Imedi /  21 ივლისი 2019, 22:10 / სანდო წყარო

​პრეზიდენტის ადმინისტრაცია უცხოეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების ერთიან ბაზას ქმნის

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

​პრეზიდენტის ადმინისტრაცია უცხოეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების ერთიან ბაზას ქმნის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურბიშვილმა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

პრეზიდენტმა უნივერსიტეტის დამფუძნებლებს, სტუდენტებსა და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო მუშაობა უცხოეთში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზის შექმნაზე, რადგან ეს  ჩვენი ქვეყნის უზარმაზარი ადამიანური კაპიტალია, რომელიც ბოლომდე გამოყენებული არ არის.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მედეას ქვეყანა და მედიცინა ქართველებისათვის გენეტიკური დარგია. ამის მაგალითი კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოღვაწე ქართველი ექიმები არიან. პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია მათთან კავშირებისა და კონტაქტების შენარჩუნება.

„30 წლის წინ წამოწყებული ეს საქმე დღეს სამაგალითოა. ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში მას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან 1989 წელს კერძო უნივერსიტეტის ჩამოყალიბება გმირობა იყო.
დღეს ეს უკვე მთელი ქვეყნისთვის საამაყო წარმატებული უნივერსიტეტი და წარმატებული საქმეა. თქვენ უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებთ, რადგან ჯანდაცვისა და სამედიცინო სფეროს განვითარება უზრუნველყოფს ჯანმრთელი თაობების გაზრდას.
 
თქვენ შეძელით და ამ პროფესიაში მაღალი დონის კადრები მოამზადეთ. ეს ურთულესი პროფესიაა, სადაც მნიშვნელოვანია კადრების ხარისხი და ღირსება. პროფესია, რომელსაც ბევრი მოეთხოვება და არაფერი ეპატიება.
 
თქვენ დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმე-უცხოეთში სტუდენტების გაგზავნა, იქ მათი მომზადება, დაბრუნების ხელშეწყობა და მათთან კავშირების შენარჩუნება, რათა გააგრძელონ ჩვენი ქვეყნის დახმარება. აუცილებელია ვიცოდეთ ვინ წავიდა, ვინ დაბრუნდა და ვინ განაგრძობს საზღვარგარეთ საქმიანობას.
 
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო უახლოეს მომავალში დაიბრუნებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც სამედიცინო და სარეაბილიტაციო დარგში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. სამედიცინო ტურიზმი ჩვენი ტურიზმის  მნიშვნელოვანი დარგია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

27 იანვარი 2020, 00:48

მსოფლიო

ჩინეთიდან ვირუსის გავრცელების შემთხვევა ლოს-ანჯელესშიც დაფიქსირდა

ლოს-ანჯელესის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა კორონავირუსის პირველი ოფიციალური შემთხვევის შესახებ განაცხადა. პირი, ვისაც ვირუსით ინფიცირება დაუდგინდა, ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩავიდა ლოს-ანჯელესში. მას სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.

დონალდ ტრამპი

27 იანვარი 2020, 00:37

მსოფლიო

ტრამპი ისრაელის პრემიერს და ოპოზიციის ლიდერს შეხვდება

ტრამპი მათთან შეხვედრის დროს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის გეგმებთან დაკავშირებით მიიღებს ინფორმაციას. ამასთან, ტრამპი ჯერ ნეთანიაჰუს შეხვდება, შემდეგ კი ოპოზიციონერ ლიდერს. როგორ ნეთანიაჰუმ განაცხადა, „სამშაბათს მასთან ერთად [ტრამპთან], ისტორიას შევქმნით“.

კობი ბრაიანტი

27 იანვარი 2020, 00:23

მსოფლიო

Twitter-ზე კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ავიაკატასტროფის ადგილიდან ფოტოები გავრცელდა

ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც კალათბურთელ კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ავიაკატასტროფაა აღბეჭდილი. ფოტოები ლოს-ანჯელესის პოლიციამ Twitter-ზე გაავრცელა. 41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

აშშ-ის საელჩო ბაღდადში

27 იანვარი 2020, 00:10

მსოფლიო

ერაყში აშშ-ის საელჩოსთან 5 რაკეტა ჩავარდა

ერაყის მთავრობის ცნობით, შედეგად არავინ დაშავებულა და არც საელჩოს ინფრასტრუქტურა დაზიანებულა. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. 2 დღის წინ, ბაღდადში გამართულ დემონსტრაციაზე მომიტინგეებმა ქვეყნიდან ამერიკული ჯარის გაყვანა მოითხოვეს.

26 იანვარი 2020, 23:50

სპორტი

კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

41 წლის ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. გამოცემის ცნობით, კობი ბრაიანტი სულ ცოტა სამ ადამიანთან ერთად მგზავრობდა ვერტმფრენით. დადასტურებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფას სულ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

მარკ რუტე

26 იანვარი 2020, 23:50

მსოფლიო

ნიდერლანდების პრემიერმა ჰოლოკოსტში ქვეყნის როლის გამო ბოდიში მოიხადა

შესაბამისი განცხადება რუტემ ოსვენციმის გათავისუფლების 75-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. ჰოლოკოსტს 6 მილიონი ებრაელი ემსხვერპლა. აქედან 120 000 ნიდერლანდების მოქალაქე იყო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნიდერლანდების მთვარობა მომხდარის გამო ბოდიშს იხდის.

26 იანვარი 2020, 23:34

საქართველო

კორონავირუსზე მგზავრებს ქუთაისის აეროპორტშიც ამოწმებენ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპოტში სასწრაფოს ბრიგადის ექიმები კორონავირუსთან დაკავშირებით მგზავრებს ამოწმებენ. ექიმების თქმით, ქუთაისიში მგზავრებს იქამდე შეამოწმებენ, სანამ ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს. კორონავირუსთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზის ნომერი.

კორონავირუსი

26 იანვარი 2020, 23:12

მსოფლიო

ჰონგ-კონგმა ჩინეთის პროვინცია ჰუბეიდან ვიზიტორების შესვლა აკრძალა

ჰონგ-კონგის მთავრობა მოქალაქეებს ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია, ჰონგ-კონგში ჩასვლას ორშაბათიდან აუკრძალავს. ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა, 56 ადამიანი კი დაიღუპა.

რუსეთი ბულგარეთი დროშები

26 იანვარი 2020, 22:45

მსოფლიო

ბულგარეთში ჯაშუშობაში დადანაშაულებულმა რუსმა დიპლომატებმა ქვეყანა დატოვეს

დიპლომატიური ხელშეუხებლობის გამო მათ წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერეს და ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბულგარულმა მხარემ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარადგინა. ამასთან, უწყებაში საპასუხო ზომების მიღებას არ გამორიცხავენ.

ჯერაში

26 იანვარი 2020, 22:23

მსოფლიო

იორდანელს, რომელიც ტურისტებს დანით თავს დაესხა, ტერორიზმისთვის ასამართლებენ

22 წლის ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მან ნოემბერში სამი მექსიკელი, შვედი, მათი გიდი და დაცვის სამსახურის თანამშრომელი ქალაქ ჯერაშში დანით დაჭრა. სასამართლოს სხდომაზე პროკურატურამ კაცს ტერორისტული აქტის განხორციელებასა და „ისლამური სახელმწიფოს“ იდეების გავრცელებაში დასდო ბრალი.

დავით ბაქრაძე ელჩი

26 იანვარი 2020, 22:04

საქართველო

დავით ბაქრაძე კონგრესმენების წერილებს პოლიტიკურ ინტერესებს და დეზინფორმაციას უკავშირებს

დავით ბაქრაძის თქმით, კონგრესიდან მიღებული წერილი ორ ნაწილად უნდა გაიყოს - საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელების და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის წერილები და ოთხი სხვადასხვა კონგრესმენის წერილი, რომელიც კომპანია „ფრონტერას“ და საქართველოს გაზისა და ნავთობის კომპანიასთან მის დავას შეეხება.

თეა წულუკიანი

26 იანვარი 2020, 21:58

საქართველო

თეა წულუკიანის თქმით პარლამენტის თავმჯდომარედ მის დანიშვნაზე განხილვები არ გამართულა

ვიცეპრემიერისა და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარედ მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განხილვები არ გამართულა. ამის შესახებ მინისტრმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. მინისტრმა ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

კორონავირუსი

26 იანვარი 2020, 21:38

საქართველო

საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

ნებისმიერი შეკითხვის ან ეჭვის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ამოქმედებულ ცხელი ხაზის ნომრებზე: 1505 და 116 001. 1505 მუშაობს 24 საათის განმავლობაში, ხოლო 116 001 სამუშაო დღეებში, სამუშაო საათების განმავლობაში.

გაეროს შენობა

26 იანვარი 2020, 21:27

მსოფლიო

გაერო: რამდენიმე ქვეყანამ ლიბიაში შეიარაღებაზე დაწესებული ემბარგო დაარღვია

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიბიის აეროპორტებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს იარაღით, ტრანსპორტით, კონსულტანტებით და მებრძოლებით ამარაგებენ.

26 იანვარი 2020, 21:03

მსოფლიო

BBC: კორონავირუსი სიმპტომების გამოვლენამდე ვრცელდება

ივარაუდება, რომ ვირუსი ცხოველებში წარმოიშვა, თუმცა ჯერ ამის ოფიციალური მტკიცებულება არ არსებობს. ადამიანებში, ინკუბაციის პერიოდი - რომლის დროსაც ადამიანს ვირუსი ჯერ სიმპტომების გარეშე აქვს - ერთიდან 14 დღემდე მერყეობს. სიმპტომების გარეშე პირმა შეიძლება არ იცოდეს, რომ ვირუსი აქვს და შესაძლებელია მისი გამავრცელებელი იყოს.

ჰონგ-კონგი

26 იანვარი 2020, 20:49

მსოფლიო

ჰონგ-კონგში პროტესტის დროს ვირუსისთვის გამოყოფილ საკარანტინე შენობას ცეცხლი წაუკიდეს

ჰონგ-კონგში კორონავირუსის გამო საგანგებო მგდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტებმა დღეს ბენზინისგან დამზადებული ასაფეთქებლები ესროლეს შენობას, რომელიც ვირუსის შემთხვევებისთვის საკარანტინო დაწესებულებად განიხილებოდა.

რომის პაპი ფრანცისკე

26 იანვარი 2020, 20:23

მსოფლიო

რომის პაპი: ჰოლოკოსტის განმეორება არ უნდა დავუშვათ

„ხვალ ჰოლოკოსტის სიმბოლოს - საკონცენტრაციო ბანაკ აუშვიც-ბირკენაუს გათავისუფლების დღეა. ამ უზარმაზარი ტრაგედიის და წარმოუდგენელი სისასტიკის წინაშე გულგრილობა მიუღებელია, უნდა გვახსოვდეს. ყველას მოვუწოდებ, ხვალ დაღუპულთა ხსოვნისთივს ილოცეთ და თქვით: „აღარასოდეს, აღარასოდეს“, - თქვა ფრანცისკემ.

ვსევოლოდ ჩაპლინი

26 იანვარი 2020, 20:02

მსოფლიო

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი გარდაიცვალა

თვითმხილველების ინფორმაციით, დეკანოზი თავისი ტაძრის წინ, სკამზე იჯდა. უეცრად ცუდად გახდა და დავარდა. ადგილზე 15 წუთში მისულმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ჩაპლინის სიკვდილი დაადასტურა. დეკანოზის გარდაცვლების წინაწარ მიზეზად გულის გაჩერება სახელდება. ის 51 წლის იყო.

ჯანდაცვის სამინისტრო

26 იანვარი 2020, 19:43

საქართველო

შესაძლებელია ჩინეთიდან საქართველოში პირდაპირი რეისები შეიზღუდოს

ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები შეიზღუდოს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ შესაძლებელია ამის საჭიროება დადგეს და ამასთან, კიდევ უფრო გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი.

ბენედიქტა სანჩესი

26 იანვარი 2020, 19:28

კულტურა

84 წლის ქალი ესპანეთის საუკეთესო ახალბედა მსახიობად აღიარეს

ბენედიქტა სანჩესმა ჯილდო ფილმში „ცეცხლი მოვა“ შესრულებული როლისთვის მიიღო. ის ესპანეთში, 1937 წელს დაიბადა, თუმცა სიცოცხლის დიდი ნაწილი ბრაზილიაში გაატარა. ის ფოტოგრაფი და მოგზაური იყო. ქმართან დაშორების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ დედას ადგილობრივ თეატრში ძალების მოსინჯვა შვილმა ურჩია.