imedi /  12 ივლისი 2019, 17:47 / სანდო წყარო

გერმანიის ელჩმა განმარტა, რატომ მივიდა 20 ივნისს პარლამენტში

ჰუბერტ ქნირში

ჰუბერტ ქნირში

„ყველასთვის ცნობილია, რომ 20 ივნისის საღამოს მე პარლამენტთან ვიმყოფებოდი. იქ ვესაუბრე მედიის წარმომადგენლებს და ყველა მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდე“, ამით გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განმარტა, რატომ მივიდა პარლამენტში 20 ივნისს. 

„რა თქმა უნდა არ მიმიღია მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელი პირების მისაღები იყო.

ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელიც ეხება 20 და 21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს, უნდა გაეცეს პასუხები ამისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად“, - აღნიშნულია ელჩის განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საელჩო ავრცელებს. 

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, საგარეო უწყება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დიპლომატებს ინფორმაციას აწვდიდა.

მინისტრი ასახელებს მათ შორის გერმანიის ელჩს, რომელიც მისი თქმით, ადგილზე აკვირდებოდა სიტუაციას. 

„20 ივნისს სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლებოდა და სიტუაციის განვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს ჰქონდათ ინტერესი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა, მათ მივაწოდოთ ინფორმაცია და ჩვენ ამას ვაკეთებდით“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

20 ივნისის ღამეს ელჩების პარლამენტში ყოფნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც. ნინო ჯავახაძე აცხადებს, რომ იმ ღამეს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ გერმანიის ელჩი იყო სხვა ქვეყნის დიპლომატიური უწყების პირველი პირები კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პირდაპირ კავშირზე იმყოფებოდნენ.

20 ივნისის ღამეს პარლამენტში გერმანიის ელჩის ყოფნას მისივე ფრანგი კოლეგა ადასტურებს. პასკალ მენიე მასთან სატელეფონო საუბარს იხსენებს და აცხადებს, რომ იმ ღამეს ჰუბერტ ქნირში საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა და რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდა.

პარლამენტში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ყოფნის შესახებ ჟურნალისტებმა დღეს ამერიკის და საფრანგეთის ელჩებს დაუსვეს კითხვა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში მასთან ერთად, რამდენიმე ქვეყნის ელჩი იმყოფებოდა.

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

23 თებერვალი 2020, 12:11

ტაბლოიდი

დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის სუპერგმირის ამპლუაშია წარმოდგენილი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინდოეთში ვიზიტამდე Twitter-ზე ვიდეორგოლს აქვეყნებს, სადაც ის სუპერგმირის ამპლუაშია წარმოდგენილი.

ტაისონ ფიური

23 თებერვალი 2020, 12:08

სპორტი

ტაისონ ფიური WBC-ის ვერსიით სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონია

ბრიტანელმა მოკრივემ ტაისონ ფიურიმ ამერიკელი დეონტეი უაილდერი დაამარცხა და მსოფლიო კრივის საბჭოს (WBC) ვერსიით სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ლას-ვეგასში გამართული ბრძოლა მე-7 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.

ხორცი

23 თებერვალი 2020, 11:40

საქართველო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის 11 სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე. ე.წ. გვირაბში ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. 11 ობიექტი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო დაჯარიმდა, აქედან 4 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

ინფექციური საავადმყოფო

23 თებერვალი 2020, 11:20

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ოთხ ირანელს A და B ტიპის ვირუსი არ დაუდგინდათ

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით ირანის მოქალაქეები საქართველოში თეირანი-თბილისის რეისით ჩამოვიდნენ. თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას სავალდებულო შემოწმების დროს მათ მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ.

საჩხერის ერთ-ერთი სასტუმრო

23 თებერვალი 2020, 11:02

საქართველო

ჩინეთიდან ევაკუირებულები დაკვირვების მიზნით კვლავ საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში რჩებიან

ჩინეთიდან ევაკუირებული ადამიანები დაკვირვების ქვეშ კვლავ საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში არიან განთავსებული. მედიკოსების თქმით, 34- ვე პირი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ძაღლი

23 თებერვალი 2020, 10:49

ტაბლოიდი

ტეხასში ძაღლი სახლიდან გაიქცა და პოლიციაში მივიდა

ტეხასის შტატის ქალაქ ოდესაში ძაღლი სახლიდან გაიქცა და პოლიციაში მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია WREX-ი ავრცელებს. ძაღლის პატრონის, ედვარდ ალვარადოს თქმით, 1 წლის ჰასკისა და გერმანული ნაგაზის მეტისი სახელად ჩიკო სახლიდან ღამით გაიქცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

23 თებერვალი 2020, 10:45

ძალოვნები

ოჯახში ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით ბათუმში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კ.ა., ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

23 თებერვალი 2020, 10:20

ვიდეო

ფოტოგრაფი ალეკო უნივერსიტეტის ბაღიდან

Lego

23 თებერვალი 2020, 10:20

ტაბლოიდი

Lego-ს ადამიანის მინი-ფიგურის შემქმნელი 78 წლისა გარდაიცვალა

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია Lego-ს დიზაინერი და ადამიანის ცნობილი მინი-ფიგურის შემქმნელი იენს ნიგარდ კნუდსენი 78 წლისა გარდაიცვალა. კნუდსენი დანიის ქალაქ ხვიდე-სანდეში 1942 წელს დაიბადა. Lego-ში ის 1968-2000 წლებში მუშაობდა, თავისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, ადამიანის მინი-ფიგურა კი 1970-იან წლებში შექმნა.

დავით ცერცვაძე

23 თებერვალი 2020, 10:12

საქართველო

რწმუნებულის ინფორმაციით, 17 წლის ალეკო შიუკაშვილი ტყეში შეშაზე იყო წასული

„ბიჭები სოფელთან მდებარე ტყეში შეშაზე იყვნენ წასულები. 17 წლის ბიჭი დააკავეს, დანარჩენებმა გამოქცევა შეძლეს. ამ ბიჭის მამაც რამდენჯერმე ჰყავდათ დაკავებული. ზუსტად არ ვიცით, სად იმყოფება ის ახლა - რუსულ ბაზაზე თუ ცხინვალში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

გემი

23 თებერვალი 2020, 09:39

საქართველო

მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები კონტაქტზე ჯერ არ გამოსულან

მეკობრეები, რომელებმაც მეზღვაურები გაიტაცეს, კონტაქტზე ჯერ არ გამოსულან, შესაბამისად მათი მოთხოვნები ამ ეტაპზე უცნობია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური კომუნიკაცია აქვს გემთმფლობელ კომპანიასთან.

Asayel Slay

23 თებერვალი 2020, 09:33

კულტურა

საუდის არაბეთში ქალი რეპერის დაკავების ორდერი გაიცა

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გასცა ახალგაზრდა ქალი რეპერის, Asayel Slay-ის დაკავების ორდერი, რომელმაც YouTube-ზე თავისი სიმღერის Mecca Girl-ის ვიდეორგოლი გამოუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

წყალმომარაგება

23 თებერვალი 2020, 09:23

საქართველო

ქუთაისში დამატებით 30 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადადის

ქუთაისში ხვალიდან, დამატებით 30 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადადის. პროექტის ფარგლებში, ამ დროისათვის ქალაქის 60% 24-საათიანი წყლის მიწოდებით სარგებლობს. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ, გიგა მანდარია ქუთაისში ჩავიდა და ის ქუჩები დაათავლიერა, სადაც ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოებისას რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა.

23 თებერვალი 2020, 09:09

ძალოვნები

ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან 17 წლის ალეკო შიუკაშვილი გაიტაცეს

„ვადასტურებთ ერთი პირის უკანონო დაკავების ფაქტს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლობლო მისია. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს უწყებაში.

კორონავირუსი იტალია

23 თებერვალი 2020, 08:55

მსოფლიო

კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიის ჩრდილოეთში კარანტინი გამოცხადდა

მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულთა რიცხვმა 79-ს მიაღწია, პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ქვეყნის ჩრდილოეთში, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კარანტინი გამოაცხადა. ხელისუფლებამ 50 000-მდე ადამიანს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებას პოლიცია და სამხედროები გააკონტროლებენ.

კორონავირუსი

23 თებერვალი 2020, 08:40

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2442-ს მიაღწია

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2442-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 76 936-მდე გაიზარდა.

ბერნი სანდერსი

23 თებერვალი 2020, 08:13

მსოფლიო

ნევადაში გამართულ დემოკრატების შიდაპარტიულ კენჭისყრაში ბერნი სანდერსი იმარჯვებს

ნევადას შტატში გამართულ დემოკრატების საპრეზიდენტო კოკუსში სენატორი ბერნი სანდერსი ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ამომრჩევლებმა არჩევანი 33 კანდიდატს შორის გააკეთეს. ბიულეტენების 22%-ის დათვლის შემდეგ სანდერსი ხმების 47%-ს, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი 23%-ს აგროვებს.

წერილი ბოთლში

23 თებერვალი 2020, 00:51

ტაბლოიდი

ახალ ზელანდიაში ბოთლში გერმანიაში დაწერილი წერილი იპოვეს

8 წლის წინ, გერმანიის ქალაქ ბონში გოგოსების ოჯახმა წერილი დაწერა, ბოთლში მოათავსა და მდინარე რაინში გაუშვა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გზავნილი ახალ ზელანდიაში, ქალაქ ოკლენდში აღმოაჩინეს. გერმანულმა ოჯახმა ამის შესახებ ავსტრალიელების მიერ მიწერილი წერილიდან შეიტყო.

კვენტინ ტარანტინო

23 თებერვალი 2020, 00:43

ტაბლოიდი

კვენტინ ტარანტინოს პირველი შვილი შეეძინა

ამერიკელ რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს და სუპერმოდელ დანიელა პიკს შვილი შეეძინათ. დანიელა პიკმა ისრაელის კლინიკაში იმშობიარა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. რეჟისორმა დანიელა 2009 წელს ფილმის „უსახელო ნაბიჭვრების“ გადაღებისას გაიცნო. 2017 წელს წყვილს ნიშნობა ჰქონდა, 2018 წელს კი დაქორწინდნენ.

ჯეი დი დილარდი

23 თებერვალი 2020, 00:30

კულტურა

Lucasfilm-ი „ვარსკვლავური ომების“ ახალ პროექტზე მუშაობს

პროექტის რეჟისორი ჯეი დი დილარდი იქნება, სცენარზე კი მეტ ოუენსი იმუშავებს. ამ ეტაპზე ფილმის სიუჟეტის და პერსონაჟების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია სურათის ფორმატიც. Lucasfilm-ი და Disney არ აკონკრეტებენ, იქნება ეს სრულმასშტაბიანი ფილმი თუ სერიალი.