imedi /  16 ივლისი 2019, 12:17 / სანდო წყარო

პაატა იმნაძე: ოჯახებში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, მამა მონადირე ან მეთევზე იყო

პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, რამდენიმე ოჯახში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, ტყვიის სხვადასხვა წყარო იყო, ასეთი ოჯახები კი ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ.

იმნაძის განმარტებით, ამ ბავშვების მამები მონადირეები, ან მეთევზეები იყვნენ.

„შეიძლება ბევრმა ვერ გაიგო, მაგრამ საფანტი არის ტყვია. ასევე, მეთევზეებში ტყვიას იყენებენ, როგორც სიმძიმის წყაროს, როდესაც ანკესს აგდებენ სათევზაოდ. ასევე, იქ ტყვიის ნივთებს იყენებდნენ კაკლის გასატეხად, ტყვიის ჩაქუჩს და ა.შ. ასეთი ფაქტები იყო და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ამგვარ ოჯახებში კვლევა გრძელდება. ძირითადად, დასავლეთ საქართველო გამოირჩეოდა აღმოსავლეთ საქართველოსთან შედარებით: აჭარა, გურია, სამეგრელო, მაღალმთიანი ადგილები. ეს გვაფიქრებინებს, რომ სადაც მეტი ავტომობილია, ტყვიის მაღალი კონცენტრაციის ეს მიზეზი პრაქტიკულად გამოირიცხა. ბევრი საუბარი იყო, რომ ტყვიის მაღალი კონცენტრაცია იყო ავტომობილების ბრალი, მაგრამ ამ შემთხვევაში ისეთ ადგილებში, სადაც მეტი ავტომობილია, მაღალი კონცენტრაციის შემთხვევები უფრო მეტი და მასობრივი უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა იმნაძემ.

ყველა სიახლე

ბიუჯეტირება

19 აგვისტო 2019, 17:52

საქართველო

საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე ტრენინგი გაიმართა

საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში - ახალქალაქში, ხაშურში, ქედაში, ლანჩხუთსა და ფოთში თვითმმართველობის თანამშრომლებისა და შესაბამის რეგიონებში მოქმედი მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი – „ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში“ – გაიმართა. ტრენინგის მონაწილეებმა საერთაშორისო გამოცდილება განიხილეს.

ლუკ კილერი

19 აგვისტო 2019, 17:50

სპორტი

კრივში ევროპის ჩემპიონმა მაკგრეგორი პაბში ასაკოვანი კაცის ცემის გამო ბრძოლაში გამოიწვია

ირლანდიელმა მოკრივემ ლუკ კილერმა თავისი თანამემამულე, შერეული ორთაბრძოლების (MMA) მებრძოლი კონორ მაკგრეგორი პაბში ასაკოვანი კაცის ცემის გამო ბრძოლაში გამოიწვია. ამის შესახებ გამოცემა Irish Boxing-ი წერს. როგორც ლუკ კილერი Twitter-ზე წერს, მაკგრეგორმა ორი წლის წინ მის მეგობარსაც სცემა.

დუეინ ჯონსონი დაქორწინდა

19 აგვისტო 2019, 17:27

ტაბლოიდი

„ფორსაჟის“ მთავარი გმირი დაქორწინდა

ცნობილი მსახიობი, „ფორსაჟის“ მთავარი გმირი დუეინ ჯონსონი თავის პარტნიორზე, ლორენ ჰაშიმანზე დაქორწინდა, რომელთანაც მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. წყვილმა ქორწილი 18 აგვისტოს, ჰავაიზე გადაიხადა. წვეულებიდან მისი და მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოები ჯონსონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

19 აგვისტო 2019, 17:25

სპორტი

ლაშა გობაძის შესრულებული გდება ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ აღიარეს. ვიდეო

ლაშა გობაძის შესრულებული გდება ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ აღიარეს, - ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „გდება“ სპეციალური სპორტული ტერმინია ჭიდაობაში, რაც მეტოქის საწინააღმდეგოდ მოჭიდავის მოქმედებას ასახავს. ლაშა გობაძე 82 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჭიდაობს.

დავით ზალკალიანი

19 აგვისტო 2019, 17:18

საქართველო

ზალკალიანმა ეუთოს თავმჯდომარეს გუგუტიანთკარზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საგანგებო სატელეფონო საუბარი გამართა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან და ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

ემზარ კვიციანი

19 აგვისტო 2019, 17:14

მსოფლიო

ომბუდსმენი ემზარ კვიციანს რეკომენდაციას აძლევს

ასადოვის საჩივარში მითითებული იყო, რომ 2019 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დეპუტატმა სამუშაო შეხვედრისას მირტაგი ასადოვის მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამი გამოიყენა.

ოსკარი

19 აგვისტო 2019, 17:04

კულტურა

ბუკმეკერებმა 2020 წლის ოსკარის დაჯილდოების მთავარი ფავორიტები დაასახელეს

ბუკმეკერებმა 2020 წლის ოსკარის დაჯილდოებმათი ინფორმაციით, საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდოს დიდი ალბათობით ხოაკინ ფენიქსი, ფილმ Joker-ში შესრულებული როლისთვის მიიღებს. მის გამარჯვებაზე ფსონები 9/4-იანი კოეფიციენტით მიიღება. ფენიქსის კონკურენტები ტომ ჰენქსი, ტარონ ეგერტონი და ანტონიო ბანდერასი იქნებიან.

ომარ ალ-ბაშირი

19 აგვისტო 2019, 16:39

მსოფლიო

სუდანის პროკურატურა: ალ-ბაშირმა საუდის არაბეთისგან მილიონობით დოლარის მიღება აღიარა

სუდანში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ომარ ალ-ბაშირის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა განაცხადა, რომ ალ-ბაშირმა საუდის არაბეთისგან მილიონობით დოლარის მიღება აღიარა. პროკურატურა მას კორუფციაში ადანაშაულებს.

დავით გარეჯი

19 აგვისტო 2019, 16:31

საქართველო

საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივმა კომისიამ დავით გარეჯში საველე სამუშაოები დაგეგმა

დაიგეგმა საველე სამუშაოები: ერთობლივი აზომვები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე და მათი დათვალიერება. 19-23 აგვისტოს პერიოდში ექსპერტები ერთობლივად გაივლიან ცალკეულ მონაკვეთებს და დაგეგმავენ შემდეგ ეტაპზე დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულებას.

19 აგვისტო 2019, 16:30

მსოფლიო

კანარის კუნძულებზე ხანძრის გამო ევაკუირებულთა რიცხვი 8000-მდე გაიზარდა

შაბათს ქალაქ ტეხედას მახლობლად გაჩენილ ხანძარს რამდენიმე კერა აქვს. ცეცხლის გავრცელებას ხელს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს. ხანძარი კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მთებშია გაჩენილი და ჯერჯერობით სანაპირო ზოლზე დამსვენებლებს საფრთხეს არ უქმნის.

ტიმ კუკი და დონალდ ტრამპი

19 აგვისტო 2019, 16:24

ტექნოლოგიები

ტიმ კუკმა ტრამპი დაარწმუნა, რომ ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესება Samsung-ს გააძლიერებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ დასაწესებელ ახალ სანქციებთან დაკავშირებით Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის არგუმენტებმა ​დააფიქრა. ამის შესახებ Business Insider-ი წერს. ტრამპის თქმით, კუკმა აუხსნა მას, რომ ახალი გადასახადები უპირატესობას შეუქმნის Apple-ის მთავარ კონკურენტს, სამხრეთკორეულ

თურქეთის შეიარაღებული ძალები

19 აგვისტო 2019, 16:06

მსოფლიო

სირიის ჯარის მიერ თურქულ სამხედრო კოლონაზე მიტანილ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

სირიის ჯარმა თურქულ სამხედრო კოლონაზე ავიაიერიში მიიტანა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით შედეგად 3 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 12 დაიჭრა. თურქულმა შეიარაღებულმა კოლონამ სირიის სახელმწიფო საზღვარი დღეს გადაკვეთა და პროვინცია იდლიბში შევიდა.

მიხეილ ხიდურელი

19 აგვისტო 2019, 15:59

კულტურა

„აწარმოე საქართველოში“: ჰოლივუდმა საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

„ამ მასშტაბის ფილმის ქვეყანაში გადაღება ნიშნავს იმას, რომ ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს აუნთო მწვანე შუქი. ჩვენზე უკვე სხვა სტუდიოები ლაპარაკობენ, შეუქცევადი პროცესი დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი შემოვა“, - წერს ხიდურელი.

წითელა

19 აგვისტო 2019, 15:56

მსოფლიო

ბორის ჯონსონმა მედიას მოსთხოვა ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია შეზღუდოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი წითელას შესაჩერებლად მკაცრ მოქმედებებს ითხოვს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჯონსონი ბრიტანელი ბავშვებისა და ახალგაზრდების დასაცავად წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეტ გავრცელებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების შესაჩერებლად მხოლოდ ორი აცრაა საჭირო, მოქალაქეების ნაწილი უარს ამბობს.

19 აგვისტო 2019, 15:26

ძალოვნები

გაფრთხილების მიუხედავად 6 ადამიანი მაშველების გადასარჩენი გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს.

ბრენდონ ვეგშოლი ტრისტან სკოტი ჯეიმს პატრიკ რირდონი

19 აგვისტო 2019, 15:15

მსოფლიო

აშშ-ში სამი მასობრივი მკვლელობების მცდელობა აღკვეთეს

შეერთებული შტატებში მასობრივი მკვლელობების მომზადების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ CNN-ი წერს. ტელეკომპანიის ინფორმაციით კონეკტიკუტის შტატში დააკავეს 22 წლის ბრენდონ ვეგშოლი, რომელმაც Facebook-ზე დაწერა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სროლის გახსნას აპირებს.

19 აგვისტო 2019, 15:00

კულტურა

რა ხდება „ფორსაჟის“ გადასაღებ მოედანზე. ვიდეო

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. უკვე გადაიკეთა ვაჟა ფშაველას გამზირის ნაწილი - მეტროსადგურ "სამედიცინო უნივერსიტეტიდან" სადგურამდე "დელისი". 27 აგვისტომდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოვლითი გზით ისარგებლებს. ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება საღამოს 21:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე.

ბიძინა გეგიძე

19 აგვისტო 2019, 14:44

ძალოვნები

ბიძინა გეგიძე ანტიკორუფციული სააგენტოს მისდამი ინტერესს პოლიტიკას უკავშირებს

უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ ბრიფინგზე განმარტა თუ რასთან დაკავშირებით დაიბარა სუს-მა ის მოწმის სახით გამოკითხვაზე. მისი თქმით, კითხვები ეხება „საქართველოს ფოსტას“, სადაც ის დეპუტატობამდე მუშაობდა. როგორც ბიძინა გეგიძე აღნიშნავს, საქმეში პოლიტიკურ ხაზს ხედავს.

საავადმყოფო

19 აგვისტო 2019, 14:27

საქართველო

95 კლინიკიდან 38 დაწესებულებაში დარღვევები გამოვლინდა

მონიტორინგით ირკვევა, რომ სხვადასხვა სამედიცინო დაწსებულებებში ექიმები უკანონო სქმიანობას ეწეოდნენ. ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებით შემოწმება წინასწარი გაფრთილების გარეშე მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება. ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს სტერილიზაცია-დეზინფექცია.

კონსტანტინე თავზარაშვილი

19 აგვისტო 2019, 13:50

საქართველო

გორის მერი: რუსებს ვუთხარი, რომ ჩვენს მიწაზე უკანონობას სჩადიან, მაგრამ ზურგი შემაქციეს

ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეჩერდეს და მომავალში აღარ იყოს, აღარ გაგრძელდეს ასეთი უკანონო ბორდერიზაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე აიღებენ მავთულხლართებს და ეს ტერიტორია გათავისუფლება“, -ამის შესახებ შვებულებიდან დაბრუნებულმა გორის მერმა სოფელ გუგუტიანთკარში ჟურნალისტებს განუცხადა.