imedi /  20 ივლისი 2019, 21:01 / სანდო წყარო

კალაძე: დიღმის ტყე-პარკში მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ საუბარი დიდი ტყუილია

კახა კალაძე

კახა კალაძე

სიცრუეა, თითქოს დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორია გამოყენებული იქნება სამშენებლო მიმართულებით ან ავტოსადგომების მოსაწყობად. ეს ტერიტორია იქნება მხოლოდ და მხოლოდ დასასვენებელი სივრცე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა აღმაშენებლის ხეივანში, დიღმის ტყე-პარკის მომიჯნავედ მდებარე „კია მოტორსის“ ცენტრის ტერიტორიის დათვალიერებისას, რომლის ადგილზე ახლო მომავალში თანამედროვე ტიპის დასასვენებელი სივრცე, ე.წ. ორანჟერეა აშენდება. 

„ჩვენი მიზანია, მოსახლეობას ვუთხრათ სიმართლე და არავის მივცეთ საშუალება, ის შეცდომაში შეიყვანოს. ამ ტერიტორიაზე ამჟამად არის „კიას“ ცენტრი და ყველა ხედავს, თუ რა მდგომარეობაა აქ. რამდენიმე თვის წინ, ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის მფლობელები შემოვიდნენ წინადადებით, მათ სურვილი ჰქონდათ არსებული ცენტრის რეაბილიტაციის, უნდოდათ, განახლებული ტექმომსახურების სადგური შეექმნათ. ჩვენ მესაკუთრეებთან გვქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია და სხვა პროექტის განხორციელებას ვთავაზობდით. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ აქ გაკეთდება დასასვენებელი სივრცე, ორანჟერეის სტილში, ზუსტად იგივე მოცულობის, როგორითაც დღეს აქ წარმოდგენილია „კიას“ ცენტრი, იმ შენობა-ნაგებობის ნაცვლად, რომელიც დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, საუბარი იმაზე, თითქოს დიღმის ტყე-პარკში მიმდინარეობს კორპუსების მშენებლობა და ამაზე გავეცით ნებართვა, ძალიან დიდი ტყუილია", - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რათა დედაქალაქში მაქსიმალურად მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას.

„ეს ეხება ისეთ ადგილებსაც კი, სადაც წლების განმავლობაში გასხვისებული იყო მიწის ნაკვეთები. ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ვაკის პარკი შემიძლია მოვიყვანო, სადაც 9-სართულიანი შენობა-ნაგებობის პროექტის განხორციელება იყო დაგეგმილი და სასამართლოშიც კი წაგებული გვქონდა ეს დავა. იქაც შევედით მოლაპარაკებებში და დავითანხმეთ მესაკუთრეები, მომხდარიყო ამ მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა და ვაკის პარკში ასეთი მასშტაბური მშენებლობა არ განხორციელებულიყო. იგივე მიდგომა გვქონდა, როდესაც კუს ტბის ასახვევში, მწვანე სივრცეში აპირებდნენ რამდენიმესართულიანი სასტუმროს მშენებლობას. ამით მინდა ავუხსნა ჩვენს მოსახლეობას, თუ როგორი მიდგომა აქვს დედაქალაქის მერიას მწვანე სივრცეებისადმი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე არანაირი სახლების მშენებლობა არ იგეგმება. ხორციელდება პროექტი, რომელიც ამ არსებულ სივრცეში ჩაჯდება და ყველა ადამიანს ექნება მისით სარგებლობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დამფუძნებლის ზაზა გოგოტიშვილის განცხადებით, ორანჟერეა „კია მოტორსის“ ძველი პროფილაქტიკის ადგილზე განთავსდება. მშენებლობა აგვისტოში დაიწყება და დაახლოებით 12-14 თვეში დასრულდება. 

„ეს იქნება ძირითადად, კულტურულ-საგანმანათლებლო, საგამოფენო დარბაზი, სადაც ალბათ კორპორატიული საღამოებიც გაიმართება. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არ იქნება კლასიკური რესტორანი, იქნება ღია სივრცე, ნებისმიერი ადამიანისთვის მისაღები და საინტერესო“, - აღნიშნა ზაზა გოგოტიშვილმა.

3 ივლისს კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია აქტიურად მუშაობს დიღმის ტყე-პარკის დაბრუნებაზე. მისივე თქმით, ამ ტერიტორიის ნაწილი 90-იან წლებში გასხვისდა და თბილისის მერიის მიზანია, მოხდეს ამ ტერიტორიის გამოთავისუფლება, რათა ქალაქს სრულად შეუნარჩუნდეს უნიკალური ტყე-პარკი.

ამის შემდეგ მოსახლეობამ დიღმის ტყე-პარკის 13 000 კვ/მ ტერიტორიისთვის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსის მინიჭება და კომპანია „ანაგზე“ მშენებლობის ნებართვის გაცემა გააპროტესტა.

ყველა სიახლე

ბიუჯეტი

14 ნოემბერი 2019, 08:26

ეკონომიკა

პარლამენტი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს მთავრობას მეორედ დაუბრუნებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია პარლამენტში არა უგვიანეს 30 ნოემბრამდე უნდა შევიდეს.

პროპორციული სისტემა

14 ნოემბერი 2019, 08:12

საქართველო

დღეს პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე კენჭისყრა გაიმართება

პარლამენტი საარჩევნო წესში ცვლილებებს კენჭს დღეს უყრის. კენჭისყრა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე უნდა გამართულიყო, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა გადადება მოითხოვა. მას მხარი ოპოზიციამაც დაუჭირა. კენჭისყრამდე „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

რიკოთის გვირაბი

14 ნოემბერი 2019, 08:00

საქართველო

რიკოთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში, 14 ნოემბერს მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 08:00 საათიდან 18:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ვირუსი

14 ნოემბერი 2019, 00:54

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა უცნობი ვირუსი აღმოაჩინეს

მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფმა ადამიანის ფიზიოლოგიური სითხის ნიმუშებში აქამდე უცნობი ვირუსი აღმოაჩინა, ამის შესახებ phys.org წერს. ვირუსის ახალი ტიპი მიეკუთვნება ბაქტერიოფაგებს. სპეციალისტებმა 111 ადამიანის შარდის ნიმუში შეისწავლეს. მათ 43 ბაქტერიოფაგი გამოავლინეს. ამასთან ახალი სახეობაც, რომელიც Tunavirinae-ს მიეკუთვნება.

14 ნოემბერი 2019, 00:38

კულტურა

Blackpink-ი პირველი კეი-პოპ ჯგუფი გახდა, რომლის ვიდეორგოლმა Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა

სამხრეთ კორეული ჯგუფის Blackpink ვიდეორგოლმა „Ddu-Du Ddu-Du“ Youtube-ზე მილიარდი ნახვა დააგროვა. გოგონებისთვის ეს პირველი რეკორდი არ არის. აპრილში მათი სიმღერას „Kill This Love“ ვიდეოჰოსტინგზე ორ დღეში 100 მილიონჯერ მოუსმინეს, რაც Youtube-ის ისტორიაში მანამდე არ მომხდარა.

ბორკილები

14 ნოემბერი 2019, 00:12

ძალოვნები

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ემზარ კვიციანის ძმისშვილი დააკავეს

თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილი ბექა კვიციანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, კვიციანი ბრალდებულის სტატუსით არის დაკავებული. ის მოკლულის შვილის ნათლიაა. ბექა კვიციანს, რომელიც წარსულში ნასამართლევია, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

ლეკვი კუდით თავზე

13 ნოემბერი 2019, 23:55

ტაბლოიდი

აშშ-ში იპოვეს ლეკვი, რომელსაც კუდი თავზეც აქვს

10 კვირის ლეკვს ნარვალი დაარქვეს. თავშესაფრის თანამშრომლების თქმით, მას ძალიან უყვარს თამაში. ზედმეტი კუდი ცხოველს ხელს არ უშლის და ტკივილს არ აყენებს. ამიტომ, როცა ლეკვი ოდნავ წამოიზრდება თავშესაფარი მისთვის სამუდამო სახლის ძებნას დაიწყებს.

რენე მაგრიტი, „16 სექტემბერი“

13 ნოემბერი 2019, 23:40

კულტურა

რენე მაგრიტის „16 სექტემბერი“ Christie's აუქციონზე $19,6 მილიონად გაიყიდა

ბელგიელი მხატვრის რენე მაგრიტის ყველაზე დიდი ნახატი Christie's აუქციონზე $19,6 მილიონად გაიყიდა. ტილო „თექვსმეტი სექტემბერი“ მხატვარმა 1957 წელს დახატა. მყიდველი აუქციონში ტელეფონით მონაწილეობდა. ნახატის საწყისი ფასი $7 მილიონი იყო. მანამდე ეს ნამუშევარი აუქციონზე 2005 წელს გაიტანეს და $6 მილიონად იყო შეფასებული, თუმცა მყიდველი არ გამოუჩნდა.

ღამის სექტორი

13 ნოემბერი 2019, 23:15

მსოფლიო

ღაზაში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ღაზის სექტორში ორდღიანი ავიაიერიშების შედეგად სულ ცოტა 23 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელის სამიზნე ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადია“. დაჯფუპებამ ისრაელის მიმართულებით 200-მდე რაკეტა გაუშვა. ისრაელში არავინ დაღუპულა, თუმცა არიან დაშავებულები.

MacBook Pro

13 ნოემბერი 2019, 22:58

ტექნოლოგიები

Apple-მა MacBook Pro-ს ახალი მოდელი წარმოადგინა

კომპანია Apple-მა დღეს MacBook Pro-ს ახალი მოდელი წარმოადგინა. კომპიუტერს აქვს Retina-ს 16 დიუმიანი მონიტორი რეზოლუციით 3072×1920. მანამდე კომპანიამ ანალოგიური რეზოლუციით 15 დიუმიანი MacBook-ი გამოუშვა. TechCrunch-ის ცნობით, ახალ MacBook-ში დაარეგულირა რამდენიმე ხარვეზი, რაზეც მომხმარებლებს პრეტენზიები ჰქონდათ.

რამზან კადიროვი

13 ნოემბერი 2019, 22:39

საქართველო

კადიროვი ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის საავტომობილო გზის მშენებლობას აუცილებლად მიიჩნევს

ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა. „ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში ეს გზა უნდა გავხსნათ და მეზობლებთან, კერძოდ კი საქართველოსთან, ურთიერთობა დავალაგოთ“, - განაცხადა კადიროვმა.

ოკუპაცია

13 ნოემბერი 2019, 21:53

საქართველო

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს

უკვე 5 დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაშია ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ის შაბათს საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს, თუმცა ფაქტი მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ორთოპედ ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს ოჯახთან ბოლო კონტაქტი გატაცებისას ჰქონდა. ოკუპანტები მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

დონალდ ტრამპი

13 ნოემბერი 2019, 21:44

მსოფლიო

კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე საჯარო მოსმენები დაიწყო

კონგრესმენები სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი ჯორჯ კენტი და უკრაინაში აშშ-ის ყოფილ ელჩ ბილ ტეილორს უსმენენ. თეთრმა სახლმა კი Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც დონალდ ტრამპი გამოძიებას აკრიტიკებს. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა 25 სექტემბერს დაიწყო.

შეზღუდვა გზებზე

13 ნოემბერი 2019, 21:37

საქართველო

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო დღეს 23:00 საათიდან 14 ნოემბრის 07:00 საათამდე ნავთლუღის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

ახალი ზელანდიის პარლამენტი

13 ნოემბერი 2019, 21:22

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ევთანაზიის ლეგალიზების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება

კანონის მიხედვით, ადამიანებს, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზი 6 თვეს არ აღემატება, სიცოცხლიდან ნებაყოფლობით წასვლის საშუალება ექნებათ. გამოკითხვების თანახმად, ევთანაზიის ლეგალიზაციას ქვეყნის მოსახლეობის 72% უჭერს მხარს.

Apple

13 ნოემბერი 2019, 20:55

ტექნოლოგიები

აშშ-ში Apple Store-ის თანამშრომელმა საკუთარ თავს მომხმარებლის ინტიმური ფოტო გაუგზავნა

გლორია ფუენტესის თქმით, მაღაზიის თანამშრომელმა მის ტელეფონში შეყვარებულისთვის გადაღებული ინტიმური ფოტო იპოვა და საკუთარ თავს გაუგზავნა. დაზარალებულის თქმით, მან ეს მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ აღმოაჩინა.

პოლიცია

13 ნოემბერი 2019, 20:49

ძალოვნები

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

13 ნოემბერი 2019, 20:45

სპორტი

ტოჩინოშინი ტრავმის გამო შესაძლოა ბაშოს გამოეთიშოს

ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) ნეკნი გაუტყდა. მან ნოემბრის ბაშოზე ორი საწყისი წაგების შემდეგ სიტუაცია გამოასწორა და მეოთხე დღის შემდეგ მოგება-წაგებათა ბალანსი 2/2-ზე ჰქონდა. მეორე გამარჯვება ტაკარაფუჯისთან მოიპოვა, რის შემდეგაც ხელი ნეკნზე დაიდო. გაშუქების შემდეგ ნეკნი გატეხილი აღმოჩნდა.

აქცია პარლამენტთან

13 ნოემბერი 2019, 20:28

საქართველო

პარლამენტთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობის წინ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემის ჩატარების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები არიან. მოძრაობის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ხალხის მობილიზებაა საჭირო, რათა მმართველმა გუნდმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებაზე უარი არ თქვას.

ირაკლი შიოლაშვილი

13 ნოემბერი 2019, 20:22

საქართველო

ირაკლი შიოლაშვილი: მე მგონი ვაწყენინე ბატონ ბიძინას

„ჩემსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს შორის საკმაოდ მძიმე შეხვედრა შედგა. ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციასა და მის პოზიციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით. მე მგონი, ვაწყენინე ბატონ ბიძინას. ვერ დავარწმუნე ჩვენი პოზიციის სიზუსტეში. ჩვენ ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე “, – განაცხადა შიოლაშვილმა.