imedi /  24 ივლისი 2019, 13:08 / სანდო წყარო

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხავენ

მიხეილ ბატიაშვილი

მიხეილ ბატიაშვილი

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხავენ. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“სავალდებულოა, რომ ამ წესით ჩარიცხულმა სტუდენტებმა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებისთვის, 2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში დააგროვონ სწავლების 240 კრედიტიდან მინიმუმ 60 კრედიტი.  წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბათილად ჩაითვლება.

ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 2020-2021 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებების საბაკალავრო/სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ჩარიცხვისა და დაფინანსების განსხვავებულ მექანიზმებზე იმისათვის, რომ ამ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს უმაღლესი განათლების მიღება შეფერხების გარეშე შეეძლოთ.

ღონისძიებების განხორციელება საჭიროებს, საკანონმდებლო ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და სხვა სამართლებრივ აქტებში, რაც უზრუნველყოფილი იქნება 2019-2020 აკადემიური წლის დასაწყისისთვის”, - განმარტა მინისტრმა.

ახალგაზრდებს ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო გამოცდების ჩაბარებისას პრობლემა შეექმნათ.

ყველა სიახლე

ლევან კობერიძე

20 თებერვალი 2020, 12:15

საქართველო

ლევან კობერიძე: იმ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს და ხალხის წინაშე დანაშაული მიუძღვით, არ ვფიქრობ, რომ როდესმე შეიძლება, პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდეთ

„პოლიტიკური განცხადებები მოვისმინეთ, ახლა დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ვანო მერაბიშვილს „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, - „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ექსპრემიერის განცხადება და რიტორიკა, რომელიც დღეს მოვისმონეთ, რეალურად არის იმ მეხსიერების გაგრძელება, რომელიც მას ეტყობა, პატიმრობამდე ჰქონდა.

ანრო ოხანაშვილი

20 თებერვალი 2020, 12:07

საქართველო

ანრი ოხანაშვილი: მერაბიშვილს პასუხს გასცემენ სისტემური დანაშაულის მსხვერპლი ის ადამიანები, ვინც მან გააუბედურა

ივანე მერაბიშვილი არის მსჯავრდადებული და მხილებული უმძიმესი დანაშაულების ჩადენაში. ეს ადამიანი არის და ნათლად გამოჩნდა დღესაც, ისევ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილი

20 თებერვალი 2020, 12:03

საქართველო

ლევან გოგიჩაიშვილი: თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი, ვანო მერაბიშვილის დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერია

„ჩვენ გვჭირდება, რომ ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას, - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ვანო მერაბიშვილის განცხადების შეფასებისას აცხადებს, რომ ექსპრემიერის განცხადებები „ქართული ოცნების“ ორმაგი თამაშის შედეგია.

მამუკა ხაზარაზე

20 თებერვალი 2020, 11:56

საქართველო

მამუკა ხაზარაძე: ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ

პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერი ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას არ აპირებს. ხაზარაძე აცხადებს, რომ მისთვის სიტყვა - დამხობა, რომელიც დღეს ციხის დატოვების შემდეგ, ექსპრემიერმა გამოიყენა, მიუღებელია. ამ ხელისუფლების დამხობის მერე ციხის კარი გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

ირმა ნადირაშვილი

20 თებერვალი 2020, 11:54

საქართველო

ირმა ნადირაშვილი: არ ვიცი მერაბიშვილი რომელ პოლიტიკურ გუნდს აირჩევს

ვანო მერაბიშვილი, რომელთანაც კონტაქტი 7 წლის განმავლობაში შეზღუდული იყო და ის გახლდათ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი, ახლა არის გარეთ და ცხადია, ის თავის გეგმებზე უახლოეს მომავალში თვითონ ისაუბრებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

გიორგი გახარია

20 თებერვალი 2020, 11:52

საქართველო

გიორგი გახარია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

ვახუშტი მენაბდე

20 თებერვალი 2020, 11:48

საქართველო

ვახუშტი მენაბდე: კაცი, რომელიც არაადამიანური სისტემის მთავარი სახე და „ხერხემალი“ იყო, სურთ, დღეს სამართლიანობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ წარმოაჩინონ

„მერაბიშვილი გამოვიდა. ჯერ გისოსის კარი არ გაჯახუნებულა და უკვე „ახალ“ პოლიტიკურ ლიდერად აქციეს. კაცი, რომელიც არაადამიანური სისტემის მთავარი სახე და „ხერხემალი“ იყო, დღეს სამართლიანობისთვის ბრძლოლის სიმბოლოდ სურთ წარმოაჩინონ“, - კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე Facebook-ზე წერს.

ემზარ კვიციანი

20 თებერვალი 2020, 11:41

საქართველო

ემზარ კვიციანი: ვანო მერაბიშვილს ენამ ხომ არ უყივლა, როდესაც თქვა, რომ 9 წელი და 6 თვე იყო ციხეში?!

ვანო მერაბიშვილი გადაარჩინეს იმით, რომ ციხეში ჩასვეს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ემზარ კვიციანმა ექსპრემიერის მიერ ციხის დატოვების შეფასებისას „ქრონიკას“ განუცხადა. თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. საპატიმროსთან მას მხარდამჭერები დახვდნენ.

ოთარ კახიძე

20 თებერვალი 2020, 11:30

საქართველო

ოთარ კახიძე: მიმდინარე საქმეებზე რაც არ უნდა მიუსაჯონ ვანო მერაბიშვილს, სანქციის დამძიმება შეუძლებელია

ვანო მერაბიშვილის მიერ მოხდილი სასჯელი შთანთქავს ყველა სხვა მიმდინარე საქმეს, ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ ე.წ. მატროსოვის ციხესთან განაცხადა, სადაც ექსპრემიერს და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს მხარდამჭერები და კოლეგები დახვდნენ.

ზაზა გაბუნია

20 თებერვალი 2020, 11:21

საქართველო

ზაზა გაბუნია: მკვლელისგან ნელსონ მანდელა არ დადგება

„მკვლელისგან ნელსონ მანდელა არ დადგება, ეს ერთი. მეორე საკითხი, ნებისმიერ ამ ტიპის განცხადებაზე, ბუნებრივია, სამართლებლივი რეაგირება იქნება. ეს იყო წამოცდენა? მაშინ მან უნდა ახსნას ეს. ეს იყო გეგმა, გეგმის ნაწილი, რომელიც მან განაცხადა და გააცხადა? ამაზე იქნება რეაქცია და რეაგირება“, - განაცხადა დეპუტატმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი

20 თებერვალი 2020, 11:07

საქართველო

ზურაბ ჭიაბერაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ვანო მერაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ხელისუფლების შეცვლის პროცესში

ექვსწელიწადნახევარი იყო ვანო მერაბიშვილი უკანონო პოლიტპატიმარი, რაც დადასტურებულია კიდეც სტრასბურგის სასამართლოს მიერ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი

20 თებერვალი 2020, 11:03

საქართველო

მიხეილ სააკაშვილი: ვამაყობ ვანო მერაბიშვილის შემართებით და სიმტკიცით, ყველას შერიგებისკენ მოვუწოდებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას Facebook-ის პირად გვერდზე ეხმაურება. „ზუსტად 9 წელი და 6 თვე ვიყავი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში, კმაყოფილი ვარ იმით, რომ არ წავედი კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, ჩემი საკუთარი თავის წინაშე“, - ეს არის პირველი სიტყვები, რომელიც ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ თქვა.

გიგა ბოკერია

20 თებერვალი 2020, 11:03

საქართველო

გიგა ბოკერია: საქართველოში 8 წელი პოლიტიკოსი ციხეში არ მჯდარა

საქართველოში 8 წელი პოლიტიკოსი ციხეში არ მჯდარა. დავეთანხმები გათავისუფლებულ ვანო მერაბიშილს და ვიტყვი, რომ წელს ეს ხელისუფლება არჩევნების გზით დამარცხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ევროპული საქართველოს“, ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, მატროსოვის ცეხესთან, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 10:50

საქართველო

ვანო მერაბიშვილი: ამ ხელისუფლების დამხობის მერე ციხის კარი გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება

ამ ხელისუფლების დამხობის მერე ციხის კარი გაიღება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, - ამის შესახებ ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა.

თეა წულუკიანი

20 თებერვალი 2020, 10:31

ძალოვნები

თეა წულუკიანი: მერაბიშვილს ციხეში ყოფნისას ბოკერიადან დაწყებული, მისი პარტიის წევრებით გაგრძელებული, ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ

ვანო მერაბიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა. რაკი დღეს ის უკვე სრულად თავისუფალია, მინდა, მწვავედ შევაფასო მისი საერთაშორისო დონეზე ადვოკატების საქმიანობა, რომლებიც კვირა ერთი იყო და რამდენჯერმე პატიმარს ტელევიზიით მეშვეობით უთვლიდნენ ტყუილებს, ეუბნებოდნენ, რომ შენ გაღიარეს პოლიტმაპიმრად, რაც იყო სიცრუე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

გერმანია სროლა

20 თებერვალი 2020, 10:24

მსოფლიო

გერმანიაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 8 გარდაცვლილისა და 5 დაშავებულის შესახებ. თავდასხმა ჰანაუში 2 სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ჩილიმ-ბარზე განხორციელდა. თავდამსხმელის ცხედარი პოლიციამ მოგვიანებით მის საცხოვრებელ სახლში იპოვა.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 10:15

საქართველო

ვანო მერაბიშვილი: ჩემი უახლოესი მეგობრები და თანამებრძოლები სხვადასხვა პარტიაში არიან, ყველას შევხვდები და მივიღებ გადაწყვეტილებას

ესპრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება. ვისთან ერთად აპირებს პოლიტიკაში ჩართვას, ვანო მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ მთლიან ოპოზიციასთან ერთად, თუმცა პარტია დღეს არ დაუსახელებია.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 10:08

საქართველო

ვანო მერაბიშვილი: გაძლევთ გარანტიას, რომ 1 წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება

„ზუსტად 9 წელი და 6 თვე ვიყავი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში, კმაყოფილი ვარ იმით, რომ არ წავედი კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა ჩემი საკუთარი თავის წინაშე“, - ეს არის პირველი სიტყვები, რომელიც ექსპრემიერმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ თქვა.

ვანო მერაბიშვილი

20 თებერვალი 2020, 09:58

ძალოვნები

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებზე.

კანადა ავარია 200 მანქანა

20 თებერვალი 2020, 09:52

მსოფლიო

კანადაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 200-ზე მეტი მანქანა დაზიანდა. ვიდეო

ინციდენტი მონრეალში მოხდა. ძლიერი თოვისა და ყინვის შედეგად მონრეალის მე-15 მაგისტრალზე ერთმანეთს 200-მდე ავტომობილი შეეჯახა. დაიღუპა 2 ადამიანი, 69 კი დაშავდა. 2 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.