imedi /  01 აგვისტო 2019, 15:32 / სანდო წყარო

ზურა ადეიშვილი: მხოლოდ ჩიტების მეშინია, სისხლის და ნემსის შიშიც ვერ გადავლახე

ზურაბ ადეიშვილი

ზურაბ ადეიშვილი

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და youtube-ზე გამოაქვეყნა. ზურაბ ადეიშვილი ახლა უნგრეთს აფარებს თავს. 

ინტერვიუში, რომელიც 19 ივნისამდეა ჩაწერილი, ადეიშვილი ვრცლად საუბრობს ბოლო წლებში ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე, მიხეილ სააკაშვილზე, ვანო მერაბიშვილზე, ბიძინა ივანიშვილზე.

ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილზე საუბრისას ადეიშვილი ამბობს, რომ ის იყო საქართველოში ყველაზე კარგი შს მინისტრი და ბევრი მიღწევა ჰქონდა. მერაბიშვილის მინუსებად კი ადეიშვილი ასახელებს იმ ფაქტს, რომ “ის ძალიან ტოლერანტული იყო თავისი გუნდის წევრების მიმართ“.

ბიზნესის ტერორთან დაკავშირებით ზურაბ ადეიშვილი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს არსებობდა ე.წ. შორთკარტები, რაც მისი განმარტებით იმას ნიშნავს, რომ ბიზნესის წარმომადგენლის დასჯის ნაცვლად მათ ინვესტირების გაკეთებას სთავაზობდნენ: „ის ფული, რაც შენ მოიპარე და წაიღე სახლში, ამ ფულის რაღაც ნაწილი მოახმარე საზოგადოებრივ სიკეთეს“, - განაცხადა ადეიშვილმა, თუმცა დასძინა, რომ ის არ ამართლებს მაშინდელ პროცედურებს.

ნიკა გვარამიამ იუსტიციის ყოფილ მინისტრს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებითაც დაუსვა შეკითხვა. როგორც ზურაბ ადეიშვილმა თქვა, წინა ხელისუფლებას შეეძლო შეექმნა ისეთი სასამართლო, რომელიც უფრო დამოუკიდებელი იქნებოდა. ადეიშვილის თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით თავის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

"რომ გაგვეძლიერებინა მაშინ დამოუკიდებელი ადამიანებით სასამართლოს "ლიდერშიფი" და ეს მიგვეყვანა ბოლომდე, დღეს, რა თქმა უნდა, უფრო რთული იქნებოდა...[სასამართლოს ჩამოშლა]", - განაცხადა ადეიშვილმა. მან ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. "წელიწადნახევარი მუშაობდა ეს ადამიანი ჩვენთან, ჩემი ერთ-ერთი თანაშემწე იყო სამდივნოში", - თქვა ადეიშვილმა და დაეთანხმა ნიკა გვარამიას შეფასებას, რომ ზარდიაშვილი ადეიშვილთან მდივნის ფუნქციებს ასრულებდა.  

ნიკა გვარამიამ ადეიშვილს შეკითხვა დაუსვა ვანო მერაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებულ ურთიერთობაზეც, რომელზეც გვარამიას თქმით, ამბობდნენ, რომ მათ "სპეციფიკური ურთიერთობა ჰქონდათ". ადეიშვილის თქმით, მერაბიშვილსა და ივანიშვილს შორის კომუნიკაცია 2008 წლამდე არსებობდა. "პრეზიდენტი და ვანო ეკონტაქტებოდა [ბიძინა ივანიშვილს]", - ამბობს ზურაბ ადეიშვილი.

ნიკა გვარამიამ ადეიშვილს ჰკითხა, იჭერდნენ თუ არა ადამიანებს ივანიშვილის მოთხოვნით, რაზეც ადეიშვილმა უპასუხა, რომ იჭერდნენ, თუმცა არასოდეს დაწყებულა დევნა ისეთ ადამიანზე, რომელსაც კონკრეტული ქმედება არ ჰქონია ჩადენილი. 

"ყველა ის გვარები, რომლებსაც შემოგვითვლიდა ხოლმე, და ასეთი ბევრი იყო, რა თქმა უნდა, არასდროს დაგვიწყია სისხლის სამართლის დევნა ისეთი ადამიანთან, რომელსაც რეალურად არ ჰქონდა ჩადენილი რამე კონკრეტული ქმედება. მაგას არ დავუშვებდით. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ იყვნენ ადამიანები, რომელთა მიმართაც მაგალითად წინასწარ პატიმრობას ვიყენებდით იმის გამო, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გვთხოვა, მაგრამ რეალურ შემთხვევაში პოლიტიკა იყო სხვანაირი... მაგალითად ერთი პალმის ხის მოპარვაზე დაგვაჭერინა ვიღაც, თითქოს ეს პალმის ხე 1000 ლარი ღირდა თუ რაღაც ასეთი, მემგონი ნათესავი იყო... იყო 14 კგ საღებავზე...საბოლოო ჯამში ხანგრძლივ პატიმრობაზე არ იყო საუბარი", - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა. 

ზურაბ ადეიშვილმა გვარამიას შეკითხვის პასუხად თქვა, რომ მაშინ სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილს დაახლოებით 1 მილიარდ დოლარამდე ოდენობის გადასახადები არ გადაახდევინა:

"დრომაც აჩვენა, რომ ჩვენი დამოკიდებულება [ბიძინა ივანიშვილის] მიმართ იყო აბსოლუტურად ნაივური, არასწორი და, პრინციპში, არასახელმწიფოებრივიც. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, არის საქართველოს მოქალაქე ან რეზიდენტი, ის ვალდებულია გადაიხადოს გადასახადები საქართველოში. ადამიანი, რომლის შემოსავალიც ყოველწლიურად, და ვიცით ჩვენ იმ პერიოდის განმავლობაში უცხოეთში რაღაც აქტივებს ჰყიდდა, 2009 წლამდე ეკუთვნოდა გადასახადების გადახდა... ჩვენ არ ვიცით რამდენი აქტივი გაასხვისა იმ პერიოდის განმავლობაში და რა შემოსავალი მიიღო, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ 2003 წლიდან 2007 წლამდე მისი ქონება დრამატულად გაიზარდა, სადღაც 7.5 მილიარდამდე, მანამდე Forbes-ში მგონი სამი თუ ოთხი მილიარდი ჰქონდა, ანუ სადღაც ლაპარაკი უნდა იყოს 1 მილიარდ დოლარზე [ამ ოდენობის გადასახადები საქართველოს სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილს არ გადაახდევინა]", - თქვა ზურაბ ადეიშვილმა. მისი თქმით, ამ ფულის გარკვეულ ნაწილს ივანიშვილი ნებაყოფლობით ხარჯავდა და არავინ აძალებდა.

ნიკა გვარამიამ ზურაბ ადეიშვილს ასევე ჰკითხა, ძალიან ეშინოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს ბადრი პატარკაციშვილის, რაზეც ადეიშვილმა უპასუხა: "უფრო მეტად, ვიდრე ჩვენი".

"ეს არის ბედის ირონია რაღაცნაირად, რომ ის გვდებს ბრალს ჩვენ... და მეორე მხრივ, დღეს "იმედი" აღმოჩნდა მისი მთავარი მოკავშირე ყველა საქმეში და პრაქტიკულად მის მფლობელობაში... მას ძალიან ეშინოდა ბადრის", - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა. 

ნიკა გვარამიამ იუსტიციის ყოფილ მინისტრს მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებითაც ჰკითხა, თუ "რატომ არ ჩაჯდა ის ციხეში სხვებივით". ადეიშვილის თქმით, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ ჩაჯდა ციხეში:

"იმ დროისთვის ბევრი ფიქრობდა, რომ პოლიტიკური დევნა არ იქნებოდა. მე მემგონი ვიყავი ალბათ ერთადერთი, რომელიც ამბობდა პირველივე დღეებში, რომ ეს იქნება რეჟიმი, რომელიც დაიჭერს ყველა ლიდერს ან შეეცდება დაიჭიროს ყველა ლიდერი. მეორე - ნამდვილად ვერ ვხედავ აზრს, რომ სამართალი დაამტკიცო იმ სისტემაში, რა სისტემაც დღეს იქ [საქართველოში] არის, პოლიტიკური წნეხის პირობებში რაშიც იმყოფება ყველა სამართალდამცავი, ყველა მოწმე, პროცესის ყველა მონაწილე. და მესამე - ცხოვრებაში პირველად გავითვალისწინე ჩემი ოჯახის აზრი, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე იქნებოდა ჩემი ოჯახისთვის", - განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა. 

გვარამიამ მას პირად საკითხებზეც დაუსვა შეკითხვა და დაინტერესდა, რისი ეშინია ყოფილ გენპროკურორს. ადეიშვილი ამბობს, რომ კამერის ფობია აქვს. ასევე ეშინია ჩიტების, სისხლის და ნემსის. “მეშინია მხოლოდ ერთად ერთი რამის, ჩიტების და კამერების. და კიდევ... მთელი ბავშვობა, მეც და დედაჩემიც ვოცნებობდით, რომ ექიმი ვყოფილიყავი, მაგრამ სისხლის და ნემსის შიში ვერ გადავლახე. არასოდეს მინახავს როგორ უკეთებენ ნემსს ადამიანს", - თქვა ადეიშვილმა.

ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ის არცერთ მომავალ ხელისუფლებაში, არცერთ კონფიგურაციაში არ იქნება:

"საერთოდ უნდა დავივიწყოთ შიში. ადეიშვილი არცერთ მომავალ ხელისუფლებაში, არცერთ კონფიგურაციაში არ იქნება... მე ეს ნამდვილად აღარ მაინტერესებს", - თქვა ზურაბ ადეიშვილმა. 

ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების დღეს დატოვა. მას საქართველოში სასამართლოს მიერ განაჩენი აქვს გამოტანილი ტელეკომპანია "იმედში" შეჭრის და მისი დარბევის საქმეზე. მას პატიმრობა აქვს მისჯილი "აკურას" ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზეც. ასევე ბრალდებულია ბანკი "ქართუს" გაკოტრების საქმეზე.

ასევე მსჯავრდებულია ტელეკომპანია "იბერიას" დახურვისა და მისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმესთან დაკავშირებით. ზურაბ ადეიშვილს ბრალი აქვს წარდგენილი ციხეში პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობის პროვოცირების საქმესთან დაკავშირებითაც (ე.წ. ციხის კადრების საქმე). ზურაბ ადეიშვილს ბრალი აქვს წარდგენილი პარლამენტარ კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე.

რამდენიმე საქმეში ბრალდებულ ზურაბ ადეიშვილზე წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ინტერპოლს 2013 წლის 10 იანვარს მიმართა. შუამდგომლობა 2013 წლის 14 ნოემბერს დაკმაყოფილდა და ზურაბ ადეიშვილი საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდა. ინტერპოლმა საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარი 2015 წლის აპრილში გააუქმა.

ყველა სიახლე

25 თებერვალი 2020, 09:20

ძალოვნები

გუდაურში ძალადობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 თებერვალს, გუდაურში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვ.წ. და ამავე ბარის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის შ.ე., ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ვ.წ.-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კაფე-ბარის მეპატრონესაც.

კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 09:10

მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 71 ადამიანი დაიღუპა, საერთო ჯამში კი, ჩინეთში გარდაცლილთა რაოდენობამ 2 663-ს მიაღწია. 9-მდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა სამხრეთ კორეაში, ინფიცირებული კი - 893 ია.

25 თებერვალი 2020, 08:47

ძალოვნები

თბილისში დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული - მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავეს.

ამინდი

25 თებერვალი 2020, 08:34

საქართველო

დღეს საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების განცხადებით, დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში უმეტესად თოვლის სახით, ზღვაზე კი 4-6 ბალიანი შტორმი.

დავით ზალკალიანი

25 თებერვალი 2020, 08:25

საქართველო

დღეს დავით ზალკალიანი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარსა და ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან განიხილავენ საქართველოს თავმჯდომარეობის დროს დაგეგმილ ღონისძიებებსა და პრიორიტეტებს, მათ შორისაა მაისში დაგეგმილი მინისტერიალი, რომლის გამართვაზეც ქართულ მხარეს პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს.

ხორავას ქუჩა

25 თებერვალი 2020, 08:11

ძალოვნები

მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

ადვოკატი ზურაბ თოდუა გამამართლებელ განაჩენს ელის. მისივე თქმით, გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ მიხეილ კალანდიას უდანაშაულობა დაამტკიცოს. განაჩენი 12 საათზე გამოცხადდება. მიხეილ კალანდია სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს.

25 თებერვალი 2020, 08:00

საქართველო

საბჭოთა ოკუპაციიდან 99 წელი გავიდა

12 თებერვალს საქართველოში შემოსულ რუსულ ჯარებს, წინააღმდეგობა ქართულმა ჯარმა, სახალხო გვარდიამ და მოხალისეებმა გაუწიეს. იუნკრებმა თავდაპირველად მტრის მოგერიება შეძლეს, თუმცა განახლებული შეტაკებების შედეგად, დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.

კორონავირუსი

25 თებერვალი 2020, 01:10

მსოფლიო

საფრანგეთში კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებული ბოლო პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს

„საფრანგეთში კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებული ბოლო პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს“, -ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა განაცხადა. საფრანგეთში სულ 12 ადამიანი იყო კორონავირუსით ინფიცირებული. აქედან ერთი გარდაიცვალა, ხოლო 11 კი განიკურნა.

Sony Xperia

25 თებერვალი 2020, 00:56

ტექნოლოგიები

კომპანია Sony-იმ ახალი ტელეფონი Xperia 1 II წარადგინა

კომპანია Sony-იმ ფლაგმანი სმარტფონი Sony Xperia 1 II წარადგინა, რომელიც ევრპპის ბაზარზე 2020 წლის გაზაფხულის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი. Xperia 1 II სამი კამერა და Zeiss-ის ოპტიკა აქვს. სმარტფონს წამში 20 კადრის გადაღება შეუძლია, - აცხადებენ კომპანიაში.

დროშის დაშვება

25 თებერვალი 2020, 00:47

საქართველო

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

კობი ბრაიანტი

25 თებერვალი 2020, 00:39

მსოფლიო

ლოს-ანჯელესში Staples Center-ის სპორტულ კომპლექსში კობი ბრაიანტის ხსოვნის საღამო იმართება

ლეგენდარული კალათბურთელის ხსოვნის საღამო ბიონსემ გახსნა, რომელმაც თავისი ჰიტი XO შეასრულა. მისი თქმით, ეს სიმღერა კობის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო. „აქ ვარ იმიტომ, რომ კობი მიყვარს“, - განუცხადა მან ღონისძიებაზე შეკრებილებს.

იტალიის საელჩო

25 თებერვალი 2020, 00:20

საქართველო

იტალიაში მომხდარი მიწისძვრის გამო საგარეო უწყება კალაბრიის რეგიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

„გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში, კალაბრიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულები არ არიან. საქართველოს საკონსულო მოუწოდებს კალაბრიის რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე: +39 333 8879123“, - იტყობინება საგარეო უწყება.

კობი ბრაიანტი

24 თებერვალი 2020, 23:52

მსოფლიო

კობი ბრაიანტის ცოლი ავიაკომპანიასა და გარდაცვლილი პილოტის ოჯახის წევრებს უჩივის

კობი ბრაიანტის ცოლმა ვანესა ბრაიანტმა სარჩელი შეიტანა კომპანია Island Express Helicopters-ისა და გარდაცვლილი პილოტის არა ზობაიანის ოჯახის წევრების წინააღმდეგ. წერს hollywoodreporter. ამ კომპანიას ეკუთვნოდა ვერტმფრენი, რომელმაც კატასტროფა გასულ თვეს განიცადა. რის შედეგადაც კობი ბრაიანტი, მისი შვილი და კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა.

შიდა ქართლი

24 თებერვალი 2020, 23:23

საქართველო

შიდა ქართლის რეგიონში ბინას კიდევ 34 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შიდა ქართლის რეგიონში ბინას კიდევ 34 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული საცხოვრებელი ფართები, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, გაანაწილა.

კეტრინ ჯონსონი

24 თებერვალი 2020, 23:20

ტექნოლოგიები

NASA-ს ლეგენდარული მათემატიკოსი კეტრინ ჯონსონი 101 წლისა გარდაიცვალა

ის კოსმონავტიკის ისტორიაში სხვადასხვა კოსმოსური ექსპედიციების ტრაექტორიების გამოთვლით შევიდა, მათ შორის მთვარეზე გაფრენის ექსპედიციის. NASA-ში განაცხადეს, რომ „კეტრინ ჯონსონი გამორჩეული იყო თავისი უბადლო ჭკუით და იმით, რომ არ ნებისმიერი რასობრივი და სოციალური ბარიერების წინაშე არ ჩერდებოდა“.

ფეხბურთი

24 თებერვალი 2020, 23:00

სპორტი

ინგლისის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციები 11 წლამდე ბავშვებს თავით თამაშს აღარ ასწავლიან

ინგლისის, შოტლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციები 11 წლამდე ბავშვებს თავით თამაშს აღარ ასწავლიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ასევე შემოღებულია შეზღუდვები 18 წლამდე ნორჩი ფეხბურთელებისთვის.

პანკისი

24 თებერვალი 2020, 22:40

საქართველო

პანკისში, სოფელ წინუბანში სკოლა შენდება

პანკისის ხეობის სოფელ წინუბანს წლის ბოლოს ახალი სკოლა ექნება. მძიმე ტექნიკის დახმარებით უკვე გაიწმინდა ტერიტორია. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საჯარო სკოლა 90 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, სადაც 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია განთავსდება.

ტოკიოს ოლიმპიადა

24 თებერვალი 2020, 22:35

სპორტი

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კორონავირუსის გამო ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმებას არ გეგმავს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ტოკიოში ოლიმპიური თამაშების გაუქმებას ან გადატანას არ გეგმავს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ფშავლის ტყე

24 თებერვალი 2020, 22:23

საქართველო

კახეთში, სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ტყეში ხანძარია. როგორც ფშაველი-ლეჩურის თემში მერის წარმომადგენელი, ვალერი აბრამიშვილი ამბობს, ცეცხლი დღის მეორე ნახევარში თავდაპირველად ხმელ ბალახს მოედო, მოგვიანებით კი ტყის მასივზე გაცრცელდა.

მედიკამენტები

24 თებერვალი 2020, 22:05

საქართველო

ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო შს სამინისტრომ აფთიაქებიდან საქართველოდან შეტანილი პრეპარატები კიდევ ამოიღო

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს სამინისტრომ ცხინვალის აფთიაქებიდან საქართველოდან შემოტანილი სამედიცინო პრეპარატები ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო უწყება ავრცელებს.