imedi /  21 ივლისი 2019, 23:53 / სანდო წყარო

ქართველი დედის ისტორია, რომელსაც ერაყში შვილი წაართვეს და ქვეყნიდან გააძევეს

ერაყი

თეა აბულაძე შვილთან ერთად

საქართველო ოფიციალურ ბაღდადთან ორი წელია მოლაპარაკებებს აწარმოებს 4 წლის მოქალაქის დაბრუნებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება დედა-შვილის ისტორიას, რომელსაც შვილი წაართვეს და ერაყიდან გააძევეს. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

2017 წლის 25 სექტემბრის შემდეგ დედას, თეა აბულაძეს საკუთარი შვილი საქართველოს მოქალაქე ტარიყ (ტატა) მუალა აღარ უნახავს. თეა აბულაძე მეუღლესთან, ერაყის მოქალაქე საფა მუალასთან და 2 წლის შვილთან ერთად ქმრის ოჯახის გასაცნობად საქართველოდან ერაყში 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში გაემგზავრა. თუმცა ბაღდადში, ქმრის ოჯახში მისვლიდან მალევე თეა აბულაძე მცირეწლოვან შვილთან ერთად ტყვეობაში, ფსიქიკური  და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა. 

თეა აბულაძე "იმედის კვირასთან" იხსენებს, რომ ბაღდადში ჩასვლის დღიდან მეუღლე შეიცვალა და მის მიმართ ცივი გახდა, მანამდე საქართველოში ყოფნის პერიოდში, თითქმის 4 წელი კი ის მზრუნველი ქმარი იყო. ბაღდადში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ისე, რომ დედისთვის არ უკითხავთ, მეუღლის ოჯახის წევრებმა ბავშვი წინადასაცვეთად წაიყვანეს.  

"ბავშვი მოიყვანეს აბსოლუტურად ცოცხალ-მკვდარი, მერე არაფერი არ მომიტანეს რომ მომევლო, იაშვილის კლინიკაში ვმუშაობდი 4 წელი, იოდის გარდა არაფერ მოუტანიათ და ბავშვს დაუჩირქდა სასქესო ორგანო.. ამასაც მე მაბრალებდნენ "შენი ბრალია, არ მოუარე"-ო", - ამბობს თეა აბულაძე.

დღეს უკვე დარწმუნებულია, რომ მისი დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხდებოდა. როგორც თავად ამბობს, წუხს რომ ვერაფერს მიხვდა, თუმცა მიზეზიც არ ჰქონია რამე ცუდი ეფიქრა, ვიდრე ბაღდადში მძიმე რეალობის პირისპირ არ აღმოჩნდა. მასზე ზეწოლა და დამამცირებელი მოპყრობა დღითიდღე ძლიერდებოდა. მისი და ბავშვის დოკუმენტები კი მისმა ერაყელმა მეუღლემ საკუთარ დას სთხოვა დაემალა, თეა აბულაძეს კი პასპორტი მისცეს მხოლოდ. 

საბოლოოდ, მეუღლის ოჯახმა ის აიძულა ბაღდადი და ერაყი დაეტოვებინა. საქართველოში ის საფა მუალამ ჩამოაცილა, რადგან ერაყის ტრადიციებით ქალს თვითმფრინავით მარტო მგზავრობის უფლება არ აქვს.  საქართველოში დაბრუნების შემდეგ, როცა მეუღლემ შვილის ნახვის საშუალება ვიდეოზარითაც არ მისცა, თეა აბულაძემ დახმარების თხოვნით უკვე პროკურატურას მიმართა.  

საქმეზე დაიკითხა  როგოც თავად ის, ისე საფა მუალა, თუმცა იმის გამო, რომ მშობლებს შორის არსებულ დავებში ჩართვა ამ უწყების კომპეტენციას სცდება, გამოძიებამ საფა მაუალას გადაადგილების უფლება ვერ შეუზღუდა და ერაყის მოქალაქემ  საქართველო  დატოვა. მალევე, თეა აბულაძემ საფა მუალასგან, სოციალური ქსელის საშუალებით, ერაყული სასამართლოს მიერ დამოწმებული დოკუმენტი მიიღო, რომლითაც თითქოს მათი განქორწინება დასტურდებოდა. თავად თეა აბულაძე ამბობს, რომ ხელი არაფერზე მოუწერია.

უცხო ქვეყანაში შედგენილი დოკუმენტი, საქართველოში შედგენილ სამართლებრივ აქტს ვერ აუქმებს და შესაბამისად მათი  ქორწინებაც ძალაშია. საქართველოს მცირეწლოვანი მოქალაქის და დედის დასახმარებლად საქმეში იუსტიციის სამინისტრო ჩაერთო.  

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, უწყება დაიწყო სასამართლოს კანონმდებლობის და ჰააგის კონვენციის თანახმად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა:

"აღმოვაჩინეთ, რომ ერაყის რესპუბლიკა არ იყო ამ საერთაშორისო სისტემაში ჩართული, ამიტომ ჩვენ მოგვიწია ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში მოლაპარაკებები წარმოება იქაურ უწყებებთან", - განაცხადა წულუკიანმა. 

2018 წლის 23 მაისს იუსტიციის მინისტრი თავად გაემგზავრა ერაყში, სადაც შეხვდა ერაყელ კოლეგას და თეა აბულაძის ბავშვის საქმე განიხილა. თეა წულუკიანი ბავშვის 2 ბიძასაც შეახვედრეს.  

როგორც მინისტრი ამბობს, ერაყში ბავშვის ოჯახის პოზიციამ ის დაარწმუნა რომ რომ საქმე რთულად იყო. მით უმეტეს, რომ მაშინ ერაყში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ვიზიტიდან მალევე ერაყში არჩევნები ჩატარდა, ხელისუფლებაც შეიცვალა და ქვეყანა ჰააგის კონვენციას შეურთდა. ამის შემდეგ ქართულმა მხარემ ჰააგის ბავშვთა გატაცების კონვენციის ფარგლებში დაიწყო მოქმედება, თუმცა ერაყული მხარე დღემდე დუმდა.  

იუსტიციის სამინისტრომ დედის უფლებების აღდგენის მიზნით, ერაყში  2 ადვოკატი დაიქირავა. ადვოკატების მოძიების პროცესში გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი ჩაერთო. გაიმართა სასამართლო პროცესები, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ ქართული მხარისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა.

ერაყის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ტარიყ მუალაზე მეურვეობა მამას მიაკუთვნა, დედა კი ერაყელი მოსამართლეების და მოპასუხე მხარის ანუ მამის მოცდენისთვის დააჯარიმეს.  

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოკლებულია ლეგიტიმურ და კანონისმიერ საფუძვლებს და ის უარყოფილია,  რადგან მოსარჩელეა საქართველოს მოქალაქე და საქართველოში ცხოვრობს მუდმივად და შვილის მეურვეობის უფლების მისთვის მინიჭება გამოიწვევს მოპასუხისათვის შვილის აღზრდისა და განათლების მიცემის შესაძლებლობების ჩამორთმევას, მანამ სანამ ბავშვს არ შეუსრულდება 10 წელი. 

ადვოკატები ერაყში იმედს არ კარგავენ და ვარაუდობენ, რომ მძიმე რეალობის შეცვლას მოახერხებენ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით არ დასტურდება მამისა და შვილის გერმანიაში გადაადგილებაზე ცნობა, რადგან ისინი 2018 წლის 28 დეკემბრიდან ინტერპოლის ბაზაში ყვითელი ცირკულარით არიან რეგისტრირებულები

საქართველოს იუსტიციის მინისტრი არა მხოლოდ ერაყის სასამართლოს გადაწყვეტილებით არის უკმაყოფილო, არამედ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ამ კვირაში გამართულ შეხვედრაზე უთხრა, რომ მიუღებელია დედას არ აძლევდნენ საშუალებას გაიგოს ჯანმრთელია თუ არა მისი შვილი და როგორია მისი ყოველდღიური ცხოვრება. ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალმა განაცხადა, რომ მზადაა ქართულ მხარეს დაეხმაროს. 

"გუშინ კონსტრუქციული დისკუსია მქონდა იუსტიციის მინისტრთან. ჩვენ მთავარ საკითხებზე ვისაუბრეთ, მათ შორის არსებულ სიტუაციაზე, მან ამიხსნა საქმის ყველა დეტალი. მეც ვუთხარი, რომ ჩვენ მივყვებით ჩვენს კანონმდებლობას, რათა ვიპოვოთ გზები, რომ დედამ საკუთარი შვილის სანახავად ჩასვლა მოახერხოს. ყოველთვის არსებობს გარკვეული წინააღმდეგობები ლეგალურობასთან და კანონთან დაკავშირებით და ეს არ ეხება პერსონალურად ამ წყვილს, მაგრამ მე დავპირდი იუსტიციის მინისტრს, რომ დეტალურად გავყვები ამ საქმეს და მასთან კონტაქტი მექნება. ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ. შევხვდებით დედის ადვოკატსაც, ასევე იუსტიციის მინისტრის წარმომადგენელსაც. ჩვენ განვიილავთ ყველა გზას, რომ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ქართულ  მხარეს", - განაცხადა ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალმა

ყველა სიახლე

რუთ ბალუნი

15 დეკემბერი 2019, 14:37

ტაბლოიდი

ბანკმა ამერიკელ ქალს შეცდომით 37,2 მილიონი დოლარი ჩაურიცხა

აშშ-ის ქალაქ დალასში კომერციულმა ბანკმა LegacyTexas-მა ფეხსაცმლის მაღაზიის თანამშრომელს შეცდომით 37,2 მილიონი დოლარი ჩაურიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი KTVT ავრცელებს. რუტ ბალუნმა მაღაზია Roma Boots-ში ცვლის დასრულების შემდეგ საბანკო ანგარიშის შემოწმება გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ 37,2 მილიონი დოლარით გამდიდრდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

15 დეკემბერი 2019, 14:15

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობას საოკუპაციო ხაზთან აპროტესტებენ

აქციის მონაწილეები, რომელთა შორის მოძრაობა „სირცხვილიას“ და ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, სოფელ ოძისისკენ დღეს დილით რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ. პროტესტი, რომელსაც ექიმებიც შეუერთდნენ, ვაჟა გაფრინდაშვილის და მისი შვილების ორგანიზებით იმართება.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 13:21

საქართველო

თალაკვაძე: ერეკლე კუხიანიძის პოზიცია ვერ იქნება ხელისუფლების პოზიცია

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ეხმაურება თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრ ერეკლე კუხიანიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს. თალაკვაძის თქმით, კუხიანიძემ თავისი პოზიცია უნდა განმარტოს, მაგრამ ხელისუფლება ამ პოზიციას არ მიესალმება.

ერეკლე კუხიანიძე

15 დეკემბერი 2019, 13:07

საქართველო

ერეკლე კუხიანიძე: ჩვენი მოსახლეობის ნაწილს ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს

ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარსგადასულ სიბინძურეს, რაც წამოვიდა ჩემი მისამართით, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს, - ამის შესახებ Facebook-ზე თბილისის საკრებულოს დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი ერეკლე კუხიანიძე წერს.

ალეკო ელისაშვილი

15 დეკემბერი 2019, 12:58

საქართველო

ჩოხატაურში აქციას „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები” დაპირისპირება მოჰყვა

მოძრაობის წევრებს საკრებულოს დეპუტატები „ქართულო ოცნებიდან“ და ბაზრის დირექტორი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათი თქმით ალეკო ელისაშვილის ბრალდებები, რომ გურიის მაჟორიტარებს ნინო წილოსანსა და არჩილ თალაკვაძეს არაფერი გაუკეთებიათ, უსაფუძვლოა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:48

საქართველო

თალაკვაძე: ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა ლეგიტიმურია

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის და მთელი საზოგადოების მოთხოვნა ლეგიტიმურია. ჩვენ, როგორც პოლიტიკოსები და როგორც მოქალაქეები, ვდგავართ მისი ოჯახის გვერდით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საოკუპაციო ხაზთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის შეფასებისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:43

საქართველო

თალაკვაძე: პრეზიდენტს პოლიტიკურ პარტიებთან ვალდებულებები არ აქვს

პარლამენტის თამჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის ერთწლიანი მუშაობა შეაფასა. თალაკვაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ „ქართულ ოცნებას“ დღესაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა და ეს პრეზიდენტმაც დაამტკიცა.

არჩილ თალაკვაძე

15 დეკემბერი 2019, 12:27

საქართველო

თალაკვაძე: მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით ოპოზიციას არგუმენტებს გავაცნობთ

„წინასწარ კომენტარებს არ გავაკეთებ, რადგან მეორე მხარეს არის ოპოზიცია, სხვადასხვა საპარლამენტო, არასაპარალამენტო პოლიტიკური პარტიები და შეხვედრის შედეგები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოზიციას დააფიქსირებს თითოეული პოლიტიკური პარტია“.

გრიგოლ ვაშაძე

15 დეკემბერი 2019, 12:14

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს

დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მეორე რაუნდზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები სწორედ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

სამაშველო ოპერაცია

15 დეკემბერი 2019, 11:56

ძალოვნები

მაშველებმა მწვერვალ აილამაზე ჩარჩენილი კაცი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი კაცი იპოვეს. დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს.

ყავის დედოფალი

15 დეკემბერი 2019, 11:42

ტაბლოიდი

შვედური კომპანია საოცნებო სამსახურისთვის „ყავის დედოფალს“ ეძებს

შვედური კომპანია ყავის მოყვარულებს საოცნებო სამსახურს სთავაზობს. კომპანია „Gevalia“ ეძებს „ყავის დედოფალს“, რომელიც ერთ კვირას შოტლანდიაში, ედინბურგის (Carlowrie Castle) ციხესიმაგრეში იცხოვრებს. მსურველებს განაცხადის შეტანა 21 დეკემბრამდე შეუძლიათ. გამარჯვებული 2020 წლამდე გაირკვევა.

აშშ

15 დეკემბერი 2019, 11:35

საქართველო

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16-19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ვაშინგტონში დელეგაციის წევრები შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავენ.

15 დეკემბერი 2019, 11:22

მსოფლიო

ნეპალში მომლოცველების ავტობუსი 500 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა

ნეპალში, სინდჰუპალჩოკის რაიონში მომლოცველების ავტობუსი 500 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Himalayan Times-ი ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსს ქალაქ კალინჩოუკედან ინდუისტი მომლოცველები გადაჰყავდა, როდესაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

თამილა ლაფანაშვილი

15 დეკემბერი 2019, 11:18

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: გვინდა გავაგონოთ მას, რომ ჩვენც ვიცავთ ამ პრინციპებს

გვინდა გავაგონოთ ვაჟას, რომ ჩვენც ვიცავთ იმ პრინციპებს, რომლებსაც ის ახლა იქ იცავს, - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილის თქმით, ასეთია საოკუპაციო ხაზთან დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მიზანი.

ანტონიო კონტე

15 დეკემბერი 2019, 10:50

სპორტი

კონტემ მატჩამდე დაგეგმილი პრესკონფერენცია პროტესტის ნიშნად გააუქმა

„ფიორენტინასთან“ მატჩამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა მედიასაშუალება ვალდებულია, პატივი სცეს ხალხის გარანტირებულ უფლებას. პრესკონფერენცია დღეს არ ჩატარდება“, - წერს კლუბის ხელმძღვანელობა. საქმე ეხება „კორიერე დელო სპორტი“ მიერ გამოქვეყნებულ წერილს კონტესთან დაკავშირებით.

გერშონ კინგსლი

15 დეკემბერი 2019, 10:29

კულტურა

ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი გერშონ კინგსლი გარდაიცვალა

გერშონ კინგსლი (ნამდვილი სახელი - გიოტც გუსტავ კსინსკი) 1922 წელს გერმანიის ქალაქ ბოხუმში დაიბადა. 1946 წელს ის ნიუ-იორკში ჩავიდა, 1955 წლიდან კი ბროდვეიზე, მუსიკალურ რეჟისორად დაიწყო მუშაობა. 1969 წელს გამოსული კომპოზიცია Popcorn-ისთვის მან „ემის“ ჯილდო მიიღო.

აშშ ჩინეთი

15 დეკემბერი 2019, 09:49

ეკონომიკა

ჩინეთმა ამერიკული პროდუქციის იმპორტზე დამატებითი ტარიფების დაწესება გადადო

ჩინეთის ხელისუფლებამ ამერიკული პროდუქციის, მათ შორის ავტომობილების იმპორტზე დამატებითი ტარიფების დაწესება გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს საბაჟო გადასახადებისა და ტარიფების კომიტეტი ავრცელებს. სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესის მიღწევას უკავშირდება.

აილამა

15 დეკემბერი 2019, 09:21

ძალოვნები

ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე მყოფი კაცი მოყინული კიდურების გამო ვერ გადაადგილდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული შეტყობინების თანახმად, ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე იმყოფება კაცი, რომელსაც მაშველების დახმარება ესაჭიროება. არსებული ინფორმაციით, კაცის თანმხლებმა პირმა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება მოახერხა.

ბაკურ სულაკაური

15 დეკემბერი 2019, 09:12

საქართველო

„მწვანე სკოლის“ თანადამფუძნებელი ბაკურ სულაკაური სკოლაში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

„კიდევ ბევრი კითხვა და დაუსაბუთებელი აღქმა წავიკითხე და მოვისმინე ამ დღეებში. ბუნებრივია, ყველას ამ ერთი პოსტით ვერ ვუპასუხებ. მაგრამ ამ პოსტის შემდეგ კითხვები თუ კიდევ დარჩება, მზად ვარ, შევაჯამო და დამატებით გიპასუხოთ, აგიხსნათ და განგიმარტოთ“, - წერს სულაკაური.

Facebook

15 დეკემბერი 2019, 09:00

ტექნოლოგიები

Facebook-ი უკრაინაში ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამას აფართოებს

სოციალური ქსელი Facebook-ი უკრაინაში ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის პროგრამას აფართოებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ს საჯარო პოლიტიკის მენეჯერმა ეკატერინა კრუკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში დეზინფორმაციასთან ბრძოლას სოციალური ქსელი 2020 წლიდან დაიწყებს.