Imedi /  18 ივლისი 2019, 20:20 / სანდო წყარო

პაატა სალია „რუსთავი 2“-ში მივიდა

პაატა სალია

პაატა სალია

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი „რუსთავი2“-ში მივიდა. პაატა სალია იმედოვნებს, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება.

სალიას განცხადებით, მას ნიკა გვარამიამ სატელეფინო ზარზე არ უპასუხა.  „რუსთავი2“-ს ახალი დირექტორი აცხადებს, რომ გვარამია დირექტორი აღარ არის და თუ პრეტენზიები აქვს კონტრაქტის მიხედვით შეუძლია სასამართლოს მიმართოს. რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ამ საკითხს ქიბარ ხალვაში განიხილავს. 

პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და სურვილი აქვს დღეს კომპანიის მენეჯმენტს შეხვდეს. ამ ეტაპზე მას ფინანსური დოკუმენტაცია აინტერესებს. ტელეკომპანიის შესასვლელთან სალიას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი დახვდა. მედია ტელეკომპანიის შენობაში არ შეუშვეს.

„რუსთავი 2“ სალიას და გვარამიას შეხვედრის კადრებიც გაავრცელა. ყოფილ გენერალურ დირექტორს მან უთხრა, რომ ჟურნალისტების მუშაობაში არ ერევა, თუმცა თანამშრომლებთან შეხვედრა უნდა, ასევე კომპანიის ფინანსურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საქმიანობასთან გაცნობა.

„არაფერში თქვენთან თანამშრომლობას არ ვაპირებ, მდივანსაც ვთხოვ, ყავა არ გაგიკეთოთ. ამ კაბინეტში ჯერ ჩემი პირადი სივრცეა, ვიდრე გავათავისუფლებ. თქვენ აქ მოხვედით დემოკრატიის დასამარხად, ჯობდა კაბინეტისთვის მოსულიყავით“, - უთხრა ნიკა გვარამიამ პაატა სალიას და დასძინა, რომ ის კოლაბორაციონალისტებთან ვერ ითანამშრომლებს. 

ტელეკომპანიის ახლად დანიშნულმა დირექტორმა „რუსთავი 2”-ში მისვლამდე სოციალურ ქსელში დაწერა. 

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია აღარ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე მე.

ეს აქტი დარეგისტრირებულია ოფიციალურად. ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და თავისუფლად, „რუსთავი 2“-მა კი ჩვეულ რეჟიმში იმაუწყებლოს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობაც.

ამის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მე დღესვე დავუკავშირდები ტელეკომპანიის მენეჯმენტს და მათთან ერთად ვგეგმავ, ცივილურ რეჟიმში დავიწყო ტელეკომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების გაცნობა და პასუხისმგებლობების გადმობარების პროცესი. როგორც არხის მეპატრონემ განაცხადა, ჟურნალისტების საქმიანობას არავითარი პრობლემა და შეზღუდვა არ ექნება. მე დღესვე ვაპირებ კომპანიაში მისვლას და ვიმედოვნებ, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება“, - წერს პაატა სალია. 

„რუსთავი 2“-ს დირექტორად გვარამიას ნაცვლად პაატა სალია დაინიშნა.

ქიბარ ხალვაშმა შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს დირექტორად პაატა სალია დანიშნა და საჯარო რეესტრისგან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას ითხოვა.

როგორც საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცში წერია, დღეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს პარტნიორთა კრება გაიმართა.

კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მანამდე საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

წულუკიანის თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება და ახალ მესაკუთრეს აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება. 

განცხადება გაავრცელეს „რუსთავის 2“-ს თანამშრომლებმა, სადაც ამბობენ, რომ მენეჯმენტის შეცვლა გამოიწვევს სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, სწორედ ამიტომ, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდებენ, არ დაარეგისტრიროს ადვოკატ პაატა სალიას მოთხოვნა არხის მესაკუთრედ ხალვაშის დარეგისტრირების შესახებ. 

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა დღეს სტრასბურგის სასამართლომ.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ის ძალაში შევა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. 

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი აცხადებს, რომ ის სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. „სტრასბურგის გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და აბსოლუტურად წარმოუდგენელია“, - თქვა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო. 

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.

სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა. „რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორი და არხის წარმომადგენლები, რომლებიც არ მალავენ, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა თანხვედრაშია „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებებთან და ეფუძნება მმართველი გუნდის მკაცრ კრიტიკას, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ცდილობს „რუსთავი 2“-ს გაჩუმებას და აპირებს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებას, ხალვაშის გამოყენებით. მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ს მენეჯმენტი სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენას ცდილობს.

ყველა სიახლე

სუდანი

17 აგვისტო 2019, 16:31

მსოფლიო

სუდანში სამხედროებმა და ოპოზიციამ საკონსტიტუციო დეკლარაციას მოაწერეს ხელი

სუდანის გარდამავალმა სამხედრო საბჭომ და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ “ცვლილებებისა და თავისუფლებისთვის“ ხარტუმში საკონსტიტუციო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დეკლარაციაზე ხელის მოწერის ცერემონია ტელეარხ Al Arabiya-ს პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

მიმტანი

17 აგვისტო 2019, 16:10

ტაბლოიდი

საფრანგეთში კაცმა შეკვეთის ხანგრძლივი ლოდინის გამო მიმტანი მოკლა

შემთხვევა 16 აგვისტოს, პარიზის შემოგარენში, ნუაზი-ლე-გრანის კომუნაში მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ უკმაყოფილო სტუმარმა მიმტანს იმის გამო ესროლა, რომ მისი შეკვეთილი სენდვიჩი არასაკმარისად სწრაფად მოამზადეს.

ლაშა ტალახაძე

17 აგვისტო 2019, 16:03

სპორტი

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ვიდეო

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჩემპიონატზე ატაცში 219 კგ. დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდს 1 კილოგრამით აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი 218 კგ ქართველ ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ეკუთვნის.

კონტი ჯგუფი

17 აგვისტო 2019, 15:40

ეკონომიკა

სამინისტრო: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ „კონტი ჯგუფის“ ყოფნა ფორმალური იყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული „კონტი ჯგუფის“ გასვლას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.სამინისტრო კონსორციუმს მოუწოდებს, რომ წარადგინოს გეგმა, რომელის თანახმადაც 42%-იანი წილის მფლობელი ბიზნესჯგუფის ჩანაცვლება მოხდება.

სოჭი

17 აგვისტო 2019, 15:22

მსოფლიო

სოჭში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა. ვიდეო

17 აგვისტოს ღამეს სოჭში 70 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, რამაც ქალაქს სერიოზული ზიანი მიაყენა, დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. რუსული მედიის ინფორმაციით, წვიმა დღესაც გაგრძელდება, ქალაქის ადმინისტრაციამ საშტორმო მდგომარეობა გამოაცხადა.

მამუკა ბახტაძე

17 აგვისტო 2019, 15:06

საქართველო

მთავრობა დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის სპეციალურ პროგრამას იწყებს

„დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება“, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს დევნილი ვეტერანები ქუთაისში 60 ბინას მიიღებენ, ხოლო მომავალ წელს, თბილისსა და ზუგდიდში მათ 120 ბინა გადაეცემათ.

მედიკამენტები

17 აგვისტო 2019, 14:50

საქართველო

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან 1 ლარად შეიძენენ

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად შეიძენენ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა

სოფელი გუგუტიანთკარი

17 აგვისტო 2019, 14:41

საქართველო

გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს დარჩენილმა ოჯახებმა სახლები დატოვეს

სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს დარჩენილმა ოჯახებმა სახლები დატოვეს. მათ საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიტანეს, მანამდე კი ომის დროს დაზიანებული საცხოვრებლები საკუთარი ხელით დაშალეს. შეჩერებული ე.წ. ბორდერიზაციის მიუხედავად გუგუტიანთკარს ოკუპაციის კვალი უკვე ეტყობა.

ჰელენა კრისტენსენი

17 აგვისტო 2019, 14:33

ტაბლოიდი

51 წლის მოდელი ფოტოსესიაზე საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა

ცნობილი მოდელი ჰელენა კრისტენსენი ჟურნალ Harper's Bazaar-ის ფოტოსესიაზე საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა. The Sun-ის ცნობით, მოდელი 2018 წლის დეკემბერში 51 წლის გახდა. „რატომ არ უნდა აჩვენო სხეული როცა ამის გაკეთება გსურს?“- ამბობს მოდელი და აცხადებს, რომ მას ამ სფეროში მუშაობა 80 წლამდე სურს.

გენერალური პროკურატურა

17 აგვისტო 2019, 14:23

ძალოვნები

ვაშაძის ონის შტაბის ხელმძღვანელის დაჭრაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

„გაერთიანებული ოპოზიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ნოდარ ბურდილაძის დაჭრაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე

17 აგვისტო 2019, 14:15

ძალოვნები

ბახტაძე: საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა წელს დასრულდება

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა, რომლის ვალდებულება სახელმწიფომ 2007 წელს აიღო, წელს დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.

აეროპორტები

17 აგვისტო 2019, 13:34

მსოფლიო

აშშ-ის აეროპორტებში ავიამიმოსვლა შეფერხდა

ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე აეროპორტში ავიამიმოსვლა შეფერხდა. Reuters-ის ცნობით, მიზეზი კომპიუტერული სისტემის ტექნიკური ხარვეზია. შინაგან საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, საბაჟო შემოწმებისა და საზღვრის დაცვის კომპიუტერული სისტემის ხარვეზის გამო, რეისები 10-მდე საერთაშორისო აეროპორტში გადაიდო. მათ შორის იყო ლოს ანჯელესის, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის

17 აგვისტო 2019, 13:16

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაციას საიმიგრაციო კანონების გამკაცრების გამო სასამართლოში უჩივლეს

Deutsche Welle-ს ცნობით, სარჩელით, ერთდროულად რამდენიმე შტატმა სან-ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოს მიმართა. კალიფორნიის, ორეგონის და პენსილვანიის შტატების ფედერალური მთავრობები მიიჩნევენ, რომ რამდენიმე დღის წინ საიმიგრაციო კანონმდებლობაში განხორცილებული ცვლილება მიგრანტების დისკრიმინაციას იწვევს.

ამოს დოვ სილვერი

17 აგვისტო 2019, 13:13

მსოფლიო

კიევის აეროპორტიდან ექსტრადირების დროს გაქცეული ნარკობარონი ისევ დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა კანაფის ონლაინ გაყიდვების ქსელის შემქმნელი ამოს დოვ სილვერი, რომელიც 16 აგვისტოს ექსტრადირების დროს კიევის აეროპორტიდან გაიქცა. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

17 აგვისტო 2019, 12:37

ეკონომიკა

Fitch-მა საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეფასებით, ეს პოზიტიური ფაქტორია და საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას აძლიერებს.

ელვის პრესლი

17 აგვისტო 2019, 12:27

კულტურა

Netflix-ი ელვის პრესლიზე ანიმაციურ სერიალს გამოუშვებს

Netflix-ი ელვის პრესლიზე ანიმაციურ სერიალს Agent King-ს გამოუშვებს, ამის შესახებ hollywoodreporter-ი წერს. გამოცემის ცნობით, ელვის პრესლი ბავშვობაში ყოველთვის ოცნებობდა, რომ სუპერგმირი გამხდარიყო, რომელიც შეებრძოლებოდა კრიმინალურ სამყაროს და ქვეყანას გადაარჩენდა.

ფეხბურთის მოედანი

17 აგვისტო 2019, 12:03

ტაბლოიდი

ინგლისის ლიგის თამაშზე მოედანზე ქომაგი გოლის გასატანად შეიჭრა. ვიდეო

ინგლისის ლიგის თამაშზე საფეხბურთო მოედანზე ყველაზე უცნაური შეჭრა დაფიქსირდა. ხშირ შემთხვევაში ფანები მოედანზე საყვარელი ფეხბურთელის გამო იჭრებიან, ამ შემთხევაში კი მიზეზი სრულიად გახვავებული იყო. „სალფორდ სიტისა“' და „ლიდს იუნაიტედის“' შეხვედრის დროს ქომაგი მინდორზე ბურთით შეიჭრა და გოლის გატანა სცადა.

სოფელი გუგუტიანთკარი

17 აგვისტო 2019, 12:02

საქართველო

სოფელ გუგუტიანთკარში ღობის გავლების პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია

დღეს სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები არ გამოჩენილან. ადგილობრივების განცხადებით, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. რაც შეეხება სარწყავ არხს, ის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არის მოქცეული.

ელისიო ალექსანდრ სოარეშ დუშ სანტუში

17 აგვისტო 2019, 11:49

ეკონომიკა

პორტუგალიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი გარდაიცვალა

პორტუგალიელი მილიარდერი, ელისიო ალექსანდრ სოარეშ დუშ სანტუში 84 წლისა გარდაიცვალა. ის საერთაშორისო საცალო ქსელ Jeronimo Martins SGPS SA ფლობდა და პორტუგალიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, - წერს Bloomberg-ი. ის Forbes სიაში 745-ე იყო და $2,7 მილიარდს ფლობდა.

ლევან იზორია და სტეფანი ბეგლი

17 აგვისტო 2019, 11:18

ძალოვნები

საქართველო აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამწლიან შეთანხმებას გააფორმებს

რამდენიმე დღეში საქართველო აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამწლიან შეთანხმებას გააფორმებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აშშ-ის თავდაცვის ახალ ატაშესთან, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.