imedi /  19 ივლისი 2019, 13:08 / სანდო წყარო

ბახტაძემ თქვა, თუ რას ადასტურებს „რუსთავი 2“-ს საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება

მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძე

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო და ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, საკუთრების ხელყოფას და ადამიანების წამებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს საქმეს, პრემიერის თქმით, არც ერთ ეპიზოდში სტრასბურგის სასამართლომ ხარვეზი არ დაადგინა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უზენაესია და მას ყველა უნდა დაემორჩილოს.

„გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ფსევდოდემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მიზანი გახლავთ საქართველოს ევროპული გზა. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ეს ფარსია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“, ჩირქი მოსცხოს იმ მთავარ პრინციპებს და ფასეულობებს, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია. აქედან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ მივმართო ყველა იმ ძალას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი  ევროპული არჩევანი და საქართველოში მყარი ევროპული სამართლებრივი სისტემის არსებობა, დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. წინაღმდეგ შემთხვევაში, მათი პოზიცია ითარგმნება ძალიან მარტივად, რომ ადგილი აქვს შეტევას ჩვენს ევროპულ მისწრაფებებზე და იმ პრინციპებზე, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია და ის ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საერთო სამშობლო უნდა ავაშენოთ. გუშინდელი დღე და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო და ადგილი ჰქონდა ადამიანების მკვლელობას, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, საკუთრების ხელყოფას და ადამიანების წამებას. ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი მედიაპლურალიზმს უფრთხილდება.

„რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებისა და ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებას, ჩახედეთ სტრასბურგის გადაწყვეტილების შინაარსს, სადაც ეს საკითხი ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებულია. ჩვენ გუშინ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ,  რაზე არიან ორიენტირებული ჩვენი უპასუხისმგებლო ოპონენტები - ისინი ორიენტირებულნი არიან ნებისმიერი ინფორმაციისა და ნებისმიერი ფაქტის არასწორ ინტერპრეტაციაზე, არასწორ შეფუთვაზე. ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თითოეულმა ჩვენგანმა მას პატივი უნდა ვცეთ. მედიაპლურალიზმი ჩვენი ძალიან დიდი მონაპოვარია, მას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით და ამ საქმეს ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევის, მედიაპლურალიზმის შესაძლო ზიანთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ჟურნალისტების კითხვას „რუსთავი 2“-ს მფლობელისა და გენერალური დირექტორის ცვლილების მოკლე ვადაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა კანონით დასჯადია და იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის პროცედურები, რომლებიც მას კანონით ევალებოდა

„ჩვენი ოპონენტების ე.წ არგუმენტი არის წმინდა წყლის დემაგოგია, ვინაიდან მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. კერძო მესაკუთრემ ჩათვალა საჭიროდ ის, რაც ჩათვალა და იუსტიციის სამინისტრომ განახორციელა ის პროცედურები, რომელიც მას კანონით ევალებოდა. ეს არ იყო არჩევანი. ეს არის ვალდებულება და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

წულუკიანის თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილება და ახალ მესაკუთრეს აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება. 

სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო.

18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ს გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.

ყველა სიახლე

ჯეფრი ეპშტეინი პრინცი ენდრიუ

25 აგვისტო 2019, 00:57

მსოფლიო

პრინცი ენდრიუ: ეპშტეინის ქმედებებში ეჭვი არასდროს შემიტანია

დიდი ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ მის მეგობარ, ამერიკელ მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინზე საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის რაიმე სახის კრიმინალური ქმედებები არ შეუმჩნევია. ის ამბობს, რომ თანაუგრძნობს ყველა იმ ადამიანს, რომელიც ეპშტეინისგან თვს დაზარალებულად თვლის.

25 აგვისტო 2019, 00:30

მსოფლიო

საფრანგეთის პოლიციამ დიდი შვიდეულის სამიტის საწინააღმდეგო აქციაზე ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

საფრანგეთის სხვა ქალაქებში ანტიგლობალისტებმა და გარემოს დამცველებმა მშვიდობიანი აქცია გამართეს, თუმცა განსხვავებული ატმოსფერო იყო ქალაქ ბაიონაში, სადაც პოლიციამ ბარიკადები განალაგა, თუმცა მომიტინგეებმა მისი გარღვევა სცადეს.

24 აგვისტო 2019, 23:51

მსოფლიო

ტეხასელი წყვილი საქორწილო ცერემონიის შემდეგ ავარიას ემსხვერპლა

ტრაგიკული შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 19 წლის ჰარლი მორგანი და 20 წლის რიანონ ბოდრო ტეხასში, ავტომაგისტრალს უახლოვდებოდა. სატვირთოს მძღოლი არ დაშავებულა. პოლიციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ინციდენტის გამოძიება მიმდინარეობს.

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპი ბრიჟიტ ტორნიე მელანია ტრამპი

24 აგვისტო 2019, 23:20

მსოფლიო

მაკრონი ტრამპს მასპინძლობს

აშშ-ის პრეზიდენტი დიდი შვიდეულის სამიტზე დასასწრებად საფრანგეთში ჩავიდა. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ტრამპთან შეხვედრაზე ლიბიის, სირიის და ჩრდილოეთ კორეის საკითხები განიხილეს, ასევე გაცვალეს შეხედულებები ირანის მიერ ბირთვული იარაღის განვითარების თავიდან აცილებაზე.

ემა სტოუნი

24 აგვისტო 2019, 22:39

კულტურა

Disney-მ „კრუელას“ ეკრანიზაციის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

ფილმში მთავარი გმირის - კრუელა დე ვილის როლს მსახიობი ემა სტოუნი ასრულებს. ფილმი "101 დალმატინელის" ბოროტი პერსონაჟის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მოქმედება 1970-იან წლებში მიმდინარეობს და ეკრანიზაციაში ასახულია კრუელა დე ვილის ისტორია, სანამ ის ლეკვების მოტაცებას დაიწყებდა.

24 აგვისტო 2019, 22:33

მსოფლიო

ათასობით ბრაზილიელი ამაზონის ხანძართან დაკავშირებით პრეზიდენტის უმოქმედობას აპროტესტებს

ბრაზილიაში ამაზონის ხანძრების რეკორდული რაოდენობის გამო საპროტესტო აქციები იმართება. მომიტინგეები ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს უმოქმედობას აპროტესტებენ და გარემოს დაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

ღამის სერენადები

24 აგვისტო 2019, 22:09

კულტურა

ბათუმში ხვალ კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“, დირექტორი-ნინა ცაგარელი. ფესტივალის მთავარი პარტნიორები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არიან.

24 აგვისტო 2019, 22:08

ძალოვნები

სენაკში, მდინარეში 25 წლის ბიჭი დაიხრჩო

სენაკში, მდინარე ტეხურაზე 25 წლის ბიჭი დაიხრჩო. შემთხვევა სოფელ გეჯეთში მოხდა. გარდაცვლილი ქუთაისში სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

24 აგვისტო 2019, 21:30

კულტურა

საქართველო ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალს მასპინძლობს

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, დიდი იტალიელი კომპოზიტორის, შემოქმედებას ეძღვნება და ყოველწლიურად იტალიის ქალაქ პარმასა და ბუსეტოში ტარდება, წელს კი პირველად გასცდა იტალიის საზღვრებს და საქართველოში გაიმართა. ღონისძიება თბილისში გაიხსნა, გუშინ კი შეკვეთილში ბლექ სი არენას სცენა დაიკავა.

პრეზიდენტის სასახლე

24 აგვისტო 2019, 21:21

საქართველო

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილმა მიღება გამართა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ და კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 20:30

საქართველო

ზურაბიშვილი: არავიზე ნაკლებად არ გვტკივა ის ახალგაზრდები და პოლიციელი, რომლებმაც თვალები დაკარგეს

„აზრთასხვადასხვაობა აუცილებელია, მაგრამ საზოგადოების დაყოფა, სიძულვილის ენა, და საზოგადოების პოლარიზაცია უკან გვაბრუნებს და სახელმწიფოს ძირს უთხრის“, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ახალსოფელის მიმდებარე ტერიტორია

24 აგვისტო 2019, 20:25

საქართველო

ახალსოფელთან ხანძარის ჩასაქრობად ვერტმფრენები მუშაობას ხვალ განაახლებენ. ვიდეო

მეორე დღეა ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელთან ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოებს რელიეფი ართულებს, რის გამოც ტექნიკა ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს. ამ ეტაპზე ვერტმფრენებმა მუშაობა შეაჩერეს, ისინი ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვებიან.

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 19:56

საქართველო

ზურაბიშვილი: ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დასაბრუნებლად ყველა გზას ვეძებ

„ვზრუნავ იმაზე, ვეძებო ყველა გზა და ყველა საშუალება, რომ მშვიდობიანად დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორიები“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

არჩილ თალაკვაძე

24 აგვისტო 2019, 19:21

საქართველო

თალაკვაძე: მჯერა, რომ აფხაზებთან და ოსებთან ერთად მომავალში კიდევ ერთ კონსტიტუციურ კანონზე ვიმუშავებთ

საქართველოს კონსტიტუციის დებულებების სულისკვეთება პირდაპირ თანხვედრაშია უმთავრეს სტრატეგიულ მიზანთან, რასაც მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეწოდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2019, 19:20

საქართველო

ზურაბიშვილი: უკრაინელ ხალხს კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ

"დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს ახლო პარტნიორსა და მეგობარს - უკრაინას. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინელ ხალხს კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ" - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

24 აგვისტო 2019, 19:11

მსოფლიო

საზღვაო ხომალდ Ocean Viking-ის 356 მიგრანტს ევროპის 6 ქვეყანა მიიღებს

არასამთავრობო ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ კუთვნილმა გემმა Ocean Viking-მა ღუზა მალტის სანაპიროსთან ჩაუშვა. გემზე 356 მიგრანტი იმყოფება, რომელიც ორგანიზაციამ სამი კვირის წინ შეკრიბა. მიგრანტები 21 დღის განმავლობაში გაურკვევლობაში იყვნენ, რადგან ისინი იტალიამ არ მიიღო და გემს ლამპედუზასა და სიცილის პორტებში შესვლა აუკრძალა.

ლიდსის მუსიკალური ფესტივალი

24 აგვისტო 2019, 18:35

მსოფლიო

ლიდსის მუსიკალურ ფესტივალზე გოგო სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა

ლიდსის ფესტივალზე თინეიჯერი გოგო სავარაუდოდ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთ პარკში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე გოგოს გარდაცვალების შესახებ მიიღო შეტყობინება.

24 აგვისტო 2019, 18:33

ეკონომიკა

საქართველოში კომერციული ბანკების მოგება 7 თვეში 21 მილიონი ლარით შემცირდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგება 443 მლნ ლარია, რაც 2018 წლის იანვარ-ივლისის მოგებაზე 21 მლნ ლარით (5%-ით) ნაკლებია. ივლისში ბანკების შემოსავლებმა 387 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 301 მლნ ლარი საპროცენტო შემოსავლები, ხოლო 86 მლნ ლარი კი არასაპროცენტო შემოსავლები იყო.

24 აგვისტო 2019, 17:55

კულტურა

Marvel-ი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის „ადამიან ობობაზე“ ახალ ანიმაციურ სერიალს გადაიღებს

Marvel Animation-მა "ადამიანი-ობობის" შესახებ ახალი ანიმაციური სერიალი გამოშვება დააანონსა. ანიმაციას "Marvel-ის ობობა და მისი საოცარი მეგობრები" ერქმევა და ის სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე იქნება გათვლილი.

წეროვანი

24 აგვისტო 2019, 17:17

ძალოვნები

წეროვანში ხანძარი ჩააქრეს

ცეცხლი წეროვანში დასახლების მიმდებარედ, საძოვრებს გაუჩნდა. ამ ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტი არ არის. იყო ძლიერი დაკვამლინება. ადგილზე სამი სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი არ არის დადგენილი.