imedi /  18 ივლისი 2019, 14:55 / სანდო წყარო

„ევროპული საქართველო“ სტრასბურგის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს

რუსთავი 2

დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე „რუსთავი 2“-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება "საფრთხის შემცველი და ცუდია ქართული დემოკრატიისთვის“. 

„მე მიმაჩნია რომ სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არის საფრთხის შემცველი და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის, მაგრამ როგორც პასუხისმგებლიანი და პროდასავლუტი ოპოზიცია, ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ სტრასბურგის გადაწყვეტილება არ უნდა დადგეს. 

მას ეთანხმება „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძეც. 

„შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი უძლეველია, რომ აი, სტრასბურგის სასამართლო მოისყიდა, რომ ევროპელი მოსამართლეები რუსეთის აგენტები არიან და ა.შ. ეს ასე არ არის.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გვაჩვენა, რომ  არასწორი იყო მოსამართლეებზე თავდასხმა არაკორექტული ფორმით და არხის გამოყენება ცალკეული მოსამართლეების პროვოცირებისთვის და მათ შესავიწროებლად; საქმისწარმოების პროცესში დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები, რომელიც გამოიყენა მოწინააღმდეგემ.

ივანიშვილთან დაპირისპირებაში ყველაზე მეტად გვჭირდება სწორი სტრატეგია, თანმიმდევრულობა, არაისტერიულობა, იმგვარად პოზიციონირება, რომ ნეიტრალური პირი ჩვენ სასიკეთოდ განეწყოს და არა პირიქით“, - წერს კახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის თქმით კი, დიდი მეამიტობა იქნებოდა გვეფიქრა, როგორც ივანიშვილის ფული, ისე პუტინის შესაბამისი გავლენები არ იქნებოდა ჩართული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მის კომენტარს 1tv.ge ავრცელებს. 

„ჩემი აზრით, ეს არის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, მაგრამ არა გადაწყვეტილება, რომელმაც სასოწარკვეთაში უნდა ჩაგვაგდოს. კარგად ვიცით, რომ ძალიან რთულ, უთანასწორო ბრძოლაში ვართ, ბრძოლაში ვართ მილიარდებთან და ძალიან სერიოზულ სახელმწიფო ბერკეტებთან, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ამ ბოლო დროს. პირდაპირ პუტინია ინფორმირებული "რუსთავი 2"-ზე, იქიდან ინსტრუქციებს იძლევიან და ძალიან დიდი მეამიტობა იქნებოდა გვეფიქრა, როგორც ივანიშვილის ფული და სახელმწიფო ბერკეტები, ისე პუტინის შესაბამისი გავლენები არ იქნებოდა ჩართული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არ მინდა, ჩრდილი მივაყენო ევროპულ სასამართლოს. ჩვენი ბრძოლა ყველა შემთხვევაში გაგრძელდება, დარწუნებული ვარ, რუსთავი 2-ის მართლა გმირული, პატრიოტული კოლექტივის ბრძოლა გაგრძელდება. აუცილებლად, წყალი არ გაუვა, თავისუფალ მედიასთან ერთად ეს ბევრად ადვილი არის, მაგრამ ივანიშვილის სისხლიანი რეჟიმი აუცილებლად მშვიდობიანად დასრულდება“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

„რუსთავი 2“-ს საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას დაკავშირებით შეფასებები მმართველ პარტიაშიც გაკეთდა. მამუკა მდინარაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ მიიღო. პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მმართველი გუდნისთვის „როგორი ფინალიც არ უნდა ჰქონოდა, ყველა შემთხვევაში მისაღები იქნებოდა“. 

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ს საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

ამასთან, სტრაბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა დღეს სტრასბურგის სასამართლომ.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ის ძალაში შევა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა ქიბერ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. 

„რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ ის სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. „სტრასბურგის გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, - თქვა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო. 

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორი და არხის წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებთან და ეფუძნება მმართველი გუნდის მკაცრ კრიტიკას, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს „რუსთავი 2“-ს გაჩუმებას და აპირებს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას, ხალვაშის გამოყენებით. მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ს მენეჯმენტი სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს.

ყველა სიახლე

ღამის სერენადები

25 აგვისტო 2019, 20:55

კულტურა

ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნა

ბათუმში, კლასიკური მუსიკის ფესტივალის, ღამის სერენადების პირველი დღე პეტრე ჩაიკოვსკის სერენადას, სამუელ ბარბერის ადაჟიოსა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტს დაეთმო. ფესტივალში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ, მთავარი დირიჟორი კი ვახტანგ მაჭავარიანია.

25 აგვისტო 2019, 20:48

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები დახურულია. წინასწარი შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტთან ერთად „პრეზიდენტის“ პოსტისთვის 9 კანდიდატი იბრძვის.

უშგული

25 აგვისტო 2019, 20:40

საქართველო

უშგულში კოშკების სათანადო რესტავრაციის მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია გამართა

უშგულში ადგილობრივმა მოსახლეობამ ისტორიული კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით 12 აგვისტოს საპროტესტო აქცია გამართა და გზა გადაკეტა. მოსახლეობა ხელისუფლებისაგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და სხვა პრობლემების მოგვარებას ითხოვდა.

ახალსოფელი

25 აგვისტო 2019, 20:33

საქართველო

ახალსოფელთან ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

მესამე დღეა სტიქიის ზონაში აქტიურად მუშაობს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი და 250-მდე მეხანძრე. დღეს ტყეში დამატებით თავდაცვის სამინიატროს 3-ტონიანი მუხლუხოვანი სახანძრო ტექნიკაც შეიყვანეს. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ხანძარი 23 აგვისტოს გაჩნდა.

ქეთევან ციხელაშვილი

25 აგვისტო 2019, 20:19

საქართველო

ციხელაშვილი: აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს ლეგიტიმურობა ვერ ექნება

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს ვერანაირი ლეგიტიმურობა ვერ ექნება, განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. მინისტრის კომენტარს მისივე უწყება ავრცელებს.

PewDiePie

25 აგვისტო 2019, 20:18

ტექნოლოგიები

PewDiePie-ს გამომწერების რიცხვმა YouTube-ზე 100 მილიონს გადააჭარბა

PewDiePie-მ Youtube-ზე ყველაზე პოპულარული არხის სტატუსი რამდენიმე თვის წინ დაკარგა. სანამ T-Series-ის არხის გამომწერთა რაოდენობა შვედი იუთუბერის არხისას გადააჭარბებდა, PewDiePie-მ თავის გულშემატკივრებს არხის გამოწერისკენ მოუწოდა.

როსტომაშვილი

25 აგვისტო 2019, 19:50

საქართველო

ქართველმა ძალოსანმა 200-ტონიანი საზღვაო ბუქსირი დაძრა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ვიდეო

ბათუმის ნავსადგურში მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ძალოსანმა გიორგი როსტომაშვილმა თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და 5 მეტრზე გასწია საზღვაო ბუქსირი „თამარა 2“. საზღვაო ბუქსირის წონა 200 ტონას აღემატება.საწყალოსნო ტრანსპორტის თითით გაწევაში რეკორდი პირველად დამყარდა.

სალომე ზურაბიშვილი

25 აგვისტო 2019, 19:30

საქართველო

ზურაბიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს Twitter-იდან ეხმიანება. ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რუსული მედიის ინფორმაციით, „პრეზიდენტის“ თანამდებობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის. „დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“.

ბრედლი კუპერი

25 აგვისტო 2019, 19:16

ტაბლოიდი

ბრედლი კუპერმა ვარცხნილობა შეიცვალა

„ბრედლი კუპერი ჰოლივუდის ყველაზე მომხიბვლელი მამის როლშია“, - ამის შესახებ hollywoodlife წერს. მსახიობმა ვარცხნილობა და იმიჯი შეიცვალა. 44 წლის მსახიობმა ვარცხნილობის შეცვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ულვაში გაიზარდა. ის პაპარაცებმა რამდენიმე დღის წინ კალიფორნიაში შვილთან, 2 წლის ლეასთან ერთად დააფიქსირეს.

ჰონგ-კონგი

25 აგვისტო 2019, 18:51

მსოფლიო

ჰონგ-კონგში პოლიციამ აქციაზე ცეცხლი გახსნა

BBC-ის ინფორმაციით, ფოტოები პოლიციელების მიერ პროტესტის მონაწილეთა მისამართით იარაღის დამიზნების ფაქტსაც ასახავს. დემონსტრაციების წინააღმდეგ ასევე გამოიყენეს წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. აქციის მონაწილეები შეტაკებისას ასაფეთქებელ ნივთიერებებს და პიროტექნიკას იყენებდნენ.

25 აგვისტო 2019, 18:51

საქართველო

ხვალიდან „ფორსაჟის“ გადაღებების გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ინფორმაციით, 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ჰოლივუდის ფილმის - Fast and Furious 9-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

25 აგვისტო 2019, 18:37

ეკონომიკა

Volkswagen-ი აშშ-ის ბაზრიდან 679 000 ავტომობილს გაიწვევს

​გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen-ი აშშ-ის ბაზრიდან 679 000 ავტომობილს გაიწვევს. საქმე ეხება 2011 წელს გამოშვებულ ავტომობილებს, რომელთაც ელექტრობის პრობლემა შეექმნათ. ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ მძღოლებმა ავტომობილის გაჩერების დროს გასაღები უნდა ამოიღონ რადგან არსებული ხარვეზი დაგორების რისკს ზრდის.

ახალსოფელი

25 აგვისტო 2019, 18:23

საქართველო

როგორ გამოიყურება ახალსოფელში დამწვარი ტერიტორია. ვიდეო

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ფოტოებს ერთ-ერთი ადგილობრივი ავრცელებს. ფოტოებში მთის ფერდობზე განადგურებული ხეების ნაწილი და დამწვარი ბუჩქნარი ჩანს.

25 აგვისტო 2019, 18:20

მსოფლიო

ესპანეთში ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მათი განცხადებით, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ავიაკატასტროფის დროს დაღუპულები.

ოფროუდ-ფესტივალი

25 აგვისტო 2019, 18:19

სპორტი

აჭარაში ოფროუდის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

შავი ზღვის საერთაშორისო ოფროუდ-ფესტივალი დასრულდა. გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილების უმრავლესობა ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს. ფესტივალში 5 ქვეყნიდან 35 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოში არსებული ყველა კლუბი.

„სან-სებასტიანის“ სანაპიროზე ევაკუაცია

25 აგვისტო 2019, 17:46

მსოფლიო

ბარსელონის სანაპიროდან აფეთქების საფრთხის გამო დამსვენებლები გაიყვანეს

ესპანურმა ტელეარხმა Beteve-მ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, სანაპირო დამსვენებლებს დაატოვებინეს. ერთ-ერთი ვერსიით სანაპიროზე იპოვეს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს დარჩენილი ნაღმი, რომლის აფეთქების საფრთხე რეალური იყო.

ოქსფორდშირი

25 აგვისტო 2019, 17:37

მსოფლიო

ინგლისში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

ინგლისში, ოქსფორდშირში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ცნობით, შემთხვევისას პილოტი და ერთი მგზავრი დაიღუპა. სხვა ინფორმაცია დაზარალებულებზე ან ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე არ ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი რედინგიდან 9 კმ-ის მოშორებით, მინდორში ჩავარდა.

საპროტესტო აქცია ბათუმში

25 აგვისტო 2019, 16:40

ეკონომიკა

ბათუმში ნაგავსაყრელის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, ნაგავსაყრელის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ტერიტორიის შემოღობვასა და არსებული ნაგავსაყრელის დაკონსერვებას ითხოვენ. ისინი მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებენ და ანტისანიტარიასა და აუტანელ სუნზე საუბრობენ.

ათენი, საბერძნეთი

25 აგვისტო 2019, 16:40

საქართველო

საქართველოს საელჩო საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

"მოგიწოდებთ, ნუ შეუწყობთ ხელს დაინტერესებული წყაროების მიერ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციის გავრცელებას და გთხოვთ თვალი ადევნოთ საელჩოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ და გადამოწმებულ ინფორმაციას", - წერია განცხადებაში.

25 აგვისტო 2019, 16:34

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ხანძარი ჩააქრეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის კერების სრულად ჩაქრობა შეძლეს.