრული. ჩემი შეხედულებებისა და ემოციების გამო, ალბათ, უკეთესი იქნება თუ მეტ კომენტარს არ გავაკეთებ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა. კრემლის ლიდერის მიერ შეთავაზებულ, შეცვლილ ისტორიაზე აზრი ჰკითხეს სხვა ევროპელ პოლიტიკოსებსაც. 

ყველა მათგანი რუსეთს აგრესორს უწოდებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს.  

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტის კლაუდია როთის განცხადებით, თუ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, მან უნდა გაიხსენოს, რომ 1991 წელს დადგენილი საზღვრები სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, რაც შემდეგ უკრაინაში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მოხდა.

ყველა სიახლე

სამხრეთ კორეა კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 16:00

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში ერთ დღეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა გაორმაგდა

ქვეყნის ხელისუფლებაში ადასტურებენ, რომ ავადმყოფების რაოდენობა 229-დან 433-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაავადება ახალ, სერიოზულ ფაზაში გადავიდა. ახალი შემთხვევების უმეტესობა ქალაქებს დეგუს და ჩონგდოს უკავშირდება, სადაც სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.

ამირან გამყრელიძე

22 თებერვალი 2020, 15:43

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

„ირანიდან ჩამოსულ მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. პასუხი კორონავირუსის თაობაზე უარყოფითია. არის ადენოვურუსული და რინოვირუსული ინფექცია, რაც საშიში არ არის. ახლა შემდგომი კლინიკურ მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ინფექციურმა კლინიკამ უნდა მიიღოს“, - აცხადებს გამყრელიძე.

სალომე ზურაბიშვილი

22 თებერვალი 2020, 15:34

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავს ეხმაურება

„ორი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. დღეს ჩვენი ერი ამ ტრაგიკულ დღეს იხსენებს და საქართველოს გამთლიანების იმედს გამოთქვამს, რათა მსგავსი ტრაგედია არასდროს განმეორდეს“, - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

22 თებერვალი 2020, 15:24

ძალოვნები

თავდაცვის მინისტრმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

„ჩვენ ქედს ვიხრით მისი ვაჟკაცობის, მისი გაუტეხლობის, მისი გმირობის წინაშე. ჩვენი ქვეყანა არის გმირების ქვეყანა. ჩვენი სამშობლო არის გამორჩეული ჩვენი გმირების ისტორიით. არჩილ ტატუნაშვილი არის თანამედროვეობის ნამდვილი გმირი. ოჯახს ვუცხადებთ თანაგრძნობას, პატივისცემას და მადლობას ვეუბნებით ასეთი ღირსეული ვაჟკაცი მამულიშვილის გაზრდისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 15:14

მსოფლიო

იტალიაში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ქალაქ პადუაში კორონავირუსით 77 წლის კაცი გარდაიცვალა, ლომბარდიის რეგიონში ექიმებმა დაინფიცირებული ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. სულ იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა გამოვლენილი.

22 თებერვალი 2020, 14:55

სპორტი

რაგბი ევროპა 2020 დაიწყო. პირდაპირი ტრანსლაცია ქუთაისიდან

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრები ბელგიას ქუთაისში, „აია არენაზე“ მასპინძლობს. პირველ ორ მატჩში საქართველომ ჯერ რუმინეთის ნაკრები ბონუს ქულით, 41:13 დაამარცხა, შემდეგ კი მადრიდში ესპანეთის ნაკრებს 23:10 სძლია. რაც შეეხება ბელგიელებს, ორი ტურის შემდეგ მათ ანგარიშზე 1 გამარჯვება და 1 მარცხია.

გუდაური მკვლელობა

22 თებერვალი 2020, 14:43

ძალოვნები

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი კადრები ვრცელდება

„ამ კადრებში ჩანს, თუ როგორ სცემს 5 ადამიანი მერაბ კობიაშვილს. აქ ჩანს, თუ როგორ წააქცევენ და ზემოდან ურტყამენ გამეტებით ფეხებს და ხელებს. ასე ჩანს, რომ ვერსია თითქოს, მხოლოდ ერთი სცემდა და დანარჩენები აშველებდნენ, არის არასწორი. ამ და დანარჩენ კადრებში ნათლად ვხედავთ, თუ როგორ გრძელდება კობიაშვილის ცემა მაშინ, როცა ის ცდილობს გაეცალოს მოძალადეთა ჯგუფს“, - წერს ადვოკატი.

კორონავირუსი

22 თებერვალი 2020, 14:20

მსოფლიო

კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდეს

70 წლის კაცი კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა სიმპტომები მხოლოდ 27 დღის გასვლის შემდეგ გამოუვლინდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა, იმაზე გაცილებით მეტი იყოს, ვიდრე აქამდე ექიმებს ეგონათ.

სოზარ სუბარი

22 თებერვალი 2020, 14:01

საქართველო

სოზარ სუბარი: მაინტერესებს რა სიტყვებით მოუწოდებს ხალხს გიგა ბოკერია, რომ ხმა მისცენ ნინო ბურჯანაძეს

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმების საკითხი „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ აინტერესებს. მისივე თქმით, ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია.

დავით ზალკალიანი

22 თებერვალი 2020, 13:55

საქართველო

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 2020 წლის 23-25 თებერვალს, შვეიცარიის კონფედერაციას ვიზიტით ეწვევა, სადაც ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სესიაზე სიტყვით გამოვა.

გია ჟორჟოლიანი

22 თებერვალი 2020, 13:31

საქართველო

გია ჟორჟოლიანი: „გაერთიანებული ოპოზიციის“ მიღმა მყოფ დეპუტატებს საკონსტიტუციო გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ

ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის გარდა, სადაც არის „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ 27 დეპუტატი, პარლამენტში არის კიდევ 28 დეპუტატი, რომელთაც შეუძლიათ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღონ საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ისეთ საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ყველასთვის, უფრო მეტისთვის იქნება მისაღები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განუცხადა.

სერგი კაპანაძე

22 თებერვალი 2020, 13:18

საქართველო

სერგი კაპანაძე ოპოზიციის კონსულტაციებზე: საბოლოო შეთანხმება ყველასთვის დამაკმაყოფილებელი იქნება

„ყველა პოლიტიკური ლიდერის კანდიდატურა განიხილება, ოღონდ როგორ რა პირობებში რომელ ოლქებში ამაზე როცა შევთანხმდებით მერე გაკეთდება საერთო განცხადება. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა, ბრძოლა რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა თავისი მხარდაჭერიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე პოულობს თავის ადგილს“, - განაცხადა კაპანაძემ.

გიორგი გახარია

22 თებერვალი 2020, 13:06

საქართველო

გიორგი გახარია: თითოეული მოქალაქის და სახელმწიფოს ვალდებულებაა გვერდით ვედგეთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს

ის, რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, იყო ბოლო წლების განმავლობაში გმირობის უდიდესი მაგალითი. სამშობლოსთვის გმირულად, თავდადებით მოკლული ადამიანის ხსოვნა არის ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს. ეს ქვეყანა ყველასია და ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები ჩვენს ცხოვრებაში აღარ იყოს",- აღნიშნა პრემიერმა.

სერგი კაპანაძე

22 თებერვალი 2020, 13:06

საქართველო

სერგი კაპანაძე: თუ პროპორციული არჩევნები არ დაინიშნა, ოპოზიცია გეგმა ბ-ს მიხედვით იმოქმედებს

„ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად კოორდინირებულად, ერთიანი ფრონტით ყველა ერთის წინააღმდეგ იყოს არჩევნებზე, თუ ის ქვეყანაში სისტემა დარჩება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს გამარჯვების იმედი აქვს. ოღონდ ამ სისტემის მიხედვით ის უფრო მეტად დამარცხდება, ვიდრე პროპორციულ სისტემაში“, - აღნიშნა კაპანაძემ.

ანტონიო გუტერეში

22 თებერვალი 2020, 12:52

მსოფლიო

გაეროს გენერალურმა მდივანმა სირიაში კონფლიქტის მონაწილეებს იდლიბში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

„თითქმის ერთი წელია სირიის მთავრობა რუსეთის ავიადარტყმების მხარდაჭერით სამხედრო ოპერაციას ახორციელებს. ამ თვეში კი თურქეთის და სირიის სამხედრო ძალებს შორის სასიკვდილო შეტაკებები დაფიქსირდა. ადამიანის ხელით შემქნილი ეს ჰუმანიტარული კოშმარის, რომლის გამოც სირიელი ხალხი იტანჯება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - განუცხადა გუტიერესმა ჟურნალისტებს.

კონფერენცია

22 თებერვალი 2020, 12:35

საქართველო

პარლამენტში ჯანდაცვის პოლიტიკის თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს

კონფერენციის მოხსენებებში ყურადღება გამახვილდება მსოფლიოში აპრობირებულ ჯანდაცვის სისტემებზე და ტიპებზე. წარმოდგენილი იქნება ამ სისტემების ძლიერი და სუსტი მხარეები, მართვის და დაფინანსების მოდელები. ასევე განხილული იქნება სამედიცინო ინფრასტრუქტურის, კადრების, სამედიცინო განათლების და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით საქართველოში არსებული გამოწვევები.

ჯენი კვანტალიანი აჭარის ტელევიზია

22 თებერვალი 2020, 12:22

საქართველო

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები არხზე არსებულ ზეწოლაზე საუბრობენ

ჟურნალისტები ამბობენ რომ დირექტორის მოადგილის შესარჩევ კონკურსზე მოხდა ჯენი კვანტალიანის მიერ მომზადებული სიუჟეტის განხილვა, რასაც მასალის ავტორის პროტესტი მოჰყვა. ზეწოლა განხორციელდა იმ ჟურნალისტზეც ვინც დახურული სხდომიდან სიუჟეტის განხილვის შესახებ ინფორმაცია გამოიტანა.

როჯერ ფედერერი

22 თებერვალი 2020, 12:15

სპორტი

როჯერ ფედერერი ტრავმის გამო თამაშს ივნისამდე ვერ შეძლებს

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც როგორც მინიმუმ სამი თვე ვერ ივარჯიშებს და კორტზე ბალახის სეზონის დაწყებამდე ვერ დაბრუნდება. ამ პერიოდში ფედერერი მაიამის, როლან გაროსის, ინდიან უელსისა და დუბაის ტურნირებს გამოტოვებს, რის გამოც 3180 სარეიტინგო ქულას დაკარგავს.

22 თებერვალი 2020, 12:12

ეკონომიკა

Glovo აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეკვეთას მხოლოდ ერთ ლარად მიუტანს

ყვითელი დღეების ფარგლებში, 20-დან 29 თებერვლის ჩათვლით, გამოიძახე სასურველი პროდუქტი Glovo-თი და მიიღე სწაფად, ხარისხიანად და რაც მთავარია, გადაიხადე ნაკლები მიტანის სერვისში.

შეხვედრა ლონდა თოლორაია

22 თებერვალი 2020, 12:05

საქართველო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ომბუდსმენის აპარატის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, პრაქტიკული საკითხების განხილვა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა იყო. შეხვედრა ევროპის საბჭოს ,,არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერის" პროექტის დახმარებით ჩატარდა.