Imedi /  17 ივლისი 2019, 21:38 / სანდო წყარო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: მაღალჩინოსნის შვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამომიტანია

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.

საბჭოს წევრებს ხუთი კანდიდატისთვის უნდა დაესვათ კითხვები, თუმცა გასაუბრება მხოლოდ ორ მათგანთან მოესწრო. განსაკუთრებით ხმაურიანი ზურაბ აზნაურაშვილის მოსმენა გამოდგა. 

არამოსამართლე წევრები ამ კანდიდატისა და საბჭოს ერთ-ერთი წევრის ნათესაურ კავშირზე საუბრობდნენ, თუმცა ბრალდების ადრესატები ამ ინფორმაციას უარყოფენ. 

რაც შეეხება თამარ ალანიას, მას წარსულში გახმაურებულ საქმეებზეც ჰკითხეს. როგორც მოიქცეოდა მასზე ზეგავლენის მცდელობის შემთხვევაში და თუ ყოფილა ასეთი რამ, ალანიას განცხადებით, როდესაც მოსამართლეობა დაიწყო, ბევრი ნათესავიც დაკარგა, რადგან ყველას რაღაც ინტერესი გააჩნია.

მისივე თქმით, გამამტყუნებელი განაჩენი დააყენა მაღალი თანამდებობის პირის შვილის საქმესთან დაკავშირებითაც. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება პირველ ივნისს დასრულდა. განცხადებების მიღება ელექტრონულად 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

როგორ აირჩევენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შეგიძლით იხილოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

ბრედლი კუპერი

25 აგვისტო 2019, 19:16

ტაბლოიდი

ბრედლი კუპერმა ვარცხნილობა შეიცვალა

„ბრედლი კუპერი ჰოლივუდის ყველაზე მომხიბვლელი მამის როლშია“, - ამის შესახებ hollywoodlife წერს. მსახიობმა ვარცხნილობა და იმიჯი შეიცვალა. 44 წლის მსახიობმა ვარცხნილობის შეცვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, არც ულვაში გაიზარდა. ის პაპარაცებმა რამდენიმე დღის წინ კალიფორნიაში შვილთან, 2 წლის ლეასთან ერთად დააფიქსირეს.

25 აგვისტო 2019, 18:51

საქართველო

ხვალიდან „ფორსაჟის“ გადაღებების გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ინფორმაციით, 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ჰოლივუდის ფილმის - Fast and Furious 9-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

ჰონგ-კონგი

25 აგვისტო 2019, 18:51

მსოფლიო

ჰონგ-კონგში პოლიციამ აქციაზე ცეცხლი გახსნა

BBC-ის ინფორმაციით, ფოტოები პოლიციელების მიერ პროტესტის მონაწილეთა მისამართით იარაღის დამიზნების ფაქტსაც ასახავს. დემონსტრაციების წინააღმდეგ ასევე გამოიყენეს წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. აქციის მონაწილეები შეტაკებისას ასაფეთქებელ ნივთიერებებს და პიროტექნიკას იყენებდნენ.

25 აგვისტო 2019, 18:37

ეკონომიკა

Volkswagen-ი აშშ-ის ბაზრიდან 679 000 ავტომობილს გაიწვევს

​გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen-ი აშშ-ის ბაზრიდან 679 000 ავტომობილს გაიწვევს. საქმე ეხება 2011 წელს გამოშვებულ ავტომობილებს, რომელთაც ელექტრობის პრობლემა შეექმნათ. ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ მძღოლებმა ავტომობილის გაჩერების დროს გასაღები უნდა ამოიღონ რადგან არსებული ხარვეზი დაგორების რისკს ზრდის.

ახალსოფელი

25 აგვისტო 2019, 18:23

საქართველო

როგორ გამოიყურება ახალსოფელში დამწვარი ტერიტორია. ვიდეო

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ფოტოებს ერთ-ერთი ადგილობრივი ავრცელებს. ფოტოებში მთის ფერდობზე განადგურებული ხეების ნაწილი და დამწვარი ბუჩქნარი ჩანს.

25 აგვისტო 2019, 18:20

მსოფლიო

ესპანეთში ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მათი განცხადებით, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ავიაკატასტროფის დროს დაღუპულები.

ოფროუდ-ფესტივალი

25 აგვისტო 2019, 18:19

სპორტი

აჭარაში ოფროუდის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

შავი ზღვის საერთაშორისო ოფროუდ-ფესტივალი დასრულდა. გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილების უმრავლესობა ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს. ფესტივალში 5 ქვეყნიდან 35 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოში არსებული ყველა კლუბი.

„სან-სებასტიანის“ სანაპიროზე ევაკუაცია

25 აგვისტო 2019, 17:46

მსოფლიო

ბარსელონის სანაპიროდან აფეთქების საფრთხის გამო დამსვენებლები გაიყვანეს

ესპანურმა ტელეარხმა Beteve-მ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, სანაპირო დამსვენებლებს დაატოვებინეს. ერთ-ერთი ვერსიით სანაპიროზე იპოვეს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს დარჩენილი ნაღმი, რომლის აფეთქების საფრთხე რეალური იყო.

ოქსფორდშირი

25 აგვისტო 2019, 17:37

მსოფლიო

ინგლისში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

ინგლისში, ოქსფორდშირში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ცნობით, შემთხვევისას პილოტი და ერთი მგზავრი დაიღუპა. სხვა ინფორმაცია დაზარალებულებზე ან ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე არ ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი რედინგიდან 9 კმ-ის მოშორებით, მინდორში ჩავარდა.

საპროტესტო აქცია ბათუმში

25 აგვისტო 2019, 16:40

ეკონომიკა

ბათუმში ნაგავსაყრელის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, ნაგავსაყრელის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ტერიტორიის შემოღობვასა და არსებული ნაგავსაყრელის დაკონსერვებას ითხოვენ. ისინი მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებენ და ანტისანიტარიასა და აუტანელ სუნზე საუბრობენ.

ათენი, საბერძნეთი

25 აგვისტო 2019, 16:40

საქართველო

საქართველოს საელჩო საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

"მოგიწოდებთ, ნუ შეუწყობთ ხელს დაინტერესებული წყაროების მიერ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციის გავრცელებას და გთხოვთ თვალი ადევნოთ საელჩოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ და გადამოწმებულ ინფორმაციას", - წერია განცხადებაში.

25 აგვისტო 2019, 16:34

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ხანძარი ჩააქრეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის კერების სრულად ჩაქრობა შეძლეს.

ზაზა ნადირაძე

25 აგვისტო 2019, 16:25

სპორტი

ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 200 მეტრში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ფინალში ზაზამ 40.24-წამიანი შედეგი აჩვენა. მეორე ადგილზე ბელარუსი არტიომ კოზირი (40.08 წამი) გავიდა. ყველაზე სწრაფად დისტანცია ლიეტუველმა ჰენრიკას ზუსტაუსტასმა დაფარა.

უშგული

25 აგვისტო 2019, 16:22

კულტურა

უშგულში კოშკების რეაბილიტაციის ხარისხს სპეციალური კომისია შეისწავლის

მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის მოსახლეობას ისტორიული კოშკების რეაბილიტაციის საკითხზე რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები ხვდებიან. მხარეებს შორის დიალოგი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობას კოშკების რეაბილიტაციის ხარისხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნას დაჰპირდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 აგვისტო 2019, 16:13

საქართველო

უკრაინის საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და განიხილავს მას, როგორც რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ მცდელობას, მოხდინოს პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში.

ლუხუმ ჩხვიმიანი

25 აგვისტო 2019, 16:00

სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი დაამარცხა. მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა დაამარცხა.

ვლადიმერ კონსტანტინიდი

25 აგვისტო 2019, 15:59

საქართველო

საგარეო უწყება სოხუმში ე.წ. არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლების ჩასვლას არ ადასტურებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩინეთიდან და გერმანიიდან დამკვირვებლები არიან ჩასულები, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

სექსთოჯინების საწარმო

25 აგვისტო 2019, 15:02

ტაბლოიდი

სექსთოჯინების ინდუსტრიაში ახალი ტრენდი გამოჩნდა

სექსთოჯინების მწარმოებელმა კომპანია Silicone Sex World-მა საკუთარი პროდუქციის ყველაზე პოპულარული სახეობები დაასახელა. ამის შესახებ გამოცემა Daily Star-ი წერს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ყველაზე ხშირად მომხმარებლები მათ არა ცნობილი ადამიანების, არამედ საკუთარი ნაცნობების კლონებს უკვეთავენ.

ბარაკ ობამა

25 აგვისტო 2019, 14:47

ტაბლოიდი

ცნობილია რა მუსიკას უსმენს ბარაკ ობამა ზაფხულის სეზონზე

„რა საერთოა Lil Nas X-სა და Dan-სა და Lizzo-ს შორის? მხოლოდ ის რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას 2019 წლის ზაფხულის პლეილისტში მოხვდნენ. თუმცა ეს ყველაზე მაგარი ადგილია“, - წერს CNN. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი რცეული სიმღერების სია Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები

25 აგვისტო 2019, 14:05

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ ლიდერების აზრით, რუსეთის დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია

„დიდი შვიდეულის“ სამიტის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ფორმატში რუსეთის დაბრუნებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ამის შესახებ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით სააგენტო AFP წერს. ამასთან ერთად, სააგენტოს წყაროს ცნობით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა რუსეთთან კოორდინირების გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს.