imedi /  19 ივლისი 2019, 10:18 / სანდო წყარო

თბილისის მეტრო შეფერხებით მუშაობდა

თბილისის მეტრო

თბილისის მეტრო

თბილისის მეტროს მუშაობა შეფერხებული იყო. როგორც imedinews-ს ერთ-ერთმა მგზავრმა აცნობა, მეტროს სადგურ „სადგურის მოედანზე“ მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს.

შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.

ყველა სიახლე

ვაჟა გაფრინდაშვილი

18 ნოემბერი 2019, 16:22

საქართველო

ცხინვალმა „წითელი ჯვრის კომიტეტს“ ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების შესაძლებლობის პირობა მისცა

მაია ქარდავას განცხადებით, ისინი ცხინვალთან კავშირზე იყვნენ შაბათ-კვირის განმავლობაში და მიიღეს დაპირება, რომ უქმე დღეების დასრულებისთანავე მიეცემოდათ დაკავებულთან შესვლის შესაძლებლობა. შესაბამისად, ისინი ელოდებიან, რომ უკვე დღეს, დღის მეორე ნახევარში შეძლებენ ცხინვალის იზოლატორში შესვლას.

აქციის დაშლა

18 ნოემბერი 2019, 16:13

საქართველო

პოლიციამ აქციის მონაწილეებს პიკეტირების შესაწყვეტად 30 წუთი მისცა

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს განუმარტეს, რომ საკანონმდებლო ორგანოს შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს პიკეტირების შეწყვეტისთვის 30 წუთი მისცა.

18 ნოემბერი 2019, 15:52

მსოფლიო

რუსეთმა ქერჩის სრუტეში დაკავებული ხომალდები უკრაინას დაუბრუნა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ერთი წლის წინ ქერჩში დაკავებული გემები უკრაინას დღეს გადასცა. კერძოდ, უკრაინულ მხარეს გადაეცა კატერი „ბერდიანსკი“, „ნიკოპოლი“ და ბუქსირი „იანი კაპუ“.

სპეცრაზმი

18 ნოემბერი 2019, 15:49

საქართველო

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული. პარალელურად, პარლამენტის სამიე შესასვლელი ოპოზიციის წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს აქვთ ბლოკირებული. უმრავლესობის წევრები "ქართული ოცნების" ოფისიდან უკვე წავიდნენ პარლამენტისკენ.

ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი 2019, 15:39

საქართველო

კობახიძემ განმარტა, რატომ ეწინააღმდეგება ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას

„კონსტიტუციაში წერია, რომ 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით, 73 კი - მაჟორიტარული წესით. გერმანული სისტემა არის ე.წ. პერსონალიზებული პროპორციული სისტემა, სადაც მანდატების განაწილების წესი მთლიანად პროპორციულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აქცია პარლამენტთან

18 ნოემბერი 2019, 15:27

საქართველო

პარლამენტის სამივე შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვია

პარლამენტში ბიუროს სხდომა 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პარლამენტის ყველა შესასვლელი ჩაკეტილია. სამივე შესასვლელთან ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გადანაწილებულნი. ისინი დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე ცოცხალი კორდონია აღმართული.

სენეგალი

18 ნოემბერი 2019, 15:23

კულტურა

საფრანგეთმა სენეგალს ომარ ტალის ხმალი დაუბრუნა

საფრანგეთმა სენეგალს მე-19 საუკუნის მუსლიმი მეცნიერის, ომარ ტალის ხმალი დაუბრუნა, ამის შესახებ BBC წერს. არტეფაქტი მანამდე აღმოსავლეთ აფრიკის ლიდერ ომარ საიდ ტალს ეკუთვნოდა, რომელიც საფრანგეთის ანტიკოლონიზაციას ებრძოდა.

სასულიერო პირები

18 ნოემბერი 2019, 15:18

საქართველო

სასულიერო პირები ბრიუსელში ჯეიმს აპატურაის შეხვდნენ

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები ბრიუსელში იმყოფებიან. სასულიერო პირებმა შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიასა და ნატოში გამართეს. ვიზიტი ბრიუსელში რონდელოს ფონდის ორგანიზებით ხორციელდება.

ტყის ხანძარი

18 ნოემბერი 2019, 15:12

საქართველო

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ხანძარი ერთდროულად მძვინვარებს

ამბროლაურის, ონისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ტყის ხანძრებია. ცეცხლის კერებთან მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დასახლებულ პუნქტებზე ცეცხლის გავრცელებისი საშიშროება არ არის.

ლორენ ოიე კრის გარტი

18 ნოემბერი 2019, 15:12

ტაბლოიდი

სერფერს შეყვარებულისთვის ხელის თხოვნისას ბეჭედი ოკეანეში ჩაუვარდა

აშშ-ში, ჰავაის შტატის მკვიდრს, რომელმაც სერფინგის დროს შეყვარებულს ხელი სთხოვა, ბეჭედი ოკეანეში ჩაუვარდა. ამის შესახებ გამოცემა The Indian Express-ი წერს. კრის გარტმა ხელი თავის შეყვარებულს, ლორენ ოიეს სთხოვა, მაგრამ როდესაც მისგან თანხმობა მიიღო, ბეჭედი ოკეანეში ჩააგდო.

მამუკა მდინარაძე

18 ნოემბერი 2019, 14:36

საქართველო

მდინარაძე: პოლიცია ვალდებულია იმოქმედოს კანონის შესაბამისად

პარლამენტის შენობის ბლოკირება კანონდარღვევაა და ეს მხოლოდ შსს-ს პოზიცია არაა, ასეთი იყო აშშ-ისა და ევროკავშირის ერთობლივი განცხადების პათოსიც, - ამის შესახებ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

აქცია

18 ნოემბერი 2019, 14:24

საქართველო

აქციების გამო დღეს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მეორე ცვლის გაკვეთილები გაუქმდა

თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მეორე ცვლის გაკვეთილები არ ჩატარდება. სკოლის დირექტორის, თამარ კაპანაძის განცხადებით, საპროტესტო აქციების გამო მშობლებს სკოლაში მიყვანისას პრობლემები რომ არ შექმნოდათ, ამიტომ 14:00 საათიდან (მეორე ცვლა) გაკვეთილების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

18 ნოემბერი 2019, 14:10

ძალოვნები

აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში ხელშეკრულება გაფორმდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს პენტაგონში გამართავს, სადაც საქართველოსა და აშშ-ის შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება. დოკუმენტს ხელი თავდაცვის დეპარტამენტში მოეწერება.

პროპორციული არჩევნები

18 ნოემბერი 2019, 14:10

საქართველო

არასამთავრობოები: „გერმანული მოდელის“ საარჩევნო სისტემა კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის მიხედვით, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. ორგანიზაციები ამის მიზეზებსაც განმარტავენ.

ბელარუსი ევროკავშირი

18 ნოემბერი 2019, 13:59

მსოფლიო

ევროკავშირს ბელარუსთან სავიზო რეჟიმის გამარტივება სურს

ევროკავშირის საბჭომ, ბელარუსთან სავიზო შეთანხმების გაფორმების შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ევროკავშირი სავიზო რეჟიმის გამარტივებისთვის მზადაა.

რუსთაველის გამზირი

18 ნოემბერი 2019, 13:57

საქართველო

ადგილები თბილისში სადაც აქციების გამო მოძრაობა შეზღუდული ან აკრძალულია

საპატრულო პოლიციის განცხადებით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე აქციის ორგანიზატორების მიერ მოწყობილი ხელოვნური ბარიერების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში შეიზღუდა, ზოგიერთ ქუჩაზე კი აიკრძალა.

დავით უსუფაშვილი

18 ნოემბერი 2019, 13:49

საქართველო

უსუფაშვილი ოპოზიციას: პროპორციული არჩევნების მოთხოვნა არ უნდა მოვხსნათ

პოლიტიკური პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, რომ არ უნდა წამოეგონ ხელისუფლების ხაფანგზე და არ უნდა მოხსნან პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. ეს განცხადება უსუფაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი

18 ნოემბერი 2019, 13:44

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ბერლინს ნატოს გაძლიერება, პარიზს კი მისი ჩანაცვლება სურს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა ​საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ნატოს მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა. როგორც მან გამოცემა Welt-თან ინტერვიუში განაცხადა, გერმანია აღიარებს, რომ უსაფრთხოების სფეროში ევროპამ თანამშრომლობა უნდა გააფართოვოს, მაგრამ პარიზისა და ბერლინის აზრი ამ საკითხზე განსხვავებულია.

ბლოკირება პარლამენტი

18 ნოემბერი 2019, 13:39

ძალოვნები

შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ

შსს-ს განცხადებით, "ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის მცდელობის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს. მათი თქმით, 17 ნოემბრის საღამოს აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა.

საია

18 ნოემბერი 2019, 13:20

საქართველო

საია: პარლამენტის ბლოკირება კანონდარღვევაა მაგრამ გამოხატვის ეს ფორმა არ უნდა შეიზღუდოს

საიას თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის პარალელურად, მმართველი ძალა არც ე.წ. გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს, ამით კი ხელს უწყობს ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას. შესაბამისად, საიას თქმით, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.