imedi /  25 ივლისი 2019, 14:02 / სანდო წყარო

არასამთავრობოებს ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენება ბევრ კითხვას უჩენს

თიბისი ბანკი

ბადრი ჯაფარიძე
მამუკა ხაზარაძე

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოუწოდებენ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები წარმოადგინოს და გაასაჯაროვოს. ამის შესახებ ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

მათი თქმით, ამ საქმის გარშემო არსებულ გარემოებათა ერთობლიობა, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ გამოძიების დაწყება და ბრალის წაყენება, შესაძლოა, იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. ამ ფაქტს კი როგორც მესამე სექტორის ნაწილი ამბობს, ამყარებს ის, რომ 9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა.

"ამასთანავე, მამუკა ხაზარაძე არის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მთავარი განმახორციელებელია. მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტის თვეში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ღიად ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრისა და ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟზე.

ყოველივე აღნიშნული კიდევ უფრო ამყარებს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას არაფორმალური მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენციის შესახებ, რაც მოიცავს დიდი ძალაუფლების კონცენტრაციას მმართველი პარტიის და გავლენიანი პირების არაფორმალური დაჯგუფებების ხელში და მათ მიერ საჯარო ინსტიტუტების გამოყენებას კერძო მიზნებისა და ინტერესებისათვის.

მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, წარმოადგინოს და გაასაჯაროვოს დამაჯერებელი მტკიცებულებები ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრალეულობის შესახებ, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები ბრალდების სხვა მოტივებთან დაკავშირებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ეცნობოს რა ეტაპზეა „თიბისი ბანკზე” განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე დაწყებული გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული პასუხგაუცემელი კითხვები მნიშვნელოვნად შეაფერხებს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას და დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.

ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, კარგად გააცნობიეროს საკითხის სერიოზულობა და გაიაზროს ის ზიანი, რაც სახელმწიფო ინტერესებს შეიძლება შეექმნას, როგორც შერჩევითი თუ პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ საფუძვლიანი ეჭვების კიდევ უფრო გაღრმავებით, ისე საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის პორტის პროექტის ნებისმიერი ფორმით შეფერხების შემთხვევაში.

მივმართავთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ, რათა გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს საქართველოს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას", - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს 17 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარუდგინა. საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში "თიბისი ბანკიდან" გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

9 ივლისს კი გაირკვა, რომ მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

ყველა სიახლე

ნისანი

15 ნოემბერი 2019, 17:38

ეკონომიკა

Nissan Motor-ის გაყიდვები 11 წლიან მინიმუმამდე დაეცა

იაპონელმა ავტომწარმოებელმა Nissan Motor-მა გაყდვების შემცირების შესახებ განაცხადა. ავტოკონცერნის ინფრმაციით კომპანიის გაყიდვები 11 წლიან მინიმუმამდდე შემცირდება. ამის მიზეზი (ივლისი-სექტემბერი) კვარტალური მოგების 70%-იანი კლება გახდა.

ჩეხოსლოვაკია

15 ნოემბერი 2019, 17:27

მსოფლიო

ჩეხოსლოვაკიის „ხავერდოვანი რევოლუციიდან“ 30 წელი გავიდა

მაშინდელი ჩეხოსლოვაკია გახდა მაგალითი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის იმისა, თუ როგორ შეიძლებოდა მმართველი ელიტის შეცვლა სისხლისღვრის გარეშე, საპარლემენტო გზით. მოგვიანები ამ მოვლენებს „ხავერდოვანი რევოლუცია“ უწოდეს.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

15 ნოემბერი 2019, 17:25

კულტურა

საფრანგეთში ნოტრ-დამის ახალ იერსახეზე ვერ თანხმდებიან

საფრანგეთის ხელისუფლება და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მთავარი არქიტექტორი ფილიპ ვილნიოვი ნოტრ-დამის აღდგენის გეგმაზე ვერ თანხმდებიან. სააგენტო France24-ის ცნობით, ვილნიოვს დაუპირისპირდა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი ჟან-ლუი ჟორჟელინი, რომელიც მთავრობამ ნოტრ-დამის აღდგენაზე პასუხისმგებელ პირად დანიშნა.

Netflix

15 ნოემბერი 2019, 17:06

კულტურა

პოლონეთის მოთხოვნის შემდეგ Netflix-ი დოკუმენტურ ფილმს შეასწორებს

საუბარია სურათზე „The Devil Next Door“, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ დარაჯ ჯონ დემიანიუკზე მოგვითხრობს. ფილმში გამოყენებულია პოლონეთის რუკა, რომელზეც საკონცენტრაციო ბანაკები ქვეყნის თანამედროვე საზღვრების ფარგლებშია გამოსახული.

ვაჟა გაფრინდაშვილი

15 ნოემბერი 2019, 16:51

საქართველო

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ახალგორის დეფაქტო სასამართლომ საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დუეინ ჯონსონი

15 ნოემბერი 2019, 16:50

კულტურა

დუეინ ჯონსონი შავი ადამის როლს შეასრულებს

მსახიობის თქმით, შავი ადამის როლის შესრულება მისი ბავშვობის ოცნებაა. „მისი ძალები სუპერმენის ძალების ტოლია, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ის წესებს არ ემორჩილება"- წერს ჯონსონი. მისივე თქმით, მისი მონაწილოებით ფილმი კინოეკრანებზე 2021 წლის 22 დეკემბერს გამოვა.

ევროკავშირი ბრიუსელი

15 ნოემბერი 2019, 16:36

საქართველო

ბრიუსელში საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ

დელეგაციის წევრები ევროპის სახალხო პარტიის წევრებთან შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავენ. დაგეგმილია შეხვედრა ევროპის სახალხო პარტიის გენერალურ მდივანთან და პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან, ევროკომისიაში კულტურათაშორისი და რელიგიური დიალოგის საბჭოს თანათავმჯდომარე მეტიუ ბოსკეტთან.

15 ნოემბერი 2019, 16:34

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერმინისტრის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

სამთავრობო თვითმფრინავი „ფალკონი“, რომელშიც ბულგარეთის პრემიერმინისტრი, ბოიკო ბორისოვი იმყოფებოდა, სოფიის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიზეზი ნავიგაციის სისტემის გაუმართაობა გახდა. დაშვებისას თვითმფრინავის ნავიგაციის სისტემა სრულად გაითიშა.

ნაგავსაყრელი ჩინეთი

15 ნოემბერი 2019, 16:25

მსოფლიო

ჩინეთის უმსხვილესი ნაგავსაყრელი ვადაზე 25 წლით ადრე შეავსეს

პოლიგონი პროვინცია შენსიიში, ქალაქ ციანკუნგოუში 1994 წელს ააშენეს. მისი ფართობი 700 000 კვადრატული მეტრი, სიღრმე კი 150 მეტრია. გეგმის მიხედვით, ნაგავსაყრელი 2044 წელს უნდა შევსებულიყო, მაგრამ ყოველდღიურად იქ, განსაზღვრული 2 500 ტონა ნაგვის ნაცვლად, 10 000 ტონა იყრებოდა. ნაგავსაყრელი 8 მილიონ ადამიანს ემსახურებოდა.

კიანუ რივზი

15 ნოემბერი 2019, 16:21

კულტურა

კიანუ რივზი Sponge Bob-ის ახალ ფილმში გამოჩნდება. ვიდეო

კიანუ რივზი ახალ Sponge Bob-ში გამოჩნდება. სოციალურ ქსელში ანიმაციური ფილმის მე-3 ნაწილის ტრეილერი გამოქვეყნდა. რგოლში ბობი თავის ლოკოკინას, გერის უამბობს, თუ როგორ უყვარს და ის მათი გაცნობის ისტორიას იხსენებს. რაც შეეხება ცნობილ მსახიობს, რივზი ეპიზოდურ, თუმცა დასამახსოვრებელ როლს ასრულებს.

15 ნოემბერი 2019, 16:14

ტაბლოიდი

ჩხოროწყუელი მოსწავლე ბრიტანულ რეკლამაში გადაიღეს. ვიდეო

ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის, მეშვიდე კლასის მოსწავლე, გუგა მამფორია რძის მწარმოებელი უმსხვილესი ევროპული ბრენდის Arla-ს სარეკლამო რგოლში გადაიღეს. ბიჭი საზაფხულო არდადეგების დროს თბილისში ყოფნისას, ქუჩაში შემთხვევით შეამჩნიეს და ფოტო გადაუღეს.

ბრანკო ლუსტიგი

15 ნოემბერი 2019, 16:06

კულტურა

„შინდლერის სიის“ და „გლადიატორის“ პროდიუსერი გარდაიცვალა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მსახიობი და პროდიუსერი ბრანკო ლუსტიგი 88 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ, The Festival of Tolerance-ის კინოფესტივალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გორი, საპროტესტო აქცია

15 ნოემბერი 2019, 15:58

საქართველო

„ნაცმოძრაობამ“ გორში მაჟორიტარი დეპუტატის ოფისის პიკეტირება სცადა

„არა რუსეთუმე დეპუტატს! ტენდერების მონა! დატოვეთ მანდატები! სირცხვილია!“ - ამ შეძახილებით, გორში, მაჟორიტარი დეპუტატის ოფისთან, ნაცმოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ საპროტესტო აქცია გამართა. პროტესტი აქციის მონაწილეებმა სასტვენებით გამოხატეს და იოსებ მაკრახიძესთან შეხვედრა ითხოვეს. მოგვიანებით კი, შენობაში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ დაცვის პოლიციამ არ მისცა.

ლუიანდა ბოთა

15 ნოემბერი 2019, 15:50

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში სასამართლომ ფოსტალიონს სამი სამუდამო განაჩენი გამოუტანა

სამხრეთ აფრიკაში სასამართლომ ფოსტის თანამშრომელს, 19 წლის სტუდენტის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის, სამი სამუდამო განაჩენი გამოუტანა. ინფორმაციას ამის შესახებ, BBC ავრცელებს.

ვენეცია, წყალდიდობა

15 ნოემბერი 2019, 15:28

მსოფლიო

ვენეციაში წყალდიდობის შედეგად ზარალმა €1 მილიარდი შეადგინა

ვენეციის მერის, ლუიჯი ბრუნიაროს განცხადებით, წყალდიდობის შედეგად, ქალაქს €1 მილიარდის ზარალი მიადგა. მანამდე, მერმა Twitter-ზე დაწერა, რომ წყლის დონის მატების გამო, მოედნების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს, დილას წყლის დონემ პიკს მიაღწია და 153 სანტიმეტრი შეადგინა. მერმა ვენეციაში შექმნილ სიტუაციას დამანგრეველი უწოდა.

არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი 2019, 15:24

საქართველო

თალაკვაძე უმრავლესობიდან წასულ ზოგიერთ დეპუტატთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დეპუტატები პოზიციას არ ცვლიან. თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი პარტიის ლიდერთან შესახვედრად მივიდნენ.

არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი 2019, 15:07

საქართველო

თალაკვაძე: ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემას დააბრალოს

საქართველოში არ იქნება არანაირი კრიზისი, არჩევნები დადგენილ ვადებში, 2020 წელს დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება, - ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩილე საპროტესტო აქცია

15 ნოემბერი 2019, 14:57

მსოფლიო

ჩილეში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 26 ათასს გადააჭარბა

ჩილეში საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე დაკავებულთა რიცხვმა 26 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით ტელეარხი TeleSUR-ი ავრცელებს.

15 ნოემბერი 2019, 14:56

ეკონომიკა

ახალი მაჩვენებლებით 2018 წელს მშპ-მ 44.6 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდრების შედეგად მიღებული მშპ-ს ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ახალი მონაცემების თანახმად, 2018 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 41.1 მილიარდის ნაცვლად, 44.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

რომან კაკულია

15 ნოემბერი 2019, 14:54

საქართველო

კაკულია: გადავწყვიტე, ვატარო ეს ტვირთი და არ ვიფიქრო იმაზე, ვის ვუტოვებ ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლეობის დეპუტატი და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია „ქართული ოცნების“პარტიის დატოვებას არ აპირებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი აპირებდა პარტიის დატოვებას, მაგრამ ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბრისას თავად უარყო. მისი თქმით, ის რჩება პარტიაში და მზად არის, იკისროს პასუხისმგებლობა, რომელიც კანონპროექტის ჩავარდნას მოყვა.