imedi /  16 ივლისი 2019, 09:33 / სანდო წყარო

ზურაბიშვილი მიუნხენში ქართულ დიასპორასა და სტუდენტებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მიუნხენში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დიასპორასა და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ქართულ დიასპორასთან ტრადიციულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთში ყველა ვიზიტისას მართავს, სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის წინაშე მდგარ პრობლემებზე და საქართველოსთან მათი კავშირების შენარჩუნებისა და გაძლიერების გზებზე ისაუბრა, რომელშიც უდიდეს, გამაერთიანებელ როლს უცხოეთში მოქმედი ქართული ეკლესიები და ასევე, ქართული ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნება თამაშობს.

სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის სირთულეებისა და მოლოდინების შესახებ ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ბათუმში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც მან საქართველოს პარტნიორებს (ევროკავშირში არსებული სირთულეების მიუხედავად) ევროკავშირის გაფართოებისა და საქართველოს გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯების შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა.

პრეზიდენტმა ევროკავშირში სექტორული გაწევრიანების ამოცანის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მომავალი ეტაპი განათლების, კულტურის, ენერგეტიკის, კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის მიმართულებით ევროკავშირის პროგრამებში გაწევრიანებაა.

ზურაბიშვილმა სტუდენტებთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ 2019 წელი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი იყო საქართველო-ნატოს ურთიერთობებში.

სტუდენტები საქართველოში განათლების სისტემის რეფორმით დაინტერესდნენ. საუბარი ასევე შეეხო
გერმანიაში ,,ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ მიღებულ კანონსაც. პრეზიდენტი მიუნხენში ქართულ ეკლესიაში წირვასა და საკვირაო სკოლების ფესტივალს დაესწრო.

ყველა სიახლე

ედვარდ სნოუდენი

15 სექტემბერი 2019, 01:05

მსოფლიო

რა წერია ედვარდ სნოუდენის მოგონებების წიგნში. მთავარი

ახლა ის რუსეთში ცხოვრობს, რომელმაც მას თავშესაფარი და ცხოვრების უფლება მისცა. წიგნში „Permanent Record“ („პირადი საქმე“) სნოუდენი პირველად დეტალურად ყვება მოვლენების საკუთარ ვერსიას. ზოგიერთი დასავლური გამოცემა წიგნს გამოქვეყნებამდე გაეცნო და სნოუდენთან ინტერვიუც ჩაწერა.

მაიკლ პომპეო

15 სექტემბერი 2019, 00:50

მსოფლიო

პომპეომ ირანი საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში დაადანაშაულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ირანის ხელისუფლება საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებსა და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ამის შესახებ აშშ-ის პირველმა დიპლომატმა Twitter-ზე დაწერა.

სალმონელა

15 სექტემბერი 2019, 00:41

მსოფლიო

აშშ-ში მოსახლეობას აფრთხილებენ ქათმებს არ აკოცონ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს - ნუ კოცნიან თავიანთ ქათმებს, - წერს CNN. კერძოდ, გაფრთხილება ქათმებისთვის სპეციალური სივრცის გამოყოფის აუცილებლობას გულისხმობს, რათა სალმონელას დაავადების გავრცელებას ხელი არ შეეწყოს.

გვირგვინი

15 სექტემბერი 2019, 00:24

კულტურა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სერიალ „გვირგვინის“ გადაღებებში ჩარევას უარყოფს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სერიალ „გვირგვინის“ გადაღებებში ჩარევას უარყოფს, - წერს CNN. სამეფო ოჯახმა ეს განმარტება მას შემდეგ გააკეთა, როცა სცენარისტმა პიტერ მორგანმა მედიასთან განაცხადა, რომ სერიალთან დაკავშირებით პერიოდულად „ძალიან მაღალი რანგის ადამიანებს“ ხვდება.

15 სექტემბერი 2019, 00:13

ტაბლოიდი

აშშ-ში კაცი თვითმფრინავთან შეჯახებას სასწაულებრივად გადაურჩა. ვიდეო

აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ ბოკა-რატონში კაცი სასწაულებრივად გადაურჩა თვითმფრინავთან შეჯახებას, რომელიც აეროდრომზე ავარიულად ეშვებოდა. ინციდენტი გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. აეროდრომის თანამშრომელს ანგარიდან ნაგავი გაჰქონდა, რა დროსაც მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი Piper PA-28 ავარიულად ეშვებოდა.

ტუნისი

14 სექტემბერი 2019, 23:46

მსოფლიო

ტუნისის პრეზიდენტობისთვის 26 კანდიდატი იბრძოლებს

15 სექტემბერს ტუნისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში 26 კანდიდატი მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს. ერთ-ერთი კანდიდატის, მოქმედი პრემიერმინისტრის იუსეფ ჩაჰედის თქმით, ქვეყანამ მთავარი აქცენტი უსაფრთხოებაზე და ეკონომიკურ რეფორმებზე უნდა გადაიტანოს.

პლანეტა სატურნი

14 სექტემბერი 2019, 23:31

ტექნოლოგიები

NASA-მ პლანეტა სატურნის ახალი ფოტო გამოაქვეყნა

NASA-მ პლანეტა სატურნის ახალი ფოტო გამოაქვეყნა, - წერს Mashable. კერძოდ, 20 ივნისს, როცა სატურნი დედამიწას უახლოეს მანძილზე მოუახლოვდა, ჰაბლის ტელესკოპმა მისი ახალი ფოტო გადაიღო. ახალი ფოტო NASA-ს იმ პროექტის ნაწილია, რომელიც მზის სისტემას იკვლევს და მეცნიერებს ეხმარება აჩვენოს, თუ როგორ ვითარდება ის.

დათვი

14 სექტემბერი 2019, 22:59

მსოფლიო

სომხეთში დათვი პოლონელ ტურისტებს დაესხა თავს

სომხეთში, არაგაწის მთაზე დათვი პოლონელ ტურისტებს დაესხა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 14:26 საათზე პოლონეთის მოქალაქე მარგო ჟ.-სგან შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მას და მის საქმროს ​არაგაწიც მთაზე დათვი დაესხა თავს.

14 სექტემბერი 2019, 22:45

კულტურა

სერიალი „მეგობრები“ არ განახლდება

სერიალი „მეგობრები“ არ განახლდება, - წერს Fox News. როგორც სერიალის შემქმნელებმა მართა კაუფმანმა და დევიდ კრეინმა სატელევიზიო ფესტივალზე განაცხადეს, შოუ ტელეეკრანებზე აღარ დაბრუნდება. „მეგობრების“ პირველი სერია 1994 წლის 22 სექტემბერს გავიდა.

მიწისძვრა

14 სექტემბერი 2019, 22:37

მსოფლიო

ინდონეზიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის სანაპიროსთან 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 23:21 საათზე მოხდა. მიწისძვრის კერა ქალაქ ლაუვუიდან 108 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

არჩილ თალაკვაძე

14 სექტემბერი 2019, 22:03

საქართველო

თალაკვაძე: პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას გავზრდით

„ქართული ოცნება“ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობასა და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაზე განაცხადა.

ევგენი კუზნეცოვი

14 სექტემბერი 2019, 22:02

სპორტი

კოკაინის მოხმარების გამო რუსი ჰოკეისტი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა „ვაშინგტონ კაპიტალსის“ ფორვარდი ევგენი კუზნეცოვი, რომლის ანალიზებშიც კოკაინის კვალი აღმოჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ NHL-ის ვებგვერდზე გავრცელდა.

ბეჭედი

14 სექტემბერი 2019, 21:35

ტაბლოიდი

ამერიკელმა მეუღლეს ადამიანის ძვლისგან დამზადებული ბეჭედი აჩუქა

ბრიტანი რასელმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე მეუღლის მიერ ნაჩუქარი ბეჭედი გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ადამიანის ძვლისგან არის დამზადებული. ქსელის მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ბეჭედი ბრიტანის ძალიან უხდება, თუმცა ჯგუფის მონაწილეთა დიდ ნაწილში ბეჭედმა უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.

Comedy Wildlife

14 სექტემბერი 2019, 21:27

კულტურა

ველური ბუნების ამსახველი წლის ყველაზე სახალისო ფოტოები გამოვლინდა

2019 წლის „ველური ბუნების კომედიური ფოტოგრაფიის“ დაჯილდოებისთვის ფინალისტები გამოვლინდნენ, - წერს Forbes. ეს დაჯილდოება მეხუთე წელია ტარდება და ველური ბუნების ამსახველ სახალისო ფოტოებს მოიცავს. გამარჯვებული 13 ნოემბერს გახდება ცნობილი.

დიდიე რეინდერსი

14 სექტემბერი 2019, 21:16

მსოფლიო

მედია: ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებენ

ამის შესახებ ტელერადიოკომპანია RTBF-ი იუწყება. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე წლის აპრილში ფედერალურ პოლიციას სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილმა აგენტმა მიმართა და რეინდერსის მხრიდან კორუფციისა და ფულის გათეთრების რამდენიმე შემთხვევის შესახებ განაცხადა.

იტალია

14 სექტემბერი 2019, 20:31

მსოფლიო

იტალიის ახალმა მთავრობამ მიგრანტების გემი ქვეყნის პორტში შეუშვა

იტალიის ახალმა მთავრობამ ქვეყნის პორტში მიგრანტების გემს შესვლის უფლება მისცა, - წერს CNN. კერძოდ, ჰუმანიტარული მისიის მქონე გემმა იტალიაში 82 მიგრანტი მიიყვანა. ბორტზე აფრიკელი მიგრანტები იმყოფებიან, რომლებიც ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ლიბიის სანაპიროებთან გადაარჩინეს.

რომის პაპი ფრანცისკე

14 სექტემბერი 2019, 20:27

მსოფლიო

რომის პაპი სამუდამო პატიმრობის წინააღმდეგია

რომის პაპი ფრანცისკე სამუდამო პატიმრობას ახლის დასაწყისის იმედის შეზღუდვად აფასებს. ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა იტალიის პენიტენციური პოლიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას Prensa Latina ავრცელებს.

გელა ზაალიშვილი

14 სექტემბერი 2019, 19:59

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გაიმარჯვა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამ მაჩვენებლით ქართველმა ძიუდოისტებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუ

14 სექტემბერი 2019, 19:42

მსოფლიო

აშშ და ისრაელი ორმხრივი თავდაცვის შეთანხმებაზე მუშაობენ

„ტელეფონით ვესაუბრე ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თავდაცვის შეთანხმების შესაძლებლობა განვიხილე. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე მუშაობას ისრაელში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ დავუბრუნდებით, როდესაც ერთმანეთს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე შევხვდებით“, - წერს ტრამპი.

ვიქტორია ბექჰემი

14 სექტემბერი 2019, 19:32

ტაბლოიდი

ვიქტორია ბექჰემმა აღიარა, რომ ქმართან 20-წლიანი თანაცხოვრების იუბილემ შეაშფოთა

ვიქტორია ბექჰემმა აღიარა, რომ დევიდ ბექჰემთან 20-წლიანი თანაცხოვრების იუბილემ შეაშფოთა, - წერს Sun. როგორც ვიქტორიამ განმარტა, მას აწუხებდა ის, რომ 20-წლიანი თანაცხოვრების თავზე ქმრისთვის ახალი სათქმელი შეიძლება აღარ ჰქონოდა. წყვილმა ეს თარიღი პარიზში მოგზაურობით აღნიშნა, სადაც მარტო, 4 შვილის გარეშე წავიდნენ.