imedi /  15 ივლისი 2019, 15:55 / სანდო წყარო

მედოევი: სამხრეთ ოსეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი, ნაცისტებისა და ჩვენი გზები გაყრილია

სირია

დიმიტრი მედოევი

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო მთავრობის განცხადებით, ისინი სირიაში ე.წ. საელჩოს გასახსნელად ემზადებიან. ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ჩვენ გვაქვს საელჩოები ნიკარაგუაში, ვენესუელაში, აფხაზეთში. ვემზადებით საელჩოს გასახსნელად დამასკოში. ასევე წარმომადგენლობები გვყავს თურქეთში, ბრაზილიასა და იტალიაში. ეს მიმართულება ვითარდება“, - აღნიშნა მედოევმა.

ამასთან, მედოევმა ასევე თქვა, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საქართველოში მათ დაანახა, რომ საბჭოთა ხალხისთვის „მზიური საქართველო“ აღარ არსებობს.

„ის 1990 წელს დამთავრდა, როდესაც ხელისუფლებაში ახალი ქართველი ნაციონალისტები მივიდნენ“, - განაცხადა დიმიტრი მედოევმა. მისივე თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში აღარასდროს დაბრუნდება.

„სტერეოტი, სახელწოდებით მზიური საქართველო, რომელსაც საბჭოთა კავშირის და ბოლო წლებში რუსეთის მოქალაქეებიც იყენებდნენ, გაქრა. ნიღბები ჩამოხსნილია. ქართული სტუმართმოყვარეობის მითიც, რომელიც საბჭოთა კინემატოგრაფმა შექმნა, დამსხვრეულია. სკეპტიკოსებისთვისაც კი საბოლოოდ გახდა ნათელი, რომ სამხრეთ ოსეთი აღარასდროს იქნება საქართველოს ნაწილი. ნაცისტებისა და ჩვენი გზები გაყრილია“, - აღნიშნა მედოევმა.

2018 წლის 1 ივნისს ოკუპირებულ აფხაზეთში სირიის ე.წ. საელჩო გახსნეს.

სირია ერთ-ერთია გაეროს წევრი იმ 5 სახელმწიფოდან, რომელმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ყველა სიახლე

მკვლელობა

23 ოქტომბერი 2019, 17:02

მსოფლიო

ინგლისში სატვირთო მანქანაში ნაპოვნი ცხედრების საქმეზე 25 წლის ბიჭია დაკავებული

ესექსის პოლიციის განცხადებით, სატვირთო მანქანა ბულგარეთიდან დიდ ბრიტანეთში ქალაქ ჰოლიჰედის გავლით მოხვდა. წინასწარი მონაცემებს გარდაცვლილებს შორის 38 ზრდასრული, ერთი კი თინეიჯერია. ამ ეტაპზე ცხედრების იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს.

კევინ ჰარტი

23 ოქტომბერი 2019, 16:39

ტაბლოიდი

კევინ ჰარტი ავარიის შემდეგ პირველად გამოჩნდა

ჰოლივუდის მსახიობი კევინ ჰარტი ავარიის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. გამოცემა Tmz-ის ინფორმაციით, მსახიობი მეგობართან და ცნობილ რეპერთან ჯეი-ზისთან ერთად ბევერლი ჰილზში იმყოფებოდა. როგორც გამოცემა წერს, ჰარტი თავს კარგად გრძნობს, თუმცა თერაპიის ინტენსიურ კურსს მაინც აგრძელებს.

აშრაფ ღანის

23 ოქტომბერი 2019, 16:37

მსოფლიო

ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალაჰუდინ რაბანიმ თანამდებობა დატოვა. მან ქვეყნის პრეზიდენტ აშრაფ ღანის ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც განაცხადა, რომ უწყებამ ფუნქცია დაკარგა. „საგარეო საქმეთა სამინისტრო მეორეხარისხოვან როლშია და მას როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას ისე უყურებენ“, - წერს სალაჰუდინ რაბანი.

გიორგი გახარია

23 ოქტომბერი 2019, 16:31

ეკონომიკა

გახარია: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 6 თვის შემდეგ ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს

„რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს თავისი მანდატი აქვს, რომელშიც მან უნდა იმოქმედოს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი, როგორც მთავრობის პოზიცია არის მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, მაქსიმალური ახალი სამუშაო ადგილები და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კიმ ჩენ ინი კუმგანგი

23 ოქტომბერი 2019, 16:27

მსოფლიო

კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის მიერ აშენებული კურორტის დანგრევის ბრძანება გასცა

სამხრეთ კორეამ კუმგანგის მთაზე საკურორტო ინფრასტრუქტურა 1990-იან წლებში ააშენა. ადგილი ორი კორეის ერთიანობის სიმბოლოდ ითვლებოდა, თუმცა 2008 წელს, ჩრდილოეთ კორეელმა ერთ-ერთი ტურისტი მოკლა და სეულმა ტურების განხორციელება შეწყვიტა.

გიორგი გახარია

23 ოქტომბერი 2019, 16:20

საქართველო

პრემიერი: სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის ყველა შემთხვევა უნდა გამოიძიონ

„პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ, დაველოდები პროკურატურის ოფიციალურ რეაგირებას ამ საკითხზე. ის თუ სიმართლეა, რაც თქვენ ბრძანეთ, არის მიუღებელი, თუმცა პროკურატურა ამ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი უწყება, რომელმაც უნდა გააკეთოს განმარტება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აბრეშუმის გზის ფორუმი

23 ოქტომბერი 2019, 16:14

ეკონომიკა

როგორ აფასებენ აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეები საქართველოს ბიზნესგარემოს

მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობის პანელზე, Cerberus Frontier-ის უფროსმა მმართველმა დირექტორმა, ალექსანდერ ბენარდმა საქართველოს მიმართ კომპანიის ინტერესზე და ბიზნესისთვის მიმზიდველ სექტორებზე ისაუბრა. კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე კარგი ბიზნესგარემო აქვს და ქვეყანა მათთვის საინტერესოა.

კობა გვენეტაძე

23 ოქტომბერი 2019, 15:59

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: „პროგრეს ბანკი“ აღარ არსებობს, ამიტომ მისი შემოწმება შეუძლებელია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, „პროგრეს ბანკი“ დღესდღეობით აღარ არსებობს, ამიტომ მისი შემოწმება შეუძლებელია. ასე უპასუხა გვენეტაძემ „თიბისი ბანკისა“ და მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს.

სალომე ზურაბიშვილი

23 ოქტომბერი 2019, 15:44

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

ლიდერებმა შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასა და კულტურულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ამასთან, პრეზიდენტებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ტექნოლოგიების, სურსათის უვნებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

სესხები

23 ოქტომბერი 2019, 15:42

ეკონომიკა

102 700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე გაზარდა, შედეგად 102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1%-ით გაეზრდება.

NBA

23 ოქტომბერი 2019, 15:35

სპორტი

NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა „რეპტორზმა“ „პელიკანსი“ დაამარცხა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2019-2020 წლების სეზონი „ტორონტო“ - „ნიუ ორლეანისა“ და ლოს-ანჯელესის კლუბების, „ლეიკერსი“ - „კლიპერსის“ შეხვედრით გაიხსნა. NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა „რეპტორზმა“ „პელიკანსი“ 130:122 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო პასკალ სიაკამი იყო, რომელმაც თამაში 34 ქულითა და 18 მოხსნით დაასრულა.

გლობალური დათბობა

23 ოქტომბერი 2019, 15:34

ტექნოლოგიები

ანომალიური კლიმატური მოვლენა ელ-ნინიო გახშირდება

მკვლევრებმა ელ-ნინიოს 33 შემთხვევა გააანალიზეს, რომელიც 1901-2017 წლებში მოხდა. აღმოჩნდა, რომ 1970-იანი წლების დასასრულს, ადგილებმა, სადაც ელ-ნინიო წარმოიქმნება და ინტენსივობის პიკს აღწევს, დასავლეთის მხარეს, (სადაც ატმოსფერული ჰაერი გაცილებით თბილია) ათასობით კილომეტრით გადაიწია.

23 ოქტომბერი 2019, 15:21

ძალოვნები

ზუგდიდში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.ერთმანეთს ურთიერთსაპირისპიროდ მიმავალი „ოპელისა“ და „ვოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ოპელის ტიპის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

ეკა ბესელია

23 ოქტომბერი 2019, 14:58

საქართველო

ბესელიამ პაატა სილაგაძეს ჯალათი, სილაგაძემ კი ბესელიას სუბიექტური უწოდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს უსმენენ, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მოსამართლეობის კანდიდატმა დამოუკიდებელი დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვებს არ უპასუხა.

ტვიში

23 ოქტომბერი 2019, 14:55

ეკონომიკა

ტვიშელები კომპანია „როიალ ხვანჭკარას“ მევენახეების მოტყუებაში ადანაშაულებენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში ადგილობრივებმა მორიგი აქცია გამართეს. მოსახლეობა ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებულ პრობლემას აპროტესტებს. მათი თქმით, კომპანია ,,როიალ ხვანჭკარამ" მევენახეები მოატყუა, რადგან 11 ტონა ყურძნის ჩაბარების მაგივრად, საბოლოოდ მხოლოდ ხუთი ტონა წაიღო.

გიორგი ქობულია

23 ოქტომბერი 2019, 14:36

საქართველო

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს რა შემთხვევაში დაუბრუნდება პოლიტიკას

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 27 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მიერ გამოთქმული მოსაზრებები არასწორია და უმეტეს შემთხვევაში, არ შეესაბამება სიმართლეს.

ზუგდიდი

23 ოქტომბერი 2019, 14:26

ძალოვნები

ზუგდიდში შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ 83 წლის იაშა არნანიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო. პროკურორ მაია ჯაბუას განცხადებით, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე აუცილებელია პატიმრობის გამოყენება.

რეფინანსირების განაკვეთი

23 ოქტომბერი 2019, 14:20

ეკონომიკა

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაზრდა გადაწყვიტა

მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან კი შემცირებას დაიწყებს.

ბრაზილიური ფილმების ფესტივალი

23 ოქტომბერი 2019, 14:15

კულტურა

თბილისში ბრაზილიური ფილმების ფესტივალი გაიმართება

ფესტივალი 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კინოს სახლის კინოდარბაზში (ძმები კაკაბაძეების ქ. N 2), დოკუმენტური დრამით „ნისი: სიგიჟის გული“ გაიხსნება. ფილმი ექიმ ნისი და სილვეირაზე, ბრაზილიელ ფსიქიატრზე მოგვითხრობს, რომელიც ელექტროშოკური თერაპიის ნაცვლად, პაციენტებს ხელოვნებით მკურნალობდა.

მასწავლებელი

23 ოქტომბერი 2019, 13:57

საქართველო

საჯარო სკოლების 30 000-მდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი მიიღო

პირველ ეტაპზე, 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს, რომელსაც მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი აქვს, ანაზღაურება 150 ლარით უკვე გაეზარდა. არსებული მონაცემებით, 2019 წლის ზაფხულში 8 400-მდე მასწავლებელმა სტატუსი შეიცალა, მათ შორის 5 700-ზე მეტმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.