imedi /  18 ივლისი 2019, 11:58 / სანდო წყარო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი განახლდა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს უსმენენ. პირველი კანდიდატი სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი შოთა გეწაძეა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ის აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უნდა ჰქონდეს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები მოსამართლეებს პროცესების ფორსირებულ რეჟიმში წარმართვაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მათ სურთ აგვისტოს თვეში მზად ჰქონდეთ 20-კაციანი სია, რომელსაც პარლამენტს გადაუგზავნიან დასამტკიცებლად. 

რაც შეეხება საბჭოს მოსამართლე წევრებს, ისინი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და ამბობენ, რომ უზენაეს სასამართლოში ვითარება რთულია, არასაკმარისია მოსამართლეები და სწორედ ამის გამო მიმდინარეობს გვიანობამდე კანდიდატებთან გასაუბრება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პირველი მოსმენა გუშინ გაიმართა. სამუშაო პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დროის უკმარისობის გამო კი, დარჩენილ ორ კანდიდატს საბჭო 19 ივლისს მოუსმენს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 50-კაციანი სიიდან ფარული კენჭისყრით, პარლამენტისთვის წარსადგენი მოსამართლეობის 20 კანდიდატი უნდა შეარჩიოს.

როგორ აირჩევენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შეგიძლით იხილოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

ღამის სერენადები

25 აგვისტო 2019, 20:55

კულტურა

ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნა

ბათუმში, კლასიკური მუსიკის ფესტივალის, ღამის სერენადების პირველი დღე პეტრე ჩაიკოვსკის სერენადას, სამუელ ბარბერის ადაჟიოსა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტს დაეთმო. ფესტივალში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ, მთავარი დირიჟორი კი ვახტანგ მაჭავარიანია.

25 აგვისტო 2019, 20:48

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები დახურულია. წინასწარი შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტთან ერთად „პრეზიდენტის“ პოსტისთვის 9 კანდიდატი იბრძვის.

უშგული

25 აგვისტო 2019, 20:40

საქართველო

უშგულში კოშკების სათანადო რესტავრაციის მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია გამართა

უშგულში ადგილობრივმა მოსახლეობამ ისტორიული კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით 12 აგვისტოს საპროტესტო აქცია გამართა და გზა გადაკეტა. მოსახლეობა ხელისუფლებისაგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და სხვა პრობლემების მოგვარებას ითხოვდა.

ახალსოფელი

25 აგვისტო 2019, 20:33

საქართველო

ახალსოფელთან ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

მესამე დღეა სტიქიის ზონაში აქტიურად მუშაობს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი და 250-მდე მეხანძრე. დღეს ტყეში დამატებით თავდაცვის სამინიატროს 3-ტონიანი მუხლუხოვანი სახანძრო ტექნიკაც შეიყვანეს. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ხანძარი 23 აგვისტოს გაჩნდა.

ქეთევან ციხელაშვილი

25 აგვისტო 2019, 20:19

საქართველო

ციხელაშვილი: აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს ლეგიტიმურობა ვერ ექნება

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს ვერანაირი ლეგიტიმურობა ვერ ექნება, განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. მინისტრის კომენტარს მისივე უწყება ავრცელებს.

PewDiePie

25 აგვისტო 2019, 20:18

ტექნოლოგიები

PewDiePie-ს გამომწერების რიცხვმა YouTube-ზე 100 მილიონს გადააჭარბა

PewDiePie-მ Youtube-ზე ყველაზე პოპულარული არხის სტატუსი რამდენიმე თვის წინ დაკარგა. სანამ T-Series-ის არხის გამომწერთა რაოდენობა შვედი იუთუბერის არხისას გადააჭარბებდა, PewDiePie-მ თავის გულშემატკივრებს არხის გამოწერისკენ მოუწოდა.

როსტომაშვილი

25 აგვისტო 2019, 19:50

საქართველო

ქართველმა ძალოსანმა 200-ტონიანი საზღვაო ბუქსირი დაძრა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ვიდეო

ბათუმის ნავსადგურში მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ძალოსანმა გიორგი როსტომაშვილმა თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და 5 მეტრზე გასწია საზღვაო ბუქსირი „თამარა 2“. საზღვაო ბუქსირის წონა 200 ტონას აღემატება.საწყალოსნო ტრანსპორტის თითით გაწევაში რეკორდი პირველად დამყარდა.

სალომე ზურაბიშვილი

25 აგვისტო 2019, 19:30

საქართველო

ზურაბიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს Twitter-იდან ეხმიანება. ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რუსული მედიის ინფორმაციით, „პრეზიდენტის“ თანამდებობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის. „დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“.

ბრედლი კუპერი

25 აგვისტო 2019, 19:16

ტაბლოიდი

ბრედლი კუპერმა ვარცხნილობა შეიცვალა

„ბრედლი კუპერი ჰოლივუდის ყველაზე მომხიბვლელი მამის როლშია“, - ამის შესახებ hollywoodlife წერს. მსახიობმა ვარცხნილობა და იმიჯი შეიცვალა. 44 წლის მსახიობმა ვარცხნილობის შეცვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ულვაში გაიზარდა. ის პაპარაცებმა რამდენიმე დღის წინ კალიფორნიაში შვილთან, 2 წლის ლეასთან ერთად დააფიქსირეს.

ჰონგ-კონგი

25 აგვისტო 2019, 18:51

მსოფლიო

ჰონგ-კონგში პოლიციამ აქციაზე ცეცხლი გახსნა

BBC-ის ინფორმაციით, ფოტოები პოლიციელების მიერ პროტესტის მონაწილეთა მისამართით იარაღის დამიზნების ფაქტსაც ასახავს. დემონსტრაციების წინააღმდეგ ასევე გამოიყენეს წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. აქციის მონაწილეები შეტაკებისას ასაფეთქებელ ნივთიერებებს და პიროტექნიკას იყენებდნენ.

25 აგვისტო 2019, 18:51

საქართველო

ხვალიდან „ფორსაჟის“ გადაღებების გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ინფორმაციით, 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ჰოლივუდის ფილმის - Fast and Furious 9-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

25 აგვისტო 2019, 18:37

ეკონომიკა

Volkswagen-ი აშშ-ის ბაზრიდან 679 000 ავტომობილს გაიწვევს

​გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen-ი აშშ-ის ბაზრიდან 679 000 ავტომობილს გაიწვევს. საქმე ეხება 2011 წელს გამოშვებულ ავტომობილებს, რომელთაც ელექტრობის პრობლემა შეექმნათ. ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ მძღოლებმა ავტომობილის გაჩერების დროს გასაღები უნდა ამოიღონ რადგან არსებული ხარვეზი დაგორების რისკს ზრდის.

ახალსოფელი

25 აგვისტო 2019, 18:23

საქართველო

როგორ გამოიყურება ახალსოფელში დამწვარი ტერიტორია. ვიდეო

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ფოტოებს ერთ-ერთი ადგილობრივი ავრცელებს. ფოტოებში მთის ფერდობზე განადგურებული ხეების ნაწილი და დამწვარი ბუჩქნარი ჩანს.

25 აგვისტო 2019, 18:20

მსოფლიო

ესპანეთში ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მათი განცხადებით, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ავიაკატასტროფის დროს დაღუპულები.

ოფროუდ-ფესტივალი

25 აგვისტო 2019, 18:19

სპორტი

აჭარაში ოფროუდის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

შავი ზღვის საერთაშორისო ოფროუდ-ფესტივალი დასრულდა. გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილების უმრავლესობა ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს. ფესტივალში 5 ქვეყნიდან 35 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოში არსებული ყველა კლუბი.

„სან-სებასტიანის“ სანაპიროზე ევაკუაცია

25 აგვისტო 2019, 17:46

მსოფლიო

ბარსელონის სანაპიროდან აფეთქების საფრთხის გამო დამსვენებლები გაიყვანეს

ესპანურმა ტელეარხმა Beteve-მ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, სანაპირო დამსვენებლებს დაატოვებინეს. ერთ-ერთი ვერსიით სანაპიროზე იპოვეს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს დარჩენილი ნაღმი, რომლის აფეთქების საფრთხე რეალური იყო.

ოქსფორდშირი

25 აგვისტო 2019, 17:37

მსოფლიო

ინგლისში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

ინგლისში, ოქსფორდშირში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ცნობით, შემთხვევისას პილოტი და ერთი მგზავრი დაიღუპა. სხვა ინფორმაცია დაზარალებულებზე ან ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე არ ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი რედინგიდან 9 კმ-ის მოშორებით, მინდორში ჩავარდა.

საპროტესტო აქცია ბათუმში

25 აგვისტო 2019, 16:40

ეკონომიკა

ბათუმში ნაგავსაყრელის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, ნაგავსაყრელის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ტერიტორიის შემოღობვასა და არსებული ნაგავსაყრელის დაკონსერვებას ითხოვენ. ისინი მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებენ და ანტისანიტარიასა და აუტანელ სუნზე საუბრობენ.

ათენი, საბერძნეთი

25 აგვისტო 2019, 16:40

საქართველო

საქართველოს საელჩო საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

"მოგიწოდებთ, ნუ შეუწყობთ ხელს დაინტერესებული წყაროების მიერ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციის გავრცელებას და გთხოვთ თვალი ადევნოთ საელჩოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ და გადამოწმებულ ინფორმაციას", - წერია განცხადებაში.

25 აგვისტო 2019, 16:34

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ხანძარი ჩააქრეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის კერების სრულად ჩაქრობა შეძლეს.