imedi /  15 ივლისი 2019, 14:13 / სანდო წყარო

ზოიძე: ურიგო არ იქნება თუ უზენაესის მოსამართლეების საკითხს შემდეგი მოწვევის პარლამენტი გადაწყვეტს

მოსამართლეების დანიშვნა

აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, უმრავლესობის წევრის აკაკი ზოიძის განცხადებით, მიკროსკოპის ქვეშ უნდა გატარდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი, რომელსაც პარლამენტი მხარს დაუჭერს ან არ დაუჭერს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრას ესწრება. 

აკაკი ზოიძის განცხადებით, არ იქნება ურიგო თუ პროპორციული სისტემით არჩეულ პარლამენტს დაუტოვებს მეცხრე მოწვევის პარლამენტი ამ საკითხს გადასაწყვეტად:

"თუ იქნება ორი ღირსეული კანდიდატი, ორი მოსამართლე უნდა დაინიშნოს და დანარჩენზე უარი ითქვას. მერე ეს პროცესი ან თავიდან უნდა დაიწყოს ან შემდეგი მოწვევის პარლამენტმა გააგრძელოს. პროპორციული არჩევნების ერთ-ერთი ამოცანა გახლავთ, რომ კიდევ უფრო მაღალი პოლიტიკური ნდობის პარლამენტი მივიღოთ, სადაც თითოეულ მოქალაქეს ექნება შეგრძნება, რომ მისი ინტერესების გამომხატველი ადამიანი მოხვდა პარლამენტში. არ იქნება ურიგო თუ ასეთ პარლამენტს დავუტოვებთ გადასაწყვეტად ამ საკითხს. ეს ჩემი პირადი აზრია. არ მგონია, რომ 20 იდეალური კანდიდატი მოვძებნოთ", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ასევე ფიქრობს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოში ვაკანსიების უმრავლესობის საკითხი მომავალი პარლამენტის გადასაწყვეტი უნდა იყოს, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა კი უზენაეს სასამართლოში მხოლოდ რამდენიმე მოსამართლე უნდა გაამწესოს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე დეპუტატებს ხვდებიან. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტში ლევან გოგიჩაიშვილმა, ლევან კობერიძემ, კობა ნარჩემაშვილმა და ბიძინა გეგიძემ მიიწვიეს. მიზეზი შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გახდა, ანა დოლიძე  და ნაზი ჯანეზაშვილი პროცესის შეწყვეტას ითხოვენ. მათი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს სამივე ინსტანციის სასამართლოში მათთვის სასურველი მოსამართლეები გაამწესოს. საბჭოს არამოსამართლე წევრების პოზიციას იზიარებენ უმრავლესობიდან წასული დეპუტატებიც.  

ისინი აცხადებენ, რომ უზენაესს სასამართლოში ამ ეტაპზე მხოლოდ 6-მდე მოსამართლე უნდა გამწესდეს, დანარჩენი კი მომავალი მოწვევის პარლამენტმა უნდა აირჩიოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება 1 ივნისს დასრულდა. განცხადებების მიღება ელექტრონულად 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

როგორ აირჩევენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შეგიძლით იხილოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

20 თებერვალი 2020, 00:23

მსოფლიო

თეთრ სახლში უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ტრამპმა ასანჟს შეწყალების სანაცვლოდ გარიგება შესთავაზა

„ტრამპს არასოდეს უსაუბრია მასთან ამ თემაზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა თემაზე. Guardian-ის ეს პუბლიკაცია სრული ფაბრიკაციაა და ტყუილი. სავარაუდოს, ეს მორიგი ფალსიფიკაციაა დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტიოს მხრიდან“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტის პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა.

რონია ფროესეა

20 თებერვალი 2020, 00:18

ტაბლოიდი

ჯუჯა ცხენმა, სახელად ფრედი, პირველი კლასის ავიარეისით იფრინა

ჯუჯა ცხენმა პირველი კლასის ავიარეისით იფრინა. ფრედი სპეციალურად მისმა მასწავლებელმა რონია ფროესემ გაწვრთნა იმისთვის, რომ ცხენი American Airlines-ის ბორტზე გაჩერებულიყო. ისინი მიჩიგანიდან მიფრინავდნენ. ფრედი სუპერგმირის კოსტუმში იყო გამოწყობილი და საგზაო ჩანთა სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული, - ინფორმაციას ამის შესახებ SkyNews ავრცელებს.

20 თებერვალი 2020, 00:15

მსოფლიო

77 წლის კაცმა მძარცველს შესაშური წინააღმდეგობა გაუწია. ვიდეო

ეჭვმიტანილი მოხუცი კაცის დაყაჩაღებას ATM აპარატთან აპირებდა, თუმცა 77 წლის კაცმა მძარცველს წინააღმდეგობა გაუწია და მას ხელცარიელს მოუწია გაქცევა. ძარცვის მცდელოობის ამსახველ ვიდეოს USA TODAY twitter-ზე აქვეყნებს.

რიტა ებელი

20 თებერვალი 2020, 00:12

ტექნოლოგიები

რიტა ებელი, მეტსახელად „ლეგო ბებია“ „ლეგოსგან“ ინვალიდთა პანდუსებს ამზადებს

62 წლის რიტა ემბელმა უკვე 12 პანდუსი დაამზადა სხვადასხვა შენობისთვის თავის ქალაქ ჰანაუში, რომელიც გერმანიაში მდებარეობს. მან ეს იდეა სამედიცინო ჟურნალში ნახა და გადაწყვიტა, ახალი საქმიანობით დაკავებულიყო, რადგან ხედავდა თუ როგორ იტანჯებოდნენ მისი ინვალიდი მეგობრები სხვადასხვა შენობაში შესვლის გამო, - ინფორმაციას ამის შესახებ ABC News-ი ავრცელებს.

19 თებერვალი 2020, 23:52

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ საბავშვო ბაღებსა და სკოლებს ესტუმრა

ლია გიგაურმა ახლადრეაბილიტირებულ სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად ქართველი და უცხოელი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების ავტორობით წიგნები გადასცა. შეხვედრის დასასრულს მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებისა და პედაგოგების კითხვებს უპასუხა.

ლაშა ტალახაძე

19 თებერვალი 2020, 23:43

საქართველო

ლაშა ტალახაძე: შევეცდები, საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში

„შევეცდები, საქართველოს ჰიმნი ავაჟღერო მოსკოვში და ეს იქნება ჩემი ყველაზე დიდი პასუხი ყველა იმ ადამიანისადმი, ვისაც ეჭვი ეპარება ჩვენს პატრიოტიზმში“, - ასე გამოეხმაურა მსოფლიო ჩემპიონი ძლოსნობაში ლაშა ტალახაძე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ სპორტსმენების მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

ჯულიან ასანჟი

19 თებერვალი 2020, 23:35

მსოფლიო

Guardian: დონალდ ტრამპმა ასანჟს შეწყალების სანაცვლოდ გარიგება შესთავაზა

ადვოკატმა სასამართლოს მტკიცებულებაზე მიუთითა, რომლის თანახმად, ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი დანა რორაბახერი 2017 წლის აგვისტოს ასანჟს შეხვდა, როდესაც ის ჯერ კიდევ ეკვადორის საელჩოში იმყოფებოდა.

19 თებერვალი 2020, 23:19

საქართველო

აშშ-ის საელჩო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ყველა შეხვედრაზე ბატონმა სოჩამ ხაზი გაუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. მან შეხვედრებზე კონკრეტულად წამოჭრა საკითხი რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" არსებულ ვითარებაზე.

სერგი კაპანაძე

19 თებერვალი 2020, 23:10

საქართველო

სერგი კაპანაძე: ჩვენ არ მოგვისმენია შეთავაზება, რომელიც საქართველოს პროპორციულ სისტემაზე გადაიყვანდა

„ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან, სხვების წინააღმდეგ საქმეებია აღძრული და ჩვენ არ მოგვისმენია შეთავაზება, რომელიც საქართველოს პროპორციულ (ან მასთან დაახლოებულ) სისტემაზე გადაიყვანდა. „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ ხალხი 30%-იანი მხარდაჭერით უნდა მართონ. ცხადია თუ როგორი უტყუარია მათი შემოთავაზება“, - დაწერა სერგი კაპანაძემ კახა კალაძის ტვიტის კომენტარებში.

კრის სოჩა
კელი დეგნანი
არჩილ თალაკვაძე

19 თებერვალი 2020, 22:58

საქართველო

არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს კრის სოჩას შეხვდა

საუბარი ძირითად პოლიტიკურ საკითხებს და 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის როლს შეეხებოდა. არჩილ თალაკვაძემ სენატის საგარეო კომიტეტის მაღალჩინოსანს მიმდინარე საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე მმართველი გუნდის ხედვა გააცნო.

19 თებერვალი 2020, 22:32

მსოფლიო

იუტას შტატში მრავალცოლიანობისთვის სასჯელი შემსუბუქდა

შტატის კანონმდებლებმა ამ გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. გადაწყვეტილების თანახმად, მრავალცოლიანობა ამიერიდან 750 დოლარის ჯარიმით და საზოგადოებრივი სამუშაოებით დაისჯება. აქამდე არსებული კანონმდებლობით, მრავალცოლიანობა თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.

19 თებერვალი 2020, 22:00

საქართველო

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს

„მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში“, - ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი შოთაძე

19 თებერვალი 2020, 21:44

საქართველო

„სილქნეტი“ - ირაკლი შოთაძისთვის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით და კომპანია კმაყოფილი დარჩა

ირაკლი შოთაძეს „სილქნეტის“ იურიდიული კონსულტანტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 2019 წლის 15 თებერვლიდან, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მან დატოვა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა და მუშაობდა "სილქნეტში" 2020 წლის თებერვლამდე, - ამის შესახებ კომპანია „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

პრინცი ჰარი
მეგან მარკლი

19 თებერვალი 2020, 21:26

ტაბლოიდი

მედია: ელისაბედ მეორემ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენება აუკრძალა

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სავაჭრო მარკის Sussex Royal-ის თავიანთი პროექტებისთვის დარეგისტრირება სურდათ. გარდა ამისა, მათ საქველმოქმედო ორგანიზაციის Sussex Royal, The Foundation of the Duke and Duchess of Sussex (სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ფონდი) გახსნა ჰქონდათ დაგეგმილი.

დონალდ ტრამპი

19 თებერვალი 2020, 21:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: 3 ნოემბერს ცხადი გახდება, რომ „ფეიკ ნიუს“ მედიის გამოკითხვები კორუმპირებულია

3 ნოემბერს ცხადი გახდება, რომ „ფეიკ ნიუს“ მედიის გამოკითხვები კორუმპირებულია, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

19 თებერვალი 2020, 21:18

თემა

რატომ დადის ზოგიერთი ადამიანი ძილში? საშიშია თუ არა მთვარეულის გაღვიძება?

ხშირად გვსმენია ადამიანებზე, რომლებიც ძილში დადიან და უჩვეულო რაღაცებს აკეთებენ. მთვარეულს შეუძლია იაროს სახურავზე ან აივნის მოაჯირზე ისე, რომ წონასწორობა მაქსიმალურად შეინარჩუნოს. ესერთი შეხედვით უცნაური მოვლენაბევრ კითხვის ნიშანსდა შესაბამისად, მითს აჩენს. რას ნიშნავს ლუნატიზმი (მეცნიერულად სომნამბულიზმი) და რა იწვევს მას? უნდა გამოვაფხიზლოთ თუ არა მთვარეული?

ნათია თურნავა

19 თებერვალი 2020, 21:04

ეკონომიკა

ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ბელარუსული საწარმო გაიხსნება

„დღეს საქართველოში 70-მდე ბელარუსული კაპიტალით შექმნილი კომპანია ფუნქციონირებს, უახლოეს თვეებში გაიხსნება კიდევ ახალი ბელარუსული საწარმოები, მათ შორის იქნება მაღალტექნოლოგიური რძის პროდუქტების მწარმოებელი საწარმო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ვლადიმერ დვორნიკი

19 თებერვალი 2020, 20:48

ეკონომიკა

ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე: საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს

მინსკში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.

19 თებერვალი 2020, 20:27

მსოფლიო

ირანში კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ადამიანი გარდაიცვალა

ირანში, ქალაქ ყუმში კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ის გვერდზე თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

19 თებერვალი 2020, 20:26

საქართველო

ახალგაზრდების ჯგუფი ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ აქციას მართავს და მისგან სადეპუტატო მანდატის დატოვებას მოითხოვს

ახალგაზრდების ჯგუფი ელენე ხოშტარიასგან ბოდიშის მოხდას და სადეპუტატო მანდატის დატოვებას მოითხოვს. ისინი იმ კაფეში მივიდნენ, სადაც „ევროპული საქართველოს“ წევრი იმყოფებოდა. ახალგაზრდების თქმით, საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერება საქართველოს შეურაცხყოფაა.