imedi /  19 ივლისი 2019, 18:41 / სანდო წყარო

აშშ-ის საელჩო: სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სამართლიანად და აპოლიტიკურად

აშშ-ის საელჩო საქართველოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას facebook-ის გვერდზე გამოეხმაურა: 

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია.

ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და, რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნების საქმეში“ - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

„რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობდა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამო. 

ყველა სიახლე

ლიუ იფეი

17 აგვისტო 2019, 16:53

კულტურა

Disney-ის „მულანის“ ახალ ვერსიას ბოიკოტს უცხადებენ

მსახიობმა ჩინურ სოციალურ ქსელში Weibo-ზე ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით სამთავრობო მედიიდან პოლიციის მხარდამჭერი ვიდეო გააზიარა და ჩინურად დაწერა, რომ ჰონგ-კონგის პოლიციას უჭერს მხარს. პოსტს თან ერთვოდა წარწერა ინგლისურად "რა სირცხვილია ჰონგ-კონგისთვის."

სუდანი

17 აგვისტო 2019, 16:31

მსოფლიო

სუდანში სამხედროებმა და ოპოზიციამ საკონსტიტუციო დეკლარაციას მოაწერეს ხელი

სუდანის გარდამავალმა სამხედრო საბჭომ და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ “ცვლილებებისა და თავისუფლებისთვის“ ხარტუმში საკონსტიტუციო დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დეკლარაციაზე ხელის მოწერის ცერემონია ტელეარხ Al Arabiya-ს პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

მიმტანი

17 აგვისტო 2019, 16:10

ტაბლოიდი

საფრანგეთში კაცმა შეკვეთის ხანგრძლივი ლოდინის გამო მიმტანი მოკლა

შემთხვევა 16 აგვისტოს, პარიზის შემოგარენში, ნუაზი-ლე-გრანის კომუნაში მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ უკმაყოფილო სტუმარმა მიმტანს იმის გამო ესროლა, რომ მისი შეკვეთილი სენდვიჩი არასაკმარისად სწრაფად მოამზადეს.

ლაშა ტალახაძე

17 აგვისტო 2019, 16:03

სპორტი

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ვიდეო

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჩემპიონატზე ატაცში 219 კგ. დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდს 1 კილოგრამით აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი 218 კგ ქართველ ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ეკუთვნის.

კონტი ჯგუფი

17 აგვისტო 2019, 15:40

ეკონომიკა

სამინისტრო: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ „კონტი ჯგუფის“ ყოფნა ფორმალური იყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული „კონტი ჯგუფის“ გასვლას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.სამინისტრო კონსორციუმს მოუწოდებს, რომ წარადგინოს გეგმა, რომელის თანახმადაც 42%-იანი წილის მფლობელი ბიზნესჯგუფის ჩანაცვლება მოხდება.

სოჭი

17 აგვისტო 2019, 15:22

მსოფლიო

სოჭში ძლიერმა წვიმამ ქუჩები დატბორა. ვიდეო

17 აგვისტოს ღამეს სოჭში 70 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, რამაც ქალაქს სერიოზული ზიანი მიაყენა, დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. რუსული მედიის ინფორმაციით, წვიმა დღესაც გაგრძელდება, ქალაქის ადმინისტრაციამ საშტორმო მდგომარეობა გამოაცხადა.

მამუკა ბახტაძე

17 აგვისტო 2019, 15:06

საქართველო

მთავრობა დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის სპეციალურ პროგრამას იწყებს

„დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება“, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს დევნილი ვეტერანები ქუთაისში 60 ბინას მიიღებენ, ხოლო მომავალ წელს, თბილისსა და ზუგდიდში მათ 120 ბინა გადაეცემათ.

მედიკამენტები

17 აგვისტო 2019, 14:50

საქართველო

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან 1 ლარად შეიძენენ

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად შეიძენენ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა

სოფელი გუგუტიანთკარი

17 აგვისტო 2019, 14:41

საქართველო

გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს დარჩენილმა ოჯახებმა სახლები დატოვეს

სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს დარჩენილმა ოჯახებმა სახლები დატოვეს. მათ საყოფაცხოვრებო ნივთები გამოიტანეს, მანამდე კი ომის დროს დაზიანებული საცხოვრებლები საკუთარი ხელით დაშალეს. შეჩერებული ე.წ. ბორდერიზაციის მიუხედავად გუგუტიანთკარს ოკუპაციის კვალი უკვე ეტყობა.

ჰელენა კრისტენსენი

17 აგვისტო 2019, 14:33

ტაბლოიდი

51 წლის მოდელი ფოტოსესიაზე საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა

ცნობილი მოდელი ჰელენა კრისტენსენი ჟურნალ Harper's Bazaar-ის ფოტოსესიაზე საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა. The Sun-ის ცნობით, მოდელი 2018 წლის დეკემბერში 51 წლის გახდა. „რატომ არ უნდა აჩვენო სხეული როცა ამის გაკეთება გსურს?“- ამბობს მოდელი და აცხადებს, რომ მას ამ სფეროში მუშაობა 80 წლამდე სურს.

გენერალური პროკურატურა

17 აგვისტო 2019, 14:23

ძალოვნები

ვაშაძის ონის შტაბის ხელმძღვანელის დაჭრაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

„გაერთიანებული ოპოზიციის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის ონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ნოდარ ბურდილაძის დაჭრაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე

17 აგვისტო 2019, 14:15

ძალოვნები

ბახტაძე: საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა წელს დასრულდება

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების მშენებლობა, რომლის ვალდებულება სახელმწიფომ 2007 წელს აიღო, წელს დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.

აეროპორტები

17 აგვისტო 2019, 13:34

მსოფლიო

აშშ-ის აეროპორტებში ავიამიმოსვლა შეფერხდა

ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე აეროპორტში ავიამიმოსვლა შეფერხდა. Reuters-ის ცნობით, მიზეზი კომპიუტერული სისტემის ტექნიკური ხარვეზია. შინაგან საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, საბაჟო შემოწმებისა და საზღვრის დაცვის კომპიუტერული სისტემის ხარვეზის გამო, რეისები 10-მდე საერთაშორისო აეროპორტში გადაიდო. მათ შორის იყო ლოს ანჯელესის, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის

17 აგვისტო 2019, 13:16

მსოფლიო

ტრამპის ადმინისტრაციას საიმიგრაციო კანონების გამკაცრების გამო სასამართლოში უჩივლეს

Deutsche Welle-ს ცნობით, სარჩელით, ერთდროულად რამდენიმე შტატმა სან-ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოს მიმართა. კალიფორნიის, ორეგონის და პენსილვანიის შტატების ფედერალური მთავრობები მიიჩნევენ, რომ რამდენიმე დღის წინ საიმიგრაციო კანონმდებლობაში განხორცილებული ცვლილება მიგრანტების დისკრიმინაციას იწვევს.

ამოს დოვ სილვერი

17 აგვისტო 2019, 13:13

მსოფლიო

კიევის აეროპორტიდან ექსტრადირების დროს გაქცეული ნარკობარონი ისევ დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა კანაფის ონლაინ გაყიდვების ქსელის შემქმნელი ამოს დოვ სილვერი, რომელიც 16 აგვისტოს ექსტრადირების დროს კიევის აეროპორტიდან გაიქცა. ინფორმაცია ამის შესახებ უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

17 აგვისტო 2019, 12:37

ეკონომიკა

Fitch-მა საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეფასებით, ეს პოზიტიური ფაქტორია და საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას აძლიერებს.

ელვის პრესლი

17 აგვისტო 2019, 12:27

კულტურა

Netflix-ი ელვის პრესლიზე ანიმაციურ სერიალს გამოუშვებს

Netflix-ი ელვის პრესლიზე ანიმაციურ სერიალს Agent King-ს გამოუშვებს, ამის შესახებ hollywoodreporter-ი წერს. გამოცემის ცნობით, ელვის პრესლი ბავშვობაში ყოველთვის ოცნებობდა, რომ სუპერგმირი გამხდარიყო, რომელიც შეებრძოლებოდა კრიმინალურ სამყაროს და ქვეყანას გადაარჩენდა.

ფეხბურთის მოედანი

17 აგვისტო 2019, 12:03

ტაბლოიდი

ინგლისის ლიგის თამაშზე მოედანზე ქომაგი გოლის გასატანად შეიჭრა. ვიდეო

ინგლისის ლიგის თამაშზე საფეხბურთო მოედანზე ყველაზე უცნაური შეჭრა დაფიქსირდა. ხშირ შემთხვევაში ფანები მოედანზე საყვარელი ფეხბურთელის გამო იჭრებიან, ამ შემთხევაში კი მიზეზი სრულიად გახვავებული იყო. „სალფორდ სიტისა“' და „ლიდს იუნაიტედის“' შეხვედრის დროს ქომაგი მინდორზე ბურთით შეიჭრა და გოლის გატანა სცადა.

სოფელი გუგუტიანთკარი

17 აგვისტო 2019, 12:02

საქართველო

სოფელ გუგუტიანთკარში ღობის გავლების პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია

დღეს სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები არ გამოჩენილან. ადგილობრივების განცხადებით, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. რაც შეეხება სარწყავ არხს, ის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არის მოქცეული.

ელისიო ალექსანდრ სოარეშ დუშ სანტუში

17 აგვისტო 2019, 11:49

ეკონომიკა

პორტუგალიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი გარდაიცვალა

პორტუგალიელი მილიარდერი, ელისიო ალექსანდრ სოარეშ დუშ სანტუში 84 წლისა გარდაიცვალა. ის საერთაშორისო საცალო ქსელ Jeronimo Martins SGPS SA ფლობდა და პორტუგალიაში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, - წერს Bloomberg-ი. ის Forbes სიაში 745-ე იყო და $2,7 მილიარდს ფლობდა.