18 ივლისი 2019, 13:06 / სანდო წყარო

ქიბარ ხალვაში: ხელისუფლებამ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღასრულოს

ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალვაში

საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც დავიბრუნე ტელეკომპანია, - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის განცხადებაში წერია.

მისი თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საბოლოო წერტილი დაუსვა მის მრავალწლიან დავას სამართლიანობის აღდგენისათვის და დაადასტურა, რომ  2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აბსოლუტურად კანონიერი იყო.

„დღეს აღარ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთადერთი კანონიერი მესაკუთრე მე ვარ და რომ ეს კომპანია მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამართვეს. დღეს სტრასბურგის სასამართლომ  გააუქმა მის მიერვე დაწესებული დროებითი შეზღუდვა. ახლა უკვე საბოლოოდ მოხსნილია უკანასკნელი ბარიერი, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტით დროებითი ღონისძიების როგორც დაწესების, ისე გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ საჩივრდება და აქვე კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ გარემოებას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ტოვებს არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციის სივრცეს და ცალსახად ადასტურებს, რომ ეს გამარჯვება სამართლიან და კონკურენტულ ბრძოლაში მოვიპოვე და რომ საქართველოში მართლსაჯულების განხორციელების პროცესში არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცით დაცული არც ერთი უფლება.

ბუნებრივია, ამ ეტაპზე მთავარი კითხვა, რაც ჩემს მიმართ შესაძლოა არსებობდეს, მდგომარეობს იმაში, თუ რა იქნება ჩემი პირველი ნაბიჯები და როგორ წარმომიდგენია „რუსთავი 2“-ს მომავალი. 

ამ კითხვაზე საკმაოდ მკაფიო პასუხი მაქვს! 

არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას. გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული. არ ჩავერევი „რუსთავი2”-ს ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით. ამავდროულად, ვიზრუნებ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე და ყველანაირად ხელს შევუწყობ მათ ამ საქმეში. 

იმედი მაქვს, რომ კომპანიის თანამშრომლები ადეკვატურად შეხვდებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გააგრძელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას და ჩვენ ყველანი ერთად ვიზრუნებთ, რომ „რუსთავი2“ იყოს წარმატებული და პოპულარული არხი. 

ცვლილება შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს. ნიკა გვარამია, რომელიც სინამდვილეში არის იმ რეჟიმის დანიშნული, რომელმაც წამართვა კომპანია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას ვერც ჟურნალისტის და ვერც, ცხადია, გენერალური დირექტორის სტატუსით. მის ნაცვლად კომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი ადვოკატი პაატა სალია, რომელსაც პირველ ეტაპზე ვუსაზღვრავ მკაფიო ამოცანას - უზრუნველყოს არხის შეუფერხებელი მუშაობა და ამავდროულად, მოახდინოს კომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების შესწავლა, რისთვისაც მოიწვიოს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანია.

მსურს მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, თანამებრძოლს და პირველ რიგში ჩემს ოჯახს ამ მრავალწლიან ბრძოლაში მხარდაჭერისა და თანადგომისათვის!
 
ეს დიდი გამარჯვებაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი კაცის გამარჯვება. მე, ქიბარ ხალვაშმა, დღეს საბოლოოდ გავიმარჯვე იმ ათობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის სახელით, ვისაც მოძალადე რეჟიმმა სხვადასხვა დროს წაართვა სიცოცხლე, ჯანმრთელობა და შრომით მოპოვებული ქონება, შეულახა ღირსება!

ამ კონტექსტში, არ შემიძლია, პირველ რიგში არ ვახსენო დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რადგან მე დღეს მათი სახელითაც გავიმარჯვე. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის დაბრუნებისათვის ჩვენ ერთად უნდა გვებრძოლა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა საკუთარი უფლებების აღდგენისთვის ბრძოლაში, საწყის ეტაპზე ვერ შედგა, დღეს, როდესაც გავიმარჯვე, კვლავ მზად ვარ, მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესი.

ამ ეტაპზე რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან პირველ რიგში გასარკვევია, თუ რა მდგომარეობაში მყოფ კომპანიას ვიბარებთ“, - წერია განცხადებაში.

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ს საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

ამასთან, სტრაბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა დღეს სტრასბურგის სასამართლომ.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ის ძალაში შევა.

ყველა სიახლე

თავდასხმა ნავთობტერმინალებზე

15 სექტემბერი 2019, 10:07

ეკონომიკა

აფეთქებების შედეგად საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ალ-საუდმა განაცხადა, რომ ნავთობტერმინალებსა და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA იუწყება.

ECOWAS-ის სამიტი

15 სექტემბერი 2019, 09:20

მსოფლიო

დასავლეთ აფრიკის ქვეყნები ტერორიზმთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გამოყოფენ

დასავლეთ აფრიკის ქვეყნები რეგიონში ტერორიზმთან საბრძოლველად 1 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. სააგენტო Magrib Arab Press-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS) სამიტზე მიიღეს.

ანსუ ფატი

15 სექტემბერი 2019, 09:05

სპორტი

„ბარსელონას“ 16 წლის ფეხბურთელმა მორიგი რეკორდი დაამყარა

„ბარსელონას“ 16 წლის ფეხბურთელი ანსუ​ ფატი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში საკუთარ აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. „ვალენსიასთან“ მატჩში გვინეა-ბისაუელმა შემტევმა ანგარიში უკვე მე-2 წუთზე გახსნა, კიდევ ხუთ წუთში კი მისი პასით „ვალენსია“ ფრენკი დე იონგმა დაამწუხრა.

კანადის პოლიცია

15 სექტემბერი 2019, 08:51

მსოფლიო

კანადაში სროლას მსხვერპლი მოყვა

კანადაში, ონტარიოს პროვინციის ქალაქ მისისოგაში სროლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ხუთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი CBC ავრცელებს. ინციდენტი საღამოს, ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მოკლული მოზარდი და ხუთი დაჭრილი, მათ შორის ერთი ქალი და კიდევ ოთხი მოზარდი აღმოაჩინეს.

სეკინატ იბრაჰიმოვა

15 სექტემბერი 2019, 08:36

ტაბლოიდი

ჩეჩნეთის მოსახლეობა კადიროვს ჯადოქრებთან ბრძოლისთვის მადლობას უხდის

ჩეჩნეთის მოსახლეობა რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს ჯადოქრებთან ბრძოლისთვის მადლობას უხდის. რუსული მედიის ინფორმაციით, ასე ეხმაურება რესპუბლიკის მოსახლეობა სეკინატ იბრაჰიმოვას დაკავებას, რომელიც პოლიციამ ჯადოქრობაში დაადანაშაულა. ჯადოქრის დაკავებას ადგილობრივმა ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა.

15 სექტემბერი 2019, 08:19

მსოფლიო

მექსიკელმა კრიმინალისტებმა ჭაში დამარხული 44 ადამიანის იდენტიფიცირება შეძლეს

კრიმინალისტებმა მექსიკაში, ხალისკოს შტატში ჭაში დამარხული 44 ცხედრის იდენტიფიცირება შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ქალაქ გვადალახარას მახლობლად ცხედრებით სავსე 119 შავი ტომარა რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს, მას შემდეგ რაც ადგილობრივებმა უსიამოვნო სუნი იგრძნეს.

ედვარდ სნოუდენი

15 სექტემბერი 2019, 01:05

მსოფლიო

რა წერია ედვარდ სნოუდენის მოგონებების წიგნში. მთავარი

ახლა ის რუსეთში ცხოვრობს, რომელმაც მას თავშესაფარი და ცხოვრების უფლება მისცა. წიგნში „Permanent Record“ („პირადი საქმე“) სნოუდენი პირველად დეტალურად ყვება მოვლენების საკუთარ ვერსიას. ზოგიერთი დასავლური გამოცემა წიგნს გამოქვეყნებამდე გაეცნო და სნოუდენთან ინტერვიუც ჩაწერა.

მაიკლ პომპეო

15 სექტემბერი 2019, 00:50

მსოფლიო

პომპეომ ირანი საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში დაადანაშაულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ირანის ხელისუფლება საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებსა და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ამის შესახებ აშშ-ის პირველმა დიპლომატმა Twitter-ზე დაწერა.

სალმონელა

15 სექტემბერი 2019, 00:41

მსოფლიო

აშშ-ში მოსახლეობას აფრთხილებენ ქათმებს არ აკოცონ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს - ნუ კოცნიან თავიანთ ქათმებს, - წერს CNN. კერძოდ, გაფრთხილება ქათმებისთვის სპეციალური სივრცის გამოყოფის აუცილებლობას გულისხმობს, რათა სალმონელას დაავადების გავრცელებას ხელი არ შეეწყოს.

გვირგვინი

15 სექტემბერი 2019, 00:24

კულტურა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სერიალ „გვირგვინის“ გადაღებებში ჩარევას უარყოფს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სერიალ „გვირგვინის“ გადაღებებში ჩარევას უარყოფს, - წერს CNN. სამეფო ოჯახმა ეს განმარტება მას შემდეგ გააკეთა, როცა სცენარისტმა პიტერ მორგანმა მედიასთან განაცხადა, რომ სერიალთან დაკავშირებით პერიოდულად „ძალიან მაღალი რანგის ადამიანებს“ ხვდება.

15 სექტემბერი 2019, 00:13

ტაბლოიდი

აშშ-ში კაცი თვითმფრინავთან შეჯახებას სასწაულებრივად გადაურჩა. ვიდეო

აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ ბოკა-რატონში კაცი სასწაულებრივად გადაურჩა თვითმფრინავთან შეჯახებას, რომელიც აეროდრომზე ავარიულად ეშვებოდა. ინციდენტი გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. აეროდრომის თანამშრომელს ანგარიდან ნაგავი გაჰქონდა, რა დროსაც მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი Piper PA-28 ავარიულად ეშვებოდა.

ტუნისი

14 სექტემბერი 2019, 23:46

მსოფლიო

ტუნისის პრეზიდენტობისთვის 26 კანდიდატი იბრძოლებს

15 სექტემბერს ტუნისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში 26 კანდიდატი მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს. ერთ-ერთი კანდიდატის, მოქმედი პრემიერმინისტრის იუსეფ ჩაჰედის თქმით, ქვეყანამ მთავარი აქცენტი უსაფრთხოებაზე და ეკონომიკურ რეფორმებზე უნდა გადაიტანოს.

პლანეტა სატურნი

14 სექტემბერი 2019, 23:31

ტექნოლოგიები

NASA-მ პლანეტა სატურნის ახალი ფოტო გამოაქვეყნა

NASA-მ პლანეტა სატურნის ახალი ფოტო გამოაქვეყნა, - წერს Mashable. კერძოდ, 20 ივნისს, როცა სატურნი დედამიწას უახლოეს მანძილზე მოუახლოვდა, ჰაბლის ტელესკოპმა მისი ახალი ფოტო გადაიღო. ახალი ფოტო NASA-ს იმ პროექტის ნაწილია, რომელიც მზის სისტემას იკვლევს და მეცნიერებს ეხმარება აჩვენოს, თუ როგორ ვითარდება ის.

დათვი

14 სექტემბერი 2019, 22:59

მსოფლიო

სომხეთში დათვი პოლონელ ტურისტებს დაესხა თავს

სომხეთში, არაგაწის მთაზე დათვი პოლონელ ტურისტებს დაესხა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 14:26 საათზე პოლონეთის მოქალაქე მარგო ჟ.-სგან შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მას და მის საქმროს ​არაგაწიც მთაზე დათვი დაესხა თავს.

14 სექტემბერი 2019, 22:45

კულტურა

სერიალი „მეგობრები“ არ განახლდება

სერიალი „მეგობრები“ არ განახლდება, - წერს Fox News. როგორც სერიალის შემქმნელებმა მართა კაუფმანმა და დევიდ კრეინმა სატელევიზიო ფესტივალზე განაცხადეს, შოუ ტელეეკრანებზე აღარ დაბრუნდება. „მეგობრების“ პირველი სერია 1994 წლის 22 სექტემბერს გავიდა.

მიწისძვრა

14 სექტემბერი 2019, 22:37

მსოფლიო

ინდონეზიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის სანაპიროსთან 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 23:21 საათზე მოხდა. მიწისძვრის კერა ქალაქ ლაუვუიდან 108 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

არჩილ თალაკვაძე

14 სექტემბერი 2019, 22:03

საქართველო

თალაკვაძე: პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას გავზრდით

„ქართული ოცნება“ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობასა და თანაბარ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. მისასალმებელია, რომ გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტში ორივე ვიცე-პრემიერი არის ქალი, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვაზე განაცხადა.

ევგენი კუზნეცოვი

14 სექტემბერი 2019, 22:02

სპორტი

კოკაინის მოხმარების გამო რუსი ჰოკეისტი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ (NHL) სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა „ვაშინგტონ კაპიტალსის“ ფორვარდი ევგენი კუზნეცოვი, რომლის ანალიზებშიც კოკაინის კვალი აღმოჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ NHL-ის ვებგვერდზე გავრცელდა.

ბეჭედი

14 სექტემბერი 2019, 21:35

ტაბლოიდი

ამერიკელმა მეუღლეს ადამიანის ძვლისგან დამზადებული ბეჭედი აჩუქა

ბრიტანი რასელმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე მეუღლის მიერ ნაჩუქარი ბეჭედი გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, ადამიანის ძვლისგან არის დამზადებული. ქსელის მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ბეჭედი ბრიტანის ძალიან უხდება, თუმცა ჯგუფის მონაწილეთა დიდ ნაწილში ბეჭედმა უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.

Comedy Wildlife

14 სექტემბერი 2019, 21:27

კულტურა

ველური ბუნების ამსახველი წლის ყველაზე სახალისო ფოტოები გამოვლინდა

2019 წლის „ველური ბუნების კომედიური ფოტოგრაფიის“ დაჯილდოებისთვის ფინალისტები გამოვლინდნენ, - წერს Forbes. ეს დაჯილდოება მეხუთე წელია ტარდება და ველური ბუნების ამსახველ სახალისო ფოტოებს მოიცავს. გამარჯვებული 13 ნოემბერს გახდება ცნობილი.