imedi /  19 ივლისი 2019, 12:38 / სანდო წყარო

„რუსთავი 2“-ის ადვოკატი: დიდ პალატაში გასაჩივრებას აზრი აღარ აქვს

დიტო საძაგლიშვილი

დიტო საძაგლიშვილი

„რუსთავი 2“-ს ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მფლობელის შეცვლისა და არხის ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შემდეგ, სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აზრი დაეკარგა. თუმცა, საძაგლიშვილი არ გამორიცხავს, რომ ყოფილმა მფლობელებმა მაინც მიმართონ დიდ პალატას სარჩელით და ეს დადგენილ ვადაში მოხდეს, ანუ  არაუგვიანეს 3 თვისა.

„მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გუშინ შესაშური სისწრაფით დაარეგისტრირა ქიბარ ხალვაშის წილებზე საკუთრების უფლება და შეიცვალა გენერალური დირექტორი, ამან ფაქტობრივად აზრი გამოაცალა დიდ პალატაში გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილების მომავალში აღსრულებას. ეს არ ნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა გასაჩივრდეს, ეს ყოფილი დამფუძნებლების მისაღები გადაწყვეტილებაა და ალბათ ისინი ამას გაასაჩივრებენ. რაც შეეხება შედეგს, ვინაიდან ეს გარკვეულ დროს საჭიროებს, დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს რა მდგომარეობა იქნება "რუსთავი 2"-ში და საერთოდ იარსებებს თუ არა ეს კომპანია, ჩემთვის ამ მომენტში გაურკვეველია და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შესაძლოა სახელმწიფოს გუშინდელმა მოქმედებამ საერთოდ აზრი დაუკარგა დიდი პალატის მიერ მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებას", - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

ტელეკომპანიის ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნასაც გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ს წილების დაყადაღებასა და კომპანიის მფლობელობაზე პრეტენზიის შესახებ. საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ამის დამადასტურებელ დოკუმენტებს ის იცნობს.

„პირადად მაქვს ნანახი შეთანხმება, რომელიც ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის არის გაფორმებული. ეს შეთანხმება ჩვენ საქმეზე წარვადგინეთ უზენაეს სასამართლოში ჯერ კიდევ 2016 წელს. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმება ორივე მხარის მიერ არის ხელმოწერილი, დავის სამართლებრივი საფუძველი არსებობს. თუმცა იმ პირობებში, როცა ეს საქმე განიხილება ქართულ სასამართლოში, ეჭვი მეპარება ეს პროცესები წარიმართოს დროულად და შესაბამისად, დროში გაჭიანურებამ შესაძლოა საერთოდ დაუკარგოს აზრი ამ საკითხის განხილვას“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ს საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

წულუკიანის თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება და ახალ მესაკუთრეს აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება. 

სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.

18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ს გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

ყველა სიახლე

ვიდეოთამაში

21 აგვისტო 2019, 22:07

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო ვიდეოთამაშში გამოჩნდება

„მოხარულები ვართ, გამცნოთ Konami-სთან ახალი შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კომპანიის უახლეს საფეხბურთო ვიდეოთამაშ PES 2020-ში ვიხილავთ"- წერს ფედერაცია Facebook-ის საკუთარ გვერდზე. საფეხბურთო ვიდეოთამაშების სერია PES PES (Pro Evolution Soccer) იაპონურმა კომპანია Konami-მ შექმნა.

დიდი შვიდეული

21 აგვისტო 2019, 21:30

მსოფლიო

გერმანია „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია

როგორც გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რუსეთი ამ ფორმატიდან ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის გამო გარიცხეს და ეს პრობლემები ამ დრომდე აქტუალურია. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნება მიზანშეწონილია.

მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო 2019, 21:08

საქართველო

მამუკა ბახტაძე: ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს

ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავისი საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი მხრიდან უნდა იყოს პრინციპული პოზიცია და უნდა იყოს ერთსულოვნება და ერთად დგომა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

21 აგვისტო 2019, 20:52

საქართველო

ცნობილია როდის ჩატარდება სკოლის ექსტერნის გამოცდები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე მათში შემავალი საგნებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადად 26 აგვისტო - 2 სექტემბერი განისაზღვრა.

ბათუმის ბულვარი

21 აგვისტო 2019, 20:14

საქართველო

ბათუმის ბულვარში რეაბილიტირებული „რვაფეხა“ გაიხსნა

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა. რვაფეხას რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა.

21 აგვისტო 2019, 20:05

საქართველო

„კურიერის“ ჟურნალისტების უმრავლესობამ „რუსთავი 2“ დატოვა

"კურიერის" ჟურნალისტების უმრავლესობამ "რუსთავი 2" დატოვა. მათ ტელევიზიის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს და მედიასთან განცხადებებიც გააკეთეს. რეპორტიორების განცხადენით, ჯერ არ იციან სად გააგრძელებენ საქმიანობას, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ პროფესიულ საქმიანობას მალე დაუბრუნდებიან.

დუეინ ჯონსონი

21 აგვისტო 2019, 19:31

კულტურა

Forbes: დუეინ ჯონსონი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კაცი მსახიობია

Forbes-ი რეიტინგის შედგენისას, სამსახიობო ანაზღაურებასთან ერთად ბრენდებთან თანამშრომლობით გამომუშავებულ თანხასაც ითვლის. როკის შემოსავლებში მნიშვნელოვანი როლი სპორტული ტანსაცმელების ბრენდმა Under Armour-მა, "ფორსაჟსა" და სხვა ფილმებზე მუშაობამ შეასრულა.

სასტუმრო ჰილტონი

21 აგვისტო 2019, 19:22

საქართველო

ბათუმის „ჰილტონიდან“ სახანძრო სიგნალის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ბათუმის „ჰილტონში“ სახანძრო სიგნალი ჩაირთო, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა. შენობაში მყოფ სტუმრებსა და პერსონალს ტერიტორია დაატოვებინეს. როგორც გაირკვა, სიგნალი მეოცე სართულზე მდებარე რესტორანში ორთქლის გაჟონვის გამო ჩაირთო. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ საფრთხე მოიხსნა.

ბორის ჯონსონი
კერი საიმონდსი

21 აგვისტო 2019, 18:55

მსოფლიო

ბორის ჯონსონის მეგობარ ქალს აშშ-ის ვიზა არ მისცეს

საიმონდსმა აშშ-ში სამუშაოდ წასვლის მიზნით ვიზის მისაღებად განაცხადი შეავსო, თუმცა მან უარყოფითი პასუხი მიიღო. ის საზღვარგარეთ უახლოეს დღეებში უნდა გამგზავრებულიყო.ვიზაზე უარი სავარაუდოდ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ 2018 წელს საიმონდსი აღმოსავლეთ აფრიკაში ჩავიდა და სომალილენდის არაღიარებულ სახელმწიფოს ეწვია.

ძიუდო

21 აგვისტო 2019, 18:48

სპორტი

ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამ წონით კატეგორიაში ქართველები ლიდერობენ

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი გამოაქვეყნა. შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში ქართველი სპორტსმენები ლიდერობენ. სათავეში ვაჟა მარგველაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი არიან.

კუბური ნიანგი

21 აგვისტო 2019, 18:46

ტაბლოიდი

ფიდელ კასტროს ნიანგმა კაცი დაკბინა

შვედეთში, სტოქჰოლმის აკვარიუმიდან 70 წლის კაცის ჰოსპიტალიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, როცა ის ნიანგმა დაკბინა. BBC-ის ცნობით, ნიანგს კუბის ყოფილი ლიდერი ფიდელ კასტრო ფლობდა. შემდეგ მან ორი კუბური ნიანგი სახელად კასტრო და ჰილარი კოსმონავტ ვლადიმერ შატალოვს 1978 წელს აჩუქა, რომელმაც ცხოველები სტოქოლმის აკვარიუმს 1981 წელს მიჰყიდა.

ნინო შუბლაძე

21 აგვისტო 2019, 18:22

საქართველო

ნინო შუბლაძე: საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს ხელმძღვანელად მოიაზრება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, მან შეთავაზება მიიღო, თუმცა მედიაში, კერძოდ კი „რუსთავი 2-ში“ დაბრუნების გადაწყვეტილება არ მიუღია.

ტრევორ მალარდი

21 აგვისტო 2019, 18:21

ტაბლოიდი

ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერმა სხდომის დროს დეპუტატის ბავშვი გამოკვება

ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერმა ტრევორ მალარდმა წარმომადგენელთა პალატაში დებატების მიმდინარეობისას ერთ-ერთი დეპუტატის ბავშვი გამოკვება. მალარდმა პარლამენტში დეპუტატ ტამატი ქოფის შვილთან გადაღებული ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნა.

21 აგვისტო 2019, 18:11

მსოფლიო

მექსიკაში შესაძლოა კოკაინის მოხმარება დაუშვან

მექსიკის სამართლის ისტორიაში პირველად, კოკაინის შეძენაზე, შენახვასა და მოხმარებაზე ორი ადამიანი სასჯელს გადაურჩა, ამის შესახებ BBC ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებზე დაყრდნობით წერს. ამ დრომდე ქვეყანაში მხოლოდ 0,5 გრამი კოკაინის ფლობა არ ისჯებოდა კანონით.

მეტ ფრედერიქსენი

21 აგვისტო 2019, 18:02

მსოფლიო

დანიის პრემიერმინისტრი არ ფიქრობს, რომ ტრამპის ვიზიტის გაუქმება ქვეყნებს შორის ურთიერთობას გააფუჭებს

ფრედერიქსენი აცხადებს, რომ ვიზიტის გაუქმება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე არ იმოქმედებს."ვიზიტის გაუქმება დანიასა და აშშ-ს შორის არსებულ კარგ ურთიერთობას არ შეცვლის", - განაცხადა დანიის პრემიერმინისტრმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გრენლანდია არ იყიდება.

Walmart

21 აგვისტო 2019, 17:55

ეკონომიკა

Walmart-ი Tesla-ს უჩივის

მაღაზიათა ქსელი Walmart-ი კომპანია Tesla-ს დაუდევრობის გამო უჩივის. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით 2012-2018 წლებში Walmart-ის მაღაზიების სახურავებზე დამონტაჟებულ მზის 7 პანელს ​ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაზიანდა მაღაზიები და მათში შენახული საქონელი, რამაც Walmart-ს მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა.

კონტი ჯგუფი

21 აგვისტო 2019, 17:53

ეკონომიკა

თურნავა: ველოდებით, რომ კონსორციუმი „კონტი ჯგუფს“ ადეკვატური პარტნიორით ჩაანაცვლებს

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით საუბრისას ანაკლიის პროექტზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „კონტი-ჯგუფის“ გასვლა პროექტს აზარალებს.

გერმანია პოლიცია

21 აგვისტო 2019, 17:49

ტაბლოიდი

გერმანელმა ბიჭმა მშობლებისთვის მოპარული ავტომობილით საათში 140 კილომეტრი განავითარა

ბიჭი ქალაქ დორტმუნდისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე იპოვეს. მოზარდმა სამართლადმაცველებს თავისი საქციელი იმით აუხსნა, რომ გასეირნება უნდოდა, თუმცა მას შემდეგ გაჩერდა, რაც თავი ცუდად იგრძნო. ბავშვის დედის თქმით, ის ავტომობილს დიდი ხანია მართავს.

21 აგვისტო 2019, 17:37

მსოფლიო

ინდოეთის მთავრობამ ქაშმირში 2300 ადამიანი დააკავა

ინდოეთის მთავრობამ ქაშმირის რეგიონში 2300 ადამიანი დააკავა.- ინფორმაციას უცხოური პრესა ავრცელებს. NBC News-ის ცნობით, დაკავების მიზეზი ანტი-ინდური კამპანიის წარმოება გახდა. ინდოეთის მთავრობა ცდილობს მაქსიმალურად შეავიწროვოს ის პირები, რომლებიც რეგიონისთვის ფართო ავტონომიური სტატუსის მინიჭებას და პაკისტანთან შეერთებას ითხოვენ.

ბადრი პატარკაციშვილი

21 აგვისტო 2019, 17:29

ძალოვნები

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დაკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდების მოწმეები - კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები დაიკითხნენ. საქმე ეხება აუდიო ჩანაწერს, რომელშიც ბიზნესმენის მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი.