imedi /  12 ივლისი 2019, 13:46 / სანდო წყარო

ელიზაბეთ რუდი: მოვუწოდებთ რუსეთს, აღადგინოს ორმხრივი ფრენები საქართველოში

ელიზაბეთ რუდი

ელიზაბეთ რუდი

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი 20 ივნისს, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ აფასებს. მისი თქმით, მომხდარი გამოძიებას საჭიროებს. 

„20 ივნისის მოვლენები საჭიროებს სრულ გამოძიებას, როგორც ძალის გამოყენების, ისე ზოგი დემონსტრანტის მიერ ძალადობის საკითხში. მოხარული ვართ, რომ, როგორც ჩანს, გამოძიება მიმდინარეობს. მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, უშუალოდ ვინ იყო პარლამენტში იმ დღეს, პირადად მე შეერთებულ შტატებში ვიყავი და ვესწრებოდი ჩემი ქალიშვილის ქორწილს“, - განუცხადა რუდმა ჟურნალისტებს. 

შეკითხვაზე რა პოზიცია აქვს აშშ-ს რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებსა და პუტინის განცხადებაზე საქართველოს შესახებ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პასუხობს: 

„შეერთებული შტატები შეშფოთებული აკვირდება იმ არაპროპორციულ ზომებს, რომლებიც განხილული იყო რუსული მთავრობის, დუმას წევრების მიერ და, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში დაწესებულიც იყო საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. თუმცა, ახლა, როდესაც ორივემ, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ლიდერებმა გამოხატეს მზადყოფნა სტაბილური ორმხრივი ურთიერთობისთვის, მოვუწოდებთ რუსეთს, რომ აღადგინოს ორმხრივი ფრენები საქართველოში. აქ გულითადად ხვდებიან ტურისტებს მთელი მსოფლიოდან და მათთვის უსაფრთხო გარემოა შექმნილი. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. 

8 ივლისს რუსეთის დუმის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ფრაქციის წინადადებას, რომელიც საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეზღუდვას და ორ ქვეყანას შორის ფულადი გზავნილების აკრძალვას ითვალისწინებს. 

რუსი დეპუტატების ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-თან  დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა, რასაც რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი და საგარეო უწყება გამოეხმაურნენ. 

12 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების შემოღების წინააღმდეგია.

პუტინი მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემიდან გამომდინარე და რუსულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება არ ღირს. 

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

გენადი არველაძე

27 თებერვალი 2020, 11:52

ეკონომიკა

გენადი არველაძე: ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება

ევროკავშირი გახლავთ საუკეთესო მაგალითი, სადაც სრულად ხდება ქართული საექსპორტო პროდუქტის ათვისება. 2014 წლის შემდეგ, როდესაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალაში შევიდა, ევროკავშირში ქართული წარმოშობის პროდუქტების კუთხით 22%-იანი წილი 31%-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე განაცხადა.

საბავშვო ბაღი

27 თებერვალი 2020, 11:40

საქართველო

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის ბაღებს რეკომენდაციებს სთავაზობს

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დედაქალაქის 181 საჯარო ბაღს ახალი კორონავირუსისგან თავის არიდების მიზნით დამატებით საპრევენციო ღონისძიებები, საინფორმაციო ბროშურები და რეკომენდაციები გაუგზავნა.

ჯონი ივანიშვილი

27 თებერვალი 2020, 11:34

ძალოვნები

პატიმრების წამებისთვის გასამართლებულმა „მატროსოვის ციხის“ დირექტორის ყოფილმა მოადგილემ საპატიმრო დატოვა

ჯონი ივანიშვილი 2013 წელს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან და ციხის დირექტორმა ვლადიმერ კაპანაძემ შეიმუშავეს მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები და პატიმრებს აწამებდნენ და აშინებდნენ.

საარჩევნო სისტემა

27 თებერვალი 2020, 11:30

საქართველო

მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიცის ლიდერები დიპლომატებს ხვდებიან

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის წევრები და ოპოზიცის ლიდერები შეიკრიბნენ. დიპოლომატებთან შეხვედრაზე პოლიტიკოსები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და საარჩევნო კანონმდებლობზე ისაუბრებენ. მხარეები იმედოვნებენ, რომ არაფრომალური შეხვედრები დიალოგის გაგრძელების წინაპირობა იქნება.

27 თებერვალი 2020, 11:15

მსოფლიო

სტრასბურგში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

სტრასბურგში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო შვიდი დაშავდა. ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ დადგენილი არ არის.

ამირან გამყრელიძე

27 თებერვალი 2020, 11:15

საქართველო

ამირან გამყრელიძე: ჩვენ გვაქვს საკარანტინო სივრცეების და შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოების რეზერვი, სამედიცინო ქსელი მზად არის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არის სამედიცინო ქსელის მზადყოფნა, რომ ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ. ამის შესახებ მან დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მას შექმნილ ვითარებაზე ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

საკრუიზო გემი

27 თებერვალი 2020, 11:07

მსოფლიო

საკრუიზო გემ World Dream-იდან ევაკუირებულები ინდონეზიის დაუსახლებელ კუნძულზე გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში 188 ადამიანი სპეციალური „მცურავი ჰოსპიტალით,“ სამხედრო გემების თანხლებით გადაიყვანეს. კუნძულზე ისინი დამატებით სამედიცინო გამოკვლევას გაივლიან. მანამდე კუნძულ სებარუზე ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ცენტრი იყო განთავსებული. საკრუიზო გემ World Dream-ზე კორონავირუსი 3 ადამიანს დაუდგინდა. ხომალდის ბორტზე 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.

კორონავირუსი ესტონეთი

27 თებერვალი 2020, 11:04

მსოფლიო

ესტონეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ცოტა ხნის წინ ეს ინფორმაცია ქვეყნის სოციალურ საქმეთა მინისტრმა, ტანელ კიიკმა დაადასტურა. მისივე თქმით, ინფიცირებული ირანის მოქალაქეა. ესტონეთის ტერიტორიაზე ის ლატვიიდან ავტობუსით შევიდა. ამ დროისათვის იმ მგზავრების იდენტიფიცირება მიმდინარეობს, რომლებიც ინფიცირებულთან ერთად ავტობუსში იმყოფებოდნენ.

არჩილ თალაკვაძე

27 თებერვალი 2020, 10:47

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: მჯერა, რომ ოპოზიცია უახლოეს დღეებში დაუბრუნდება დიალოგის მაგიდას და შეთანხმებას შევძლებთ

რაც დევს მოლაპრაკებების მაგიდაზე, არის პრაგმატული, კომპრომისული და სამართლიანი. არა მგონია, რომ ამ წინადადებას ოპოზიცია კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელმაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ირმა ინაშვილი

27 თებერვალი 2020, 10:42

საქართველო

ირმა ინაშვილი: უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, რას სთავაზობს საზოგადოებას

ევროკავშირის ელჩის ინიციატივით ვხვდებით არაფორმალურ შეხვედრაზე. ცხადია, რომ ვისაუბრებთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, - ამის შესახებ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მაიკ პომპეომ

27 თებერვალი 2020, 10:42

მსოფლიო

მაიკ პომპეო: ყირიმი უკრაინაა

„რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაცია და ნახევარკუნძულის მზარდი მილიტარიზაცია საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტურ თავისუფლებების შელახვას აგრძელებს, უხეშად აჩუმებს კრიტიკოსებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის და რელიგიურ თავისუფლებას ზღუდავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 10:37

საქართველო

გიორგი გახარია: ჩვენი მოვალეობაა პირადი ჰიგიენის დაცვა

ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოვალეობაა, ვირუსის დროული გამოვლენა, ჩვენი როგორც მოქალაქეების ძირითადი მოვალეობა კი - პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც რთული არ არის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო

27 თებერვალი 2020, 10:30

საქართველო

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ერთმა უცხოელმა მიმართა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გუშინ უცხოეთის ერთმა მოქალაქემ მიმართა. იგი ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ის გუშინ ლიტვიდან ჩამოფრინდა. ამსათან, გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 36 პაციენტი მკურნალობს, მათგან 27 ბავშვია.

დავით უსუფაშვილი

27 თებერვალი 2020, 10:24

საქართველო

დავით უსუფაშვილი: იმის ნახევარიც რომ მოვინდომოთ, რასაც დიპლომატები საარჩევნო საკითხებზე აკეთებენ, ყველაფერი კარგად დასრულდება

მე მგონია, რომ ჩვენ ქართველებმა იმის ნახევარიც რომ მოვინდომოთ, რასაც დიპლომატები საარჩევნო საკითხებზე შეთანხმების მისაღწევად ინდომებენ, მაშინ ყველაფერი კარგად დასრულდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშილმა განუცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

27 თებერვალი 2020, 10:20

საქართველო

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის ფართო გავრცელების რისკი არ არსებობს

„მე ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოში არ არსებობს იმის რისკი, რომ მოხდეს კორონავირუსის ფართო გავრცელება და შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვენ 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით“, - განაცხადა მინისტრმა.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 10:17

საქართველო

გიორგი გახარიამ უწყებათაშორის ჯგუფს დაავალა, შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც მოქალაქეების ყოველდღიურ ინფორმირებულობას უზრუნველყოფს

„ჯანდაცვის სისტემის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოვალეობაა, ვირუსის დროული გამოვლენა, ჩვენი როგორც მოქალაქეების ძირითადი მოვალეობა კი - პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც რთული არ არის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

დავით ზალკალიანი

27 თებერვალი 2020, 10:14

საქართველო

დავით ზალკალიანი თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის ამბასადორიალს გახსნის

უწყების ინფორმაციით, ამბასადორიალს, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობისა, ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში აკრედიტებული ავსტრიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და განვითარების სააგენტოს (ADA) წარმომადგენლები მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი გახსნის.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2020, 10:05

მსოფლიო

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დანიაშიც დაფიქსირდა

დანიაში ერთი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელებული ცნობით, ინფიცირებული ცოტა ხნის წინ იტალიიდან დაბრუნდა, სადაც სამთო-სათხილამურო კურორტზე იმყოფებოდა. მანამდე კორონავირუსის ერთი შემთხვევა ნორვეგიაში დადასტურდა.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 10:02

საქართველო

გიორგი გახარია: პანიკის საფუძველი არ გვაქვს

„ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები სრულად აკონტროლებენ ვითარებას, მთავარია, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად, საზღვარზე მოხერხდა ამ ვირუსის დადგენა და ინფცირებულ ადამიანს სხვა მოქალაქეებთან კონტაქტი არ ჰქონია.

მარინა ეზუგბაია

27 თებერვალი 2020, 09:47

საქართველო

კორონავირუსით დინფიცირებული საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოს მოქალაქის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება პაციენტის თანმხლები პირი, რომელიც მასთან ერთად ირანში იმყოფებოდა.